ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს და ქართველ ხალხს
ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს და ქართველ ხალხს. ამ მილოცვას "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.
"გილოცავთ მეგობრებო ჩვენი ქვეყნის მთავარ დღესასწაულს 26 მაისს, საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის დღეს!
რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის ფონზე, ჩვენი ბრძოლა დღესაც გრძელდება - ძვირფასი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობისთვის, ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის და უკეთესი მომავლისთვის.
ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს დაძმებს, ჩვენი საერთო სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ და უნდა გვახსოვდეს, თუ ერთად ვიქნებით, რუსეთის ძალადობრივ პოლიტიკასაც მალე დავამარცხებთ და მეტად განვამტკიცებთ ჩვენს მრავალეროვან სახელმწიფოს. ჩვენი ყველას ვალდებულებაა რაც შეიძლება მალე დავბრუნდეთ და დავიმკვიდროთ ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველო".
დიდი პატივისცემით,
ილია ზუკაკიშვილი
ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი
2022 წლის, 26 მაისი - თბილისი, საქართველო
წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივლის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე
თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივლის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე აჰმეთ მისბაჰ დემირჯანი. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თურქეთის საელჩოში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე აჰმეთ მისბაჰ დემირჯანიმა შეხვდრა გამართა თავის კოლეგასთან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე კახა სიხარულიძესთან.
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ასევე ესტუმრა თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისს და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს თბილისში.