„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ მუსიკოსის გოგი გუნიას ახალი მინიალბომის ”Recovery” პრეზენტაცია გაიმართა
სალონური საუბრები - ფსიქიკური ჯანმრთელობა, როგორც 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევა
„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ არტთერაპიის საღამო გაიმართა თემაზე: ფსიქიკური ჯანმრთელობა, როგორც 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევა.
“ცხოვრების მაღალი ტემპი, ნეგატიური ინფორმაციის შედეგად მიღებული სტრესი საფრთხეს უქმნის ჩვენს ფსიქიკას და სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მასზე ზრუნვა.ხელოვნებას დიდი როლი უჭირავს ფსიქიკურ პრობლემების გადალახვაში. არტთერაპია ხელოვნების საშუალებით საკუთარი განცდების გამოხატვაა.“ - აღნიშნავს „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე და მიაჩნია, რომ ანალოგიური სალონური საუბრები დღეს არსებულ ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებას საბოლოოდ სტრესის დაძლევასა და უარყოფითი ემოციებისგან თავის დაღწევაში ეხმარება.
შეხვედრაზე ხელოვნების ორ მიმართულებაზე, მუსიკასა და მხატვრობაზე გაკეთდა აქცენტი. ნეიროგრაფიკის 2 საათიან მასტერკლასი გამართა არტთერაპევტმა, ნეიროგრაფიკის სპეციალისტმა, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტმა ნინო ჩუბინიძემ. როგორც ითქვა, ნეიროგრაფიკა ეს არის ფსიქოკონსულტირებისა და ქოუჩინგის არტთერაპიული მეთოდი. მიდგომა ადამიანებს ეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, სტრესისგან განთავისუფლებასა და ენერგიის ტრანსფორმირებაში სასურველი მიმართულებით.
მუსიკოსმა გოგი გუნიამ და არტთერაპევტმა, ნეიროგრაფიკის სპეციალისტმა და ფსიქოკონსულტანტმა ნინო ჩუბინიძემ საღამო ფსიქიკურ ჯანმრთელობის, მასზე ზრუნვის აუცილებლობისა და ამ პროცესში ხელოვნების როლზე საუბრით დაიწყეს. საუბრის შემდეგ ნინო ჩუბინიძემ ნეიროგრაფიკის მასტერკლასს გაუძღვა. ნეიროგრაფიკა ფსიქოკონსულტირებისა და ქოუჩინგის არტთერაპიული მეთოდია, რომელიც ადამიანებს ეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, სტრესისგან განთავისუფლებაში და ენერგიის ტრანსფორმირებაში სასურველი მიმართულებით. მასტერკლასის მონაწილეებმა ნეიროგრაფიკის საშუალებით 2021 წელი შეაჯამეს და მომავალი წლის გეგმებიც დაისახეს.
დასასრულს, მუსიკოსმა გოგი გუნიამ ახალი მინიალბომის „Recovery პრეზენტაცია გამართა, რომელშიც შესული ტრეკები და ემოციები ე ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას მიუძღნა. როგორც მუსიკოსი ამბობს, თავად გამოსცადა აღნიშნული პრობლემა რამდენიმე წლის წინ. მონაწილეებმა საღამოზე საშობაო ხელნაკეთი დეკორაციების დამზადებაც ისწავლეს და შუშხუნა სიდრიც დააგემოვნეს.
„დრო ძალიან აჩქარდა და იმისათვის რომ ცხოვრების ნორმალური სტანდარტი და ბედნიერების განცდა შეინარჩუნო, უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდება, ვიდრე ადრე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ყველაფერს ემატება გამორკვევის აუცილებლობა სხვადასხვა იდეოლოგიებთან, გენდერულ იდენტობებთან, ომებთან და ა.შ. ნათელი გონება დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია. ბედნიერება არჩევანია მაშინ, როდესაც ადამიანი არის იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლია არჩევანის გაკეთება. ცნობიერებასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკური ფსიქიკური პრობლემები, და ამ დროს ყველაზე სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემების მქონე ადამიანი და მისი ახლობლები იმედს კარგავენ, რადგან გავრცელებული სტერეოტიპით პრობლემური მენტალური მდგომარეობა სამუდამოა. ზოგ მდგომარეობას ადამიანი ფიზიკურ თვითმკვლელობამდე მიჰყავს, ზოგიერთს კი სულიერ თვითმკვლელობამდე. ყველაზე სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემების მქონე ადამიანი და მისი ახლობლები იმედს კარგავენ, რადგან გავრცელებული სტერეოტიპით პრობლემური მენტალური მდგომარეობა სამუდამოა,“ - ფსიქიკური პრობელემებისგან გამოწვეულ ემოციებსა და შედეგებზე საუბრობს მუსიკოსი გოგი გუნია. მუსიკოსს მშვენივრად ესმის, რომ ამ სიტყვებს შეიძლება არ ჰქონდეს ახლა მნიშვნელობა ყველაფერში ნდობა დაკარგული და ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანისთვის, მაგრამ ამ განცხადებით სურს აამაღლოს ცნობიერება საზოგადოების იმ ვიწრო წრეში, სწორედ, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება ახლა საკუთარ დემონებს ებრძვიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის, მეგობრების და საყვარელი ადამიანების გვერდში დგომაა. მუსიკოსს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმედის დაკარგვა და დანებება. და სწორედ ალბომი ”Recovery” მათ ეძღვნება.
შსს-მ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 6 პირი დააკავეს.
ჩინეთის განსუს პროვინციაში ყინულისა და თოვლის ფესტივალი დაიწყო
ლანჟოუ, 26 დეკემბერი (სინხუა) - ქალაქებში ლანჯოუ, ვუვეი, ცინგიანგი და დინქსი ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის განსუს პროვინციაში ცოტა ხნის წინ დაიწყო ყინულისა და თოვლის ფესტივალი.
ყინულისა და თოვლის ფესტივალი ზამთრის ტურიზმის მდიდარ რესურსებზე დაყრდნობით, მთელი პროვინციის მასშტაბით ბევრ ადგილობრივსა და უცხოელ ტურისტს იზიდავს ზამთრის სუფთა ჰაერზე მონაწილეობის მისაღებად.
სარატოვში სამხედრო ბაზას თავს უკრაინული უპილოტო აპარატი დაესხა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქ სარატოვში, ენგელსის სამხედრო ავიაბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა ენგელსის სამხედრო ავიაბაზას ქალაქ სარატოვში.
იქვე აღნიშნულია, რომ დაბალ სიმაღლეზე მფრინავი უპილოტო საფრენი აპარატი ადგილობრივი დროით 01:35 საათზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.
ცნობილი გახდა, რომ აპარატის ნაწილების ბაზაზე ჩამოვარდნის შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა. უკრაინას თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 5 დეკემბერს ენგელსის სამხედრო ბაზაზე და დიაგილევოს სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად 3 ჯარისკაცი დაიღუპა და 2 თვითმფრინავი დაზიანდა.
რუსეთი ენგელსის სამხედრო საჰაერო ბაზას უკრაინის სხვადასხვა წერტილში შორი რადიუსის რაკეტების გასაშვებად იყენებს.
2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია!
26 დეკემბერს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards 2022 გაიმართა.
2022 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.
2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)
ნომინანტები - ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი)
2022 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი)
ნომინანტები - ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), მაიკო ბებოა (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ლელა ჭიჭინაძე (დინამო სოხუმი)
2022 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი - ლელა ჭიჭინაძე (დინამო სოხუმი)
ნომინანტები - ლელა ჭიჭინაძე (დინამო სოხუმი), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი), მაიკო ბებოა (სამეგრელო, ჩხოწორყუ)
2022 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - ზვიად კუპატაძე
ნომინანტები - გიორგი ღავთაძე, ზვიად კუპატაძე, შაგინია
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტრადიციულად გათვალისწინებულია ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენელთა გამოსვლები. მიმდინარე წლის ამბასადორიალზეც განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვები.
მაღალი რანგის სტუმრებისთვის ღონისძიებაზე განსაზღვრული იყო 4 ცენტრალური ადგილი, რა დროსაც, პროტოკოლით გათვალისწინებულ იქნა პრეზიდენტის კონსტიტუციური თანამდებობა და პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე, პრეზიდენტის მარცხნივ გათვალისწინებული იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის, ხოლო მარჯვნივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი.
პროტოკოლური განლაგების აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში და სამწუხაროა რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა.
იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში.