Items filtered by date: ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა ჯუანშერ ბურჭულაძემ მასპინძელი ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აქართან გამართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან საუბრისას, ყურადღება საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და თურქეთის მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება, თურქი ექსპერტების ჩართულობა და მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე კოლეგებმა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო სწავლებების მიმართულებით კავშირების გაღრმავებას.

საუბრის ერთ-ერთ წამყვან თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მზარდი საფრთხეები და უკრაინაში რუსეთის აგრესია წარმოადგენდა. საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. სამმხრივ მინისტერიალს წელს თურქეთის რესპუბლიკა მასპინძლობს.

გამოქვეყნებულია სამხედრო

პეკინი, 21 დეკემბერი (სინხუა) -- ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი და პრეზიდენტი სი ძინფინგი ოთხშაბათს რუსეთის პარტია „ერთიანი რუსეთი“ თავმჯდომარეს დიმიტრი მედვედევს შეხვდა, რომელიც ჩინეთში კომუნისტური პარტიის მოწვევით იმყოფება.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ძუძუს კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზაციამ „ევროპა დონა საქართველო“ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობის სრული და თანაბარი ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლან პეტიცია შეიმუშავა.
ისინი მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შექმნას თანაბარ და სრული ხელმისაწვდომობა კიბოს მკურნალობაზე საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის!
„ჩვენ, საქართველოს ყველა მოქალაქეს და მათ შორის ონკოლოგიურ პაციენტებს, საქართველოს კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული უფლება გვქონდეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურეობა; საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ აღიარებს „მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარ ხელმისაწვდომობას“; საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან და ეფექტიან ჯანმრთელობის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის ზოგადი მიზანი განსაზღვრულია როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანდაცვის სერვისებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის და ფინანსური ტვირთის თანაბარი გადანაწილების გზით!“ - ნათქვამია პეტიციაში.
ყოველივე ამის საფუძველზე, ონკოლოგიური პაციენტები და მათი ახლობლები ითხოვენ სრულ, თანაბარ და სამართლიან ხელმისაწვდომობას ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, რისთვისაც საჭიროა:
1. დიაგნოზთან ბმული დაფინანსების ამოქმედება, რომ პაციენტმა შეძლოს პერსონალიზებული, დაავადებაზე მორგებული, სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარება
დროებითი გადაწყვეტა: დიაგნოზთან ბმული დაფინანსების ამოქმედებამდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მკურნალობისთვის გამოყოფილი წლიური ლიმიტის გაორმაგება, წინასწარ განსაზღვრული დიაგნოზების მქონე პაციენტებისთვის, რათა მათ არ მოუწიოს მკურნალობის შეწყვეტა ფინანსების ამოწურვის გამო
2. ერძო დაზღვევაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის იდენტური ბაზისური სავალდებულო ონკოლოგიური პაკეტის შექმნა, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა პაციენტს, მიეცეს მკურნალობაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.
პეტიციაში ასევე განსაზღვრულია ონკოდაავადებების მართვაში დღეს არსებული მდგომარეობა, ხარვეზები და მათი გადაჭრის გზები.
საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე არასრულყოფილი და არათანაბარი ხელმისაწვდომობა გამოიხატება შემდეგში:
1. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სრულფასოვანი ონკოლოგიური მკურნალობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არასაკმარისია.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებული ლიმიტი (25 ათასი ლარი) სრულად ფარავს ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის მკურნალობის ხარჯებს, თუმცა არ არის საკმარისი ინოვაციური მედიკამენტით სრულყოფილი მკურნალობის ჩასატარებლად, რის გამოც პაციენტები ლიმიტის ამოწურვის შემდეგ წყვეტენ მკურნალობას ან არჩევენ ნაკლებ ეფექტურ, მაგრამ ფინანსურად დამზოგველ რეჟიმებს, რაც წარმოადგენს არაეფექტური მკურნალობის და ბიუჯეტის ნაკლებ ეფექტური ხარჯვის მიზეზს. აღსანიშნავია, რომ პაციენტებისთვის ძირითად ფინანსურ ტვირთს ქმნის ინოვაციური მედიკამენტებით მკურნალობა, რომლებიც, თავის მხრივ, ზრდიან განკურნების და სიცოცხლის გახანგრძლივების ალბათობას და ამცირებენ სიკვდილობას. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ:
ა) ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობისას პერსონალიზებულ მიდგომას და დიაგნოზთან შეჭიდული ბიუჯეტირების გამოყენებას
ბ) დიაგნოზთან შეჭიდული ბიუჯეტირების სისტემაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში გამოყოფილი წლიური ბიუჯეტის გაორმაგება წინასწარ განსაზღვრული დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის
2. კერძო დაზღვევა არ ფარავს ონკოლოგიურ მკურნალობას
პაციენტებისთვის, რომლებიც სარგებლობენ კერძო დაზღვევით და არ არიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მინიმალურია, რადგანაც კერძო დაზღვევა არ ფარავს ონკოლოგიურ მკურნალობას. საქართველოს მოქალაქე, რომელიც სარგებლობს კერძო დაზღვევით, ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში არის განწირული მძიმე ფინანსური ტვირთისთვის. ყოველივე აღნიშნული განაპირობებს ქვეყანაში ონკოლოგიური სერვისებზე არათანაბარ წვდომას. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ:
ა) საყოველთაო ჯანდაცვის ონკოლოგიური პაკეტი აღიარებულ იქნას ქვეყანაში სავალდებულო ბაზისურ ონკოლოგიურ პაკეტად კერძო დაზღვევისთვის, რაც აღმოფხვრის საქართველოს მოქალაქეებისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე წვდომის უთანასწორობას
ბ) უზრუნველყოფილ და ხელშეწყობილ იქნას საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი“ პაკეტების თანაარსებობა, მედიკამენტებზე და ზოგადად, სამედიცინო მომსახურებაში „ჯიბიდან“ გადახდების შესამცირებლად
„ონკოლოგიური მკურნალობის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრა საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო დაზღვევის ბენეფიციარებს შორის, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და კატასტროფული ხარჯების რისკის შემცირება ინოვაციურ მკურნალობასთან დაკავშირებით დიაგნოზთან შეჭიდული დაფინანსების სისტემაზე გადასვლის გზით, ონკოლოგიური პაციენტებისთვის სრულყოფილი მკურნალობის შესაძლებლობა, გამოიწვევს საერთო გადარჩენადობის გაზრდას, სიკვდილობის შემცირებას, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას, ბიუჯეტის ეფექტურ ხარჯვას და ჯიბიდან გადახდის შემცირებას. პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ სიცოცხლის შენარჩუნების შანსი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობისათვის ფინანსების არარსებობის გამო!“ - მიაჩნიათ პეტიციის ავტორებს.

https://bit.ly/3hK8qgW

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack’ რიგიანი ახალი წლის აქციის ფარგლებში ლიბერთის Visa ბარათის მფლობელებს ყველაზე მაღალ ქეშბექს დაუბრუნებს! აქციის ფარგლებში, CashBack-ის მეგობარ ობიექტებში ლიბერთის Visa ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლები გადახდილი თანხის 60%-მდე ნაწილს ანგარიშზე მომენტალურად დაიბრუნებენ.

მეგობარი ობიექტები, რომლებშიც ლიბერთის მომხმარებლები რიგიანი ახალი წლის აქციით შეძლებენ სარგებლობას:

  • 24 დეკემბერი - ინისო• Miniso - 40% ქეშბექი / ლიმიტი 300 ლარი
  • 24 დეკემბერი - Tsvara• ცვარა - 50% ქეშბექი / ლიმიტი 200 ლარი
  • 25 დეკემბერი - XS Toys - 60% ქეშბექი / იმიტი 300 ლარი
  • 26 დეკემბერი - Biblusi• ბიბლუსი - 40% ქეშბექი / ლიმიტი 300 ლარი

ქეშბექი ბრუნდება ბიბლუსის მაღაზიებში ბარათით ტერმინალზე გადახდისას და ასევე, ბიბლუსის ონლაინ მაღაზიაში შენაძენისას

  • 26 დეკემბერი - Pepela toy store• პეპელა - 40% ქეშბექი / იმიტი 300 ლარი
  • 27 დეკემბერი - IKANI• იკანი - 40% ქეშბექი / ლიმიტი 200 ლარი
  • 27 დეკემბერი - SEZONI.GE - 50% ქეშბექი / ლიმიტი 400 ლარი

ქეშბექი ბრუნდება მხოლოდ სეზონის მაღაზიაში ბარათით ტერმინალზე გადახდისას

  • 27-29 დეკემბერი - SEZONI.GE 55% ქეშბექი / იმიტი 400 ლარი

ქეშბექი ბრუნდება მხოლოდ სეზონის ონლაინ მაღაზიაში შეძენისას

  • 30 დეკემბერი - SMUGGLERS• სმაგლერსი - 30% ქეშბექი / ლიმიტი 400 ლარი
  • 31 დეკემბერი - Jungle Fever - 50% ქეშბექი / ლიმიტი 200 ლარი

            თუ ლიბერთის Visa ბარათი არ გაქვს, მისი აღება მარტივად შეგიძლია: 

  • ესტუმრე ლიბერთის ნებისმიერ ფილიალს და სულ რამდენიმე წუთში გახდი ლიბერთის Visa ბარათის მომხმარებელი. ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა წინასწარ შეგიძლია: https://libertybank.ge/ka/booking 
  • თუ უკვე გაქვს ლიბერთის ანგარიში, დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიზაცია ლიბერთის მობაილ ბანკში და მარტივად აიღე ციფრული Visa ბარათი, რომლის გამოყენებასაც Apple Pay-თ ან Google Pay-თ გადახდისას შეძლებ და ბარათის ყველა ბენეფიტითაც ისარგებლებ. 

 გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები:

 გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე www.cashback.ge

  1. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება
  2. გადაიხადე ლიბერთის Visa ბარათით
  3. ყოველთვის მოითხოვე ლიბერთის ტერმინალ

 წესები დეტალურადშეთავაზების გასააქტიურებლადგადმოწერეთ CashBack ის აპლიკაციაiOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge

თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ავტორიზაციის  გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" დ

მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე               გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური