PSP ფარმას GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მიენიჭა
1994 წლიდან PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელი, მთავარი საზრუნავი ჯანმრთელი საზოგადოება და მისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტირებული ხარისხის პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რისთვისაც მუდმივად ხდება ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გამარტივება, პროცესების სრულყოფა, საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ამის დასტურია GDP სტანდარტის შესაბამისობაზე წარმატებით გავლილი საკონტროლო აუდიტი და შესაბამისობის სერტიფიკატის მინიჭება.
ევროკავშირის და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუტორებისთვის GDP-ს სტანდარტის დაცვა სავალდებულოა. წელს ჩვენი სახელმწიფო შეუერთდა ამ საერთაშორისო მოთხოვნას, რის საფძველზეც PSP-ს სადისტრიბუციო საწყობის ინსპექტირება სტანდარტის შესაბამისობაზე წარმატებით ჩატარდა და PSP ფარმას GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი მიენიჭა.
„Good Distribution Practice სტანდარტის დაცვა უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების გარანტირებული ხარისხის შენარჩუნებას მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე, საწარმოდან აფთიაქამდე და საბოლოოდ მომხმარებლამდე. მომხმარებელზე ზრუნვა კი PSP-ს მთავარი პრიორიტეტია. მადლობა კომპანიის თითოეულ წევრს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და GDP სერტიფიკატის ასაღებად შეტანილი წვლილისათვის“ - აცხადებენ PSP-ში.
PSP-ს პრეს-რელიზი
რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება!
რუსული დეზინფორმაცია და აგრესია მეზობლების მიმართ - აშშ-ს საელჩო საქართველოში ფეისბუქზე პოსტს ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.
"რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ.
ფაქტები კი ასეთია:
1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში
2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში
2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში
2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში
ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს - ებრაელმა ნაცისტებმა.
დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა", წერს აშშ-ს საელჩო საქართველოში და 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, რუსი სამხედროების მიერ მოპარული უნიტაზის ფოტოს აქვეყნებს.
ახალი ლიბერთი: სრული საბანკო მომსახურება სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის
სოფლად მცხოვრები მომხმარებლებისთვის საზოგადოებრივი ცენტრების გახსნის პროცესი 10 წლის წინ დაიწყო, რომლის მიზანი სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი სახელმწიფო და საბანკო მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. ლიბერთი პროექტის დაწყებისთანავე აქტიურად ჩაერთო ამ პროგრამის განვითარებაში და ამჟამად ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიდ სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში განთავსებულ 88 საზოგადოებრივ ცენტრშია წარმოდგენილი.
საზოგადოებრივ ცენტრებში მომხმარებლები კომფორტულ გარემოში, თავისი სოფლიდან გაუსვლელად სარგებლობენ 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებლებს ე.წ. ‘ერთი ფანჯრის’ პრინციპით შეუძლიათ, აიღონ პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელონ უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღონ საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვა. ამასთან ერთად, საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსებული ლიბერთის წარმომადგენელთან, ადგილობრივ და ასევე, ახლომდებარე სოფლის მაცხოვრებლებს, შეუძლიათ ისარგებლონ სრული საბანკო მომსახურებით:
საერთაშორისო ფულადი გზავნილებით, ფულადი გზავნილების კონვერტაციის სპეციალური კურსით, სახელმწიფო გადასახადების გადახდის სერვისით, საპენსიო თანხებისა და სოციალური ანგარიშების მომსახურებით, სამომხმარებლო სესხით, ფიზიკური პირის ანგარიშის მომსახურებით, ანაბრებით, საკრედიტო ბარათებითა და თანხის გადარიცხვის სერვისით.
სოზოგადოებრივი ცენტრების შენობებში განთავსებულია სწრაფი გადახდის აპარატები და ბანკომატები, მომხმარებლებს ყოველდღიურად, მათ შორის შაბათ-კვირას შეუძლიათ ისარგებლონ დისტანციური საბანკო სერვისებით.
საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსებული ლიბერთის სერვის ცენტრები:
ინტერნეტრესურსი: https://bit.ly/3MGjftE
უკრაინამ განაცხადა, რომ ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რიცხვი 32 ათასს უახლოვდება
უკრაინამ განაცხადა, რომ 24 თებერვლიდან დაწყებულ ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რიცხვი 32 ათასს უახლოვდება. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ 24 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით ომში რუსული არმიის დანაკარგების შესახებ მონაცემები განახლებულია.
მის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე 31 900 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
გარდა ამისა, განადგურდა 212 თვითმფრინავი, 178 ვერტმფრენი, 1409 ტანკი, 3 ათას 450 ჯავშანმანქანა, 712 საარტილეიო სისტემა, 125 რაკეტა, 222 სარაკეტო სისტემა და 97 საჰაერო თავდაცვის სისტემა.
რუსულმა ძალებმა ასევე დაკარგეს 2438 მანქანა, 13 გემი და მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა და 572 უპილოტო საფრენი აპარატი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთის ფრონტზე გაანადგურეს 33 ოკუპანტი ჯარისკაცი, ასევე სარაკეტო გამშვები სისტემა „გრადი“, 8 უპილოტო საფრენი აპარატი და მოწინააღმდეგის 3 საბრძოლო საბრძოლო მასალა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 25 მარტს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში 1351 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
"განვიხილეთ მედია საშუალებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების საკითხები"-გ. ჯანჯღავა
2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ინგლისურენოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,TRT World” საინფორმაციო სამსახურის მთავარ პროდიუსერთან ოზგე ექმენ მადენთან და დიპლომატიურ მიმომხილველთან ენდრიუ ჰოპკინსთან. ამის შესახებ თურქეთშ საქართველოს საელჩოს ადმინისტრაცია იუწყება.
შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა როგორც უშუალოდ ხსენებულ არხსა და საელჩოს, ასე, ორი ქვეყნის მედია საშუალებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების, ეფექტური კომუნიკაციის გაღრმავებისა და სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები. ამ კონტექსტში, მხარეებმა ისაუბრეს სამომავლოდ, საქართველოს ელჩთან და აგრეთვე, საქართველოს სხვა მაღალი და უმაღლესი დონის ოფიციალურ პირებთან ინტერვიუებისა და რეპორტაჟების მომზადების შესაძლებლობაზე.
საუბრისას, ელჩმა, ,,TRT World”-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი ინტერესისა და საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საქმეში მხარდაჭერისათვის.
შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, ასევე, ხაზი გაესვა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და ინფორმაციის სისტემატური გავრცელების პროცესში მედიის მონაწილეობის მნიშვნელობას, აგრეთვე, საზოგადოებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ობიექტური და სწორი ინფორმაციის გაშუქების აუცილებლობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, კიდევ ერთხელ, გამოხატეს მზადყოფნა, გააგრძელონ მუშაობა, ურთიერთთანამშრომლობის გასაღრმავებლად.