Items filtered by date: პარასკევი, 17 ივნისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ძუძუს კიბოს პაციენტთა ორგანიზაცია დასახმარებლად სახელმწიფოს მიმართავს
ძუძუს კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველო“ რეგიონში მცხოვრები ძუძუს პაციენტების დასახმარებლად კამპანიას #ნუგანგვასხვავებთ იწყებს და დასახმარებლად სახელმწიფოს მიმართავს. „თანაბარი ხელმისაწვდომობა ძუძუს კიბოს მკურნალობაზე თბილისსა თუ რეგიონში მცხოვრები ყველა პაციენტისთვის. ჩვენ, თბილისისა და რეგიონების მაცხოვრებელ ძუძუს კიბოს მქონე ქალებს ერთი დიაგნოზი და ერთი ქვეყანა გვაერთიანებს, შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიდგომაც ერთი იყოს,“ - ასეთია მათი ინიციატივა და მიაჩნიათ, რომ პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ სიცოცხლის შენარჩუნების შანსი მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისში არ ცხოვრობენ და ფინანსების არარსებობის გამო, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის კურსს ვერ იტარებენ.
ცნობისათვის, ძუძუს კიბოს მკურნალობის ონკოლოგიურ სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა რეგიონში მცხოვრებ ქალებზე აისახება და გამოიხატება შემდეგში:
საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, ადრეული მაღალი რისკის მქონე HER+ ძუძუს კიბოს პაციენტებისთვის თარგეთული მკურნალობის (დამიზნებითი თერაპია- ორმაგი ბლოკადით) 18 ციკლის ჩატარებაა რეკომენდებული. 
დღეს, რეგიონში მცხოვრები ანალოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ორმაგი ბლოკადით მკურნალობის ჩატარება ხელმისაწვდომი არაა, რაც დედაქალაქში (თბილისში) მაცხოვრებელ პაციენტებთან შედარებით დისკრიმინაცია და უთანასწორობაა. არასრულფასოვნად ჩატარებული მკურნალობა ზრდის დაავადების პროგრესირების და რეციდივის რისკებს მაშინ, როცა, დღეს, ადრეული ძუძუს კიბოს განკურნება შესაძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ თარგეთული პრეპარატებით მკურნალობის დროს შესაძლებელია ძუძუს კიბოს დამარცხება და ნებისმიერ სტადიაზე პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
მეტასტაზური HER2 დადებითი ძუძუს კიბოს დროს, რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს არ აქვთ ოპტიმალური მკურნალობის შესაძლებლობა: დედაქალაქთან შედარებით განსხვავებულია სამკურნალო ციკლების რაოდენობა (ხელმისაწვდომია მხოლოდ 8 ციკლი, დედაქალაქის პაციენტთათვის კი, 12 ციკლი), რაც ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუარესებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
„რეგიონში მცხოვრები პაციენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის კურსს ვერ იტარებენ. მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, ძუძუს კიბოს მქონე ყველა პაციენტისთვის გახდეს მკურნალობა თანაბარი და ხელმისაწვდომი, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები პაციენტი იმსახურებს სიცოცხლის უფლებას, “ - აცხადებს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა. აღნიშნული კატარღების შეძენა და გადმოცემა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით პროექტ "SAFE"-ის ფარგლებში და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კოორდინაციით განხორციელდა.

კატარღების სანაპირო დაცვის შემადგენლობაში შეყვანასთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის სამსახურის უფროსის მოადგილეს კატალინ გერმანს და გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში - საბინე მახლის უმასპინძლა.
ღონისძიების მიმდინარეობისას კატარღის მეთაურებმა მცურავ ერთეულებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები საზეიმოდ აღმართეს.
კატარღები დაკვირვების, სანავიგაციო და კავშირგაბმულობის თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. მათ დანიშნულებას წარმოადგენს ნავსადგურებსა და ტერიტორიული ზღვის ფარგლებში პატრულირება, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულების კონტროლი და საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარება.
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახელით სტუმრებს მადლობა გადაუხადა.
ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია კი, სასაზღვრო პოლიციასთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს.
შსს-ს პრეს-სამსახური
გამოქვეყნებულია სამართალი

ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, უკრაინის მხარდაჭერი საკონტაქტო ჯგუფის ნატოში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერის გზავნილი მიიღეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

ნატოში გაკეთებული განცხადებით, ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სხდომის დაწყებამდე ნატოს შტაბ-ბინაში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის მასპინძლობით გუშინ გამართულ შეხვედრაზე 45 ქვეყანა იყო წარმოდგენილი.

შეხვედრაზე, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც ესწრებოდნენ, განიხილეს უკრაინის გადაუდებელი სამხედრო მატერიალური საჭიროებები.

იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოხარულია უკრაინისადმი მოკავშირე ქვეყნების ახალი დახმარებების განცხადებებით და რომ ნატოს ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინისთვის სამხედრო მასალების, მათ შორის მძიმე შეიარაღებისა და შორი მანძილის მოქმედების სისტემების მიწოდებას.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს სამიტზე, რომელიც ესპანეთში, მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება, მოკავშირეები შეთანხმდებიან უკრაინის მასშტაბური დახმარების პაკეტზე.

უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფი, უკრაინის მხარდაჭერის კოორდინაციისთვის მანამდე ორჯერ შეიკრიბა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალმა მალგოჟატა გოშევსკამ პოლონეთის ვიცე-პრემიერის, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის, პროფესორ პიოტრ გლინსკის სახელით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ყოფილ დირექტორს, ეკატერინე კიკნაძეს პოლონური კულტურის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის „Gloria Artis“ მედალი გადასცა.
ვულოცავთ ქალბატონ ეკატერინეს და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ცერემონიას დაესწრო.
პოლონეთის რესპუბლიკა დღეს არის მხარდაჭერისა და სოლიდარობის სიმბოლო მთელი მსოფლიოსთვის, საქართველოს ერთგული მეგობარი და უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ევროინტეგრაციის პროცესში.
"ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება.
და უდიდესი სიხარული.
უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო პოლონეთის სეიმის ვიცე-მარშალის, ქალბატონ მალგოჟატა გოშევსკას და საქართველოში პოლონეთის ელჩის, ბატონ მარიუშ მაშკევიჩის მიმართ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა და დიდი პატივისცემა დავუდასტურო პოლონური ინსტიტუტის დირექტორს, ბატონ ლეხ კონჩაკს. Lech Kończak ვისურვებდი, თქვენნაირი ადამიანები პლანეტაზე მეტნი იყვნენ", - აღნიშნა ე. კიკნაძემ.
გამოქვეყნებულია კულტურა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური