„თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის იან მალქოლმ ჰოქის ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა
„თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის იან მალქოლმ ჰოქის ადვოკატი
დიმიტრი ტორაძემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც
მოპასუხეებს წარმოადგენენ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ავთანდილ
წერეთელი და კომპანიები „სამგორი M“ და „სამგორი თრეიდი“.
სარჩელის თანახმად, ბრიტანელი აქციონერი „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ
ზემოხსენებული პირებისა და კომპანიების მხრიდან მიყენებული ზარალის
ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, 50
მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.
სარჩელის წარდგენის პარალელურად, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით მიმართა, რის საფუძველზეც
სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკიდან“ ა/წ 15
ივლისს დივიდენდის სახით მისაღები 30 მილიონამდე ლარი დაუყადაღა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ძირითადი
მოთხოვნებია მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთლისა და
კომპანიების „სამგორი M“ და „სამგორი თრეიდისთვის“ სს „თიბისი ბანკის“
სასარგებლოდ 16 664 000 ამერიკული დოლარის და მიუღებელი შემოსავლის
სახით 14 წლის განმავლობაში დასარიცხი პროცენტის დაკისრება.
„თიბისი ბანკის“ პრეს-რელიზი
როგორ ვიქირაოთ საზაფხულო ბინა ზღვაზე?
გეგმავთ შვებულებას ზღვისპირა ქალაქში?
ზღვისპირა ქალაქში დასასვენებლად შვებულების დაგეგმვა უკვე დავიწყეთ. პირველი ლოკაცია - ბათუმი, რომელიც ზაფხულში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და სიცოცხლით სავსე ქალაქია. სანამ ჩანთებს საზაფხულო, თხელი და ჰაეროვანი ტანსაცმლით დავტვირთავთ, პირველ რიგში, აუცილებელია ვიზრუნოთ კომფორტზე, რომელსაც საკუთარ თავს დასვენების დროს უნდა შევუქმნათ.
არ აქვს მნიშვნელობა, თუ ეძებთ ბინას, რომელიც თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის სივრცული და განცალკევებული იქნება, ან სასტუმროს, სადაც მრავალფეროვანი საუზმით დატკბებით, საიტი, როგორიცაა „dgiurad.ge“ თქვენთვის შესაფერისი ადგილის დასაქირავებლად ვრცელ კატალოგს გთავაზობთ.
შესაძლოა ამდენი შემოთავაზება თქვენთვის თავბრუდამხვევიც კი იყოს. საზაფხულო ბინის დასაქირავებლად არსებობს რამდენიმე რჩევა და ხრიკი, რომლებიც პროცესს უფრო გაამარტივებს და გაახალისებს.
აირჩიე სწორი საიტი
არსებობს ასობით ვებსაიტი, რომელიც ადამიანებს საზაფხულო ბინის დაქირავებაში ეხმარება. მაგრამ ზოგი უფრო სანდოა, ვიდრე სხვა. იმისათვის, რომ უსაფრთხოდ იყოთ, გონივრული იქნება განცხადებები უფრო ნაცნობ საიტებზე დაათვალიეროთ.
მაგალითად, „dgiurad.ge-ს“ უკვე ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. ვებსაიტის სახელწოდებაც კი მიგვანიშნებს, რომ საიტზე განთავსებულია განცხადებები, სადაც ქირავდება ბინები დღიურად. შეგიძლიათ, მონიშნოთ ნებისმიერი ლოკაცია და იპოვოთ და წინასწარ დაჯავშნოთ თქვენთვის შესაფერისი ბინა ან სასტუმროს ნომერი.
აირჩიეთ დასვენების დღეები
გადაწყვიტეთ, როდის გსურთ დაისვენოთ სანაპიროზე. დროის ფანჯრის არჩევა დაგეხმარებათ შეამციროთ ვარიანტების რაოდენობა.
გაითვალისწინეთ, რომ წლის გარკვეული პერიოდი პიკის სეზონია, ამიტომ ფასები გაცილებით მაღალი იქნება. ბინები ბათუმში განსაკუთრებით ზაფხულში ძვირდება. თუმცა, გაზრდილი ფასების მიუხედავად, მაინც შეძლებთ იპოვოთ კარგი ბინა, კარგი ადგილმდებარეობით.
გაითვალისწინე ყველა დეტალი
მას შემდეგ რაც შეამცირეთ თქვენი დასვენების დღეებისა და დანიშნულების ვარიანტები, საკონტროლო სიის შექმნა შემდეგი დიდი ნაბიჯია. იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენ ადამიანი ადამიანი მიდიხართ, რამდენად ახლოს ან შორს გსურთ იყოთ ქალაქის ცენტრიდან ან სანაპიროდან და გსურთ თუ არა კონკრეტული კეთილმოწყობა? მაგალითად, პარკინგი, ხედი ზღვაზე ან სიახლოვე საკვებ ობიექტთან.
გაესაუბრე ბინის მფლობელს
მფლობელთან საუბარი ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მოურიდებლად დასვით რამდენიმე უვნებელი შეკითხვა, რომ გაუზიაროთ თქვენი მოთხოვნები და გაიგოთ მათი პირობები.
არავის სურს, მივიდეს ნაქირავებ ბინაში და აღმოაჩინოს, რომ წყალი არ მუშაობს ან ბინა არც ისე ახლოს არის ზღვასთან. მფლობელთან წინასწარ საუბარი უზრუნველყოფს რაც შეიძლება ნაკლები არასწორ კომუნიკაციას. შეგიძლიათ ჰკითხოთ, ბინაში არის თუ არა პლაჟის პირსახოცები, აქვთ თუ არა Wi-Fi და ასე შემდეგ.
და ბოლოს, დაიქირავეთ!
როცა ყველა დეტალი გარკვეულია, ჩანთაც ჩალაგებულია და მატარებლის ბილეთებიც ნაყიდია, უკვე მზად ხართ, რომ გაემგზავროთ ზღვისპირა ქალაქში და დაისვენოთ. დამღლელი წლის მერე ყველა იმსახურებს ბათუმის ან სხვა ზღვისპირა ქალაქის მხიარულების შეგრძნებას და კომფორტულ პირობებს შვებულების ბედნიერად და მშვიდად გასატარებლად.
როგორ მოვემზადოთ ხანძრისთვის და ევაკუაციისთვის?
ხანძარი ბინებსა და შენობებში
ხანძარი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. მცირე ხანძარიც კი საშიშია, რადგან ის შეიძლება სწრაფად უფრო ვრცელ ტერიტორიად მოედოს და კონტროლიდან გამოვიდეს. როდესაც ხანძარი ჩნდება, საშუალო ზომის ოთახი ცეცხლის ალმა შეიძლება, სულ რაღაც ორ წუთში შთანთქას. ამიტომ, სახლშიც და სამუშაო ადგილზეც აუცილებელია ზომების მიღება ხანძრის თავიდან ასაცილებლად და იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ხანძრის გაჩენის შემთხვევაში.
მოამზადეთ ხანძარსაწინააღმდეგო გეგმა
სახანძრო უსაფრთხოება არ არის გარანტირებული, თუ მზად არ გაქვთ სწორი ხანძარსაწინააღმდეგო გეგმა.
დახაზეთ სახლის იატაკი, რომელზეც აღნიშნულია სახლიდან ან ოფისიდან გასასვლელი ყველა მარშრუტი, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის ადგილმდებარეობა, როგორიცაა ცეცხლმაქრები. შეამოწმეთ გასასვლელები და დარწმუნდით, რომ ისინი ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც შენობაში იმყოფება. პერიოდულად გაიმეორეთ ევაკუაციის გეგმა, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს არავინ დაიბნეს.
თუ ხანძარი გაჩნდა
გადი გარეთ. დახურეთ კარები, რათა შეანელოთ ცეცხლის გავრცელება. ნუ ეცდებით ცეცხლთან ბრძოლას თუ არ გიწევთ სიცოცხლის გადარჩენა. დარეკეთ სასწრაფოში და სახანძროში და მზად იყავით მისამართის, ქუჩის გადაკვეთისა და ნომრის ზედმიწევნით გადასაცემად.
მაღალსართულიანი შენობის მაცხოვრებლებისთვის
ხანძრის შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად დატოვეთ შენობა. არ გამოიყენოთ ლიფტი. თუ გესმით ხანძრის განგაში, მაგრამ ვერ ხედავთ ხანძარს ან კვამლის სუნს, ფრთხილად დაიწყეთ ევაკუაცია. გასვლამდე შეეხეთ კარს. თუ კარი ცხელია, არ გააღოთ და გასასვლელად სხვა გზა სცადეთ. თუ თქვენ აღმოაჩინეთ ხანძრის საშიშროება, მაშინვე ჩართეთ სახანძრო სიგნალიზაცია ან სხვა გზით შეატყობინეთ მაცხოვრებლებს მოსალოდნელი განგაშის შესახებ.
როგორ მოვემზადოთ უფრო კარგად?
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები უკვე არა მხოლოდ კეთილი ნება, არამედ აუცილებლობაა. სახანძრო უსაფრთხოებისთვის, ბინაში, ოფისში თუ სხვაგან, აუცილებლად დაუკავშირდით შესაბამის კომპანიას და აღჭურვეთ შენობა შესაბამისი ტექნიკით.
მაგალითად, ქართული კომპანია "ვეზირი" მომხმარებლებს სთავაზობს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟს, როგორიცაა:
- ხანძრის ავტომატური დეტექცია,
- ხმოვანი შეტყობინება და ევაკუაცია,
- ხანძრის ავტომატური ქრობა,
- ასევე ამ სისტემათა ინტეგრირებულ მოდელს, რომელიც კონკრეტული დაწესებულების უნიკალურ მოთხოვნებს უპასუხებს
აუცილებლად დააინსტალირეთ კვამლის დეტექტორები მთელს სახლში ან ბინაში. თუ კვამლის დეტექტორები ბატარეით მუშაობს, რეგულარულად შეამოწმეთ ისინი. იქონიეთ ცეცხლმაქრები ისეთ ადგილებში, როგორიცაა სამზარეულო სადაც შესაძლოა, ხანძარი გაჩნდეს. მოათავსეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები სახანძრო დოკუმენტის ჩანთაში. მაღალსართულიანი ბინებისა და საოფისე შენობებისთვის, გქონდეთ კვამლის ნიღბები ევაკუაციაში დასახმარებლად. მეორე და მესამე სართულის ოთახებში სახანძრო გასაქცევი კიბეები. თუ უსაფრთხოების გისოსები დამონტაჟებულია ფანჯრებზე ან კარებზე, დარწმუნდით, რომ გასასვლელი საკეტები მუშაობს გამართულად და რომ ყველამ, ვინც ამ კორპუსში ცხოვრობს, იცის როგორ მართოს გისოსები.
ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
2022 წლის 17 ივნისს, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, მარგარეტა სედერფელტთან.
შეხვედრისას მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
მხარეებმა განიხილეს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და კონსოლიდირებული მხარდაჭერის მნიშვნელობას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ასამბლეას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, რაც არაერთხელ გამოიხატა სხვადასხვა რეზოლუციებსა და განცხადებებში. მხარეები შეეხნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი გავლენა უსაფრთხოების გარემოზე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარულ დახმარების შესახებ.
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, ხაზი გაესვა ევროკომისიის რეკომენდაციის მნიშვნელობას, რომლითაც საქართველოს გაეცა გაწევრიანების პერსპექტივა და აღინიშნა, რომ ქვეყანა მტკიცედ გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას.
საუკეთესო საშუალება საზაფხულო მოგზაურობისთვის
მოგზაურობის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია თავგადასავლების შეგრძნება, რომელიც ჩნდება იმის გამო, რომ არასოდეს იცი, რა გელოდება, მაშინაც კი, როცა საქმე ძილს ეხება. ყველაფრისთვის მზადყოფნა არის მნიშვნელოვანი გზა, თუ თავგადასავლებით ცხოვრება მიზნად დაისახე. პორტატიული სამგზავრო ჰამაკი გპირდებათ სიმარტივეს, მოქნილობას და საშუალებას გაძლევთ, მოაწყოთ ბანაკი სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ.
რას მივაქციოთ ყურადღება "მეგზურის" არჩევისას?
სამოგზაურო ჰამაკის არჩევისას მან უნდა დააკმაყოფილოს რამდენიმე კრიტერიუმი. სამოგზაურო ჰამაკი უნდა იყოს მსუბუქი, პორტატიული, გამძლე და აუცილებლად - უსაფრთხო.
ყოველთვის ფრთხილად იყავით ჰამაკის გამოყენებისას. შეამოწმეთ სივრცე, სადაც გსურთ მისი დაყენება. დარწმუნდით, რომ გაეცანით გამოყენების წესებს და ჩამოკიდეთ მხოლოდ შესაფერის და სტაბილურ ხეებზე, რომ დაზიანება თავიდან აიცილოთ.
მოგზაურობა ერთისთვის
ერთადგილიანი ჰამაკები კომფორტული და მსუბუქია. თუ მხოლოდ თქვენ მიდიხართ კემპინგზე, არ არის აუცილებელი, რომ რაც შეიძლება დიდი ჰამაკი წაიღოთ.
ნეილონის სალაშქრო ჰამაკი საუკეთესო არჩევანია, მითუმეტეს მისი შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ. ქართული ვებ-გვერდი "Onoff.ge" ასეთ სალაშქრო ჰამაკებზე საუკეთესო ფასს გვთავაზობს. ერთადგილიანი ნეო-ჰამაკი სულ რაღაც 29 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
მოგზაურობთ საყვარელ ადამიანთან ერთად?
თუ კემპინგი თქვენთვის საყვარელ ადამიანთან თავგადასავლების ძიებაა, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ ჰამაკი ორისთვის. ასეთი ჰამაკები უფრო ფართო, გამძლე და შედარებით მძიმეცაა. "Onoff.ge-ზე" ორადგილიან, ჭრელ და ლამაზ ჰამაკს სულ რაღაც 19 ლარად შეიძენთ.
სადგამი თქვენს ძილს უფრო გაამარტივებს
ჰამაკის სადგამი ერთ-ერთი აქსესუარია, რომელიც საძილე ადგილს უფრო კომფორტულს გახდის. სადგამი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველგან, სადაც არ არის ხეები საკმარისად ახლოს ერთმანეთთან, რომ ჰამაკი მოხერხებულად დაკიდოთ. არსებობს დასაკეცი სადგამებიც, რომელსაც ლაშქრობაში ხშირად იყენებენ. მართალია, ჰამაკის სადგამი უფრო ხელგაშლილი ინვესტიცია შეიძლება იყოს, მაგრამ, სამაგიეროდ, არ მოგიწევთ ორი, იდეალურ დისტანციაზე მყოფი, ხის ძებნა.
ჰამაკის სადგამის ფასი 230 ლარიდან იწყება და 500 ლარამდე მერყეობს.
რატომ არის ღია ცის ქვეშ ძილი ლაშქრობისთვის კარგი არჩევანი?
ჰამაკით მოგზაურობისას არ გიწევთ ძვირადღირებულ სასტუმროებში ფულის ხარჯვა და თან, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ყველაზე ბოლოა, რასაც თვალის დახუჭვამდე დაინახავთ. ჰამაკები უფრო ადვილი შესაფუთი, დასაყენებელი და ბევრად უფრო კომფორტულია ვიდრე იაფფასიანი კარავი.
კარვის დატოვება და ჰამაკზე გადასვლა არ ნიშნავს მინიმალიზმისთვის კომფორტის შეწირვას - სინამდვილეში, ეს პირიქითაა.
ჰამაკის კემპინგი უფრო კომფორტული, უფრო სასიამოვნო და კიდევ უფრო ადვილია, რომელიც ასოცირდება ულტრამსუბუქ და მინიმალისტურ, დაბალფასიან აღჭურვილობასთან.
ჰამაკით შეგიძლიათ დაბანაკდეთ გორაზე. შეგიძლიათ დაბანაკდეთ კლდეებზე, ფესვებზე, ღეროებზე და თუნდაც თოვლზე და სველ მიწაზე და ერთნაირი კომფორტი გქონდეთ ყოველ ღამე, არ აქვს მნიშვნელობა რა არის მიწაზე - თქვენი საძილე ჰამაკის ქვეშ.
ბანკთან თანამშრომლობის დადებითი მხარეები მცირე ბიზნესისთვის
აპირებთ, თქვენი მცირე ბიზნესისთვის ისესხოთ ბანკიდან?
სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გადახედეთ ამ სტატიას, რომელიც გაგაცნობთ სხვადასხვა ტიპის სესხებს და თითოეული მათგანის დანიშნულებას.
ძირითადად, მცირე ბიზნესის მფლობელები ბიზნეს სესხებს ფულადი სახსრების გასამყარებლად, ძვირადღირებული აღჭურვილობის შესაძენად და ზრდის გასაგრძელებლად იყენებენ.
ბიზნეს სესხები, როგორც წესი, უფრო ხელმისაწვდომია და არ მოითხოვს, რომ თქვენი ბიზნესის ნაწილი ინვესტორს დაუთმოთ. ალტერნატიული ბიზნეს სესხების მიღება ადვილია, მაშინაც კი, თუ თქვენი საკრედიტო ისტორია ჯერ გამართული არ არის.
სანამ ბიზნესისთვის ისესხებთ....
სანამ ბიზნეს სესხს აიღებთ, საკუთარ თავს აუცილებლად ჰკითხეთ:
- რა თანხა გჭირდებათ?
- რისთვის გამოიყენებთ ნასესხებ თანხას?
- რა დრო დაგჭირდებათ მის დასაბრუნებლად?
ეს სტატია განკუთვნილია ბიზნესის მფლობელებისთვის ან მათთვის, ვინც ბიზნესის დაწყებას აპირებს და საწყისი კაპიტალი სჭირდება.
ბანკი უზრუნველყოფს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის სესხს, დაწყებული სავაჭრო ფულადი ავანსით, დასრულებული აღჭურვილობის დაფინანსებით.
ამასთან, ბანკთან თანამშრომლობას მრავალი დადებითი მხარე აქვს. მაგალითად, "ლიბერთი ბანკი" მცირე ბიზნესის მფლობელებს განვადების პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.
განვადება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
ბიზნესის ზრდისთვის ხშირად აუცილებელია, მომხმარებლებს გადახდის ალტერნატიული საშუალებები შესთავაზოთ. ამიტომ, ხშირად, პროდუქციის ყიდვისას შესაძლებლობა გვაქვს, რომ თანხის ერთიანად გადახდის მაგივრად, ჩვენს ხელფასზე და სასურველ ვადაზე მორგებულად, ნაწილ-ნაწილ გადავიხადოთ.
განვადების პროგრამა პოტენციურ და არსებულ კლიენტებს გადახდას და გადაწყვეტილების მიღებას უმარტივებს. ბიზნესისთვის განვადების დადებითი მხარეებია:
- ახალი მომხმარებლების მოზიდვა
- გაყიდვების რაოდენობის ზრდა
- დამატებითი კომფორტი მომხმარებლებისთვის
განვადება სასოფლო-სამეურნეო ბიზნესისთვის
განვადების პროგრამასთან ერთად, "ლიბერთი ბანკი" აგრო ბიზნესის მფლობელებს ზრდისთვის და პოტენციური ზარალის თავიდან ასარიდებლად რამდენიმე გამოსავალს სთავაზობს.
პირველი არის აგრო განვადება, რომელიც ფერმერებს აგრო საქმიანობისთვის სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მარტივად შეძენაში ეხმარება.
ამასთან, "ლიბერთი ბანკში" აგრო დაზღვევის განვადებაც არის შესაძლებელი. ამ შეთავაზების საშუალებით მეწარმეს თავისი მოსავლის დაზღვევა 0%-იანი განვადებით შეუძლია. დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პრემია ითვალისწინებს:
- 70%-მდე სუბსიდირებას ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურებისთვის
- 50%-მდე სუბსიდირებას ყურძნისთვის
ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი
როგორც მეორადი, ასევე ახალი ავტომობილი თქვენთვის შესაძლოა იმაზე მნიშვნელოვანი აქტივი აღმოჩნდეს, ვიდრე გეგონათ. "ლიბერთი ბანკის" ავტო სესხი გთავაზობთ მოქნილ პირობებს, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ თქვენი ავტომობილის საბაზრო ღირებულება და უზრუნველყოთ სესხი. ავტო სესხის გააქტიურების შემთხვევაში ავტომობილი კვლავ თქვენს საკუთრებაში რჩება და თანხის მიღება სულ რაღაც 45 წუთშია შესაძლებელი.
თუმცა, ბანკს მრავალი საინტერესო პროგრამა აქვს მცირე და საშუალო ბიზნეს მფლობელებისთვის. ამიტომ, შესაძლოა, თქვენი ფიზიკური აქტივის გამოყენება არ დაგჭირდეთ და ისარგებლოთ სესხით, რომელიც თქვენს ბიზნეს ინტერესებს ითვალისწინებს და მაქსიმალურ საშეღავათო პერიოდს გთავაზობთ.
20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქცია "შინ ევროპისკენ" გაიმართა
20 ივნისს რუსთაველის გამზირი მთლიანად გადაიკეტა და პარლამენტის წინ, აქცია "შინ ევროპისკენ" დაიწყოა. ადგილზე მსვლელობით უკვე მიემართებიან სტუდენტებიც. აქციის მონაწილეები, ამ გზით, კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ თავიანთ ურყევ პოზიციას და ევროპულ არჩევანს.
დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართავენ საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის სიტყვით მიმართავენ ევროპარლამენტარები. გამომსვლელთა შორის იქნებიან:
- რასა იუკნევიჩიენე;
- მარკეტა გრეგოროვა;
- ჟიგიმანტას პავილიონისი;
- ანდრიუს კუბილიუსი;
- ანა ფოტიგა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“, „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა აქციის ორგანიზატორთა მიერ შემუშავებული მანიფესტი წაიკითხა.
როგორც მანიფესტშია ნათქვამი, ისინი ერთიანდებიან ევროპული მომავლის იდეით და იწყებენ ახალ სახალხო მოძრაობას.
„მინდა, გაგაცნოთ ყველა იმ ძვირფას ადამიანთან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დღევანდელი დღის ორგანიზებაში, შემუშავებული მანიფესტი და მიმართვა ყველას, თითოეულ თქვენგანს. ეს მანიფესტი მოიცავს შემდგომი მოქმედებების გეგმას. დადგა დრო, დიდი ხნის წინ გაკეთებული ჩვენი ისტორიული არჩევანი ერთად დავიცვათ, რამდენიმე თაობაში ერთს ერგება უდიდესი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ დაუმკვიდროს თავისი სახელმწიფო და მისი მომავალი და თუ თაობიდან თაობამდე ისევ და ისევ ხალხი ირჩევს სიცოცხლეს და არა უღირს დასასრულს, მომავალს და არა გაქრობას, თავისუფლებას და არა მომავალს ქვეყნის და მისი ხალხის გზა გრძელდება და ასეთ ხალხს გადაშენება არ უწერია. აქ შეკრებილი მოქალაქეები ვაცნობიერებთ რა, რომ მტრის წინააღმდეგ ძალა ერთობაშია, ვერთიანდებით ევროპული მომავლის იდეით დავიწყებთ და ვიწყებთ ახალ სახალხო მოძრაობას, რომელიც დააბრუნებს ჩვენს სამშობლოს შინაურობაში. თითოეული მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს ის, ხელოვანი, სპორტსმენი, მეცნიერი, ჯარისკაცი, პედაგოგი, პოლიციელი, ინჟინერი თუ საჯარო მოხელე, ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თაობათა მიერ გაღებული მსხვერპლი დამოუკიდებლობისთვის, გავერთიანდით ეროვნული მიზნით – საქართველო ევროკავშირში.
ქართველი ხალხი სრულად ვაცნობიერებთ და უკვე ევროკავშირიც ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ერთი მთავარიო პრობლემა ეღობება, ჩვენ ვიცით მისი ფორმა, სახელი და გვარი – ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. აქ, ამ გამზირზე ერთად დგომით შეძლებს ჩვენმა ევროპელმა წინაპრებმა, რომ 1918 წლის 26 მაისს გამოეცხადებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა. სწორედ აქ, ერთად დგომით შევძელით 1991 წლის 9 აპრილს და აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა. 2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით. ეს შეხვედრა იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ უწინარეს იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა. ამიტომ, 24 ივნისს თქვენ წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეში იდგებით თქვენ – ხალხი. ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას – სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტსა და მედიაგაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე. ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმრჩილებლობას, ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც შინ ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაგვეღობა. მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან, თუ რა გავაკეთეთ, რა გააკეთე შენ, როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა. მხოლოდ იმ ხალხს დაუმკვიდრებია თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც უამრავი განსხვავების და უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ყოფილა იმაში, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა ეკუთვნის და ნაკლებს ვერ დასჯერდება. ვიდგეთ ერთად და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისკენ. წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.