Items filtered by date: პარასკევი, 13 მაისი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ლიბერთიმ - ,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო
ლიბერთიმ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერია ,,ბიზნეს დიალოგი“ დაიწყო. პირველი შეხვედრა კახეთის რეგიონში გაიმართა და ლიბერთი, პარტნიორებთან ერთად, აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
‘ბიზნეს დიალოგის’ მოწვეული სპიკერები იყვნენ ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ და New Vision დაზღვევის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს
სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.
,, ლიბერთის ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ წარმოადგენს რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში შევხვდებით აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
ლიბერთის ახალი სტრატეგია - პორტფელის დივერსიფიკაციას, ახალი სეგმენტების მოზიდვას და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნას ითვალისწინებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ღია დიალოგის ფორმატში ვესაუბროთ მათ, გავიგოთ მათი საჭიროებები და ასევე, დავანახოთ მათ შესაძლებლობები. ასეთი შეხვედრები ლიბერთისთვის ახალი ფორმატია ბიზნესის ხელშეწყობისა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის მიმართულებით.“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
ლიბერთი ,,ბიზნეს დიალოგის’ შეხვედრებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

,,მოხარული ვარ, რომ სწორედ საქართველოსა და ევროპული ქვეყნების კულტურებს შორის შედგება ეს გაცვლითი გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს ევროპის გულში აბრუნებს, სადაც მისი ადგილია და სადაც უნდა იყოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში ,,ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022“ -ის გახსნაზე.

,,მოხარული ვარ დღეს, რომ მომეცა საშუალება, დავესწრო ამ გამოფენის გახსნას. პირველი, იმიტომ რომ ეს გამოფენა ტარდება აქ, ამ გალერეაში, რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობ და მეორე ის, რომ გამოფენა ქუთაისში ტარდება, რადგან მიმაჩნია, რომ მან საქართველოს კულტურული დედაქალაქის ადგილი უნდა დაიბრუნოს.

მოხარული ვარ, რომ დღეს აქ წარმოდგენილი არიან უკრაინელი ხელოვანები, რომლებიც მართალია, ახლა ჩვენს გვერდით ვერ არიან, მაგრამ წარმოადგენენ უკრაინას. მინდა, ყველას მადლობა

გადავუხადო, მათ შორის, უცხოელებს, ვინც მონაწილეობენ ამ გამოფენაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

,,ქარავან არტ ფორუმი” პროგრამა “ქარავანსარაის“ ფარგლებში ხორცირლდება და მის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც დაარსდა პარიზში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. მისი მიზანი კულტურული გაცვლითი პროგრამები, არტისტების მობილობა და სხვადასხვა კულტურათა შორის დიალოგის გაღრმავებაა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გამოქვეყნებულია კულტურა

მომავალ კვირას, აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქ შუშაში, გაიმართება აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წარმომადგენლების სამმხრივი შეხვედრა.
როგორც აზერბაიჯანული პრესა იუწყება, სამი ქვეყნის პარლამენტარების შეხვედრა 22 მაისისთვის არის დაგეგმილი.
რაც შეეხება შეხვედრის დღის წესრიგს და განსახილველ საკითხებს, იგი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

2022 წელს იაპონიის საელჩო საქართველოში საზეიმოდ აღნიშნავს იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელეს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ იაპონიის საელჩოში განუცხადეს.

მათი თქმით, ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საელჩო სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარებას გეგმავს მთელი წლის განმავლობაში. უკვე ჩატარდა რამოდენიმე კულტურული ღონისძიება, რომელთა შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საელჩოს ვებ-გვერდსა (https://www.ge.emb-japan.go.jp/itprtop_ka/index.html) და ფეისბუქ გვერდზე (https://www.facebook.com/EmbassyofJapaninGeorgia).

შემდეგი ღონისძიება, ფოტო-გამოფენა „იაპონიის საკურა 2022“ გაიმართება სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში 18.05-30.06 ჩათვლით გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაპონიის საელჩოს პირველი მდივანის ბატონი იმანიში ტაკაოს მიერ გადაღებული საკურას ფოტოები იაპონიაში. წელს, მარტის ბოლოდან აპრილის დასაწყისში იაპონიაში საკურას  უამრავი, ულამაზესი ყვავილი გაიშალა. ზუსტად ამ დროს ბატონი იმანიში ტაკაო იაპონიაში იმყოფებოდა ხანმოკლე ვადით, და გადაიღო ფოტოები სხვადასხვა ადგილას რათა ქართველებისთვის გაეცნო იაპონიის ეს ულამაზესი პერიოდი.

იაპონიის სიმბოლო, საკურა გაზაფხულზე მხოლოდ ორი კვირა ყვავის; აყვავდება და თვალის დახამხამებაში ქრება. ამ ყველაფერში კი ამ სამყაროს წარმავალობას განასახოვანებს. თუმცა გაზაფხულზე, საკურას ყვავილობის ზენიტში, იაპონიის არქიპელაგი თვალწარმტაცია. იაპონელები ტკბებიან საკურას ცქერით; ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ატარებენ დროს აყვავებული საკურას ხეებ ქვეშ და სამახსოვროდ ფოტოებს იღებენ.

 

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 13 მაისი 2022 12:36

ავიაკატასტროფა კამერუნში

კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში, თვითმფრინავი ეკიპაჟის 11 წევრთან ერთად ტყის ზონაში ჩამოვარდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

კამერუნის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რადიოკავშირი ნსიმალენის აეროპორტიდან აფრენილ თვითმფრინავთან მალევე შეწყდა. მათივე განცხადების მიხედვით, რადიოკავშირის გაწყვეტიდან უმოკლეს ხანაში გაირკვა, რომ თვითმფრინავმა დედაქალაქ იაუნდედა ჩრდილოეთში დაახლოებით 130 კილომეტრში ავიაკატასტროფა განიცადა.

ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავს ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ევროკომისიამ შექმნა ანონიმური ონლაინ ინსტრუმენტი მათთვის, ვისაც სურს, ევროკავშირის მიერ რუსეთისა და ბელარუსისთვის დაწესებული  სანქციების დარღვევების შესახებ განაცხადოს.

„ევროკავშირის სანქციების იმ დარღვევების შესახებ ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებით, რომელიც თქვენთვის შეიძლება იყოს ცნობილი, ამგვარი ქმედებების გამოძიებაში და ევროკავშირში სანქციების დაცვის უზრუნველყოფაში დაგვეხმარებით“, — განაცხადა ევროკომისიამ Telegram-ზე.

ევროკავშირის სანქციებზე ინფორმირების ინსტრუმენტი ასაიდუმლოებს ინფორმაციის მიმწოდებლის ვინაობას და ევროკომისიასთან ანონიმურად დაკავშირების საშუალებას გაძლევთ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური