Items filtered by date: ხუთშაბათი, 02 ივნისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

სს ლიბერთი ბანკის რისკების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გვაზავა დაინიშნა.  ახალ პოზიციაზე, გიორგი გვაზავა ჩაანაცვლებს დავით აბაშიძეს.

 გიორგი გვაზავა არის საბანკო სექტორის პროფესიონალი და მას რისკების მართვის დიდი გამოცდილება გააჩნია. მას 15 წლის განმავლობაში საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობის წარმატებული გამოცდილება აქვს. გიორგიმ კარიერა დაიწყო ‘ვითიბი ბანკი საქართველოს’ საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციიდან და მას შემდეგ ეკავა სხვადასხვა მენეჯერული და ტოპ მენეჯერული პოზიციები. სს ლიბერთი ბანკში შემოერთებამდე გიორგი გვაზავა იყო ‘ვითიბი ბანკი საქართველოს’ რისკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 გიორგი გვაზავა ფლობს ედინბურგის ბიზნეს სკოლის (EBS) მაგისტრის ხარისხს.

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

30 მაისს ევროკომისიამ ბრიუსელში ორდღიან შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეათანხმა. 

შეთანხმების თანახმად, რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მიწოდება იკრძალება. სანქციები რუსეთის ნავთობის იმპორტის 75%-ზე დაუყოვნებელ ზეგავლენას მოახდენს, ხოლო წლის ბოლომდე აკრძალვა ევროკავშირში რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის 90%-ზე გავრცელდება. 

„აკრძალვა დაუყოვნებლივ შეეხება რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის 2/3-ს, რაც რუსეთს საომარი მექანიზმის დაფინანსების უზარმაზარ წყაროს მოუსპობს“,  – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Twitter-ზე, – „ესაა რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლა ომის დამთავრების მიზნით“. 

საბჭო შეთანხმდა, რომ მილსადენის საშუალებით მიწოდებულ ნედლ ნავთობზე დროებითი გამონაკლისი გაკეთდება. მიწოდებაში შესაძლო უეცარ შეფერხებებთან გასამკლავებლად კი ევროკავშირი მიიღებს გადაუდებელ ზომებს, რომლებიც ნავთობის უსაფრთხო მიწოდებას უზრუნველყოფს.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, სანქციების ეს პაკეტი მოიცავს სხვა მკაცრ შეზღუდვებსაც. კერძოდ, SWIFT-ის სისტემიდან გაითიშება რუსეთის უდიდესი ბანკი, „სბერბანკი“, აიკრძალება რუსეთის კიდევ სამი სახელმწიფო მედიაკომპანიის მაუწყებლობა და სანქციები დაუწესდებათ უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელ ინდივიდებს.

ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა მას ჰუმანიტარულ, ლიკვიდურობის და რეკონსტრუქციის საჭიროებათა დაკმაყოფილებაში დაეხმაროს. საბჭო შეთანხმდა, „იმუშაოს მექანიზმზე, რომელიც უკრაინას ახალი,  9 მილიარდ ევრომდე ოდენობის განსაკუთრებული მაკროფინანსური დახმარების პაკეტით უზრუნველყოფს“,  –  დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპული საბჭო ასევე მიესალმა ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვით, უკრაინას ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში  სამხედრო მხარდაჭერა გაეზრდება და უკრაინიდან ევროკავშირში ყოველგვარ ექსპორტზე იმპორტის მოსაკრებელი ერთი წლის განმავლობაში შეჩერდება.

გარდა ამისა, ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ აუცილებელია, მოლდოვას გაეწიოს ყოველგვარი მხარდაჭერა ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისის და ომით გამოწვეული მიგრაციის პრობლემების მოსაგვარებლად. ამასთან, საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ბელარუსს რეპრესიების შეწყვეტისკენ და ხაზი გაუსვა ბელარუსი ხალხის დემოკრატიულ უფლებებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

წყარო: https://euneighbourseast.eu/ka

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ.

„გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ: https://tiflis.diplo.de/ge-ka/service/05-VisaEinreise/quarantaene-einreise/2416886?fbclid=IwAR0IWiT24mjyIBJDMmy1Ok4R3YT9PX1a7LbyLgx2625TNB6XWXIPCkvUCk0

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

რუსეთის მხრიდან მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული, უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 243 ბავშვი დაიღუპა, 446 სამოქალაქო კი დაშავდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაზე რუსული არმიის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 243 ბავშვი დაიღუპა და 446 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. გენერალური პროკურატურა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში სულ მცირე 1937 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა და 181 მთლიანად განადგურდა.

პროკურატურა ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ ზემოთ აღნიშნული ციფრები არ არის ზუსტი მონაცემები და სამუშაოები ‘დროებით ოკუპირებულ’ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე გრძელდება.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (სეოკ) პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა უმასპინძლა საქართველოს კრივის ეროვნულ ნაკრებ გუნდს, მათ მწვრთნელებს, ფედერაციის ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიურ კომიტეტში განუცხადეს.

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლით ისტორიულ შედეგს მიაღწია. ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს სახილ ალახვერდოვმა, არტიუშ გომციანმა და გიორგი ყუშიტაშვილმა. ლაშა გურული კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ლერი ხაბელოვმა მოკრივეებს მიულოცა ეს ისტორიული წარმატება, მადლობა გადაუხადა კრივის ეროვნულ ფედერაციას, ნაკრების მწვრთნელებს, თავად სპორტსმენებს მიზანდასახული შრომისა და თავდადებული ბრძოლისთვის. სეოკ-ის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ ქართული კრივის აღმასვლა გაგრძელდება და ასევე წარმატებები გვექნება სხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე, მათ შორის - ოლიმპიურ თამაშებზე.

გამოქვეყნებულია სპორტი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური