შანხაიში ჩინეთის ყოფილი ლიდერი ძიანგ წემინი გარდაიცვალა
30 ნოემბერს, ძიანგ წემინი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო 1993-2003 წლებში, 96 წლის ასაკში, შანხაიში გარდაიცვალა.
ძიანგ წემინი უკანასკნელ წლებში ლეიკემიას ებრძოდა, ამ სენით გამოწვეული მრავლობითი ორგანოს უკმარისობა გახდა მისი გარდაიცვალების მიზეზი.
გარდაცვალების შესახებ განცხადება გააკეთა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმა კომიტეტმა, ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ, ჩინეთის სახალხო კომიტეტის ეროვნულმა კომიტეტმა და სხვა.
შეგახსენებთ რომ ძიანგ წემინის სათავეში ყოფნის დროს ჩინეთი აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე გადავიდა. ჩინეთში შემუშავდა „მრავალპოლარული სამყაროს“ კონცეფცია და ქვეყნებთან სტრატეგიული ურთიერთობები დამყარდა.
ევროკავშირი საქართველოს სამხედრო ძალებისთვის €20 მილიონიან დახმარების პაკეტს ამტკიცებს
ევროპის კავშირის საბჭომ საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად 20 მილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში გაცემული დახმარების პაკეტი გააძლიერებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო, სამედიცინო, ლოგისტიკურ, საინჟინრო და კიბერ-თავდაცვის სერვისთა პოტენციალს. ეს მიზანი მიიღწევა შესაბამისი არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა თუ მომსახურების მიწოდებით, რაც აღჭურვილობასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარებასაც მოიცავს.
დახმარების პაკეტი იმ 12.75 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერას დაემატება, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად 2021 წლის დეკემბერში დამტკიცდა.
„უახლესი დახმარების პაკეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, გააძლიეროს საქართველოს პოტენციალი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის და გამძლეობის უზრუნველსაყოფად“, — ნათქვამია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესრელიზში.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი