Items filtered by date: ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარლამენტში პოლიტიკური დებატების ფორმატში მთავრობის ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა.
როგორც ი.ღარიბაშვილმა აღნიშნა, საუბარი მინდა იმ მთავარი მიღწევით დავიწყოთ, რომლის მომსწრენიც ყველა ერთად გავხდით რამდენიმე დღის წინ.
„ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, და ოფიციალურ დოკუმენტში დიდი ხნის ნანატრი ჩანაწერი გამოჩნდა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობდა მოლოდინი, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, როგორც უკრაინა და მოლდოვა, მაგრამ ამ მხრივ მათ განსხვავებული მიდგომა დააფიქსირეს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, „მიუხედავად იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რაც მემკვიდრეობით მიიღო“.
„ევროკომისიამ დოკუმენტში მკაფიოდ განაცხადა, რომ რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, შეუნარჩუნოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რათა ის გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება“, - დასძინა ი.ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მთავრობა, პარლამენტთან ერთად, მთელი გუნდით მზად არის და მოტივირებულია გააგრძელოს ყველა ის რეფორმა, რაც ქვეყანას და ხალხს სჭირდება.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შემდეგ იგი უპასუხებს კითხვებს. შემდეგ იქნება პოლიტიკური განცხადებები და პოლიტიკური დებატები.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, 1 ივნისს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს წერილობით წარუდგინა ყოველწლიური ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ინდოეთის ასამის შტატში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად შტატების ყველაზე დიდი მდინარე ბრაჰმაპუტრა, კალაპოტიდან გადავიდა რის გამოც კიდევ 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ასამის შტატის კატასტროფების მართვის ორგანო (ASDMA) იტყობინება, ძლიერი წვიმების შედეგად 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

მეორეს მხრივ, სტიქიის გამო დახმარების ბანაკებში ამ დროისათვის 186 ათასი ადამიანი იქნა გადაყვანილი.

ინდოეთში ასამის შტატში ძლიერი წვიმები 6 აპრილიდან მოყოლებული გრძელდება.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბუდაპეშტში გუშინ სტარტი აიღო მსოფლიოს მე-19 ჩემპიონატმა წყალბურთში, სადაც ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ასპარეზობს. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბრაზილიას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 14:10 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტებმა დამაჯერებელი და ძალზე მნიშვნელოვანი მოგებით დაიწყო ასპარეზობა!

ამავე, A ჯგუფში მეორე მატჩში მასპინძელი უნგრეთი მონტენეგროს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან პირველადგილოსანი პირდაპირ მეოთხედფინალში გავა, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილზე გასულები მერვედფინალში ითამაშებენ. ვინაიდან, უნგრეთი და მონტენეგრო ჯგუფის აშკარა ფავორიტები არიან, დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალის საგზური ფაქტობრივად, გაინაღდა.

23 ივნისს საქართველოს ნაკრები მონტენეგროს შეხვდება, ბრაზილია - მასპინძელ უნგრეთს.

გამოქვეყნებულია სპორტი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური