Items filtered by date: სამშაბათი, 17 მაისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

„სერვიე“ 16-21 მაისს ჰიპერტენზიის უფასო კვლევებს გამართავს
ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით თბილისის მასშტაბით ჰიპერტენზიის სკრინინგის დღეები გრძელდება, სკრინინგის კვირეული ჰიპერტენზიის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში იმართება და მიზანს არტერიული წნევის შემოწმება და რეგულარული კონტროლის მნიშვნელობა წარმოადგენს.


18 მაისს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, მოძრავი სკრინინგ მანქანა თბილისის ქუჩებში იმოძრავებს და ამჯერად, ვერესა და ავლაბრის უბნებში გაჩერდება:
10:00-14:30 ვერე (მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორია)
15:00-19:00 ავლაბარი (მეტრო „ავლაბარის“ მიმდებარე ტერიტორია)

გელოდებით სკრინინგის კვირეულზე.
სრული განრიგი იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3MlchLl
უფასო კვლევის შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება, რაც მოიცავს ადგილზე წნევის გაზომვას, კარდიოგრამის გადაღებას და ექიმთან კონსულტაციის გავლას. კვირეული 16 მაისს დაიწყოს და 21 მაისს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ გლობალური კამპანია, სახელწოდებით, „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინივიატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან Global Heart Hub ერთად უკვე მეოთხე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს და საქართველოც უერთდება.
საერთაშორისო კამპანიის მიზანს ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, არტერიული წნევის შემოწმების და რეგულარული კონტროლის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა წარმოადგენს, რათა მოხდეს დაავადების დროული გამოვლენა და მოსალოდნელი გართულებების თავიდან არიდება. წელს კამპანია კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ჰიპერტენზია Covid-19 პაციენტების მდგომარეობის დამამძიმებელ და მწვავე სიმპტომების განმაპირობებელ ფაქტორად განისაზღვრა, რადგან ექიმებთან გართულებული ვიზიტის გამო, პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეძლო აღნიშნული მდგომარეობის დიაგნოსტიკა.

ინფორმაცია დაავადების შესახებ:

არტერიულ ჰიპერტენზია კარდიოვასკულური სიკვდილობის მთავარი მიზეზია მსოფლიოში. იგი ინსულტის, ინფარქტის და თიკმლის დაავდების წინაპირობაა. მაღალი წნევისგან გარკვეულ ასაკში არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებულ არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა -ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.
ჰიპერენზიას ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ. სწორედ ამიტომ, მას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, გარკვეული ასაკის შემდეგ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები. ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს, რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გვარდიას სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ეროვნული გვარდიის რეზერვისტები ახალ აღჭურვილობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს მხარდამჭერი დავალებების შესრულებისას გამოიყენებენ. 
აღჭურვილობის გადაცემის შესაბამის დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და კრიზისების მართვის ინიციატივის დანიელმა ლიდერმა, პოლკოვნიკმა სუზან კრისტენსენმა მოაწერეს ხელი. ცერემონიალს წინ ერთკვირიანი ტრენინგი უძღვოდა, რომელიც დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (DEMA) მენტორობითჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში რეზერვისტები საქართველოს ეროვნული გვარდიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებმა გადაამზადეს. სწავლება უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. 
ეროვნული გვარდია SNGP-ის კრიზისების მართვის ინიციატივაში 2019 წლიდან არის ჩართული.

გამოქვეყნებულია სამხედრო

თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუხამედოვმა ყაზახეთის ხელმძღვანელს კასიმ-ჯომარტ ტოკაევს დაბადების დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა, - წერს დღეს ოფიციალური თურქმენული პრესა.

თურქმენეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტოკაევის ხელმძღვანელობით დღეს ყაზახეთში ფართომასშტაბიანი რეფორმები ტარდება, რაც ხელს უწყობს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას, ქვეყნის ავტორიტეტის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

ბერდიმუხამედოვმა ასევე აღნიშნა ყაზახეთის მეთაურის განსაკუთრებული როლი თურქმენეთთან სტრატეგიული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაში და გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება.

17 მაისს ყაზახეთის პრეზიდენტი 69 წლის გახდა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა  გამართა მოლაპარაკებები არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მინისტრთან აჰმედ ალი ალ საიეგთან. შეხვედრა ორშაბათს ვიდეო ფორმატში გაიმართა.

დიპლომატებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობას შორის კონფიდენციალური დიალოგის მაღალი დონე და განიხილეს კონსტრუქციული ურთიერთქმედება საერთაშორისო ორგანიზაციების, უპირველეს ყოვლისა, გაეროს ფარგლებში, ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაგრძელებას სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებაში. ინფორმაციას თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თურქმენეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეაფასეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და გამოთქვეს ინტერესი ბიზნეს და საინვესტიციო კავშირების გაფართოებასთან დაკავშირებით.

ასევე განხილულ იქნა თურქმენეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის შემდეგი შეხვედრის მომზადების საკითხები, რომელიც აბუ დაბიში გაიმართება. მისი დღის წესრიგი მოიცავს პარტნიორობის საკითხებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტექსტილის ინდუსტრია, საწვავი და ენერგეტიკული კომპლექსი, ინვესტიციები, ეკოლოგია და სურსათის უსაფრთხოება, განათლება, მეცნიერება და კულტურა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

გლობალური კამპანია, სახელწოდებით, „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“, უკვე ოთხი წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. აღნიშნული კამპანია ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციის და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ერთობლივი პროექტია, რომელიც წელს Global Heart Hub პაციენტთა ასოციაციის აქტიური ჩართულობით ხორციელდება.
მსოფლიომ მაისი ჰიპერტენზიის თვედ გამოაცხადა, დღეს კი 17 მაისს სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ჰიპერტენზია მსოფლიოში 1.3 მილიარდ ადამიანს აღენიშნება და იგი სიკვდილობის წამყვანი მიზეზია. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ დღემდე 2-დან ერთმა ადამიანმა ჰიპერტენზიით არ იცის ამის შესახებ. სწორედ გლობალური კამპანიის „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ მიზანს დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, წნევის გაზომვის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება და დაავადების დროული გამოვლენა წარმოადგენს.
„გაიზომე წნევა - #ამასშენთვისგეუბნები“ - კამპანიის მთავარმა გზავნილმა წელს გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან კოვიდ-19 პანდემიამ, 2 წლის განმავლობაში კიდევ უფრო შეაფერხა ჰიპერტენზიის დროული დიაგნოსტიკა. მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტების ექიმთან მიმართვიანობის სიხშირე. არსებული გარემოებების დროს პროექტები, რომელიც მომატებული არტერიული წნევის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობასა და დაავადების ადრეულ გამოვლენაზე არის მიმართული კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობა იძენს პაციენტისა და ჯანდაცვის სისტემისთვის და წლიდან წლამდე იგი უფრო მასშტაბური ხასიათი აქვს.
წელევანდელი წელი გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ კომპანია „სერვიე“ ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლას უფასო სკრინინგ პროგრამით განაგრძობს მიმდინარე კვირა, 16-21 მაისი, გამოცხადდა სკრინინიგს კვირეულად, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კლინიკის მხარდაჭერით და თბილისის მერიის ხელშეწყობით ხალხმრავალ ადგილებში გაიმართება სპეციალური მოძრავი სამედიცინო პუნქტები, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს გაიკონტროლოს წნევა და მიიღოს პირველადი კონსულტაცია სპეცილისტისაგან. ეს კიდევ ერთი წინგადადგული ნაბიჯია დაავადების ადრეული გამოვლენისა და ჰიპერტენზიის მოსალოდნელი გართულებებისაგან პაციენტების დასაცავად. კონკრეტული ლოკაციები, თუ სად განთავსდება სკრინინგის პუნქტები წინასწარ დაანონსდება სოციალური მედიის მეშვეობით მითითებულ FB გვერდზე: servier georgia
ცნობადობის ამაღლების გლობალურმა კამპანიამ „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ სტარტი აიღო 2018 წელს ფარმაცევტული კომპანია სერვიეს და ჰიპერტენზიის ასოციაციის ინიციატივით. პროექტი უკვე ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯოსებას ემსახურება. დღეს კამპანიის მიღწევები თვალსაჩინოა - ჯამში ამ 4 წლის განმავლობაში მსოფლიო მაშტაბით 27 მლნ. ადამიანი მოიცვა, რომელთა ინფორმირებულობა სწორედ სოციალური და სხვადასხვა მედიის საშუალებით მოხდა. კამპანიის მნიშვნელოვანი გზავნილია: „გაიზომე წნევა და არ დაგავიწყდეს წამლის მიღება - ამას შენთვის გეუბნები“. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პანდემიისა, შარშან კამპანიის ფარგლებში მსოფლიოს 54 ქვეყანაში 650,000 ადამიანის სკრინინგი განხორციელდა. რაც შეეხება საქართველოს მონაცემებს, გასულ წელს სკრინინგ კამპანიის ფარგლებში 1500-ზე მეტმა ზრდასრულმა ადამიანმა შეძლო მიეღო კონსულტაცია სხვადასხვა კლინიკის ბაზაზე, წამყვან სპეცილიტებთან. იდენტიფიცირებული იყო გადაუდებელი ოპერაციის შემთხვევებიც, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გარკვეულ შემთხვევებში.
დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ კამპანიის ძირითადი მიზანი, როგორიცაა ჰიპერტენზიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, წნევის რეგულარულად გაზომვის კულტურის დანერგვა - ნაწილობრივ შესრულებულია. თუმცა, პაციენტების მხრიდან დაავადების ადრეული დიაგნოსტირება და ინტესიური მეთვალყურება კვლავ გამოწვევად რჩება. ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობას ავუხსნათ წნევის მუდმივი კონტროლის მნიშვნელობა, რათა უკეთესად შეძლონ დაავადების მართვა და თავიდან აირიდონ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მხრივ გართულებების რისკი. როგორიცაა ინფაქრტი, ინსულტი და თირკმლის უკმარისობა. კამპანია #გაიზომე წნევა ამას შენთვის გეუბნები“ მიმდინარე წელსაც მაისიდან ახალი შემართებით დავიწყეთ და მთავარ მიზანს კვლავ მოსახელოების მაქსიმალური ინფორმირება და დაავადების ადრეული დიაგნოსტირება წარმოადგენს. ამასთან, წელსაც დიდი ყურადღება დაეთმობა დაავადების სკრინინგს. გვჯერა, რომ ჰიპერტენზიის კონტროლის გზაზე მეგობრების და ოჯახის წევრების თანადგომა ფასდაუდებელია. ამიტომ, კამპანიის მთავარი ლაიტმოტივი ძვირფას და ახლობელ ადამიანებზე ზრუნვა და არტერიული წნევის გაზომვის მოწოდებაა. ამ წამოწყებას არაერთი წელია უამრავი ცნობადი სახე შემოურთდა, მათ შორის წამყვანი ექიმებიც ოჯახის პატარა წევრებთან ერთად. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ დაავადების მართვაში მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებას,“ - განმარტავს ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი მაია ხეცურიანი.
ინფორმაცია ჰიპერტენზიაზე
ცნობისათვის, ჰიპერტენზიის გავრცელება ყოველწლიურად მატულობას და იგი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის წამყვანი რისკ-ფაქტორია. ინსულტის შემთხვევების 62% განპირობებულია ჰიპერტენზიით. სხვა გართულებები ასევე შეიძლება მოიცავდეს გულის უკმარისობას, პერიფერიულ ვასკულარულ დაავადებას, თირკმლის დაზიანებას, რეტინულ სისხლჩაქცევას და მხედველობის დაქვეითებას. ჰიპერტენზიითა და მისგან გამოწვეული გართულებებით მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი იღუპება; ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, გულის და თირკმლის უკმარისობის რისკის მნიშვნელოვნად შემცირებას. 2025 წელს, მოსალოდნელია ზრდასრული მოსახლეობის 29.2% -ს შეექმნას ჰიპერტენზიის პრობლემა, რაც 1.56 მლრდ ადამიანს შეადგენს.
„სერვიეს“ შესახებ
„სერვიე“ გლობალური ფარმაცევტული ჯგუფია, რომელსაც ფონდი მართავს. კომპანია წარმოდგენილია 150 ქვეყანაში და მასში დასაქმებულია 21,800 ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით. მისმა მთლიანმა შემოსავალმა 2021 წელს 4.7 მლრდ. ევრო შეადგინა. „სერვიე“ დამოუკიდებელი ჯგუფია, რომელიც შემოსავლის დაახლოებით 20%-ის ინვესტირებას ყოველწლიურად ახდენს ახალი მედიკამენტების კვლევაში. პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა კომპანიის მთავარი მიზანია და ამისთვის იგი თანამშრომლობს აკადემიურ პარტნიორებთან, ფარმაცევტულ ჯგუფებთან და ბიოტექნოლოგიურ კომპანიებთან.

„სერვიე“ მრავალი წელია ლიდერია კარდიოლოგიის მიმართულებით და დღეს აქვს ამბიციაა გახდეს აღიარებული და ინოვაციური კომპანია ონკოლოგიაში. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: კარდიოვასკულარული და მეტაბოლური დაავადებები, ონკოლოგია, იმუნო-ანთებითი და ნევროდეგენერაციული დაავადებები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ: www.servier.com

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

2022 წლის 11 მაისს გაიმართა დასკვნითი სხდომა შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2019 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა აღნიშნული საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. დოკუმენტი ეყრდნობა საქმის მასალების გაცნობის შედეგად გამოვლენილ საკვანძო საკითხებს და მიმოიხილავს საკორპორაციო-სამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კავშირსა და ურთიერთმიმართებას.

სახალხო დამცველისასამართლოს მეგობრის მოსაზრებაშიმიუთითებს, რომ ამ საქმეში, საწარმოს მმართველის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ხელშეკრულების პირობების შეცვლა, მისაღები შემოსავლის განსაზღვრა), რომელიც საწარმოს მფლობელთანაც იყო შეთანხმებული, არის მიჩნეული დანაშაულად. ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილულია აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, კონტინენტური ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა, რომლის თანახმად, მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი. დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას ემსახურებოდეს.

მოცემულ საქმეში საკორპორაციო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია, რადგან დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა: (1) ერთპიროვნული, პარტნიორებთან შეუთანხმებელი მოქმედება (დომინანტური მდგომარეობის გამოყენება), (2) არ ისახავდა მიზნად პირად გამდიდრებას თაღლითობის (fraud) ჩადენის გზით და (3) რისკების ანალიზი გონივრულად მიუთითებს, რომ გადადგმული ნაბიჯი ემსახურებოდა კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს. მით უფრო, გამოირიცხება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რისთვისაც აუცილებელია, რომ დირექტორი, მოგების მიღების მიზნით, ახორციელებდეს ქმედებას, რომელიც თავისთავად წარმოადგენს დანაშაულს. ცხადია, ხელშეკრულების პირობების შეცვლა, რაც კორპორაციის ძირითადი საჭიროების მიზნით არის განპირობებული, დანაშაულის შემადგენლობას არ იძლევა.

ამრიგად, საწარმოს მართვისას მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილება არ შეიძლება შეფასდეს დირექტორის სამართლებრივი სტატუსის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სასამართლოს წინამდებარე საქმის სამართლიან შეფასებასა და დირექტორის პასუხისმგებლობის ელემენტებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკის გათვალისწინებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

დამოუკიდებელი ტელეკომპანია "მთავარი"-ის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.
"დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია. აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მუდმივად მოვუწოდებდით მთავრობას არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ, ამ ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპების დასაცავად", - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

გამოქვეყნებულია სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია რუსთავი-2-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პროკურატურის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი თქმით, ამ ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირდა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ნაცვლად ამავე კოდექსის 182-ე მუხლისა. ამ ნაწილში, ნ.გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი, სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გამართლდა სხვა ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

ანალოგიურად, ტელეკომპანია რუსთავი-2-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანიის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია. ამ შემთხვევაშიც თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირდა სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, ნაცვლად ამავე კოდექსის 182-ე მუხლისა. კახაბერ დამენიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარი.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იგი სრულად გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას ბრალი ედებოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე. 

კახაბერ დამენიას ბრალი ედებოდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.

ზურაბ იაშვილს ბრალი ედებოდა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2015 წლის 16 იანვარს, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ინტერ მედია პლიუსთან“, რომლის თანახმადაც, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა შპს ,,ინტერ მედია პლიუსს“ დაუთმო საკუთარი არხების ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება.

2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული მთლიანი შემოსავლის 90-95%-ს ითხოვდა შპს ,,ინტერ მედია პლიუსისგან“, ხოლო დარჩენილ თანხას, მომსახურების გაწევის სანაცვლოდ უტოვებდა ამ უკანასკნელ საწარმოს. 

მას შემდეგ, რაც 2015 წლის 05 აგვისტოს, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის წილების დასაბრუნებლად სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყო, ნიკა გვარამიამ  და კახაბერ დამენიამ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ინტერესების აშკარა უგულებელყოფითა და მის საწინააღმდეგოდ, შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ ყოველთვიურად მხოლოდ კომპანია შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის არსებობისათვის საჭირო მინიმალური ოდენობის თანხის მოთხოვნა დაიწყეს.

2015 წელს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის რეალიზაციიდან შპს „ინტერ მედია პლიუსის“ მისაღებმა შემოსავალმა შეადგინა 48 014 847 ლარი, საიდანაც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს გადაუხადა მხოლოდ 36 467 000 ლარი, რაც 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე მიღებულ თანხებთან შედარებით 6 763 509 ლარით ნაკლები იყო.  შედეგად, ნ.გვარამიამ და კ.დამენიამ, 2015 წლის მეორე ნახევარში, შპს ,,ინტერ მედია პლიუსისგან“ 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს.

შპს „ინტერ მედია პლიუსის“ სასარგებლოდ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით - 6 763 509 ლარის ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ,  შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის - ზურაბ იაშვილის მეშვეობით, ხსენებული კომპანიისაგან უკანონოდ მიიღო შესაბამისი სარგებელი  - უძრავი ქონებების სახით, კერძოდ, ქ.თბილისი, მუხაძის ქუჩაზე მდებარე 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით - 238,74 კვ.მ

ნიკა გვარამიამ  შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ უძრავი ქონებების უკანონოდ მიღების შემდეგ, განიზრახა დანაშაულებრივად მიღებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა. შედეგად, უძრავი ქონებების მის სახელზე რეგისტრაციიდან რამდენიმე თვეში,  2017 წლის ივლისში და სექტემბერში ორივე საცხოვრებელი ბინა, გაასხვისა სხვადასხვა პირებზე, რითაც მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 602 521 ლარის  შემოსავალი.

გარდა აღნიშნულისა, 2019 წლის თებერვალში,  ნ. გვარამიამ ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ (პორშეს ცენტრი) ხელმძღვანელებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, შესთავაზა, რომ მათგან ძვირადღირებული ავტომობილის შეძენას განახორციელებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ, რაც მასთან დაკავშირებული სარეკლამო სააგენტო შპს ,,პროესკო მედიას“ მეშვეობით განხორციელდებოდა.

შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 27 თებერვალს, შპს ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსსა“ და შპს ,,პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა ავტომანქანა ,,Porche Macan S”-ის ნასყიდობის ხელშეკრულება ღირებულებით - 76 700 ევრო, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს ,,პროესკო მედია“ დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სრულად უხდიდა შპს ,,პროესკო მედიას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, ეს უკანასკნელი, ნიკა გვარამიას დავალებით, არსებითად ამცირებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას.

2019 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, ტელეკომპანიამ განიცადა დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი, სანაცვლოდ კი ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღეს 232 201 ლარის ღირებულების ავტომობილი - ,,Porche Macan S”.

ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

გამოქვეყნებულია სამართალი

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის საზღვაო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ყვითელ ზღვაში სამხედრო წვრთნა ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობდა მის ინვენტარში არსებული ყველაზე დიდი გამანადგურებელი Lhasa. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ადგილობრივი მედიის ცნობით, „ტიპი 055“ კლასის მართვადი რაკეტების გადამტანმა გამანადგურებელმა, „ტიპი 056A“ კლასის სამმა კორვეტმა „მაღალ-დაბალი შერევის“ სამიზნეების წინააღმდეგ წვრთნები ჩაატარა.

სახელმწიფო ტელევიზიის CCTV-ის ცნობით, 3 დღიანი წვრთნების დროს, რომელშიც ასევე სხვა გემები, წყალქვეშა გემები, ადრეული გამაფრთხილებელი თვითმფრინავები და ვერტმფრენები მონაწილეობდა, ჩატარდა საზენიტო, გემთსაწინააღმდეგო და წყალქვეშა გემების საწინააღმდეგო სისტემებით სწავლება.

ინფორმაციის მიხედვით, წვრთნები მიზნად ისახავდა რთულ ელექტრომაგნიტურ გარემოში სხვადასხვა ტიპის გემების ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობების გამოცდას.

ჩინეთის საზღვაო ძალებმა 2017-2020 წლებში ექსპლუატაციაში ჩაუშვეს 8 ერთეული „ტიპი 055“-ის ხომალდი და ბოლო 10 წლის განმავლობაში 70-ზე მეტი „ტიპი 056“ და „ტიპი 056A“ ხომალდი.

გამანადგურებელი Lhasa, რომელიც საზღვაო ფლოტს იანვარში შეუერთდა, ცნობილია, როგორც "მეორე ყველაზე ძლიერი გამანადგურებელი მსოფლიოში" ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების "DDG-1000" ტიპის გამანადგურებელი Zumwalt-ის შემდეგ, რომლის წონაც 12 ათასი ტონაა.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური