Items filtered by date: პარასკევი, 06 მაისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

თურქეთის მხრიდან ღია ზღავში აშენებული მეორე, რიზე-ართვინის აეროპორტი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მონაწილეობით 14 მაისს გაიხსნება. ამის შესახებ აზერბაიჯანული წყაროები იტყობინებიან.

14 მაისს, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ილჰამ ალიევის თვითმფრინავები პირველ დაშვებას განახორციელებენ თურქეთის ფაზარის რაიონში მდებარე აეროპორტში, რომელიც ქ. რიზედან 34 კილომეტრშია, ქ. ხოფადან 54 კილომეტრში და ქ. ართვინიდან 125 კილომეტრში.

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის თავდასხმების შედეგად 3 ათას 280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

უკრაინაში სამოქალაქო პირების დაღუპვის შესახებ ინფორმაციაში, რომელიც გამოქვეყნდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ვებგვერდზე, ნათქვამია, რომ ქვეყანაში რუსეთის თავდასხმების შედეგად 3280 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

განცხადების მიხედვით, დაშავებულია 3 ათას 451 ადამიანი და ხაზგასმულია, რომ შესაძლოა, მსხვერპლი უფრო მეტი იყოს.

გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტების წერილობით განცხადებაში გამოთქმული იყო შეშფოთება უკრაინაში დევნილების მზარდი რაოდენობის შესახებ.

გამოცხადდა, რომ დაახლოებით 12,8 მილიონმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი 24 თებერვლის შემდეგ, მათგან 7,7 მილიონმა შეაფარა თავი ქვეყნის შიგნით უსაფრთხო ადგილებში, ხოლო 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებმაც დატოვეს თავიანთი სახლები, იმყოფებიან ტრავმის მდგომარეობაში და საჭიროებდნენ სასწრაფო დაცვას და ფსიქოლოგიურ დახმარებას.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ქუთაისსა და ჩინეთის ქალაქ სიანს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სამომავლო პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ ქუთაისის მერიის ადმინისტრაცია იტყობინება.

ხელმოწერის ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია და ქალაქ სიანის მერი ლი მინგუანი.

მხარეები შეთანხმდნენ ორ ქალაქს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის გაძლიერებისთვის განავითარონ თანამშრომლობა კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის სფეროებში.

„დღეს ხელი მოეწერა პარტნიორულ ურთიერთობას ქუთაისსა და ჩინეთის ქალაქ სიანს შორის. რომელიც მომავალში ფართო თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს. მნიშვნელოვანია ქალაქ სიანთან ჩვენი ურთიერთობა, რადგანაც ქუთაისის მსგავსად, სიანი ჩინეთის უძველესი ქალაქია, სადაც თავმოყრილია ჩინური კულტურის და ისტორიის სიძველეები.

ნიშანდობლივია, რომ სწორედ სიანი ავირჩიეთ პარტნიორ ქალაქად, რადგანაც ამ ორი ქალაქის ისტორია და თანამედროვე ინტერესები თანხვედრილია.

მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ელჩს ჩინეთში , ბატონ არჩილ კალანდიას, რომლის ძალისხმევითაც მოხერხდა ქუთაისსა და სიანს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარება.

მჯერა, რომ ეს მეგობრობა წარმატებული იქნება ორივე ქალაქისთვის!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ხუთშაბათს, ჩინეთმა კოსმოსში წარმატებით გაუშვა რვა თანამგზავრი Long March-2D, სპეციალური გამშვები მანქანის გამოყენებით. ამის შესახებ სააგენტო "სინხუა" იუწყება.

ერთი Jilin-1 Kuanfu 01C თანამგზავრის და შვიდი  Jilin-1 Gaofen 03D თანამგზავრის გაშვება ორბიტაზე პეკინის დროით 10:38 საათზე ჩინეთის ტაიუანის (შანსის პროვინცია) კოსმოდრომიდან მოხდა. თანამგზავრების ორბიტაზე გასვლა წარმატებით განხორციელდა.

Jilin-1 Kuanfu 01C თანამგზავრს აქვს ფართო დაფარვის არეალი და გამოყენებული იქნება კომერციული დისტანციური ზონდირების მონაცემთა გადაცემის სერვისების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დაკავშირებულია მიწის რესურსებთან, მინერალების ძიებასთან და "ჭკვიანი ქალაქის" მშენებლობასთან.

შეგახსენებთ, რომ ეს იყო ზედიზედ რიგით 419-ე გაშვება Long March-ის სერიის გამშვები მანქანებისთვის.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

2007 წელს დაბადებული რჩეული მოთამაშეების კალათბურთის 15-წლამდელთა გუნდი ფინეთში, ევროპის ახალგაზრდული ლიგის სუპერფინალის სათამაშოდ გაემგზავრა. ტურნირს, რომელშიც 11 გუნდი მონაწილეობს, ფინეთის ქალაქი კაარინა უმასპინძლებს. თამაშები 6 მაისს დაიწყება და ჩემპიონი 2 დღეში, 8 მაისს გამოვლინდება. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კალათბურთის ფედერაციაში განუცხადეს.

ტურნირის მონაწილენი სამგუნდიან ჯგუფებში განაწილდნენ. საქართველოს მეტოქეები იქნებიან ლატვიური DSN და ფინური ესტონური “კეილა”. ორივე შეხვედრა 6 მაისს გაიმართება და წარმატების შემთხვევაში ჩვენი გუნდი პლეი ოფში გავა, თუ არადა 7 და 8 მაისს საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს ტურნირზე 5-11 ადგილების გადასანაწილებლად.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია ირაკლი ტომარაძე, ასისტენტი გიორგი ცინცაძე. მიმდინარე სეზონში ამ ასაკში ევროპის ლიგა დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად ვერ ჩატარდა. საქართველო 2007-ს თამაშები არ ჩაუტარებია და სეზონის დასკვნით ტურნირზე სხვა გამორჩეულ გუნდებთან ერთად ქართველი 15-წლამდელებიც მიიწვიეს. 

გამოქვეყნებულია სპორტი

მშვიდობის კორპუსის მოხალისეების საქმიანობა ხანგრძლივად ტოვებს კვალს იმ ადგილებში, სადაც ისინი მსახურობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი, რომელიც ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა თამარ ღლონტმა, საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ერაძემ და ოზურგეთში მშვიდობის კორპუსის ყოფილმა მოხალისემ დააფუძნეს, ამის თვალსაჩინო მაგალითია.

დაარსების დღიდან ეს ორგანიზაცია რეგიონში 12 000-მდე ადამიანს მოემსახურა, განახორციელა პროგრამები, რომლის დახმარებითაც შეიქმნა ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, კომპიუტერული რესურს ცენტრი ახალგაზრდებისთვის და განხორციელდა მრავალი საზოგადოებრივი პროექტი. ამჟამად ორგანიზაცია აგრძელებს მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობას ვირტუალური მოხალისის ჩართულობით. გურიაში ოფიციალური ვიზიტისას ელჩი დეგნანი ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტს მიმდინარე და მომავალი პროექტების გასაცნობად ესტუმრა.

წყარო: ამერიკის საელჩო საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური