Items filtered by date: პარასკევი, 30 დეკემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

კუნმინი, 29 დეკემბერი (სინხუა) - სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის იუნანის პროვინციის ცხრა რაიონში, ჩინელმა არქეოლოგებმა დინოზავრის გაქვავებული ნარჩენები აღმოაჩინეს,  განაცხადა პროვინციის მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგიისა და პალეოანთროპოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები მალე დაიწყებენ ამ ნამარხების გადაუდებელ გათხრებს.

უძველესი ქვეწარმავლების ნაშთები, რომლებიც ნაპოვნია ქალაქ ლუფენგსა და ვუდინგსა და შუანბაის ოლქებში, ჩუსუნ იის ავტონომიური პრეფექტურაში, ზედაპირულად არის დამარხული და მათი ამოცნობა საკმაოდ ადვილია ძვლების ფორმის მიხედვით, აღნიშნა ჩენ ჯუნმა, პროვინციის ბუნებრივი რესურსების ბიუროს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ზოგიერთი ნამარხი წვიმის და სხვა ბუნებრივი ფაქტორების გამო ნაწილობრივ გამოჩნდა დედამიწის ზედაპირზე.

შეგახსენებთ, რომ 1938 წლიდან მოყოლებული ჩუსუნ-იის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე 410-ზე მეტი დინოზავრის ნაშთი აღმოაჩინეს.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 24 თებერვალს დაწყებულ რუსეთ-უკრაინის ომში რუსული ძალების მიერ აღებულ 1800-ზე მეტ დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

ზელენსკიმ დედაქალაქ კიევში უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელმა ხალხმა აჩვენა მსოფლიოს ერთიანობა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.

მან განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ ერთგულ ბრძოლას რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ და თქვა "უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს".

ზელენსკის თქმით, ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას იარაღით უჭერენ მხარს რუსეთის წინააღმდეგ "და პირველად ისტორიაში, ევროკავშირი ასეთი მასშტაბური თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის დახმარებას უზრუნველყოფს".

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც მათ ომში დაუჭირეს მხარი და განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ წარმატებული კონტრშეტევები სწორედ ამ იარაღის წყალობით განახორციელა. „ჩვენ მოვახერხეთ უკრაინის 1800-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დამპყრობლებისგან გაგვეთავისუფლებინა“. - თქვა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი აგრძელებს სვლას იმ გამარჯვებისკენ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 15 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის პროდუქტი უკრაინის პორტებიდან გავიდა ექსპორტზე შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის წყალობით, რომელიც შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და თურქეთის მხარდაჭერით.

მან მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის და თქვა, რომ მათ ასევე წამოიწყეს ინიციატივა „მარცვლეული უკრაინიდან“ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაჭირვებული ქვეყნებისთვის მისაწოდებლად და თურქეთთან ერთად სულ 30-მდე ქვეყანა მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

6 იანვარს, „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ჯადოსნური გარემო გელოდებათ და პატარებს სპეციალურ გასართობ პროგრამას სთავაზობს. ამ დღეს ულამაზესი დეკორაციებით მორთულ საოცარ გარემოში, სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული „თამაშობანა“ წარმოგიდგენთ სპეციალურ საბავშვო პროგრამას, როგორიცაა განძის ძიება ეზოში ანიმატორებთან ერთად, სამაგიდო თამაშები და საახალწლო Gingerbread Cookies მორთვა. მოუწყვეთ დღესასწაული თქვენს პატარებს ჯადოსნურ გარემოში და აჩუქეთ დაუვიწყარი მოგონებები.

ვიდრე ბავშვები გაერთობიან, მშობლებს შესაძლებლობა აქვთ ისიამოვნონ ცხელი სიდრითა და მრავალფეროვანი უგემრიელესი, ორგანული პროდუქტებით დამზადებული კერძებით.
„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი სტუმრების ამაღლებულ განწყობაზე, წინასაშობაოდ კი გადავწყვიტეთ „თამაშობანას“ ჩართულობით პატარებისთვის ნამდვილი ზეიმი მოგვეწყო. აქ მოსულ პატარებს და მათ მშობლებს, გასართობი პროგრამის გარდა, ორგანული პროდუქტისგან დამზადებული კერძებისა და სასმლის დაგემოვნება შეეძლება. ჩვენთან ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანი იპოვის თავისთვის საყვარელ, გამორჩეულ ნუგბარს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენს სტუმრებს თავისი ოთხფეხა მეგობრების წამოყვანაც შეიუძლიათ, რადგან ჩვენი სივრცე მიესალმება ძაღლებთან ერთად სტუმრობას და კეთილმოწყობილია მათთვისაც.“- აღნიშნავს „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.

6 იანვარს, გასართობი პროგრამის ღირებულება ერთი ბავშვისთვის 30 ლარია. დასწრების შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ მაგიდის დასაჯავშნად ნომერზე + 995 599 14 24 11
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://www.facebook.com/Ciderclubbazaleti

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 30 დეკემბერი 2022 09:44

PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა

ფარმაცევტული კომპანია PSP 2022 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ   დასახელდა. 28 დეკემბერს სასტუმრო „პულმანი თბილისი აქსის თაუერსში“„ქართული ბრენდის დღის“ დაჯილდოების ღონისძიება მეოცედ ჩატარდა. ღონისძიებას საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს. „ქართული ბრნედის დღის“ აღნიშვნა ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მინზად.

„ნომინაცია „ლიდერის“ გამარჯვებულად PSP უკვე მეთექვსმეტედ დასახელდა. 1994 წლიდან ჩვენი მთავარი საზრუნავი მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობაა. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ ლიდერ ბრენდად ჩამოგვაყალიბა, რისთვის თითოეულ მათგანს გვინდა მადლობა ვუთხრათ. ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ 5000 თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე,“ - აცხადებენ PSP-ში. 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ ქართული ბრენდის დღეს უკვე 20 წელია ატარებს. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში: ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ბრენდი, წლის წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი; ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა დროს წლის ბრენდ პერსონები იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია, ლეილა აბაშიძე, ნონა გაფრინდაშვილი.. წლევანდელი ბრენდ პერსონა ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე გახდა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური