აშშ-ს სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დაამტკიცა დახმარების პაკეტი, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოითხოვა უკრაინისთვის და რომელიც წარმომადგენელთა პალატამ 33 მილიარდიდან 40 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
დახმარების პაკეტის ოფიციალურად დასამტკიცებლად, რომელიც გენერალურ სესიაზე 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ მიიღეს, ხოლო სამმა სენატრომა თავი შეიკავა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანხმობაა საჭირო.
ამავდროულად, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს არმიის ინვენტარიდან უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მე-10 პაკეტი დაამტკიცა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია: „პრეზიდენტის (ჯო ბაიდენის) დავალებით, უკრაინის თავდაცვისთვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ინვენტარიდან 100 მილიონ დოლარამდემე მეათე დამატებითი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება დავამტკიცე. ამან, 24 თებერვიდან რუსეთის სასტიკი და უმიზეზო შეჭრიდან უკრაინაში, აშშ-ის ჯამური სამხედრო იარაღითა და აღჭურვლობით დახმარება უკრაინისთვის დაახლოებით 3,9 მილიარდ დოლარამდე გაზარდა“.
შვეიცარია იწყებს სამხრეთ კავკასიაში 2022-2025 წწ.-ის თანამშრომლობის პროგრამას!
შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ჰაიდი გრაუმ და თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა ხელმძღვანელმა დანიელ მევლიმ წარადგინეს 2022-2025 წწ.-ის შვეიცარიის თანამშრომლობის პროგრამა. პროგრამა მთავარი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს 2022-2025 წლებში შვეიცარიის მიერ განხორციელებული პროექტების მთავარ მიმართულებებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები და ორგანიზაციები.
2022-2025 წლებში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში განახორციელებს პროგრამას, რომლის მთავარი მიმართულებებია: 1) სამოქალაქო ჩართულობის და თანამშრომლობის ხელშეწყობა რეგიონში, 2) დემოკრატიისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება, 3) ეკონომიკური განვითარება და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა, და 4) კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგობის გაძლიერება და რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება. გენდერული თანასწორობა და კარგი მმართველობა ყველა შესაბამის პროექტში იქნება გათვალისწინებული.
"ამჟამად შვეიცარია 20-ზე მეტ პროექტს ახორციელებს საქართველოში, რომელთა უმეტესობა 2017-2021 წწ.-ის სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო. 2021 წლის ბოლოს, შვეიცარიის მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგად, 150’000 მოსარგებლემ სოფლის მეურნეობის სექტორში მიიღო დამატებითი შემოსავალი, რაც 34 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ციფრული ინფრასტრუქტურა დაინერგა 63 მუნიციპალიტეტში, რამაც მუნიციპალური მომსახურება ხელმისაწვდომი გახადა 1.5 მილიონი ადამიანისთვის. გენდერული თანასწორობის კუთხით, მაგალითად, მნიშვნელოვანი ანალიტიკური სამუშაო ჩატარდა გენდერული ზეგავლენის შეფასებისა და გენდერული ნიშნით ხელფასების სხვაობის მიმართულებით.
წინა მიღწევებზე დაყრდნობით, 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება ახალი პროექტები, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. შვეიცარია საქართველოში გააგრძელებს სოფლის მეურნეობის სექტორის დახმარებასა და ამით ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას, გათვალისწინებულია სოფლად მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ასევე, სოფლად ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული განათლებისა და გადამზადების მოდერნიზება. მმართველობა, მიგრაციის ჩათვლით, და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება დარჩება ერთ-ერთ მთავარ მიმართულებებად. პროგრამა გააგრძელებს კლიმატის და ბუნებრივი რესურსების, კერძოდ ტყის, მართვის მიმართულებით მუშაობას. ამ თემატური პრიორიტეტების გარდა, შვეიცარია იმუშავებს კონფლიქტის პრევენციის, მშვიდობის ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივები თემებზე: გენდერული თანასწორობა, გარემო და კლიმატის ცვლილება, ინკლუზიურობა და გაციფრება (დიგიტალიზაცია). გარდა ამისა, ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის ფარგლებში, შვეიცარია დააფინანსებს სხვადასხვა პროექტებს. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი საქართველოსთვის 34 მილიონი შვეიცარიული ფრანკია.
სამხრეთ კავკასიაში პროექტების განხორციელება შვეიცარიამ 1988 წელს დაიწყო და მას შემდეგ თავისი საქმიანობა სულ უფრო გააფართოვა, განახორციელა რა პროექტები სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი თბილისში 1996 წელს გაიხსნა. ბოლო 25 წლის განმავლობაში შვეიცარიის დახმარება 200 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს“ - აღნიშნულია შვეიცარიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გურბანგული ბერდიმუხამედოვი თათარსტანისთვის გაწეული ღვაწლისთვის ორდენით დაჯილდოვდა
თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუხამედოვი დაჯილდოვდა რუსეთის ფედერაციის თათარსტანის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი-ორდენით თათარსტანისთვის გაწეული ღვაწლისთვის, წერს დღეს ოფიციალური პრესა.
დაჯილდოების ცერემონია ხუთშაბათს თათარსტანის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. თათარსტანის ხელმძღვანელის განკარგულებით, ჯილდო გადაეცა ჰალკ მასლახატის მილი გენგეშის თავმჯდომარეს თურქმენეთსა და თათარსტანის რესპუბლიკას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერაბაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის.
ცერემონიაზე გურბანგული ბერდიმუხამედოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ჯილდოს მიღება მისთვის დიდი პატივია, რასაც იგი აღიქვამს, როგორც ძმური თათარსტანის დიდი პატივისცემას თურქმენეთისა და თურქმენული ხალხის მიმართ.
თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დღეს თურქმენეთისა და თათარსტანის თანამშრომლობა მოიცავს ფართო სპეკტრს და აშხაბადი მზადაა გააგრძელოს ორმხრივი პარტნიორობის განვითარება ყველა სფეროში.
“დისკრიმინაცია სახელმწიფოს მხრიდან - სრულიად გაუმართლებელია, პაციენტის მკურნალობა მის საცხოვრებელ ადგილზე იყოს დამოკიდებული”
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი ადამიანია. თუმცა ქვეყანაში ცხოვრობს ათასობით ადამიანი, რომლებისთვისაც სრულიად ტრივიალური, არცთუ ძვირადღირებული მკურნალობაც კი ხელმიუწვდომელია. მეტიც: არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული დიაგნოზის ადამიანებს ერთ ქალაქში ხელი მიუწვდებათ მკურნალობაზე, ხოლო სხვა ქალაქში მცხოვრებლებს - არა. ეს კი მოქალაქეებში უსამართლობის განცდას ორმაგად აძლიერებს, რადგან მათ მათივე სახელმწიფო გეოგრაფიული ნიშნით ყოფს და ღირსეული ცხოვრების შანსის მიცემაზე უარს ეუბნება.
ერთერთი ასეთი დაავადება გაფანტული სკლეროზია, რომელსაც, მკურნალობის არარსებობის პირობებში ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობების განვითარებამდე მიჰყავს - შესაძლოა პაციენტმა დაკარგოს სიარულის ან საუბრის უნარი, მხედველობა...
თბილისსა და აჭარაში მცხოვრებ პაციენტებს მკურნალობა ადგილობრივ დონეზე მოქმედი პროგრამების ფარგლებში უფინანსდება. დანარჩენ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები კი, ფაქტობრივად, განწირულნი არიან, თუ თავად არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა. ეს მკურნალობა კი წელიწადში საშუალოდ 25 ათასი ლარი ჯდება, რაც მოქალაქისთვის ასტრონომიული თანხაა, სახელმწიფოსთვის კი - არცთუ სოლიდური ხარჯები, თან იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ამ დიაგნოზის მქონე 1200-1300 მდე ადამიანი ცხოვრობს.
წლებია, პაციენტებთან ერთად მათთვის მკურნალობის დაფინანსების მოპოვებისთვის ექიმებიც იბრძვიან. მათ შორისაა ნევროლოგი მარინე ჯანელიძე.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური შესწავლა, თუ რამდენ ადამიანს აქვს გაფანტული სკლეროზი, საქართველოში რეალურად არ ჩატარებულა. ეს დაავადება დაკავშირებულია გარკვეულ რეგიონებთან - გეოგრაფიულ განედებთან. მაგალითად, ჩრდილოეთში, ტრადიციულად, ბევრად მეტია ამ დიაგნოზის მქონე პაციენტი, ვიდრე სამხრეთით. ჩვენი გეოგრაფიული განედისთვის დამახასიათებელი სტატისტიკის თანახმად კი, საქართველოში 2000--მდე ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანი უნდა ცხოვრობდეს.
მარინე ჯანელიძის თქმით, ეს არაა კატასტროფული რიცხვი, პრობლემაა ის, რომ ეს დაავადება ემართება ახალგაზრდა ადამიანებს 20-დან 40 წლამდე ასაკში. იშვიათად დაავადება ბავშვებსა და ხანდაზმულებშიც ვლინდება. უფრო ხშირად ავადდებიან ქალები - შეფარდება დაახლოებით 3/1-ზეა. ანუ დაავადებულთა დიდი ნაწილი არის ახალგაზრდა ქალი, რომელმაც არა მხოლოდ კარიერაზე უნდა იზრუნოს, არამედ ოჯახი უნდა შექმნას, შვილები გააჩინოს.
მარინე ჯანელიძე გაფანტული სკლეროზის თავისებურებას აღწერს: ადამიანს შეიძლება დაემართოს შეტევა და დაკარგოს მხედველობა, მეტყველება, გაუჩერდეს ხელ-ფეხი, დაკარგოს კოორდინაციის უნარი, მაგრამ შემდგომში ის უკუგანვითარდება ანუ ეს უნარები აღდგება. თუმცა შეტევა შეიძლება წელიწადში იყოს სამი, ხუთი, ერთი... რაც დრო გადის, შეტევების სიხშირე მატრულობს და შეტევებს შორის პერიოდში პაციენტი უნარშეზღუდული ხდება: მაგალითად, თუ მან შეტევის დროს დაკარგა მხედველობა, შეიძლება ის სრულად აღარ აღდგეს, თუ გაუჩერდა ხელ-ფეხი, შესაძლოა, მათი ფუნქციონირება ბოლომდე არ დაბრუნდეს. როცა ერთმანეთს ემატება შეტევების ჯამი, პაციენტი თანდათანობით სულ უფრო უნარშეზღუდული ხდება.
მარინე ჯანელიძის თქმით, დაავადების დიაგნოსტირება საკმაოდ მარტივია მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით, რაც დაზიანების კერების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა.
შეტევების მკურნალობა სტანდარტულია და ჰორმონოთერაპიას ეფუძნება. რაც შეეხება პრეპარატებს, რომლებიც შეტევის თავიდან აცილებისთვისაა საჭირო, ეს მედიკამენტები 1995 წლიდან შემოვიდა და პრაქტიკულად ყოველ 3 წელიწადში ახალი პრეპარატები შემოდის. ეს მედიკამენტები შეტევების სიხშირეს 50-70%-მდე ამცირებს.
მარინე ჯანელიძის თქმით, ერთი პაციენტის მკურნალობა საქართველოში საშუალოდ 25 ათასი ლარი ჯდება და ეს თანხა მწარმოებლების მხრიდან დათმობის შედეგია, რადგან ევროპაში აღნიშნული თერაპია გაცილებით ძვირი ჯდება.
ექიმი იმასაც ამბობს, რომ სრულიად გაუმართლებელია, პაციენტის მკურნალობა მის საცხოვრებელ ადგილზე იყოს დამოკიდებული. ექიმი იხსენებს შემთხვევებს, როდესაც პაციენტს ერთერთ ქალაქში გაატანეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, თუმცა მკურნალობის დაფინანსებაზე უარი უთხრეს.
„ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის ეს რთულად გასააზრებელია, თუ არ მოხდა საკითხის მოგვარება სახელმწიფოს მხრიდან. თუ ადამიანი მაგალითად მარნეულიდანაა, მისი მკურნალობა არ ფინანსდება და ეს დისკრიმინაციაა. რა დააშავა მან? რა დააშავეს ზუგდიდელმა, ქუთაისელმა პაციენტებმა? ის, რაც ხელმისაწვდომია თბილისელისთვის და აჭარელისთვის, მათთვის არაა ხელმისაწვდომი. სახელმწიფოსთან ამბის მიტანის მცდელობა ბევრი იყო, მაგრამ არ არსებობს კონცეპტუალური გააზრება, რომ ეს დაავადება არის დედამიწის პრობლემა, თანაც ახალგაზრდა ადამიანების პრობლემა, რომლებიც, მკურნალობის პირობებში შვილებსაც გააჩენენ და სრულფასოვნად იცხოვრებდნენ, შექმნიდნენ დოვლათს,“ - აცხადებს მარინე ჯანელიძე.
მისი თქმით, დაავადების მკურნალობას მსოფლიოში ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და ამ ფერხულში საქართველოც უნდა ჩეაერთოს.
„ამიტომ ხმა უნდა მივაწვდინოთ სახელმწიფოს და ვუთხრათ მას, რომ ახალგაზრდებს მისი მხარდაჭერა სჭირდებათ,“- აღნიშნა მარინე ჯანელიძემ.
ჩაქვის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - გარდაიცვალა ორი ადამიანი
ქობულეთის შემოვლით გზაზე, გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
ავარიის შემდეგ ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მსუბუქი ავტომობილი სრულად დაიწვა.
სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმებს, შემთხვევის ადგილზე ორი დაღუპული დახვდათ. დაშავებული იყო კიდევ ერთი პირი, რომელმაც სამედიცინო მომსახურებასა და კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
,,ცეცხლი დაჯახებისთანავე გაჩნდა. მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხეს. მსუბუქი ავტომობილი ისე იყო დამწვარი, მარკის ამოცნობაც კი გართულდა. ერთი ავტომობილი ღამითვე გადავიყვანეთ სადგომზე, მეორე დღეს მიგვყავს. შემთხვევა ღამით, დაახლოებით 3 საათზე მოხდა'' - აცხადებს შპს “ბათ 23''–ის წარმომადგენელი გურამ ნიჟარაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
პრეზიდენტმა წიგნის მუზეუმს ე. ახვლედიანის პირადი ბიბლიოთეკიდან უნიკალური წიგნები საჩუქრად გადასცა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წიგნის მუზეუმს ელენე ახვლედიანის პირადი ბიბლიოთეკიდან უნიკალური წიგნები საჩუქრად გადასცა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
კუბიზმის მანიფესტები - გიომ აპოლინერის „ესთეტიკური მსჯელობა - კუბისტი მხატვრები“ და ალბერ გლეზისა და ჟან მეცინგერიის ,,კუბიზმი“ პრეზიდენტის მიერ საკუთარი სახსრებით იქნა შეძენილი, რომლებიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.
“ეს ორი მნიშვნელოვანი წიგნი სწორედ ევროპულ კულტურასთან გვაახლოებს და გვაჩვენებს თუ რამდენად შერწყმული ვიყავით მასთან, სანამ საბჭოთა კავშირი და საბჭოთა წნეხი ევროპას დაგვაშორებდა. ამ გზას ახლა ვუბრუნდებით და ამის ნიშნად მინდა გადმოგცეთ ეს ორი წიგნი“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან თაქთაქიშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს. მან აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის მიერ გადაცემული არაერთი მასალა ინახება.
,,ქალბატონ სალომეს არაერთი საჩუქარი გვაქვს ჩვენ ჯერ მის პრეზიდენტობამდე. მისი მამის, მეუღლის არქივები ინახება ბიბლიოთეკაში. ქალბატონი სალომეს უშუალო მითითებით დამზადდა და გადმოგვეცა მიხა ხელაშვილის ეროვნული გმირის ორდენი. ამის საპასუხოდ, ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო მასალა მოვიძიოთ“ - აღნიშნა ლევან თაქთაქიშვილმა.