საქართველოს პრეზიდენტს საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
სი ძინფინგმა მოუწოდა ახალი ფურცელი ჩაწერონ ქვეყნის ახალი ეპოქის კონსტიტუციურ პრაქტიკაში
პეკინი, 19 დეკემბერი (სინხუა) – 2022 წელს ჩინეთის მოქმედი კონსტიტუციის გამოცხადებიდან და ძალაში შესვლის 40 წლისთავთან დაკავშირებით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა მოუწოდა ახალი ფურცელი ჩაწერონ ქვეყნის ახალი ეპოქის კონსტიტუციურ პრაქტიკაში.
უნდა გაკეთდეს ძალისხმევა კონსტიტუციის შესახებ ინფორმირებულობის ასამაღლებლად, კონსტიტუციის პირობების გამოყენების გასაძლიერებლად, კონსტიტუციის მისიის სრულად შესასრულებლად და კონსტიტუციის როლის უფრო საიმედოდ შესრულებაზე მთავრობაში, განაცხადა სი ძინფინგმა, რომელიც ასევე არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანიც და ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე.
მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია მივცეთ მტკიცე გარანტია მოდერნიზებული სოციალისტური სახელმწიფოს ყოვლისმომცველი მშენებლობისთვის და ჩინელი ერის დიადი აღორძინების ყოვლისმომცველი ხელშეწყობისთვის, აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.
ყარაბაღში გრძელდება აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ ორგანიზებულლი საპროტესტო აქცია
აზერბაიჯანის ქალაქ შუშაში რუსი სამშვიდობოების მიერ კონტროლირებადი გზის ნაწილზე საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციას აზერბაიჯანელი აქტივისტები და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ყარაბაღში ეკოლოგიური ტერორიზმის შეწყვეტის მოთხოვნით ატარებენ. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ რუსი მილიარდერი რუბენ ვარდანიანი არ უშვებს მშვიდობიან სომხებს, ხელს უშლის მათ აქ მოსვლას და შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანული მხარე ჰუმანიტარულ კრიზისს ქმნის მშვიდობიანი სომხების წინააღმდეგ.
ალმაზ ნადიროღლუ
ყოველდღე ყველაზე მაღალი CashBack | ლიბერთის ლოიალობის პროგრამას უკვე 500-ზე მეტი მეგობარი ობიექტი ჰყავს
‘CashBack’ ლიბერთი ბანკის ლოიალობის უნიკალური პროგრამა და თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობაა. ლოიალობის პროგრამა ლიბერთის ბარათების მომხმარებლებისთვის, ბანკმა 2019 წლის ბოლოს წარადგინა და მას შემდეგ, სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გახდა შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში, მეგობარ ობიექტებში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, გადახდილი თანხის ნაწილი მომენტალურად ბრუნდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც ხორციელდება გადახდა. ანგარიშზე დაბრუნების გარდა, CashBack-ით დაბრუნებული თანხის ავტომატურად დაგროვება ლიბერთის საანაბრო პროდუქტის საშუალებით ‘ყულაბით’ არის შესაძლებელი.
CashBack დღეისათვის უკვე 500-ზე მეტ მეგობარ ობიექტებს აერთიანებს. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ქსელურ ბრენდებთან დამეგობრების გარდა, ქართული სტარტაპ კომპანიების ხელშეწყობაა. 2023 წლისთვის კი რეგიონებში გაფართოება ლიბერთის პროგრამის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება.
‘ლიბერთის მომხმარებლებისთვის ყოველდღე ყველაზე მაღალი ქეშბექის დაბრუნებაზე ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს. პანდემიის პერიოდში, მეგობარი კომპანიების რაოდენობა ბუნებრივია შემცირდა, თუმცა მთელი წლის განმავლობაში გუნდის ერთობლივი ძალისხმევით იმ მეგობარი ობიექტების რაოდენობამ, სადაც ლიბერთის ბარათის მომხმარებლებს CashBack-ით სარგებლობა შეუძლიათ მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 500-ს გადააჭარბა. ბანკის ლოიალობის მიმართულებით, ეს შედეგი კონკურენტულ უპირატესობასთან ერთად, მნიშვნელოვანი და საამაყოა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბიზნესის ჩართვას ლოიალობის პროგრამაში - განსაკუთრებით, რეგიონებისა და ქართული სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით’ - დაჯი მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.
CashBack-ის მისაღებად ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს შეუძლია გადმოწეროს აპლიკაცია: CashBack 365 ან ისარგებლოს ვებგვერდით www.cashback.ge, გაიაქტიუროს სასურველი ობიექტის შეთავაზება და ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, შეთავაზებით განსაზღვრული თანხის ნაწილი მომენტალურად დაიბრუნოს იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა. სასურველი ობიექტის, პროდუქტის და მომსახურების პოვნა მარტივად - კატეგორიის, ქალაქების, ან საძიებო სიტყვების საშუალებით არის შესაძლებელი. შეთავაზების გააქტიურების შემდეგ, მომდევო 1 თვის განმავლობაში CashBack შერჩეული ობიექტის ნებისმიერ ფილიალში ყოველი გადახდისას ავტომატურად ბრუნდება. CashBack ვრცელდება მეგობარი ობიექტების ნებისმიერ პროდუქციასა და მომსახურებაზე, მათ შორის ფასდაკლებულ პროდუქციაზეც.
მუდმივ შეთავაზებებთან ერთად, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა მეგობარ ობიექტებთან ერთად მასშტაბური აქციებით გამოირჩევა. ამჟამად, საახალწლო 60%-მდე CashBack აქციისთვის სხვადასხვა კომპანიებთან ერთად მიმდინარეობს მზადება. აქციის შესახებ ინფორმაცია CashBack-ის ფეისბუქ გვერდის საშუალებით რამდენიმე დღეში გავრცელდება: https://www.facebook.com/cashback.ge/
CashBack ერთადერთილოიალობისპროგრამაასაქართველოშიმობილურიაპლიკაციით, რომელიცყველა -500-ზე მეტ შეთავაზებას,ერთპლატფორმაზეაერთიანებს.
რუსეთში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
რუსეთში, ბურიატიის ავტონომიურ რესპუბლიკაში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
ბურიატიის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ ულან-უდეში, MI-8 ტიპის ვერტმფრენი ბაიკალის აეროპორტში დაშვებისას ცეცხლი წაეკიდა და ჩამოვარდა.
მიუხედავად ყველა ჩარევისა, ვერტმფრენი მცირე დროში სრულად დაიწვა.
ბურიატიის პრეზიდენტმა ალექსეი ციდენოვმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ შვეულმფრენში 3 თანამშრომელი დაიღუპა.
„ვერტმფრენი, რომელიც ახლახან გამოვიდა წარმოებიდან, ჯერ არ იყო მიწოდებული მყიდველისთვის და არ იყო გამოყენებაში“. - თქვა ციდენოვმა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა ვერტმფრენის ძრავებმა გამოიწვია.