საქველმოქმედო საღამო “NOW”
„NOW“ არის სხვადასხვა ქვეყნების ხელოვანთა გაერთიანება, რომლებიც შეიკრიბნენ საქველმოქმედო აქციის გასამართად უკრაინის მხარდასაჭერად.
ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი ომის საწინააღმდეგო ხელოვნების ნამუშევრები: აქციონიზმი, პერფორმანსული ხელოვნება, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, კინო.
საგამოფენო წარმოდგენას ხელმძღვანელობს რია ქებურია
პერფომანსულ წარმოდგენას ხელმძღვანელობს ანდრო დადიანი
- კინოჩვენებაში მონაწილეობას მიიღებენ სალომე ჯაშის და თორნიკე ბზიავას ფილმები
- პერფომატორები იქნებიან საქართველოდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, თურქმენეთიდან და რუსეთიდან
- გამოვლიან მუსიკოსები: სანდრო ბიბიჩი და ნოდარიკო ხუციშვილისი, ასევე ზუკა სიმონიშვილი და დათო კაკულია
- ექსპერიმენტული ელექტრო მუსიკა - თორნიკესგან
ომის დროს ხელოვნებმა უნდა განაგრძონ საუბარი მათთვის ხელმისაწვდომ ენაზე – ანუ ხელოვნების ენაზე.
შუა საღამოს, სტუმრებს ელოდება აუქციონი, სადაც ყველას შეუძლია შეიძინოს ომის საწინააღმდეგო ექსპონატები (სლოტები). შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.
საგამოფენო წარმოდგენას ხელმძღვანელობს რია ქებურია.
პერფომანსულ წარმოდგენას ხელმძღვანელობს ანდრო დადიანი.
შემოსასვლელში იქნება ფიქსირებული შემოწირულობა 25 ლარის ოდენობით. თანხა გადანაწილდება პარტნიორ ფონდებს შორის. თანხის ⅔ გაიგზავნება უკრაინისა და მისი მაცხოვრებლების დასახმარებლად, ⅓ თანხიდან გადაირიცხება ქართველი ლტოლვილების დასახმარებლად.
ჩვენი მთავარი თეზისები:
- ხელოვნება - პოლიტიკურიც არის
- ვემხრობით საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას.
- ვემხრობით საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანისა და სრული დეოკუპაციის. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ტერიტორიაა.
- დიქტატურის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგები ვართ.
- წინააღმდეგები ვართ ნებისმიერი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და ძალადობის.
- თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!
ადგილი: Hermitspace (1 Vasil Petriashvili Street, Tbilisi) №1 ღვინის ქარხანის ტერიტორია
თარიღი: 4 ივნისი 17:30-02:00
საქართველოს ფუტსალის ნაკრების ძირითადი ბირთვი, პსპ-ს საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული
პირველად საქართველოს ისტორიაში! მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებს საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნული ნაკრები!
ტურნირი კოშიცეში, სლოვაკეთში, 4-11 ივნისს ტარდება და მასში 24 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს.
ეროვნული ნაკრები შეირჩა საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის გუნდებში მოასპარეზე გამორჩეული სპორტსმენებით, მათ შორის, ძირითადი ბირთვი პსპ-ს საფეხბურთო გუნდის მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ამჟამად მიმდინარე ფუტსალის პროფესიონალური ლიგის ოთხეულში არიან.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ასევე ეროვნული ლიგის გამორჩეული მწვრთელი, ბესარიონ არველაძე, პსპ-ს გუნდის მწვრთნელია.
საქართველოს ნაკრები ც ჯგუფშია და თავის პირველ თამაშს მონტენეგროსთან, 5 ივნისს, თბილისის დროით,13:45 სთ-ზე ითამაშებს.
საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრების მთავარი პარტნიორია!
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა 200 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი გაიტაცა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა 200 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი გაიტაცა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.
„რუსეთს ძალით მიჰყავს როგორც მოზრდილები, ასევე ბავშვები. ეს არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ომის დანაშაული. რუსეთმა ომის დაწყებიდან 200 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი გაიტაცა, რომლებიც ბავშვთა სახლებში ცხოვრობდნენ და მშობლებს დაშორდნენ“.- განაცხადა ზელებსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ეს ბავშვები გადაასახლა და განსაკუთრებით შორეულ რაიონებში განათავსა.
„ამ კრიმინალური პოლიტიკის მიზანი არ არის მხოლოდ ხალხის გატაცება, არამედ ის, რომ ხალხმა დაივიწყოს უკრაინა და ხელი შეუშალონ მათ უკან დაბრუნებას“. - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა: "ოკუპანტების თავდასხმების შედეგად ომის დაწყებიდან 689 ბავშვი დაშავდა. ეს არის მხოლოდ ის, რისი დადგენა შევძელით. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ყველა მონაცემი ოკუპირებული ტერიტორიებიდან“.
თურქმენმა და ქართველმა სპეციალისტებმა ვიდეო-შეხვედრა ჩაატარეს
„ერთი ფანჯრის“ ფუნქციონირების პრინციპები, ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მართვა, იურიდიული პირების ონლაინ რეგისტრაცია იყო ვიდეო-შეხვედრის საგანი თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის.
თბილისში თურქმენეთის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით ორგანიზებულ ღონისძიებაზე ქართველმა სპეციალისტებმა გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება “ერთი ფანჯრის” პრინციპის მუშაობაში გამოყენების შესახებ. ასევე განიხილეს მარეგულირებელი ბაზის, კანონმდებლობის აუცილებელი ცვლილებების, ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხები.
ჯანმო მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ახალ განცხადებას აკეთებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) იტყობინება, რომ მაიმუნის ყვავილის ვირუსი, რომელიც გავრცელდა ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით ევროპაში, ბოლო კვირების განმავლობაში 30 ქვეყანაში 550 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჟენევაში მდებარე შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათ 30 ქვეყანაში 550 მაიმუნის ყვავილის ვირუსის შემთხვევა დაადასტურეს.
„კვლევები მიმდინარეობს, მაგრამ ვირუსის უმოკლეს დროში მრავალ ქვეყანაში სწრაფი გამოჩენა, მიუთითებს მის დაუდგენელ გავრცელებაზე“ აღნიშნა გებრეისუსმა.
მან, ჯანმო-ს წევრ ქვეყნებს ასევე მოუწოდა, რომ აღნიშნული ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში მათ დროულად მიაწოდონ ინფორმაცია.
იტალიის ეროვნული დღესასწაული თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში
2 ივნისს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელი საზეიმო წვეულება გაიმართა. მრავალრიცხოვან სტუმრებს "იტალიური ცხოვრების სტილის" (სილამაზის, ტრადიციებისა და ინოვაციების სინთეზის) ნამდვილი ზეიმი დახვდათ - ერთ საღამოში თავმოყრილი უამრავი სიურპრიზი და იტალიური კრეატიულობით გამორჩეული სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის:
გამოფენები: კარლო რომეოს, ალესიო ლიგუორის, მარკო პეშეტელისა და სტეფანო ბალდის ერთობლივი ფოტოექსპოზიცია "მოგზაურობა იტალიაში. იტალიის რეგიონების ხელოვნება, წარმოება და პერსონაჟები"; იტალიის არქიტექტორთა ეროვნული საბჭოს (CNAPPC) მიერ იტალიური დიზაინის დღის ფარგლებში მომზადებული გამოფენა „რე@გენერაცია: დიზაინი და ახალი ტექნოლოგიები მდგრადი მომავლისთვის“ და სახელგანთქმული ჟურნალი „Domus“-ის ქართული გამოცემის მიერ ორგანიზებული ექსპოზიცია „შესაძლოა თუ არა ისტორიის და მომავლის კოჰაბიტაცია?“
მუსიკა: ეროვნული ჰიმნები და ცნობილი საოპერო არიები სახელგანთქმულმა იტალიელმა ბარიტონმა ვიტორიო ვიტელიმ, ვერდის მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარებულმა იტალიელმა ტენორმა ლუჩანო განჩიმ და ბრწყინვალე სოპრანომ იანო თამარ ალიბეგაშვილმა შეასრულეს.
ენოგასტრონომია: კვების პროდუქტები და კერძები იტალიის ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა. წვეულებაზე, უამრავ სხვადასხვა დელიკატესთან ერთად, წარმოდგენილი იყო მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული იტალიური ენოგასტრონომიული პროდუქცია (პროსეკო, აპეროლი, პარმიჯანო) და, ასევე, მიშლენის ვარსკვლავით დაჯილდოვებული ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი შეფ-მზარეულის, მატეო სივეროს სპეციალური მენიუ - ორიგინალური რეცეპტით მომზადებული ლაზანია და ტირამისუ.
ღონისძიება, რომელსაც საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სხვადასხვა ინსტიტუციის, ეკონომიკური, კულტურული, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ, მრავალრიცხოვანი სპონსორისა და პარტნიორის დახმარებით გაიმართა. დღესასწაულის ღამეს თბილისის სატელევიზიო ანძა იტალიის დროშის მწვანე, თეთრ და წითელ ფერებში აინთო.
იტალიის საელჩო საქართველოში