Items filtered by date: ხუთშაბათი, 16 ივნისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
ელჩის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა რჩება რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობად. განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა". აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია.
მთავრობის მეთაურმა თურქ დიპლომატს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

24 თებერვალს უკრაინაზე დაწყებული რუსეთის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 313 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაზე რუსული არმიის თავდასხმების შედეგად 313 ბავშვი დაიღუპა და 579 კი დაშავდა.

გენერალური პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომმა დააზარალა უკრაინის დონეცკის ოლქში 291 ბავშვი, ხარკოვის ოლქში - 169, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 6, ლუგანსკის ოლქში - 54, ხერსონის ოლქში - 52, 48 მიკოლაივის რაიონში, 30 ზაპოროჟიეს რეგიონში და 17 ბავშვი სუმის რეგიონში.

გენერალურმა პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა სულ მცირე 1985 სასწავლო დაწესებულება და მათგან 194 მთლიანად განადგურდა.

აღინიშნა, რომ ციფრები არ არის ზუსტი და კვლევები გრძელდება „დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური