სანიაში ჰაინანის მე-4 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა
სანია, (სინხუა) -- ჰაინანის მე-4 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა კვირას საკურორტო ქალაქ სანიაში, სამხრეთ ჩინეთის ჰაინანის პროვინციაში.
კინოფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტში განაცხადეს, რომ წელს „ოქროს ქოქოსის“ ჯილდოსთვის 3761 ფილმი იბრძოლებს, მსოფლიოს 116 ქვეყნიდან და რეგიონიდან. ღონისძიებაზე, რომელიც 25 დეკემბერს დასრულდება, წარმოდგენილი იქნება 80-დან 100-მდე ფილმი და ჩატარდება ცხრა ფორუმი.
ჰაინანის საერთაშორისო კინოფესტივალი 2018 წლიდან იმართება, მისი ორგანიზატორები არიან ჩინეთის მედია კორპორაცია და ჰაინანის პროვინციის სახალხო მთავრობა.
ლუკა ბერულავა და კარინა საფინა მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენების ნომინაციაში არიან წარდგწნილები
შსს-მ ფრანგულ კომპანია ”Airbus Helicopters”-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გააფორმა
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - ნიკოლოზ შარაძემ, ხოლო მომწოდებელი კომპანიის მხრიდან - "Airbus Helicopters"-ის წარმომადგენელმა, რომეინ ლანამ.
Pay.ge - ლიბერთი ციფრული არხების განახლებას აგრძელებს
ლიბერთი აგრძელებს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ბანკის ციფრულ არხებში. დღეიდან, საგადამხდელო ვებ გვერდი Pay.ge-ს განახლებული ვერსია გაეშვა.
Pay.ge არის ლიბერთის ციფრული საგადამხდელო არხი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომუნალური, სახელმწიფო სერვისების და სხვა სახის გადასახადები მარტივად და სწრაფად გადაიხადოს. Pay.ge-ს საშუალებით შესაძლებელია სწრაფად და მარტივად, ნებისმიერი ბანკის ბარათიდან ბარათზე მომენტალურად გადარიცხვის (P2P) ფუნქციონალით სარგებლობა.
„ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს.
ჩვენი გუნდის პრიორიტეტია მაქსიმალურად დახვეწილი ციფრული არხებით ადამიანებს გავუმარტივოთ საბანკო სერვისებით სარგებლობა. Pay.ge -ს განახლებისა და ვებ გვერდის მუშაობის ოპტიმიზაციის შედეგად, მომხმარებელს ვთავაზობთ გამარტივებულ ფუნქციონალს, გაუმჯობესებულ გამოცდილებას, რაც მათთვის სასურველი სერვისებით მარტივად სარგებლობას უზრუნველყოფს.“ - დავით მესხიძე, ლიბერთის დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
2022 წლის 19 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან, შერაზ გასრისთან. მინისტრმა ფრანგ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და უსურვა წარმატებული საქმიანობა.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ პოლიტიკურ დიალოგზე, მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკასა და სამომავლო დღის წესრიგზე. ხაზი გაესვა „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს პოლიტიკური, თავდაცვის, შიდა უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების ფართო სპექტრს და ასახავს მჭიდრო კავშირებს ორ ქვეყანას შორის. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა დიალოგის მეორე რაუნდის ახლო მომავალში ჩატარებისთვის.
ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩს საფრანგეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის. შეხვედრის ფარგლებში, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს. აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმდინარეობა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობა. საფრანგეთის ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა, ახალ თანამდებობაზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი დარჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდამჭერი. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.
მოემზადე: CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია 24 დეკემბრიდან იწყება!
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ საახალწლოდ ლიბერთის Visa ბარათის მფლობელებს ყველაზე მაღალ ქეშბექს დაუბრუნებს! აქციის ფარგლებში, CashBack-ის მეგობარ ობიექტებში ლიბერთის Visa ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლები გადახდილი თანხის 60%-მდე ნაწილს ანგარიშზე მომენტალურად დაიბრუნებენ.
მეგობარი ობიექტები, რომლებშიც ლიბერთის მომხმარებლები ახალი წლის აქციით შეძლებენ სარგებლობას:
- მინისო• Miniso
- Tsvara • ცვარა
- Xs Toys
- Biblusi • ბიბლუსი
- Pepela toy store •პეპელას სათამაშოები
- IKANI • იკანი
- SEZONI.GE
- სმაგლერსი • SMUGGLERS
- Jungle Fever
დაელოდე აქციების ზუსტ თარიღებს და გაზრდილი ქეშბექის რაოდენობას, მანამდე კი, თუ ლიბერთის Visaბარათი არ გაქვს, მისი აღება მარტივად შეგიძლია:
- ესტუმრე ლიბერთის ნებისმიერ ფილიალს და სულ რამდენიმე წუთში გახდი ლიბერთის Visa ბარათის მომხმარებელი. ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა წინასწარ შეგიძლია: https://libertybank.ge/ka/booking
- თუ უკვე გაქვს ლიბერთის ანგარიში, დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიზაცია ლიბერთის მობაილ ბანკში და მარტივად აიღე ციფრული Visa ბარათი, რომლის გამოყენებასაც Apple Pay-ით ან Google Pay-ით გადახდისას შეძლებ და ბარათის ყველა ბენეფიტითაც ისარგებლებ.
გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები:
- გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე www.cashback.ge
- გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება
- გადაიხადე ლიბერთის Visa ბარათით
- ყოველთვის მოითხოვე ლიბერთის ტერმინალი
*წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge.
თუ უკვე ხართ ლიბერთისინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია.
ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და
მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.
თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს თავდაცვის ძალებს სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა. ღონისძიებას მარნეულში, საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ თურქული მხარისგან 2 ერთეული აეროდრომის სპეცტექნიკა და UH-1H ვერტმფრენების სათადარიგო ნაწილები უსასყიდლოდ მიიღო.
მოგვიანებით ტექნიკის გადაცემის ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს. ტექნიკის გადმოცემა თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.
საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ.
ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ
ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყნები დასავლეთის „მტრული“ პოლიტიკის საპასუხოდ აპირებენ თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმაონ.
როგორც ცნობილია, ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნები ოთხშაბათს დაიწყება და მომდევნო კვირის სამშაბათს დასრულდება. წვრთნები ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ჯეძიანის პროვინციასთან ახლოს გაიმართება.