ჩინეთში ამოქმედდა ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის 91 კილომეტრიანი მონაკვეთი
პეკინი, 26 დეკემბერი (სინხუა) -- ორშაბათს ჩინეთში ამოქმედდა ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის (HSR) 91 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც აკავშირებს ქალაქებს ჩანგდეს და იიანგს ჰუნანის პროვინციაში.
ახალი რკინიგზაზე, მატარებლის სავარაუდო სიჩქარით 350 კმ/სთ იქნება/ რკინიგზის მაგისტრალი უკავშირდება 63 კმ სიგრძის იიან-ჩანშას სარკინიგზო მონაკვეთს. აღმოსავლეთის რკინიგზის ახალი ხაზი შეამცირებს მგზავრობის დროს ქალაქებს ჩანგდესა და ჩანშას შორის /ჰუნანის პროვინცია/ 59 წუთამდე.
ჩანგდე-იიანგის მაღალი სიჩქარის რკინიგზის მშენებლობა 2019 წლის ივნისში დაიწყო. ეს მონაკვეთი არის ჩქაროსნული სარკინიგზო მარშრუტის ნაწილი, რომელიც აკავშირებს სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის ქალაქ ჩონკინგს ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ფუჯიანის პროვინციის ქალაქ სიამენთან.
ახალი ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალი ასევე დაკავშირებულია რამდენიმე მაღალსიჩქარიან და საქალაქთაშორისო სარკინიგზო მარშრუტთან ჰუნანის პროვინციაში და ემსახურება როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ კავშირს, განაცხადა China Railway Siyuan Survey and Design Group Co., Ltd.-სმენეჯერმა ჟანგ ჩანგჩუნმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
PSP პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა
PSP პროფესიული განათლების ეროვნულ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა. ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის წელს მეხუთედ გაიმართა. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია.
„PSP პროფესიული განვითარების მიმართულებით ყოველწლიურად არა ერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა საქართველოს ბიზნეს აკადემიის კოლეჯთან ერთად განხორციელებული ერთობლივი პროექტი. პროექტი ითვალისწინებს კოლეჯის სტუდენტების პრაქტიკული საქმიანობის შესწავლას პირადი მენტორის მეთვალყურეობით. პროფესიული განათლების მიმართულებით პროექტის მნიშვნელოვნებისა და წარმატებული შედეგების გათვალისწინებით, წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორის ჯილდო გადმოგვეცა, რაც PSP-ს სააფთიქო ქსელი თითოეული თანამშრომლის და მენტორების დამსახურებაა“- აცხადებენ PSP-ში.
კომპანია PSP-ს ფარმაცევტული დარგის შექმნასა და განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვილილი აქვს. ამასთან, უნდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ფარმაცევტების პროფესიულ განვითარებას, რისთვისაც ერთ-ერთმა პირველმა შექმნა საკუთარი ტრენინგ-ცენტრი, ახალბედა ფარმაცევტები პერსონალური მენტორების მეთვალყურეობით იწყებენ საქმიანობას, ქსელის ფარმაცევტები ტრენინგ-ცენტრის და მოწვეული ტრენერების საშუალებით მუდმივად ეცნობიან დარგის სიახლეებს. PSP-ში პროფესიული განათლებას უდიდესი მნიშვნელობას ენიჭება და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებთან თანამშრომლობს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: „ჩვენ ყველა რუს მკვლელს ვიპოვით“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის არმიის თავდასხმების გამო ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული პრობლემების მიუხედავად, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას გამარჯვებისთვის და მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი სცენარისთვის. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
ზელენსკიმ ერს ვიდეო გზავნილით მიმართა, რომელიც მან გაავრცელა Telegram-ით და მის ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში მიულოცა ყველას, ვინც 25 დეკემბერს შობას აღნიშნავს.
მან თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, გრძელდება, ქალაქ ხერსონზე განხორციელებული ბოლო თავდასხმების დროს რუსეთის არმიის სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ და დაამატა: „ჩვენ ყველა რუს მკვლელს ვიპოვით“.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე სულ რამდენიმე დღე რჩება, ამ პროცესში რუსეთის ძალებმა შესაძლოა ახალი შეტევები განახორციელონ და მოქალაქეებს მოუწოდა სიფრთხილე გამოიჩინონ საჰაერო თავდასხმების მიმართ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების გამო უკრაინაში ელექტროენერგიის გათიშვის მიუხედავად, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას გამარჯვებისთვის.
„მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის“. - თქვა მან.
თბილისში „ელჩების კონფერენცია 2022” გაიხსნა
2022 წლის 26-28 დეკემბერს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2022” გაიმართება.
კონფერენციის მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2022 წლის საქმიანობას და მიღწევებს და იმსჯელებენ 2023 წლის სამოქმედო გეგმაზე.
განხილული იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართული ქმედებები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე გაწეული ძალისხმევა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, სხვადასხვა ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის გაღრმავების და მრავალმხრივი დიპლომატიის საკითხები.
ელჩების კონფერენცია ე.წ ამბასადორიალი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდგომ ამბასადორიალი ფიზიკურ ფორმატში წელს პირველად ტარდება.
22 დეკემბერს, ჩინეთში ზამთრის ბუნიობა /冬至/winter solstice/ აღინიშნა
2022 წლის 22 დეკემბერს, ჩინეთში ზამთრის ბუნიობა /冬至/winter solstice) აღინიშნა.
გუანდონის საერთაშორისო ტელევიზიის გადამღები ჯგუფი "სარტყელი და გზის" საქართველოს ბიზნეს სახლს ესტუმრა.
ვიდეო სიუჟეტიდან გაიგებთ, როგორ აღნიშნავენ ჩინელები ზამთრის ბუნიობას, როგორ მასპინძლობს ქართული სახლი პროვინციის საერთაშორისო ტელევიზიას.
ვიდეოს სანახავად მიჰყევით ამ ბმულს: https://www.facebook.com/tiangbei/videos/1094871734521650