Items filtered by date: კვირა, 12 ივნისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

2022 წლის 12 ივნისს, 14:00 საათზე თბილისის „სულთან ეზიდის“ ტაძარში აღინიშნება „ტავაფა ეზიდის“. დღესასწაული საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს 10 წლის საიუბილეო ზეიმი!!! ტავაფა ეზიდი - ეზიდების ტაძრისადმი მიძღვნილი სატაძრო დღესასწაულია, რომლის დროსაც სასულიერო პირები აღავლენენ სადღესასწაულო ლოცვას და ატარებენ უძველეს რელიგიურ მსახურებას. რელიგიური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გაიმართება საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს 10 წლის იუბილეს მიძღვნილი ფოტოგამოფენა. ტავაფა ეზიდის სადღესასწაულო ცერემონიალის დასკვნით ნაწილში, თემის სტუმრებისათვის მოეწყობა საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრებიან გამოჩენილი საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეები, სხვადასხვა დიპლომატიური მისიების წევრები და საქართველოში მოღვაწე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები. მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი. ვიქტორ კუპრაძის N60. საკონტაქტო პირი: მიხეილ ლაზგინიანი; +995 595 22 77 82

გამოქვეყნებულია საზოგადოება

თბილისი, 2022 წლის 10 ივნისი – დღეს Visa-მ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად გამოავლინა გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს გამარჯვებული კატეგორიაში - საინფორმაციო და საკომუნიკაციო (ICT) სფეროს ჩემპიონი - ნანა დიხამინჯია, რომელსაც Visa-სგან სპეციალური ფულადი პრიზი - 5 ათასი ლარი გადაეცა. Visa, როგორც მხარდამჭერი ორგანიზაციის სტატუსით ჩაერთო გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს პროგრამაში, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დააწესა. პროგრამის დაჯილდოების ცერემონია 10 ივნისს გაიმართა და კონკურსის გამარჯვებულები ექვს კატეგორიაში გამოვლინდნენ.

ICT სფეროს ჩემპიონის კატეგორიაში გამარჯვებული ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი - ნანა დიხამინჯია, აკადემიურ სფეროში აქტიურად მოღვაწეობს და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქალთა როლის გაძლიერებაში, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში.

ICT სფეროს ჩემპიონის ჯილდო არის განსაკუთრებული ნომინაცია, რომელიც ენიჭება ICT სფეროში ყველაზე წარმატებულ პროფესიონალებს და რეფორმატორებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, როგორც ორგანიზაციაში, ისე საზოგადოებაში და ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის სექტორს წარმოადგენენ - განათლების, კერძო თუ საჯარო, საკონსულტაციო თუ არაკომერციულ ორგანიზაციას.

„მოხარულები ვართ, ჯილდო გადავცეთ ნანა დიხამინჯიას ICT სფეროს ჩემპიონის კატეგორიაში. გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს პროგრამაში მონაწილეობა ეხმიანება Visa-ს პრიორიტეტებს - მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ქალებს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დარგში და ხელი შევუწყოთ მათ წინსვლას გლობალურ დონეზე. ჩვენს გუნდს სჯერა, რომ გამარჯვებული მიიღებს Visa-ს მტკიცე მხარდაჭერას და გახდება ჩვენი დიდი ქსელის წევრი. უაღრესად მოხარული ვარ, რომ ნანას გადავცემ სპეციალურ ფულად პრიზს 5 ათასი ლარის ოდენობით, რათა წვლილი შევიტანოთ მის აქტიურ საქმიანობაში. მსურს, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ და გავაძლიეროთ ქალთა საზოგადოება ქვეყანაში.” – აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში და გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს პროგრამის ჟიურის წევრმა.

Visa-ს ჩართულობა პროექტში მხარდამჭერი ორგანიზაციის რანგში, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მხარი დაუჭიროს ქალთა გაძლიერებას, ინოვაციებს და ხელი შეუწყოს თანასწორი საზოგადოების ფორმირებას. სამივე მიმართულება წარმოადგენს Visa-ს მისიის განუყოფელ ნაწილს დააკავშიროს მსოფლიო ყველაზე ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ცალკეულ პირებს, ბიზნესს და ეკონომიკას განვითარების და წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს.

კომპანია Visa-ს შესახებ

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa ყოველწლიურად, 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციას მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში  ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური