Items filtered by date: პარასკევი, 10 ივნისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

პარასკევს დაიწყოთურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუხამედოვის ოფიციალური ვიზიტი რუსეთში, რომლის ფარგლებშიც ის მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართავს, წერს თურქმენული ოფიციალური მედია.

სერდარ ბერდიმუხამედოვის პირველი ვიზიტი რუსეთში სახელმწიფოს მეთაურის რანგში, ბიძგს მისცემს მრავალმხრივი თურქმენულ-რუსული დიალოგის განვითარებას, ნათქვამია განცხადებაში.

თურქმენეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ იგეგმება დეკლარაციის ხელმოწერა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ, ასევე არაერთი დოკუმენტის ხელმოწერა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

სიამენი, (სინჰუა) -- სიამენი არის ერთადერთი ქალაქი ჩინეთის კონტინენტზე, სადაც ჩინეთის თეთრი დელფინები შეიძლება ნახოთ პლაჟებიდან.

ცნობილი როგორც "ზღვის გიგანტური პანდა", გადაშენების პირას მყოფი სახეობა ჩინეთში სახელმწიფო მფარველობის ქვეშ იმყოფება. ეს სახეობა ზოგადად ცხოვრობს არაღრმა წყლებში, 10 მეტრზე ნაკლებ სიღრმის ზღვაში.

სიამენში დაფუძნებული მკვლევარის, ვანგ ქსიანიანის თქმით, ამჟამად სიამენის ყურეში 60-დან 70-მდე ჩინური თეთრი დელფინია, 1990-იან წლებში მათი რაოდენობა დაახლოებით 40 იყო. 

აღსანიშნავია, რომ ნაპირებთან მცხოვრებ ზოგიერთ მაცხოვრებელს შეუძლია ამ ძუძუმწოვრების დანახვა საკუთარ აივანიდანაც კი.

დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

 

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი

რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია - ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია’’, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ქალები კონფლიქტებში“.

,,სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რასაც 106 დღის განმავლობაში, უკრაინაში ვუყურებთ. სიტყვები არ მყოფნის ამ სასტიკ ომზე საუბრისას, რომელსაც რუსეთი იმ ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებს, რომელსაც თავის ძმად და ახლობელ  ქვეყანად წარმოაჩენს. 

პარადოქსი აშკარაა - ეს არ კეთდება ახლობელი ქვეყნისა და ახლობელი ხალხის მიმართ. ეს არის ხალხი ყოველდღე კვდება და კვდებიან  ქალები და ბავშვები. იმის თქმა მსურს, რომ კონფლიქტებში პირველი მსხვერპლნი ქალები არიან და საქართველოში, გვაქვს ამგვარი კონფლიქტების გამოცდილება. რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულმა სამმა აგრესიამ აჩვენა, რომ ქალები იყვნენ როგორც მსხვერპლები, ასევე ლტოლვილები, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკრაინამ გვაჩვენა, რომ ქალებმა შეწყვიტეს მსხვერპლად ყოფნა, ისინი ასრულებენ თავიანთ როლს, დგანან მტკიცედ და სრულად ახდენენ ერის ერთიანობის არაჩვეულებრივ დემონსტრირებას. ეს არ არის ომი, რომელსაც კაცები მართავენ, ეს არის ომი, რომელსაც მთელი უკრაინელი ერი წარმართავს. 

ეს ჩვენს სრულ აღფრთოვანებას იმსახურებს და მინდა ეს გზავნილი გადავცე ქალბატონ ზელენსკას - ყველა ქართველი ქალის სოლიდარობის გზავნილი, რომელთაც მე აქ წარმოვადგენ. 

- როგორც ახსენეთ, საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული. არებობს საქართველოში განცდა, რომ თქვენ შემდეგი იქნებით?

როდესაც რუსული აგრესია გაქვს გამოვლილი, ეს ის კითხვაა, რომელსაც ყოველთვის მისვამენ. ჩემმა ოჯახმა პირველი რუსული, საბჭოთა ოკუპაცია საკუთარ თავზე გამოსცადა, რომელიც გრძელდება. როდესაც საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსი ჯარისკაცები დგანან, ვერასდროს იტყვი ვერასდროს. ეს ძალიან მკაფიო საფრთხეა -  ყირიმის მსგავსად, ანექსიაზე დანიშნული რეფერენდუმი და შემდეგ მისი გაუქმება, რომელიც შესაძლოა, ხვალაც დაბრუნდეს.  

ასე რომ, საფრთხე არსებობს, მაგრამ ახლა, აქ, ამ შენობაში მინდა ვთქვა, რომ ეს საფრთხეა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის ყველა ქვეყნისათვის. ის, რაც არ გაკეთებულა ყირიმსა და საქართველოში რუსული აგრესიის დროს, ახლა უნდა გაკეთდეს და ნაწილობრივ გაკეთდა კიდეც - ევროკავშირმა და ევროპელმა ლიდერებმა აღიარეს რუსეთის რეალური სახე და რუსეთის რეალური მიზნები. მაგრამ, ამის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი - რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია - ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა დისკუსიისას.

ბრიუსელში დაგაგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ კონფლიქტში დაზარალებული ქალები და ქალი ლიდერები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ღონისძიების, რომელსაც  გაეროს ქალთა ორგანიზაცია, Nadia’s Initiative და Dr. Denis Mukwege-ის ფონდი მასპინძლობს აქცენტები გაკეთდება კონფლიქტებში ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების უფლებების რეალიზაციასა  და მათი მშვიდობის პროცესებში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობაზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

8 ივნისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა გამოაცხადა საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ, ევროკავშირის დელეგაციის 31 ახალ ხელმძღვანელს შორის.

პოლონელი დიპლომატი პაველ ჰერჩინსკი თავის შვედ კოლეგას კარლ ჰარცელს შეცვლის.

პაველ ჰერჩინსკი ამჟამად არის ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახურის (EEAS) გენერალური დირექტორი საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) და კრიზისებზე რეაგირებისთვის და ასევე მსახურობდა EEAS-ში უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის დირექტორად. მანამდე ის იყო პოლონეთის ელჩი ევროკავშირის პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC).

ახალი ელჩი ოფიციალურად დაინიშნება მას შემდეგ, რაც მიიღება შესაბამისი მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებები.

შეიტყვეთ მეტი

Press release

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური