ყაზახეთის ახალი რეფორმები, რომლის სათავეში ქვეყნის უპირობო ლიდერი კასიმ-ჟომარტ ტოყაევი იმყოფება
ყაზახეთის რესპუბლიკისთვის 2022 წელი უდაოდ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წელი იყო. მიმდინარე წლის ივნისში ყაზახეთში გაიმართა რეფერენდუმი, ხოლო 20 ნომებერს ყაზახეთში ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ოფიციალური მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 8 300 046 მოქალაქემ (69,44 პროცენტი) 11 953 465 ამომრჩევლიდან, რომელებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს და აღიარეს, მათი სრული მზადყოფნა, რეფორმების გატარებისა და ცვლილებებისადმი, რომლებიც მათ ქვეყანას საბოლოო ჯამში მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ სახელმწიფოდ გადააქცევს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყაზახმა ხალხმა ერთხმად დაუჭირა მხარი განვითარებას და ახალი, თანამედროვე რესპუბლიკის ფორმირებას, რომელიც მოსახლების კეთილდღეობისკენ, სამართლიანობისკენ და ეკონომიკური წინსვლისკენაა მიმართული. კონსტიტუციური რეფორმა - ეს არის კომპლექსური მიდგომა ცვლილებების, კონსტიტუციური და პოლიტიკური აზროვნების, ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისკენ.
როგორც ცნობილია, ყაზახეთში მიმდინარე ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში უპირობოდ გაიმარჯვა მოქმედმა ლიდერმა ბატონმა კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა. რასაკვირველია, ყაზახმა ერმა სამართლიანი არჩევანი გააკეთა და ხმა მისცა საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე შეყვარებულ, პატრიოტ კანდიდატს.
ამავე პერიოდში ყაზახეთი განაგრძობს საერთაშორისო პრინციპების გატარებასა და სისრულეში მოყვანას. ქვეყნის რეფერენდუმის შედეგად, ყაზახეთში გატარდა, სხვადასხვა, სახის რეფორმები. განვითარდა საერთაშორისო სამართლის ნორმები, გატარდა სახელმწიფო მნიშვნელობის წესები. ასევე დაიხვეწა საარჩევნო სისტემა, რომელიც საერთაშორისო საზოგადეობისთვის უფრო ღია და გამჭვირვალე გახდა.
ყაზახეთის პრეზიდენტის ბატონ კასიმ-ჟომარტ ტოყაევის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი, არის თვალსაჩინო საერთაშორისო სამართლისა თუ ურთიერთობების ღია, მკაფიო და ეფექტური მაგალითი, თუ როგორ უნდა იმართებოდეს სახელმწიფო მსოფლიო არენაზე. სახელმწიფოს მეთაურმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, იმ მნიშვნელოვან დებულებას, რომ ყაზახეთი ახორციელებს მშვიდობიან და ღია საგარეო პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს მეგობრული და ურთიერთსასარგებლო დამოკიდებულების განვითარებას მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებთან.
პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ყაზახეთში ვადამდელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა წყნარ, პოლიტიკურად სტაბილურ და ტრანსფარენტულ ვითარებაში ჩაიარა. ამის შესახებ პოლიტოლოგმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.
ვახტანგ მაისაია ყაზახეთში არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.
„მე არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ მხრიდან ოფიციალურად საერთაშორისო დამკვირვებელი ვიყავი. საქართველოდან მხოლოდ ორი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, მეორე პიროვნება იყო საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, პროფესორი ბატონი ბადრი ნაჭყებია, რომელიც ამ შემთხვევაში ყაზახეთში მასმედიის კუთხით იმყოფებოდა და არჩევნებს აშუქებდა.
არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა სარეკორდო მაჩვენებელს შეადგენდა – 641 ადამიანი. ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები იყვნენ: ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია, „ისლამური თანამშრომლობის კონფერენციის“ სადამკვირვებლო მისია, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“, დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის მისიები, ასევე კანადის პარლამენტის, დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები.
ყაზახეთის რესპუბლიკის ფარგლებში, 10 000 საარჩევნო უბანი იყო შექმნილი. მთლიანობაში, ამ არჩევნებმა საკმაოდ წყნარ, პოლიტიკურად სტაბილურ, ტრანსფარენტულ ვითარებაში ჩაიარა. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ სხვა ვერაფერი მონახა და მხოლოდ ის დააფიქსირა, რომ კანდიდატებს შორის სრულმასშტაბიანი კონკურენცია არ იყოო, - დაამატა ვ. მაისაიამ.
იმას, რომ დათვლის პროცესი არატრანსფარენტულ ვითარებაში ჩატარდა, არ ვეთანხმები. პროცესს ასტანაში მდებარე N111 საარჩევნო ოლქში პირადად დავესწარი, იქ 2 597 ამომრჩეველი იყო მიწერილი. ამ ოლქში საღამოს 20:00 საათზე, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურა, დათვლის პროცესს თავად ვესწრებოდი. ალბათ, ცენტრალური აზიის ქვეყნების მაგალითზე პირველად, დათვლის პროცესს თურქეთის სახელმწიფო ტელევიზია, ასტანის ტელევიზია, აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზია და სხვა ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ. ეს ყველაფერი ძალიან მაღალი ტრანსფარენტულობის დონეზე იყო. ასეთივე სურათი იყო სხვა საარჩევნო უბნებზეც. მე ვიტყოდი რომ დათვლის პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო. ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს პრაქტიკა გადმოიღოს, როდესაც მასმედიის წარმომადგენლები დათვლის პროცესს უშუალოდ საარჩევნო უბნებზე ესწრებიან.
ასევე, ერთ-ერთი ნოვაცია იყო ის გარემოება, რომ სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ცალკე კამერები იყო მოწყობილი. ასევე, საინტერესო მომენტი იყო ის, რომ ბიულეტენში 6 კანდიდატის გრაფასთან ერთად, მე- 7 გრაფაც იყო – ყველას წინააღმდეგ. ესეც ძალიან საინტერესო მოვლენაა. ამ გრაფაში ხმა 400 000- მა ადამიანმა მისცა. გადახაზული გრაფები ბათილდებოდა. ყაზახეთში ამომრჩევლის სტატუსი 11 მილიონ ადამიანს ჰქონდა, აქედან არჩევნებზე 8 მილიონი ადამიანი მივიდა, ანუ დაახლოებით 69, 1%. მოქმედ პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოყაევს ხმა, დაახლოებით 6-მა მილიონმა ადამიანმა მისცა, რაც 81%-ს შეადგენდა.
არჩევნებში ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა გაიმარჯვა, რომელსაც, სხვათა შორის, რამდენიმე ოპოზიციური პარტიაც უჭერდა მხარს. ეს გასაგებია, რადგან დღეს ყაზახეთი საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური რეფორმების ტრანსფორმაციის პირობებშია“, – აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
მისივე თქმით, ყაზახეთმა დასავლური, დემოკრატიული განვითარების მოდელი აირჩია.
„ქვეყანა მკაცრი საპრეზიდენტო მმართველობიდან ნახევრად საპარლამენტო, ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის ფორმაზე გადადის. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი მხოლოდ ერთი ვადით, 7 წლის განმავლობაში ირჩევა. მას მეორეჯერ არჩევის უფლება არ აქვს. პარლამენტს პოლიტიკური მართვის განხორციელების მიმართულებით საკმაოდ დიდი უფლებები აქვს მინიჭებული. ყაზახეთმა ცენტრალური აზიის ქვეყნებში პირველმა სიკვდილით დასჯა გააუქმა. მან საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური რეფორმები დაიწყო და დასავლური, დემოკრატიული განვითარების მოდელი აირჩია. ქვეყანა ყველა მიმართულებით თანამშრომლობს, მათ შორის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართულებითაც“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
თავის მხრივ პროფესორი ბადრი ნაჭყებია ამბობს, რომ არჩევნების ხარისხისა და ლეგიტიმურობის შესაფასებლად მოწოდებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე აცხადებს, რომ არჩევნები აბსოლუტურად დემოკრატიულ ატმოსფეროში ჩატარდა. სხვათა შორის, ამაზე ისაუბრეს როგორც რუსეთის, ისე ამერიკის და სხვა დასავლური ქვეყნების წარმომადგენლებმა, რაც არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ბევრ რამეზე მოწმობს.
„ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბოლო წლებში ყაზახეთი აღმავლობის გზაზე იმყოფება, აქ სერიოზული ძალისხმევა კეთდება დემოკრატიის შემდგომი განვითარებისა და განმტკიცებისთვის. სასიხარულოა, რომ ყველა დონეზე რესპუბლიკა ძალიან სერიოზულად ემზადება მნიშვნელოვანი მოვლენისთვის, მათ შორის არჩევნებისთვისაც“, დასძინა ბადრი ნაჭყებიამ.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ყაზახეთი მსოფლიო არენაზე გამორჩეულია თავისი მშვიდობისმყოფელი, წინადახედული, პრაგმატული საგარეო პოლიტიკითა და დიპლომატიით. ფაქტიურად, აშკარაა, რომ ყაზახეთმა დამოუკიდებლობის 30-ე წელს ბევრ წარმატებას მიაღწია. დასრულებულია ყაზახეთის სახელმწიფო მშენებლობის პროცესი, მოგვარებულია სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემები, მკაფიოდ დახაზულია და საერთაშორისო სამართლის მიერ დარეგისტრირებული ქვეყნის საზღვრები. დიდი სტეპების გულში, ბრწყინვალე და თანამედროვე ახალი დედაქალაქი ჩამოყალიბდა. ეკონომიკური თვალსაზრისით კი ყაზახეთი საერთაშორისო ბაზრის მნიშვნელოვანი წევრი გახდა. კონტინენტის ცენტრში ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვრები მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს.
აღსანიშნვია ისიც, რომ 2022 წლის სექტემბერში მიმდინარე შანხაის თანამშრომლიბის ორგანინზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრაში, უზბეკეთში, კერძოდ კი სამარყანდში, ყაზახეთის პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გასუვა მსოფლიო ბალანსისა და მშვიდობის შესახებ არსებულ დღის წესრიგს - „ჩვენს წინაშე დგას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის პოტენციალის სრულიად გამოვლენის ამოცანა. ორგანიზაციის ეფექტუობის გაზრდა, და მრავალმხრივი თანამშრომლობის განივთარება, შედის ყველა მონაწილე სახელმწიფოს ინტერესებში. მისმა საქმიანობამ დამაჯერებლად აჩვენა მის ნორმატიულ დოკუმენტებში ჩამოყალიბებული ფუნდამენტური პრინციპების აქტუალობა“. ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების მექანიზმი, განსმჭვალულია დიპლომატიურ მიდგომათა ერთობით. სწორედ კასიმ-ჟომარტ ტოყაევისთვის ნათელია, ყველა ის ნიუანსი, რაც საერთაშორისო პოლიტიკას ახლავს თან და წარმართავს მას.
რაც შეეხება ყაზახეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ეს წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ასპექტებით. ივლისში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში, რამაც ახალი ბიძგი მისცა ორმხრივ თანამშრომლობას. საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში იერჟან კაზიხანი. თბილისში გაიმართა ყაზახეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 შეხვედრა, ასევე ბიზნეს ფორუმი ყაზახი და ქართველი მეწარმეების მონაწილეობით. მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობდა კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებითაც - თბილისში დიდი ყაზახი პოეტისა და მოაზროვნის აბაის ძეგლი გაიხსნა. გარდა ამისა, გაიმართა ყაზახეთის კინოს დღეები. ასევე 2022 წლის 15 ნოემბერს, თბილისში წარმატებით ჩატარდა „ასტანა ბალეტის“ წარმოდგენები. იმავე საღამოს სასტუმრო „ბილთმორში“, საზეიმოდ აღინიშნა ორი მნიშნველოვანი თარიღი - რესპუბლიკის დღე და 30 წელი საქართველო-ყაზახეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან.
ხოლო რაც შეეხება მომავალ 2023 წელს. ექსპერტების აზრით, ეს წელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება ყაზახეთისთვის. მომავალი წლის პირველ ნახევარში ყაზახეთში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. პირველად 18 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი კანდიდატები შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ერთმანდატიან ოლქებშიც.
ამჟამად, წინასაარჩევნო პერიოდში, უკვე გამოჩნდნენ ახალი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იბრძოლებენ ყაზახეთის პარლამენტში მოსახვედრად, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს პოლიტიკურ კონკურენციას და პრიულარიზმს, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიული პრინციპებით მართვას.
ავთანდილ ოთინაშვილი
ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ატარებენ
ცზინანი, (სინხუა) – ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გუშინ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყეს „საზღვაო თანამშრომლობა 2022“-ის ფარგლებში.
მანევრების დროს, რომლებიც ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის წლიური გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, ძირითადი ყურადღება ეთმობა საზღვაო უსაფრთხოებისა და მშვიდობის ერთობლივი ძალისხმევით შენარჩუნებას.
წვრთნები მოიცავს სხვადასხვა ერთობლივ ოპერაციებს, მათ შორის ბლოკადას და კონტროლს, აკრძალული ნივთიერებების ძებნასა და აღმოჩენას /VBSS/, საჰაერო თავდაცვას, გადარჩენას, წყალქვეშა ომის წარმოებას.
„ყველა სასწავლო მისია მოიცავს ოპერაციებს, რომლებიც ჩინეთის საზღვაო ფლოტს შეუძლია გამოიყენოს მომავალში საზღვაო გამოწვევებზე რეაგირებისთვის და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად“, - განაცხადა ჟანგ ჰუეივუმ, ჩინეთის შენაერთების საზღვაო ძალების მეთაურმა.
საშობაო ზღაპარი მწვანე გარემოში - „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ პატარებს სპეციალურ პროგრამას სთავაზობს
ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დარჩა და ათვლაც დაიწყო. მანამდე კი, საშობაო განწყობის შესაქმნელად ჯადოსნურ გარემოში ბაზალეთის ტბასთან, სიდრის კლუბში გელოდებით.
25 დეკემბერს, 15:00-17:00 საათამდე „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ თქვენი პატარებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად ულამაზესი დეკორაციებისა და გარემოს თანხლებით, წარმოგიდგენთ სპეციალურ საბავშვო პროგრამას, როგორიცაა შეხვედრა თოვლის ბაბუასთან, ანიმატორების წარმოდგენა გასართობი პროგრამით, საშობაო ხელნაკეთი დეკორაციების მასტერკლასი.
ვიდრე ბავშვები გაერთობიან, მშობლებს შესაძლებლობა აქვთ ისიამოვნონ ცხელი სიდრითა და მრავალფეროვანი უგემრიელესი, ორგანული პროდუქტებით დამზადებული კერძებით.
„საახალწლო გარემოსთან ერთად, აქ მოსულ მშობლებს და პატარებს სასარგებლო გარემოც დახვდებათ. მზის პანელები, ქარის სადგური, ნარჩენებისგან მიღებული სითბური ენერგია - ეს იმ რესურსდამზოგავი მეთოდების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ჩვენ ერთ სივრცეში მოვუყარეთ თავი და სწორედ, აქ მოსული პატარები, მშობლებთან ერთად ამის შესახებ ადგილზე შეიტყობენ. „სიდრის კლუბში ბაზალეთზე“ შესაძლებელია დააგემოვნოთ ორგანული პროდუქტებით დამზადებულ უგემრიელესი კერძები და ალკოჰოლური ან არაალკოჰოლური სასმელი. აქ ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანი იპოვის თავისთვის საყვარელ, გამორჩეულ ნუგბარს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენს სტუმრებს თავისი ოთხფეხა მეგობრების წამოყვანაც შეიუძლიათ, რადგან ჩვენი სივრცე მიესალმება ძაღლებთან ერთად სტუმრობას და კეთილმოწყობილია მათთვისაც- აღნიშნავს „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.
25 დეკემბერს, გასართობი პროგრამის ღირებულება ერთი ბავშვისთვის 20 ლარია. ღირებულებაში შედის გასართობი პროგრამა და სიმბოლური საჩუქრები. მშობლებს კი უგემრიელესი ცხელი სიდრით გაუმასპინძლდებიან. დასწრების შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ მაგიდის დასაჯავშნად ნომერზე + 995 599 14 24 11
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს:https://www.facebook.com/Ciderclubbazaleti
“სიდრის კლუბი ბაზალეთზე” მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია, ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხო, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.
ილონ მასკი ამბობს, რომ დატოვებს Twitter-ის CEO-ს თანამდებობას
სოციალური მედიის პლატფორმის Twitter-ის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა, განაცხადა, რომ გადადგება Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის (CEO) თანამდებობიდან, როგორც კი აღმოაჩენს ვინმეს საკმარისად „სულელს“კომპანიის მენეჯმენტის გადასაბარებლად. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
მასკმა Twitter-ით გაკეთებულ პოსტში თქვა: "როგორც კი ვიპოვი ვინმეს საკმარისად "სულელს", რომ ეს სამუშაო აიღოს, დავტოვებ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას! ამის შემდეგ, მე მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის და სერვერების გუნდებს ვმართავ“.
ილონ მასკმა კვირას წამოიწყო გამოკითხვა იმის შესახებ, გადადგეს თუ არა ის Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან და განაცხადა, რომ დაეთანხმება შედეგს.
გამოკითხვაში 17 მილიონ 500 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მონაწილეთა 57,5 პროცენტმა ხმა მისცა მასკის წასვლას, ხოლო 42,5 პროცენტმა დარჩენას.
ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილონ მასკი აქტიურად ეძებდა Twitter-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს.