„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში შიმშილობა გამოაცხადეს!
პარლამენტში ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში შიმშილობა გამოაცხადეს. ამის შესახებ დავით კირკიტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, „შიმშილობას აცხადებენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმ ქვეყანაში გადაყვანამდე, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი“. მისივე თქმით, აღნიშნულ პოლიტიკურ აქტთან დაკავშირებით ფრაქციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა იყო.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებულმა კადრებმა, სადაც ყველამ ვიხილეთ, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რათა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიიყვანოს სიკვდილამდე, ბუნებრივია, გულგრილი არ დარჩენილა არც ერთი მოქალაქე და ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტის მეგობრები და თანამებრძოლები, ამ ყველაფერს ვერ შევხვდით და არ შევხვდებით გულგრილად. დღეს, მე და ჩემმა მეგობრებმა, ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პოლიტიკური აქტი იქნება მზარდი, იქნება პარლამენტის კედლებში და პარლამენტის კედლებს გარეთაც. გვჯერავს, რომ ჩვენს საზოგადოებას საკმარისზე მეტად აქვს შერჩენილი ადამიანობა, ჰუმანიზმი და ჩვენ ერთად არ უნდა დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიკვდილი“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
ჩინეთმა კოსმოსში წარმატებით გაუშვა დისტანციური ზონდირების ახალი თანამგზავრი
სიჩანი, 15 დეკემბერი (სინხუა) – ჩინეთმა სიჩანის კოსმოდრომიდან (სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სიჩუანის პროვინცია) წარმატებით გაუშვა და ორბიტაზე განათავსა დისტანციური ზონდირების ახალი თანამგზავრი.
დისტანციური ზონდირების თანამგზავრი Yaogan-36 გაშვებული იქნა Long March 2D Long March 2D სპეციალური გამშვები მოწყობილობის დახმარებით ხუთშაბათს, პეკინის დროით 02:25 საათზე.
კოსმოსური ხომალდი წარმატებით შევიდა დაგეგმილ ორბიტაზე.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ეწვია.
იტალიაში Eurofighter Typhoon-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის საჰაერო ძალების (Aeronautica Militare) კუთვნილი Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი სიცილიის კუნძულის დასავლეთით ზღვაში ჩამოვარდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კონტაქტი დაიკარგა იტალიის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავთან, რომელიც სასწავლო ფრენის შემდეგ ბრუნდებოდა თავის ბაზაზე, კუნძულ სიცილიაზე მდებარე ტრაპანი ბირგის აეროპორტში.
ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი ავიაბაზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 8 მილის დაშორებით ზღვაში ჩამოვარდა და სამაშველო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე დაუყოვნებლივ დაიწყო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მრავალფუნქციური თვითმფრინავის, Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნის რეგიონში სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც, თვითმფრინავი იყო ერთადგილიანი მოდელი და მიახლოების ფაზაში ჯერ-ჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო ჩამოვარდა.
იქვე ნათქვამია, რომ პილოტი შესაძლოა თვითმფრინავიდან კატაპულტირების საშუალებით გადარჩენილი იყოს.
ქართული ბიზნესის ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინას!
დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრიანას - ამ სოლიდარული აქციის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩართულობით, ნახევარი მილიონის ლარის მოგროვება გახდა შესაძლებელი, ამ ჰუმანიტარულ აქციას ქართული ბიზნესიც შეუერთდა.
კომპანია GM Pharma (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (GIG ჯგუფი) 300 - 300 ათასი ლარი გამოყვეს გენერატორების შესაძენად. ჰუმანიტარული ტვირთით პირველი კონტეინერები უკვე მომდევნო კვირაში გაიგზავნება უკრაინაში.
ჰუმანიტარული კატასრტორფის წინაშე დგას როგორც უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ისე ქვეყნის სასიცოცხლო ობიექტები: საავადმყოფოები, პურის ქარხნები, სკოლები. განსაკუთრებული ზიანი მიადგა მოსახლეობას, განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ელექტროგადამცემი ხაზები, ელექტროსადგურები. რიგითი მოქალაქეები პირისპირ დარჩნენ მძიმე და ცივი ზამთრის წინაშე უშუქოდ, უწყლოდ, და გათბობის გარეშე. ასეთ დროს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანური თანადგომა და სოლიდარობა, რაშიც ქართული ბიზნესიც აქტიურადაა ჩართული.
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა მონაწილეობა მიიღო "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "რეალური პოლიტიკა"
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა, მონაწილეობა მიიღო ტელერადიო კომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "რეალური პოლიტიკა", სადაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის, ქვეყნის განვითარების, ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის, ასევე, უკრაინის კრიზისისა და სხვა არაერთი აქტუალური საკითხის შესახებ უპასუხა მედია-ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" პრეზიდენტის, ბატონ მალხაზ გულაშვილის, შეკითხვებს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა
ჰანჯოუში პირველი გლობალური ციფრული კომერციის გამოფენა გაიხსნა
ჰანჯოუ, (სინხუა) - პირველი გლობალური ციფრული კომერციის გამოფენა გაიხსნა დღეს ჰანჯოუში, აღმოსავლეთ ჩინეთის ჟეჟიანის პროვინციის დედაქალაქში. გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საწარმოების წარმომადგენლები 50-ზე მეტი ქვეყნიდან.
გამოფენის მიზანია, რათა განიხილონ გლობალური ციფრული ვაჭრობის აქტუალური საკითხები და დააჩქარონ გახსნილობისა და თანამშრომლობის პროცესები ციფრულ ეკონომიკაში.
„როგორც ციფრული ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, ციფრული ვაჭრობა არის ახალი ტენდენცია გლობალური ვაჭრობის განვითარებაში და მისი ზრდის ახალი ძრავა, რომელიც ახალ ბიძგს აძლევს მსოფლიო ეკონომიკის აღდგენასა და ზრდას“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ვაჭრობის განვითარების ბიუროს ხელმძღვანელმა ვუ ჟენპინმა.
გამოფენა თემაზე "ციფრული კომერციის დაკავშირება მსოფლიოსთან", ერთობლივად იმართება ჟეჯიანის პროვინციის სახალხო მთავრობის და ჩინეთის კომერციის სამინისტროს მიერ.