ტეხასის შტატში სატვირთო მანქანაში ათეულობით ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში სატვირთო მანქანაში სულ მცირე 42 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილები სავარაუდოდ მიგრანტები არიან. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ სატვირთო მანქანაში, კიდევ 16 ადამიანი იყო, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სან ანტონიოს პოლიციამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს სატვირთო ავტომობილის მძღოლის დაკავების პროცესი.
საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.
სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა
სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა
ბექა გოგიჩაიშვილს აქვს ფართო გამოცდილება საინვესტიციო მენეჯმენტსა და საფინანსო ინდუსტრიაში. მისი კვალიფიკაცია მოიცავს გლობალურ ფინანსურ ბაზრებს, ფინანსურ ანალიტიკას და ბიზნესის განვითარებას. ბექა კარიერის განმავლობაში მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Universal Card Corporation, თიბისი ბანკი, საპარტნიორო ფონდი და Hunnewell Partners (UK) LLP. ბექა იყო პასუხისმგებელი მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, როგორც მენეჯმენტის მიმართულებით, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსით.
ბექა გოგიჩაიშვილი სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2020 წლის ნოემბერში აირჩიეს და მას შემდეგ აქტიურად იყო ჩართული ბანკის ხედვის შექმნასა და შესაბამისად, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ბექა ფლობს მაგისტრის ხარისხს მენეჯმენტსა და ფინანსებში (University of Sussex, დიდი ბრიტანეთი).
სს ‘ლიბერთი ბანკის’ თავმჯდომარემ, მურთაზ კიკორიამ განაცხადა: „მოხარული ვართ, რომ ბექა გოგიჩაიშვილმა მიიღო სამეთვალყურეო საბჭოს წინადადება და დღეიდან შემოუერთდება ლიბერთის გენერალური დირექტორის პოზიციაზე. ბექას აქვს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობის გამოცდილება, ასევე მონაწილეობდა ბანკის ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში, რაც ძალიან ღირებული ფუნდამენტია ახალი ლიბერთის ზრდისა და მომავალი წარმატებისთვის.’
ლიბერთი ბანკის ახლად დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა, ბექა გოგიჩაიშვილმა კომენტარი გააკეთა: „ჩემთვის დიდი პატივი და ამასთანავე, პასუხისმგებლობაა შევუერთდე ლიბერთის კომპეტენტურ და ძლიერ გუნდს. გასულ წლებში დაიწყო ლიბერთის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის პროცესი, ახალი სტრატეგიული ხედვის განხორციელება და ბანკის წამყვანი, უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტის პოზიციაზე განმტკიცება.
გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ზრდა, დავნერგოთ მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა ჩვენს ყველა პროდუქტსა და მომსახურებაში და ვიყოთ ყველა ოჯახის ფინანსური პარტნიორი საქართველოში.
ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი
დასაქმების პორტალი, EURES გაძლევთ საშუალებას, მოიძიოთ კონკრეტული ტიპის სამუშაო ევროპაში
ევროკომისიამ შექმნა სხვადასხვა სახის ონლაინინსტრუმენტები, რომლებიც სწავლის პარალელურად თუ დასრულების მერე სამუშაოს პოვნაში და საკუთარი უნარებისა და კვალიფიკაციის ევროპის მასშტაბით წარმოჩენაში დაგეხმარებათ.
დასაქმების პორტალი, EURES გაძლევთ საშუალებას, მოიძიოთ კონკრეტული ტიპის სამუშაო და ძიების შედეგები ქვეყნის, ენის თუ საჭირო განათლების დონის მიხედვით გაფილტროთ. გარდა ამისა, აქ თქვენ ნახავთ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების თუ სამუშაოს პირობების შესახებ, შრომის ბაზრის მდგომარეობის აღწერას, განცხადებებს საერთაშორისო დასაქმების ბაზრების შესახებ, სადაც დამსაქმებელთან უშუალოდ შეხვედრაა შესაძლებელი და სხვა.
EURES-ზე ამ ტიპის ინფორმაცია მოიპოვება ევროკავშირის 27 ქვეყანაზე, ასევე ისლანდიაზე, ლიხტენშტაინზე, ნორვეგიასა და შვეიცარიაზე.
მეორე პორტალი – Europass – სტუდენტებს, დასაქმებულებს და ევროპის მასშტაბით დასაქმების მაძიებლებს საკუთარი უნარების და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის ეფექტიანად გავრცელებაში ეხმარება. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით, თქვენ რეზიუმეს (CV) და სამოტივაციო წერილის შედგენას და თქვენი სერტიფიკატებისა და დიპლომის დანართების ერთ ადგილზე თავმოყრას შეძლებთ.
ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე პირებს ევროკავშირის ქვეყანაში სამუშაოდ ისეთი დამატებითი დოკუმენტაცია შეიძლება დასჭირდეთ, როგორიც ევროკავშირის ცისფერი ბარათია. ამის გამო ევროკომისია გაძლევთ რეკომენდაციას, რომ ვიზის და/ან სამუშაოს უფლების მიღებაზე ზრუნვა ბოლო წუთისთვის არ მოიტოვოთ.
დამატებითი ინფორმაცია
2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
ლიბერთი მასწავლებელთა პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებულს, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ოქროს სპონსორი, ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.
ლიბერთი, მეექვსე წელია, რაც ყოველწლიურად აჯილდოვებს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული საუკეთესო მასწავლებლების ათეულს. განათლების კოალიციასა და ლიბერთის შორის ხუთი წლის ვადით გაფორმებული, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთიმ, 2021 წელს, მასწავლებელთა საუკეთესო ათეულისთვის დაწესებული სპეციალური საპრიზო ფონდი გააორმაგა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, ლიბერთის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრიორიტეტს - ხელი შეუწყოს განათლებას, ზოგადად მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და მომავალი თაობების აღზრდის მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეს.
2022 წლის საუკეთესო ათეულის წევრები არიან:
· კახა გალდავა - სამტრედიის N1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
· მიხეილ ლაბარტყავა - დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის ,,შავნაბადა" ქიმიის მასწავლებელი;
· ლალი მარგიანი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;
· ნანა მგალობლიშვილი - ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
· ხათუნა ნოზაძე - თბილისის ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის და დავით სარაჯიშვილის სახელობის N16 საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელი;
· ნუგზარ სადიკოვი - თბილისის N55 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
· მიმოზა ღოლიჯაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის და მეცნიერებათა სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელი;
· როლანდ შავაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
· სოფიო ძიგრაშვილი - ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი;
· ირა ძირკვაძე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. მხარდამჭერები არიან: განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.
ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი
თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შეთანხმდნენ!
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ ოთხთა სამიტზე თურქეთმა მიიღო ის, რაც სურდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო, შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდელენა ანდერსონი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოთხმხრივ შეხვედრაზე შეხვდნენ ერთმანეთს.
პრესისათვის დახურულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ თურქეთმა მიაღწია იმის მიღებას, რაც სურდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის მიღწეულ მემორანდუმს ხელი, თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს.
საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ დეკლარაციაში კი აღინიშნა: „ფინეთი და შვედეთი მკაფიოდ და ცალსახად გმობენ ყველა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ თურქეთის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს. ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას აღკვეთონ PKK-ს და ყველა სხვა ტერორისტული ორგანიზაციის და მასთან დაკავშირებული პირების საქმიანობა“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამივე ქვეყანამ გადაწყვიტეს გაზარდონ თანამშრომლობა ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის აღკვეთის მიზნით და რომ ფინეთი და შვედეთი სწრაფად განიხილავენ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დეპორტაციის ან ექსტრადიციის მოთხოვნებს ინფორმაციის გათვალისწინებით.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინეთი და შვედეთი, როგორც ნატოს მომავალი მოკავშირეები, არ დაუჭერენ მხარს PYD/YPG-ს და თურქეთში FETÖ-ს სახელით განსაზღვრულ ორგანიზაციას და აღინიშნა, რომ ხსენებულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით კანონმდებლობის არბიტრაჟს განახორციელებს.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ეროვნული იარაღის მიმართ ემბარგოს აღარ დააწესებენ.