Items filtered by date: ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ევროკავშირი გეგმავს ომის გამო გაყინული რუსეთის 300 მილიარდი ევროს ცენტრალური ბანკის რეზერვების და რუსი ოლიგარქების 19 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული აქტივების ჩამორთმევას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში 24 თებერვლიდან მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ვიდეო გაავრცელა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

როგორც ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, „რუსეთმა ფინანსურად მიყენებული ზარალი უნდა გადაიხადოს“ და რომ უკრაინის ზარალი 600 მილიარდ ევროს შეადგენს.

„რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა აანაზღაურონ უკრაინისთვის მიყენებული ზიანი და გაიღონ ქვეყნის აღდგენის ხარჯები“. - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ აქვთ საშუალება რუსეთს ეს გადაახდევინონ, მათ დაბლოკეს რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების 300 მილიარდი ევრო და გაყინეს რუსი ოლიგარქების 19 მილიარდი ევრო.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია მოკლე ვადაში შევქმნათ სტრუქტურა, რომელიც ამ თანხებს მართავს და მის ინვესტირებას მოახდენს“. - განაცხადა ლაიენმა.

მან აღნიშნა, რომ შეუძლიათ გამოიყენონ აღნიშნული სტრუქტურის შემოსავლები უკრაინისთვის და დაამატა: „როდესაც სანქციები მოიხსნება, ეს თანხები უნდა იქნას გამოყენებული ყველა ზიანის კომპენსაციისთვის, რომელიც რუსეთმა  მიაყენა უკრაინას. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან საერთაშორისო შეთანხმებაზე, რათა ეს შესაძლებელი გახდეს“.

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ იპოვონ სამართლებრივი გზები ამ მიზნის მისაღწევად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

მისივე თქმით, „რუსეთის საშინელი დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება“.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ვისაც არ ეზარება, ყველა ომსა და მშვიდობაზე ლაპარაკობს. დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან მყიფე მშვიდობა, უკრაინელების თავდადების ხარჯზე. ვისურვებდი, მართლა მყარი მშვიდობა გვქონდეს, რაც  გლობალურ სამყაროში, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გარეშე არასდროს გვექნება.

მყარი მშვიდობა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი. ჩვენ გვჭირდება თითოეული ოჯახისთვის ღირსეული შემოსავალი (მინიმუმ 1000 $ და მეტი) და ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ხვალინდელი დღის პერსპექტივის შეგრძნება. ამგვარი გეგმის განხორციელება - მშვიდობა, კეთილდღეობა და პერსპექტივა, - შესაძლებელია უაღრესად კარგი სახელმწიფო მმართველობის და მთელი ერის დაუღალავი შრომის პირობებში. 

იმედი მაქვს, ჩვენი ხალხი შეძლებს ქვეყნის მმართველობაში ისეთი გუნდის მოყვანას, რომელიც შემჭიდროვებულ ვადებში გადაჭრის ამ ამოცანებს.

მე მჯერა ქართველი ხალხის გონიერების!", - აცხადებს კახა ოქრიაშვილი. 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჯანმრთელობის სააგენტო „თრაიქეას“ წარმომადგენლობამ, გლობალურმა სადაზღვევო კომპანიამ SOS International-მა, „თრაიქეას“ პროგრამის სამედიცინო მომსახურების მომწოდებლად აირჩია.

„ნიუ ჰოსპიტალსმა“ ხანგრძლივი სელექციისა და ინსპექტირების შედეგად მიიღო „თრაიქეას“ ავტორიზაცია და მისი პარტნიორი გახდა, რათა უზრუნველყოს „თრაიქეას“ და SOS International- ის საქართველოში მყოფი ბენეფიციარებისთვის სრული სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

„თრაიქეა“ წარმოადგენს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჯანმრთელობის სააგენტოს პროგრამას, რომელიც არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მსოფლიოს გარშემო უზრუნველყოფს ჯანდაცვის სერვისებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების, სამხედრო პერსონალისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.

ავტორიზაციის პროცესი, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსმა“ გაიარა „თრაიქეას“ მიერ დადგენილი მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას და საქართველოში დასავლური სტანდარტების სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტებს დაცვით აშენებული, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კლინიკა ყოველდღიურად ემსახურება ქართველ და უცხოელ პაციენტებს, რომლებიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მიმართავენ სამედიცინო მომსახურების მისაღებად. დაარსების დღიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ სამედიცინო დახმარება გაეწია ასიათასობით ადამიანს - ჩატარდა 230,000-მდე სტაციონარული და 1,400,000-მდე ამბულატორიული მომსახურება. 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც 1 იანვრამდე გაგრძელდება და  მომხმარებელს ოჯახისთვის საჭირო ნივთების ან  მეგობრებისთვის საჩუქრების განვადებით შეძენას მომენტალურად, ხელსაყრელი პირობებითა და გამარტივებული პროცესით სთავაზობს.

ლიბერთის განვადებით სარგებლობისთვის  საკმარისია შეარჩიოთ და დამატებითი საკომისიოს გარეშე შეიძინოთ სასურველი ნივთი, ხოლო თანხის გადახდა დაიწყოთ განვადების მიღებიდან 3 თვის შემდეგ.

ლიბერთი განვადებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი - ხელფასის, იჯარის, გზავნილის ან პენსიის სახით.   ,,ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ  მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს.

განვადების ახალი აქციით, მოხარული ვართ რომ წინაასახალწლოდ, ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საჩუქრები თუ ოჯახისთვის საჭირო ნივთები შეიძინონ დღესვე და გადახდა დაიწყონ სამი თვის შემდეგ.“-სალომე სტურუა, ლიბერთის განვადებების განყოფილების უფროსი.   პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალის სანახავად  ეწვიეთ: http://bit.ly/3OJAzAT 

სს ლიბერთი ბანკის შესახებ ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური