Items filtered by date: ოთხშაბათი, 01 ივნისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

2022 წლის 1 ივნისს, თბილისში, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში, საქართველოს ველოსიპედის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ველოსიპედის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ველოგარბენი ჩაატარა.

ველოგარბენში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ველოსიპედის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა, საქართველოს სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა.

გარბენის დაწყებამდე აღინიშნა, რომ ველოსიპედის მსოფლიო დღე, რომელიც ფართოდ აღინიშნება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, დაარსდა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით თურქმენეთის ინიციატივით და ეროვნულ კალენდარში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს თარიღი სიმბოლოა მეგობრობისა და მშვიდობის, სპორტისა და ჰუმანიზმის, საზოგადოების ერთიანობის.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ თურქმენეთი დიდ ყურადღებას უთმობს ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებას, მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სამუშაოები მოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდა თაობის აღზრდის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ველოსპორტის განვითარებას და მასობრივი ველოგარბენის ჩატარება კარგ ტრადიციად იქცა არა მხოლოდ თურქმენეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ველოგარბენის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს სპორტული ღონისძიება არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცების, ასევე სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის.

გამოქვეყნებულია სპორტი

დღეიდან, 30 ივნისის ჩათვლით,  ნებისმიერი Visa ბარათით გადახდისას, Onoff.ge-ზე  ნივთის შეძენა  55%-მდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი.  

ლიბერთის Visa ბარათით  გადახდისას კი, მომხმარებელი  60%-მდე ფასდაკლებას მიიღებს.

ფასდაკლება, სხვადასხვა კატეგორიის ნივთებზე, ეტაპობრივად დაიწყება და  მთელი თვის მანძილზე გაგრძელდება.

1 ივნისი - ბავშვები და დედები

8 ივნისი - საოჯახო ტექნიკა

16 ივნისი - ჰობი და სპორტი

24 ივნისი - ელექტრონიკა

 

ლიბერთის Visa ბარათის აღება მარტივია და სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი - 365.ge

Onoff.ge-ზე  შეძენილ ნივთებს, მომხმარებელი საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასოდ მიიღებს.  

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ვიდრე სახელმწიფო მათთვის მკურნალობის დასაფინანსებლად თანხებს ეძებს, მათ ონლაინ პეტიცია შეიმუშავეს
გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე და გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებმა მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს. შეხვედრის მიზანს, რომელსაც პაციენტებთან ერთად, ექიმი ნევროლოგები, პაციენტის ოჯახის წევრები და მედია ესწრებოდა, გაფანტული სკლეროზის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დაავადების სიმძიმის ინფორმირებულობა და რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის ადეკვატურ მკურნალობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
ღონისძიებას, რომელიც დაავადების საინფორმაციო კამპანიის #ერთადერთმანეთისთვის ფარგლებში მოეწყო, ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტები თბილისიდან, რეგიონებიდან და წამყვანი ექიმი-ნევროლოგები, რომლებმაც კიდევ ერთხელ შეაჯამეს არსებული პრობლემები და სახელმწიფოს შეახსენეს, რომ რეგიონში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები კვლავ დაფინანსების მოლოდინში არიან, დისკრიმინაცია სახელმწიფოს მხრიდან და პაციენტის მკურნალობა მის საცხოვრებელ ადგილზე იყოს დამოკიდებული სრულიად გაუმართლებელია. 
მნიშვნელოვანია, რომ 2019 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს მკურნალობას უფინანსებს. ანალოგიური მომსახურებით 2020 წლიდან სარგებლობენ თბილისში მცხოვრები პაციენტებიც. დაპირებების მიუხედავად, დღემდე უცნობია, რა ელით რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს და წელს გახდება თუ არა დაავადების მამოდიფიცირებელი მკურნალობა მათთვის ხელმისაწვდომი. 2021 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროექტის დაფინანსება ჩაიდო, თუმცა მოლოდინის მიუხედავად, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაფინანსების ცენტრალიზებული პროექტი მასში ვერ მოხვდა. როგორც ირკვევა, დანარჩენ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები ფაქტობრივად, განწირულნი არიან, თუ თავად არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა. 
შეგახსენებთ, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა რეგიონებში „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ამოქმედების მოთხოვნით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ დაავადება ადამიანებს საცხოვრებელი ადგილით არ არჩევს და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის დაფინანსება მთელი საქართველოს მასშტაბით. აქციამ ყურადღება მიიქცია და სამინისტროს წარმომდგენლები შეხვდნენ პაციენტებს, თუმცა ჯანდავის სამინისტროში ცენტრალიზებული პროგრამის ამოქმედების ზოგადი დაპირება გაიცა და კონკრეტულ ვადებზე ამჯერადაც არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და გარკვეულწილად გადაწყვეტილების მიღება საკანონმდებლო ორგანოსა და ფინანსთა სამინსიტროზეა დამოკიდებული. 
ამ ფონზე პაციენტებს მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია მათი დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ისინი არ უნდა გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ იმის გამო, რომ კონკრეტულ რეგიონში ან დედაქალაქში არ ცხოვრობენ.
ექიმი ნევროლოგი, მარინე ჯანელიძის თქმით, ერთი პაციენტის მკურნალობა საქართველოში საშუალოდ 25 ათასი ლარი ჯდება და ეს თანხა მწარმოებლების მხრიდან დათმობის შედეგია, რადგან ევროპაში აღნიშნული თერაპია გაცილებით ძვირი ჯდება. ექიმმა შეხვედრაზე ისიც აღნიშნა, რომ სრულიად გაუმართლებელია, პაციენტის მკურნალობა მის საცხოვრებელ ადგილზე იყოს დამოკიდებული. მან ასევე გაიხსენა შემთხვევები, როდესაც პაციენტს ერთერთ ქალაქში გაატანეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, თუმცა მკურნალობის დაფინანსებაზე უარი უთხრეს.
„ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის ეს რთულად გასააზრებელია, თუ არ მოხდა საკითხის მოგვარება სახელმწიფოს მხრიდან. თუ ადამიანი მაგალითად მარნეულიდანაა, მისი მკურნალობა არ ფინანსდება და ეს დისკრიმინაციაა. რა დააშავა მან? რა დააშავეს ზუგდიდელმა, ქუთაისელმა პაციენტებმა? ის, რაც ხელმისაწვდომია თბილისელისთვის და აჭარელისთვის, მათთვის არაა ხელმისაწვდომი. სახელმწიფოსთან ამბის მიტანის მცდელობა ბევრი იყო, მაგრამ არ არსებობს კონცეპტუალური გააზრება, რომ ეს დაავადება არის დედამიწის პრობლემა, თანაც ახალგაზრდა ადამიანების პრობლემა, რომლებიც, მკურნალობის პირობებში შვილებს გააჩენდნენ, სრულფასოვნად იცხოვრებდნენ, შექმნიდნენ დოვლათს,“ - აცხადებს მარინე ჯანელიძე. მისი თქმით, დაავადების მკურნალობას მსოფლიოში ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და ამ ფერხულში საქართველოც უნდა ჩაერთოს. 
დაფინანსების მოლოდინში გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებს ყოველდღიურად, ურთულესი პრობლემების გადალახვა უწევთ. სხეულის ცალკეული ნაწილების ფუნქციის დაკარგვა, მხედველობის გაორება, თავის ქალაზე მოჭერის განცდა, კონცენტრაციის დარღვევა, კიდურების ძლიერი დაბუჟება - დაავადების სიმპტომები მრავალფეროვანია. პაციენტმა წინასწარ იცის, რომ დროთა განმავლობაში მისი მდგომარეობა დამძიმდება, თუმცა როდის და რა ფორმით იჩენს თავს ვერაგი დაავადება, პროგნოზირება შეუძლებელია. ეს კი ამ ადამიანების ტანჯვას ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო ამძიმებს.
რამდენად შეასრულებს სახელმწიფო საკუთარ დანაპირებს, ამაზე პასუხის გაცემა სამინისტროს უახლოეს კვირეეებში მოუწევს, რადგან პაციენტები პროტესტის შეჩერებას არ აპირებენ. მანამდე კი, ვიდრე სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების მკურნალობის დასაფინანსებლად თანხებს ეძებს, გაფანტული სკლეროზის პაციენტებმა ონლაინ პეტიცია შეიმუშავეს, რომელთა მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია - რეგიონში მცხოვრები ყველა პაციენტისთვის გახდეს მკურნალობა ხელმისაწვდომი. 
„რეგიონში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები მკურნალობის დაფინანსების მოლოდინში ვართ! მოაწერეთ ხელი ონლაინ პეტიციას და ამით დაგვეხმარეთ, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა მათ, ვისაც შეუძლიათ პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. სწორედ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პაციენტების მკურნალობა. მკურნალობის გარეშე დაავადებასთნ ერთად ცხოვრება გაუსაძლისია. აუცილებელია არსებობდეს სახელმწიფო პროგრამები, მხარდაჭერა თუნდაც თანადაფინანსების სახით და აშ. იმისთვის რომ ჩვენ, პაციენტებმა შევძლოთ ცხოვრება ტკივილის გარეშე და სააბოლოოდ არ გავხდეთ უნარშეზღუდულები,” - ნათქვამია გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების განცხადებაში.
გადადით ბმულზე https://manifest.ge/item/2753 ხელი მოაწერეთ პეტიციას და ასე გამოხატეთ მხარდაჭერა გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მიმართ. დაავადება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ გვირჩევს, ნუ გამოგვარჩევთ ერთმანეთისგან!
ცნობისათვის, 30 მაისს, მსოფლიო გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, კამპანიას საქართველო 2018 წლიდან შეუერთდა. მომზადდა ვიდეო რგოლიც, რომლის ძირითადი მონაწილეები იყვნენ პაციენტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც ერთად მოუწოდებდნენ სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ პაციენტებისთვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და უნარების შეზღუდვის პროგრესირების შემცირების მიზნით. დღეს რეგიონში მცხოვრები პაციენტები კვლავ დაფინანსების მოლოდინში არიან. 

ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:
გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრამვული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა - ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი დღეს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

47 წლის ილია ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, 2017 წელს კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, სხვადასხვა წლებში მუშაობდა კერძო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ასევე „ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდისა და USAID-ის პროექტებში.

 
გამოქვეყნებულია სამართალი

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის ეგიდით, თბილისის დენდრო პარკში გაიმართა უკრაინის მხარდაჭერი 15 კილომეტრიანი მარათონი, რომლის ორგანიზატორი იყო ამერიკის მეგობართა კლუბი.   

სპორტულ გარბენში მონაწილეობისთვის და გამარჯვების მოსაპოვებლად შეიკრიბა რამოდენიმე ათეული გამოცდილი მორბენალი. ასევე გარბენს შემოუერთდნენ მოყვარული მორბენლები, მოხალისეები და ყველა ის გულშემატკივარი ვისთვისაც - ქართველი, ამერიკელი და უკრაინელი ხალხის მეგობრობის სიმტკიცე ყოველთვის პრიორიტეტულია. მოკლე დისტანციაზე სირბილის ყველაზე უფროსი მონაწილე იყო 72 წლის, მორბენალთა შორის ყველაზე უმცროსი კი მხოლოდ 10 წლის.  

საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერი მარათონი, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, ქართულ ამერიკული და ქართულ უკრაინული მეგობრობის გზაზე. რბოლის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ მორბენლებს წახალისების მიზნით გადაეცათ კომპანია GDM-ის და პიელ ნატურალსის ფასიანი საჩუქრები, სპეციალიზებული სპორტული სასმელი და რათქმაუნდა ყველა მონაწილეს, პერსონალური მადლობის სიგელი. ფინიშის ხაზის გადალახვის სლოგანი იყო “ერთად უკრაინისა და თავისუფლების გამარჯვებისთვის“. მადლობას ვუხდით საქართველოს ვეტერან მორბენალთა ასოციაციას,  მარათონის თითოეულ მონაწილეს, მოხალისეს და გულშემატკივარს სპორტულ ღონისძიებაში მიღებული მონაწილეობისთვის.  

ამერიკის მეგობართა კლუბის სახელით განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ძირითად მხარდამჭერს - კომპანია პე ეს პეს, რომელიც წლების განმავლობაში არის ქართულ ამერიკული მეგობრობის შეუცვლელი პარტნიორი და მთავარი სპონსორი. გარდა ამისა, ჩვენ ერთად შევქმენით ეს ამბავი და შესაბამისად, მათი მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს - ამერიკის მეგობართა კლუბის მიმართ ერთგულებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას. როგორც წესი, კომპანია პე ეს პესთვის ქართულ ამერიკული მეგობრობის სიმტკიცე ყოველთვის პრიორიტეტულია.

და ბოლოს, საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ რომ, საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის და მეგობრობის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი აქტივობები დასრულდება უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი საქველმოქმედო ღონისძიებით, რომლის ფარგლებში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. ჰუმანიტარული დახმარებისთვის შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება უკრაინის საელჩოს სპეციალურ ანგარიშზე - განაცხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა.   

1 ივნისი, 2022 წელი - თბილისი, საქართველო

გამოქვეყნებულია სპორტი

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს.

შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხები. განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა", რომელიც სამ ქვეყანას შორის დიალოგის ფორმატის შექმნას და ურთიერთსასარგებლო მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას. სომხეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს სამშვიდობო დიალოგის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე ენერგეტიკის, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. განიხილეს ვაჭრობის სფეროში არსებული თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში, სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 170.49 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 12%-იანი ზრდაა. ხაზი გაესვა, რომ სომხეთსა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის გაზრდის კიდევ მეტი შესაძლებლობები აქვს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის მინისტრი რობერტ ხაჩატურიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ჰოვჰანისიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი ტატევიკ კარაპეტიანი ესწრებოდნენ.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

დანიამ უკრაინას 2 მილიარდი კრონის რაოდენობის (დაახლოებით 290 მილიონი დოლარი) სამხედრო დახმარება გაუწია. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. 

დანიის სახელმწიფო ტელევიზიის DR-ის ცნობით, თავდაცვის მინისტრმა მორტენ ბოდსკოვმა განაცხადა, რომ მათ უკრაინას გაუგზავნეს 2 მილიარდი კრონის ღირებულების დახმარება, რომელიც შედგება იარაღისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობისგან.

შვედეთის მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ საიდუმლოების ფარგლებში უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.

მთავრობის ინტერნეტ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინას გაეწევა მაღალი სამხედრო მხარდაჭერა, ხოლო მხარდაჭერის სახეობა საიდუმლოების გამო არ გახმაურდება.

შვედეთმა მანამდე უკრაინას 135 ათასი ჯარისკაცისთვის მზა საკვები, 5 ათასი AT4 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, 5 ათასი ფოლადის ჟილეტი, 5 ათასი სამხედრო ჩაფხუტი გაუგზავნა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ 2 თებერვალს Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 50 მილიონი დოლარის ფინანსურმა დახმარებამ, რომელიც მათ უკრაინის არმიას გაუწიეს, დანიშნულების ადგილს მიაღწია.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური