Items filtered by date: ორშაბათი, 13 ივნისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტმა, ბოლოდროინდელი ავარიების შემდეგ, ყველა საჰაერო ქვედანაყოფში ფრენების შეჩერება გამოაცხადა, რათა ჩაატაროს თვითმფრინავების უსაფრთხოების შემოწმება. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს ივნისში სამი ავარიის შემდეგ, რომელთაგანაც ორი ფატალური იყო.

აშშ-ს საზღვაო ძალების პილოტი, 3 ივნისს ლოს-ანჯელესის მახლობლად მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა, როდესაც საწვრთნელ ფრენას ატარებდა თვითმფრინავით F/A-18E Super Hornet.

8 ივნისს, ხუთი საზღვაო ქვეითი დაიღუპა კიდევ ერთი თვითმფრინავის MV-22B Osprey-ის კალიფორნიაში სან დიეგოს აღმოსავლეთით ჩამოვარდნის შედეგად.

9 ივნისს, კალიფორნიაში რუტინული სასწავლო ფრენის დროს ავიაკატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა MH-60S Seahawk-მა. საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ვერტმფრენში მყოფი ოთხივე ადამიანი გადარჩა.

სამივე ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ლიბერთი ,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს. აღნიშნული ინიციატივა კახეთით დაიწყო და ამჯერად ლიბერთი, პარტნიორებთან ერთად, გურიისა და სამეგრელოს რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

,,ბიზნეს დიალოგის” მოწვეული სპიკერები იყვნენ ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ და New Vision დაზღვევის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.

,,ლიბერთის ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ წარმოადგენს რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში ტარდება შეხვედრები აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანია, რეგიონებში უშუალო კავშირი როგორც ამჟამად არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი, კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები და სურვილები. ასევე გავაცნოთ ლიბერთის შესაძლებლობები და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი პროექტები. ვიმედოვნებთ, მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერი იქნება და იდეების ურთიერთგაზიარება, შესაბამისად ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

„აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა წარმოადგენს, რისთვისაც სააგენტო, ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერ პროგრამებს ახორციელებს. ვფიქრობთ, ლიბერთი ბანკის მიერ ინიცირებული ბიზნეს დიალოგის ფორმატის შეხვედრები, განსაკუთრებით პოსტ-პანდემიური პერიოდის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა. ერთის მხრივ, იზრდება ცნობადობა სახელმწიფო პროგრამების შესახებ და მეორეს მხრივ, მეწარმეებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ კომერციული ბანკების, სალიზინგო კომპანიების რესურსებით და ამასთან, გამოიყენონ სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები"-თეონა ბაბუნაშვილი - ,,აწარმოე საქართველოში“, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის, სახელმწიფო პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი.

,, სოფლის განვითარების სააგენტოსთვის მეტად მნიშვნელოვანია, ის რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა პროექტის დეტალური პირობები, მართებულად მიეწოდოს პოტენციურ ბენეფიციარებს. ასევე აუცილებელია იმ ბენეფიტების ცოდნა, რომელსაც მომხმარებელი სხვადასხვა სახელმწიფო თუ ერთობლივი პროგრამებიდან მიიღებს. აქედან გამომდინარე, ლიბერთის ახალი ინიციატივა, დიალოგის ფორმატით ესაუბროს რეგიონებში, აგრო და მცირე მეწარმეებს, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს უშუალოდ დაინტერესებული მხრიდან აღნიშნული პროექტების შესახებ უკუკავშირის მიღებას და გაგვიადვილებს არსებული პროგრამების გაუმჯობესებას“ - გიორგი ჯიბლაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

,,ლიბერთისთან, 2 წელია რაც აგროდაზღვევის კუთხით დავიწყეთ თანამშრომლობა და ვცდილობთ, მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა ლიბერთის მიერ რეგიონებში, პოტენციურ მსესხებლებთან და არსებულ მომხმარებლებთან ინიცირებულ ყველა შეხვედრაში. ჩვენი მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში, განვავითაროთ აგროდაზღვევის მიმართულება და კახეთის, ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში განხორციელებული წარმატებული საქმიანობის შემდეგ, ლიბერთისთან ერთად გავაქტიურდეთ გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში. ამიტომ, ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ სხვადასხვა ბიზნეს სფეროებს შორის უფრო მეტად პროდუქტიულ თანამშრომლობასა და ფერმერებისთვის როგორც სადაზღვევო, ასევე საბანკო პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის უშუალო მიწოდებას შეუწყობს ხელს“ - ზაზა ხოსროშვილი ,,ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ლიბერთი ,,ბიზნეს დიალოგის” შეხვედრებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება

2022 წლის 9 ივნისს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მილოცვები გაცვალეს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით. ორი მხარის ლიდერებს შორის მეგობრულმა ზარმა გაამხნევა საქართველოში მოღვაწე ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის (China Railway 23rd Bureau Group Co.) ყველა ქართველი თანამშრომელი.
ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი(China Railway Construction 23rd Bureau Group), როგორც ჩინეთის მიერ დაფინანსებული უმსხვილესი საწარმო კონტრაქტორი საქართველოში, მუდმივად მონაწილეობდა საქართველოს თბილისის რგოლის რკინიგზის, თანამედროვე რკინიგზის, E60 მაგისტრალის,ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის გზის მშენებლობასა და სხვა პროექტებში.

კომპანია ყოველთვის ერთგული იყო ჩინეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში.
ქართული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და ხალხის საარსებო წყაროს გაუმჯობესების პროექტებში აქტიურად მონაწილეობისას პარალელურად კომპანიას ასევე აქვს გამბედაობა, აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ჩინურ-ქართულ კულტურულ ინდუსტრიაში და საქველმოქმედო ღონისძიებებში, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა  გადარჩენაში, მოინახულოს ადგილობრივი საბავშვო ბაღები, ადგილობრივი სოფლის მოსახლეობისთვის შეაკეთოს გზები და წყალსაცავები, ჩაერთოს ტყის გაშენებასა და სხვა სამუშაოებში, რის გამოც არაერთხელ მიიღეს შექებისა და მადლობის წერილები ადგილობრივი ხელისუფლებისა და სოფლის მოსახლეობისაგან.

ამავდროულად, კომპანიის “ლოკალიზებულმა” მენეჯმენტის მოდელმა ადგილობრივ ტერიტორიაზე ათასობით სამუშაო ადგილი შექმნა და პროექტის განხორციელების ზონის მახლობლად მოსახლეობის დასაქმებას სრულად შეუწყო ხელი. კომპანიას ახლა უფრო და უფრო მეტი ქართველი იცნობს, რომელიც არა მხოლოდ ენერგიასა და სიცოცხლისუნარიანობას მატებს საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, არამედ აძლიერებს მეგობრობას ჩინეთისა და საქართველოს ერებს შორის.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

8-12 ივნისს ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს (GJC) მორიგი შეხვედრა სახელწოდებით „ართვინ-ბათუმის მედია შეხვედრა“ თურქეთში, ქალაქ ართვინში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა 100-მდე ჟურნალისტი და მედია ექსპერტი 57 ქვეყნიდან. ღონისძიების გახსნის შემდეგ GJC-ს ართვინის ბიუროს ხელმძღვანელმა აიდინ თათარმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მუსტაფა ქემალ ათათურქისა და მოწამეების ხსოვნას. შესრულდა თურქეთის ეროვნული ჰიმნი.

შემდეგ სიტყვით გამოვიდა ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს გენერალური მდივანი მეჰმედ ალი დიმი. მან აღინიშნა, რომ დაარსებიდან მოკლე დროში საბჭოს წევრთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა და ახლა 57 ქვეყანას მოიცავს. მომავალ ამოცანებზე საუბრისას, ალი დიმმა განაცხადა, რომ GJC-ის მთავარი მიზანია განავითაროს და კიდევ უფრო გააძლიეროს მეგობრობა და ძმობა ხალხებსა და ერებს შორის, არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მსოფლიოს წამყვანი მედიის დახმარებით. GJC-ის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა სახალხო დიპლომატიის განვითარებაა. საუბარი შეეხო ჟურნალისტების მნიშვნელოვან როლს სახალხო დიპლომატიის განვითარებაში. აზერბაიჯანში თავის ბოლო ვიზიტზე საუბრისას, მეჰმედ ალი დიმმა განაცხადა: „ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა აზერბაიჯანში TEKNOFEST აზერბაიჯანის ფესტივალში. ამ დიდი ღონისძიების ფარგლებში ჩვენ შევხვდით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს და გვქონდა ვრცელი დისკუსია საბჭოს საქმიანობის შესახებ. ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა აზერბაიჯანის მხრიდან. საბჭოს აზერბაიჯანელი წარმომადგენლის ძალისხმევით, ბაქოს ცენტრში, იჩერი შეჰერში წოდებულ ადგილას, შეიქმნა GJC-ის ოფისი. დღეს ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს წევრებს შორის არის აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო - AZERTAC. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უჭერს მხარს აზერბაიჯანი ამ ორგანიზაციას“.

გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ შემდეგი შეხვედრები მომავალი წლის შუა რიცხვებში საქართველოში, შემდეგ კი ბაქოში გაიმართება. შემდეგ მედიის პროფესორმა ლევენტ ერასლანმა ისაუბრა ტრადიციულ მედიასა და სოციალურ მედიას შორის არსებულ შეუსაბამობაზე, ამ სფეროში არსებულ კანონმდებლობაზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და თანამშრომლობაზე. დისკუსიების დროს მომხსენებლებმა ისაუბრეს ტრადიციულ მედიასა და სოციალურ მედიას, ინტერნეტ მედიას შორის არსებულ განსხვავებაზე და გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები სოციალური მედიის საფრთხეების შესახებ.

AZERTAC-ის სპეციალურმა კორესპონდენტმა საქართველოს საკითხებში ხატაი აზიზოვმა ისაუბრა აზერბაიჯანში მედიის სფეროში არსებულ კანონებზე და გამოხმაურებულ საკითხებზე კომენტარი გააკეთა. აღსანიშნავია, ის რომ კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტები ართვინის რეგიონებს ეწვევიან.

სპეციალურად ართვინიდან

ხატაი აზიზოვი

AZERTAC-ის სპეციალური კორესპონდენტი

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა. ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

„დღევანდელი დღე ნაწილობრივ სასიამოვნოა, რადგან გაიხსნა იმ ბეჰემოთის ქანდაკება, რომელიც იმ რთულ დღეს ქალაქში დინჯად დააბიჯებდა - ქალაქში, რომელიც გაუბედურებული იყო, მუხლებზე იდგა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქანდაკება „მზიურის“ პარკში განთავსებულიყო. ვისურვებდი, რომ ამ ქანდაკების ირგვლივ იყოს მუდამ ჟრიამული, სიხარული, ბედნიერება და წარმატება. სულ სიძლიერე ჰქონდეს ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მოქანდაკე ერეკლე წულაძის ქანდაკება ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებს ეძღვნებოდა. ქანდაკება უჟანგავი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დამზადდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, გარე სივრცესა თუ ინტერიერში, მსგავსი ტიპის ნამუშევარი პირველად განთავსდა. 

ქანდაკების ესკიზის კონკურსი 2019 წელს გამოცხადდა. მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.

კონკურსში გამარჯვებული ავტორი თბილისის მერიის მიერ შექმნილმა, 12-წევრიანმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიოდნენ.

13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიიდან შვიდი წელი გავიდა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ივნისში მომხდარ სტიქიურ უბედურებას (წყალდიდობა) 19 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეშფოთება გამოხატა. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება.

თავის სიტყვაში, რომელიც ევროპარლამენტში ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა გააჟღერა, ბორელმა ოპოზიციური სატელევიზიო არხ „მთავარის“  მფლობელის და დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენზეც ისაუბრა. მისი თქმით, გვარამიასთვის სამწელნახევრიანი პატიმრობის მისჯა ეწინააღმდეგება ევროკავშირის განმეორებით მოწოდებებს სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირების თაობაზე. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს რეფორმები ნდობის დანერგვის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის წინაპირობაა, რაც „დიდი ხანია, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს“. 

„ევროკომისიამ მკაფიოდ გამოთქვა აზრი ამ საკითხზე: თუ საქართველოს გულწრფელად სურს ევროპული მომავალი, ქვეყანაში დაუშვებელია პოლიტიზებული სამართლის არსებობა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა“,  — განაცხადა ჯოზეფ ბორელმა, — „ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნავთ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევების გახშირებას საქართველოში. ძალადობა და მუქარა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია“.  

გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი კვლავ საქართველოს ახლო მეგობარი და პარტნიორია და აქტიურად მონაწილეობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოში ინტერნეტის, როგორც პოლიტიკური კომუნიკაციების სივრცის განვითარებასთან ერთად გაჩნდა ონლაინ პროპაგანდის ახალი ფორმებიც. ეს არ არის გასაკვირი, რადგანაც ამ სახის ერთგვარად შეფარული პროპაგანდის გავლენა აღწევს მილიონობით ადამიანს და აყალიბებს პროპაგანდის სუბიექტებისთვის ხელსაყრელ გარემოს და ქმნის მოვლენების თანამედროვე სურათზე რეალობის ინტერპრეტაციის ფართო საშუალებებს.
ინტერნეტ რესურსებით მანიპულირების კაპიტალი საქართველოში განუხრელად იზრდება, ამას ხელს უწყობს ინტერნეტის ექსტრატერიტორიულობა, მულტიმედია და ინტერაქტიულობა. ეს საჭიროებს, პოლიტიკური კომუნიკაციის პროცესში ინტერნეტის როლის გადაფასებას და ახალი ტიპის პოლიტიკური კომუნიკაციის დანერგვას. ამ ახალი ტიპის კომუნიკაციის დანერგვამ უნდა ჩამოაყალიბოს სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთქმედების ახალი ვექტორები.
ეს თავის მხრივ განსაზღვრავს სახელმწიფოებში ძალაუფლების განხორციელების შესაბამის მექანიზმებს, ის მოითხოვს საინფორმაციო და საკომუნიკაციო აქტივობების მიდგომების ახალ გაგებას და არსებულ პირობებში პიროვნებისა და სოციალური ჯგუფების როლი და ადგილის განსაზღვრას.
საქართველო, როგორც გლობალურ კომუნიკაციაში ინტეგრირებული სახელმწიფო
სახელმწიფო ინსტიტუტებისგან ფუნდამენტურად ახლებურად განვითარებას მოითხოვს პოლიტიკურ კომუნიკაციებში. ეს იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ახალი ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციის ფორმების გავლენის ქვეშ, თანამედროვე პირობებში ზოგჯერ აუცილებელი ხდება საშინაო პოლიტიკური პროცესიის ისეთი ფორმა, როგორიცაა დემოკრატიული კონტროლი.
საქართველოს მოწყვლადი მდგომარეობიდან გამომდინარე, შიდა დესტრუქციული ძალების მომეტებული აქტივობის ფონზე, პროცესის პოლიტიკური კონტროლი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის გარეშე, არის აუცილებელი კომპონენტი.
თანამედროვე ქსელური საზოგადოების გამჭვირვალობას აქვს საპირისპირო მხარე - ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაჩენის სახით ტოტალური კონტროლი თითქმის ნებისმიერ მოქალაქეზე, შესაძლებლობით მიიღო მონაცემები მისი საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობის შესახებ. ეს კარგად ემსახურება პოლიტიკური მართვის სუბიექტების ინტერესებს.
საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ფენომენი, თანამედროვე
ინტერნეტ ტექნოლოგიების მანიპულაციური გამოყენების პრაქტიკა პოლიტიკური
კომუნიკაცია სოციალურ-პოლიტიკური აღქმის მოდელების ფორმირებისათვის
საზოგადოების მიერ რეალობა, ისევე როგორც მასობრივი ქცევის მოდელები
არსებული პოლიტიკური რეჟიმების სტაბილურობის შენარჩუნება და მიღწევა
პოლიტიკური მართვის სუბიექტების მიზნები.
თანამედროვე სამყაროში საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირება ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტია პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
მანიპულაციური გავლენა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე პირდაპირ გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ პოლიტიკური სტაბილურობის პარამეტრები. შესაბამისად, სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების ეფექტურობა აქ დიდწილად განისაზღვრება მანიპულაციური ფორმირების წარმატების ხარისხით. საუბარია შესაბამისი საზოგადოებრივი აღქმების ფორმირებაზე ეროვნული პოლიტიკურ სისტემაზე, , ეროვნული ლიდერებისა და პოლიტიკური ელიტების შესახებ, ასევე სახელმწიფო ძალაუფლების ინსტიტუტებზე.
დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ღირებულებით-სემანტიკური სივრცეების ფორმირება და დაცვა ხდება ერთიანი პოლიტიკური მენეჯმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რადგანაც ტრადიციული ღირებულებებისა და მნიშვნელობების ტრანსფორმაცია აუცილებლად იწვევს მნიშვნელოვან და ხშირად სახელმწიფოსთვის სახიფათო ცვლილებებს საზოგადოების შინაარსში. ისინი იწვევენ ძალაუფლების პოლიტიკური ინსტიტუტების არაეფექტურ ფუნქციონირებას, რასაც საბოლოოდ პოლიტიკური რეჟიმების კრიზისამდე მივყავართ.
ინტერნეტ აუდიტორიის ჩართულობის მაღალი დონე საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ ინტერნეტ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, როგორც თანამედროვე და ეფექტური თანამედროვე პოლიტიკის ინსტრუმენტი.
საქართველოში გამოხატვის თავისუფლების შეიძლება ითქვას ულტრალიბერალური გარემოსა და საკანონმდებლო ბაზის პირობებში, ცვლილებების გარეშე, რთული იქნება ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული კონცეპტუალური და ტექნოლოგიური მოდელების შემუშავება და ონლაინ მანიპულატიური ზემოქმედებების და მათი გაფართოების პრევენციული წინააღმდეგობა.
საინფორმაციო თავდასხმების განხორციელება, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით , ხშირად მიზნად ისახავს ე.წ. "ხავერდოვარნი რევოლუციების " განხორციელებას. ასეთი მაღალტექნოლოგიური სცენარები, საშუალებას გაძლევთ გავლენა მოახდინოთ თითქმის ნებისმიერ ეროვნულ პოლიტიკურ რეჟიმზე, რომელსაც არ გააჩნია ინფორმაციის მკაფიო და ეფექტური კონცეფცია და ტექნოლოგიური წინააღმდეგობა გარედან მომავალ ონლაინ აგრესიაზე.
საქართველოს არ გააჩნია რესურსები საკუთარი ეროვნული სოციალური მედიის ფორმირებასთვის. სამაგიეროდ, სავსებით შესაძლებელია კონკურენტული
სემანტიკური და ღირებულებითი საკომუნიკაციო გარემოს შექმნა.ა სევე, ეფექტური ალტერნატივების განვითარება, სახელმწიფო მდგრადობისთვის და საზოგადოებისათვის საფრთხის შემქმნელი არასასურველი სემანტიკური და სიმბოლური ინსტრუმენტის ნეიტრალიზაციის მექანიზმების ჩათვლით. აქედან გამომდინარე, საკუთარი ორგანიზაციული, მენეჯერული და ანალიტიკური ინფრასტრუქტურის შექმნა ეფექტური კონტრზომების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს პრიორიტეტულ ამოცანად უნდა განვიხილოთ.

ავტორი: ზაალ ანჯაფარიძე

პოლიტიკის და პოლიტიკური კომუნიკაციების ექსპერტი

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური