ჩინეთის ელჩი საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
16 დეკემბერს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ჭოუ ციენი შეხვდა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო წილოსანს. ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო იუწყება.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და აგრარულ სფეროში თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრეს.
სალონური საუბრები „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ - ფსიქიკური ჯანმრთელობა, როგორც 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევა
ახალი მინიალბომი ”Recovery” მუსიკო გოგი გუნიასგან მათთვის, რომელთაც ცხოვრების იმედი არ დაუკარგავთ
17 დეკემბერს, 16:00 საათზე „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ არტთერაპიის საღამო გაიმართება თემაზე: ფსიქიკური ჯანმრთელობა, როგორც 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევა.
“ცხოვრების მაღალი ტემპი, ნეგატიური ინფორმაციის შედეგად მიღებული სტრესი საფრთხეს უქმნის ჩვენს ფსიქიკას და სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მასზე ზრუნვა.ხელოვნებას დიდი როლი უჭირავს ფსიქიკურ პრობლემების გადალახვაში. არტთერაპია ხელოვნების საშუალებით საკუთარი განცდების გამოხატვაა.“ - აღნიშნავს „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე და მიაჩნია, რომ ანალოგიური სალონური საუბრები დღეს არსებულ ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებას საბოლოოდ სტრესის დაძლევასა და უარყოფითი ემოციებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.
შეხვედრაზე ხელოვნების ორ მიმართულებაზე, მუსიკასა და მხატვრობაზე გავაკეთებთ აქცენტი. არტთერაპევტი, ნეიროგრაფიკის სპეციალისტი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი ნინო ჩუბინიძე ნეიროგრაფიკის 2 საათიან მასტერკლასს გაუძღვება. ნეიროგრაფიკა ეს არის ფსიქოკონსულტირებისა და ქოუჩინგის არტთერაპიული მეთოდი. მიდგომა ადამიანებს ეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, სტრესისგან განთავისუფლებასა და ენერგიის ტრანსფორმირებაში სასურველი მიმართულებით.
საღამოს, მუსიკოსი გოგი გუნია წარადგენს ახალ მინიალბომს „Recovery”. მასში შესული ტრეკები და ემოციები ეძღვნება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მუსიკოსმა თავად გამოსცადა აღნიშნული პრობლემა რამდენიმე წლის წინ.
„დრო ძალიან აჩქარდა და იმისათვის რომ ცხოვრების ნორმალური სტანდარტი და ბედნიერების განცდა შეინარჩუნო, უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდება, ვიდრე ადრე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ყველაფერს ემატება გამორკვევის აუცილებლობა სხვადასხვა იდეოლოგიებთან, გენდერულ იდენტობებთან, ომებთან და ა.შ. ნათელი გონება დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია. ბედნიერება არჩევანია მაშინ, როდესაც ადამიანი არის იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლია არჩევანის გაკეთება. ცნობიერებასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკური ფსიქიკური პრობლემები, და ამ დროს ყველაზე სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემების მქონე ადამიანი და მისი ახლობლები იმედს კარგავენ, რადგან გავრცელებული სტერეოტიპით პრობლემური მენტალური მდგომარეობა სამუდამოა. ზოგ მდგომარეობას ადამიანი ფიზიკურ თვითმკვლელობამდე მიჰყავს, ზოგიერთს კი სულიერ თვითმკვლელობამდე. ყველაზე სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემების მქონე ადამიანი და მისი ახლობლები იმედს კარგავენ, რადგან გავრცელებული სტერეოტიპით პრობლემური მენტალური მდგომარეობა სამუდამოა,“ - ფსიქიკური პრობელემებისგან გამოწვეულ ემოციებსა და შედეგებზე საუბრობს მუსიკოსი გოგი გუნია.
მუსიკოსს მშვენივრად ესმის, რომ ამ სიტყვებს შეიძლება არ ჰქონდეს ახლა მნიშვნელობა ყველაფერში ნდობა დაკარგული და ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანისთვის, მაგრამ ამ განცხადებით სურს აამაღლოს ცნობიერება საზოგადოების იმ ვიწრო წრეში, სწორედ, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება ახლა საკუთარ დემონებს ებრძვიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის, მეგობრების და საყვარელი ადამიანების გვერდში დგომაა. მუსიკოსს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმედის დაკარგვა და დანებება. და სწორედ ალბომი ”Recovery” მათ ეძღვნება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილეს ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) და კრიზისებზე რეაგირების მიმართულებით შარლ ფრიზს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვა ხაზგასმით აღნიშნა და განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
შეხვედრაზე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილემ გამოხატა მზაობა საქართველოს მიმართ ფინანსური დახმარების გრძელვადიანი პროგრამის განხორციელების შესახებ.
შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე, არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტის დამტკიცებისთვის და აღნიშნა, რომ 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ქართულმა მხარემ აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) საქართველოს კონტრიბუციასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში ევროკავშირის ძალისხმევაზე.
ჩინეთმა ახალი შეკვეთა მიიღო დიდი ზომის ამფიბიური თვითმფრინავის წარმოებისთვის
პეკინი, 16 დეკემბერი (სინხუა) – ჩინეთის საავიაციო ინდუსტრიის კორპორაციამ (AVIC) პარასკევს გამოაცხადა, რომ მიიღო ახალი შეკვეთა ხუთი AG600M ტიპის დიდი ზომის ამფიბია თვითმფრინავის წარმოებისთვის, რომელიც ჩინეთმა დამოუკიდებლად შეიმუშავა.
AVIC General Huanan Aircraft Industry Co., Ltd. და Jiangsu Xiangyue General Aviation Co., Ltd. ხუთშაბათს ხელი მოაწერა შეთანხმებას ხანძრის ჩაქრობისთვის განკუთვნილი ხუთი AG600M ტიპის ამფიბია თვითმფრინავის შესყიდვის შესახებ, განაცხადა AVIC-მა.
ეს ღონისძიება აჩვენებს პროგრესს ამ თვითმფრინავის მოდელის კომერციალიზაციისკენ, დასძინეს კორპორაციაში.
ამრიგად, AVIC-ის მიერ დასახული წლის მიზანი შესრულდა, როგორც AG600M ამფიბია ტიპის წარმოების, ასევე გაყიდვების თვალსაზრისით, რომელიც ეკუთვნის ჩინეთის AG600 ოჯახის დიდი ამფიბიურ ლაინერებს.
შეგახსენებთ, რომ მათი კოდური სახელწოდებაა "კუნლუნ" / Kunlong /.
მორავიეცკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ევროკავშირის ქვეყნების შეთანხმება „ერთიანობის“ ნიშანია
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმება „ერთიანობის“ ნიშანია. ამის შესაახებ "ტრტ-ქართული" წერს.
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას, მორავიეცკიმ თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ სანქციების პაკეტის შესახებ გაურკვევლობა იყო. მან დასძინა, რომ მათ მიაღწიეს სანქციების შეთანხმებულ პუნქტს და დაამატა: "ეს არის სანქციები, რომლებიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ სანდოები. ჩვენ შევინარჩუნეთ ერთიანობა წევრ ქვეყნებს შორის. რუსეთი ევროკავშირის შიგნით დაყოფაზე თამაშობს და ჩვენ ეს არ დავუშვით“.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ და ლიეტუვამ წამოაყენეს წინადადება, განიხილონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 12 თვიან ციკლში
„ჩვენი შეთანხმება სანქციების ამ პაკეტზე არის ერთიანობის ნიშანი. მიღებული ინდივიდუალური და ეკონომიკური სანქციების მეცხრე პაკეტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთის ძალის შესუსტებისკენ. ჩვენ ასევე დავაწესეთ რუსეთში აკრძალვა სამთო სექტორში ინვესტიციებზე, რაც არ ყოფილა აქამდე. ეს არის ზეწოლის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმა. ჩვენ შევძელით, შევინარჩუნეთ რწმენა, რომ ერთიანობა, ერთობა და მშვიდობა უნდა იყოს გამარჯვებული უკრაინისა და ევროპისთვის“. - აღნიშნა მორავიეცკიმ.
ახალი სანქციების პაკეტის შინაარსის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
მე-9 სანქციების პაკეტის წინადადება, რომელიც ევროკომისიამ გასულ კვირას მოამზადა, მოიცავს სანქციების სიაში დაახლოებით 200 ფიზიკური პირის, ორგანიზაციის და 3 რუსული ბანკის დამატებას, ორმაგი დანიშნულების პროდუქტების ექსპორტის აკრძალვას და სამთო ინვესტიციების აკრძალვას.
წევრი ქვეყნები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ამ პაკეტის დეტალებზე.
საფრანგეთის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში უკვე თბილისში იმყოფება
პირველი ჩინური სამგზავრო თვითმფრინავი C919 ექსპლუატაციაში შევიდა
შანხაი, (სინხუა) - ჩინეთის კომერციულმა თვითმფრინავების კორპორაციამ პარასკევს კომპანია „აღმოსავლეთის ავიახაზებს“ (China Eastern Airlines) ექსპლოატაციაში გადასცა პირველი დიდი სამგზავრო თვითმფრინავი C919.
ამრიგად, პირველად ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე გამოჩნდა სამამულო წარმოების შიდა განვითარებული მთავარი რეაქტიული ლაინერი.
ახალი თვითმფრინავის სალონი ნომრით B-919A გათვლილია 164 მგზავრზე და დაყოფილია ეკონომ და ბიზნეს კლასებად. იმავე დღეს თვითმფრინავი შანხაის პუდონგის საერთაშორისო აეროპორტიდან შანხაის ჰონგქიაოს საერთაშორისო აეროპორტში გადაფრინდა.
გეგმის მიხედვით, ლაინერი კომერციულ ექსპლუატაციაში შევა 2023 წლის გაზაფხულზე შანხაის, პეკინის, გუანჯოუს და სხვა ქალაქებს შორის საცდელი ფრენების შემდეგ, რომელთა შორის ფრენის საერთო დრო მინიმუმ ასი საათი იქნება.
„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ სიახლეა - ცხელი სიდრი სუსხიან დღეების დასათბობად!
ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით, ბაზალეთის ტბის პირას მდებარე „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ახალ პროდუქტს ცხელს სიდრს გთავაზობთ. გემრიელი, თბილი სასმელი გაგათბობთ ზამთრის სუსხიან ამინდში, ხოლო მისი არომატი განსაკუთრებულ მყუდროებას შეგიქმნით სივრცეში სტუმრობისას.
როგორც „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ გვეუბნებიან თუ არსებობს სამყაროში სასმელი, რომელიც ყველაზე ძალიან უხდება სიცივეს, ეს ცხელი ვაშლის სიდრია, რომელიც თავისი ჯადოსნური არომატით სადღესასწაული განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ. პროდუქტის დაგემოვნება ადგილზე უკვე შესაძლებელია, პარალელურად კი, სიდრის კლუბის ბაზალეთზე მოსულ სტუმრებს გოგი გუნია ფოლკლორისა და ელექტრონული ჟღერადობის ჰარმონიულ სინთეზს შესთავაზებს.
„სიდრი ვაშლის ფერმენტაციის შედეგად მიღებული სასმელია, რომელიც ქართული ბაზრისთვის გამოწვევაა, რადგან ადგილობრივი მომხმარებლისთვის პროდუქტი ახალია და ნაკლებად ცნობადი. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუმრის ადგილზე ვიზიტი, რათა ვაჩვენოთ სასმლის წარმოების პროცესი, საცავი და ავუხსნათ ტექნოლოგია, თუ როგორ ვიღებთ საბოლოო პროდუქტს. დაგემოვნებისთანავე მომხმარებელს ეცნობა ამა თუ იმ ხილის არომატი, გემო... პროდუქტის პოპულარობაც ნელ-ნელა იზრდება, რადგან კმაყოფილი მომხმარებელი განმეორებით ხშირად გვსტუმრობს. ზამთრის დადგომასთან ერთად, გადავწვიტეთ კიდევ ერთი სიახლე შეგვეთავაზებინა სტუმრებისთვის, ამჯერად სუსხიან დღეებში გასათბობად მომხმარებელს ცხელ სიდრისაც ვთავაზობთ, რომელიც გამოირჩევა თავისი არომატით და გემობრივი თვისებებით. ვფიქრობთ, რომ სტუმრები კმაყოფილები დარჩებიან სიახლით“- აღნიშნავს „სიდრის კლუბი ბაზალეთის“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.
“სიდრისკლუბიბაზალეთზე” მწვანეიდეოლოგიისმქონებიზნესია, რომლისფლაგმანიპროდუქტია, ნულოვანიემისიისსაწარმოშიორგანულიპრინციპებითმოპოვებულიხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული,ფეიხო, მოცვი, კეხური, ალუბალიდასხვა.) წვენებისბუნებრივიფერმეტაციისშედეგადწარმოებულიდაბალალკოჰოლურისასმელი, შუშხუნასიდრიდა იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი ბაზალეთისტბისსანაპიროზოლშიმდებარეობს, მწვანეინჟინერინგისპრინციპებზეაგებულ, საქართველოშიპირველრეგისტრირებულმწვანეშენობაში.