Items filtered by date: ოთხშაბათი, 09 ნოემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

პეკინი, 8 ნოემბერი (სინხუა) -- ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ეწვია ცენტრალური სამხედრო საბჭოს გაერთიანებული ოპერატიული მართვის ცენტრს და წარმოადგინა ახალი პოზიცია ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის სულისკვეთების თანმიმდევრულად განსახორციელებლად, რათა გააძლიეროს ჯარების მომზადება და საბრძოლო მზადყოფნა.

სი ძინფინგმა, რომელიც ასევე არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე და გაერთიანებული ოპერატიული სარდლობის ცენტრის მთავარსარდალი, განაცხადა, რომ, მთელმა არმიამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოს საბრძოლო მზადყოფნა, გააუმჯობესოს ბრძოლის უნარი და ეფექტურად შეასრულოს თავისი მისიები, ამოცანები ახალ ეპოქაში. სამშაბათს, 8 ნოემბერს, სამეთაურო ცენტრში მისვლისას, სი ძინფინგმა ბრიფინგი გამართა. მოგვიანებით იგი შეხვდა სამეთაურო ცენტრის ოფიცრებსა და ჯარისკაცებს და მის ყველა წევრს გულწრფელი მისალმებები გადასცა, შემდეგ კი ჩინეთის ლიდერმა შეხვედრის მონაწილეებთან ჯგუფური ფოტო გადაიღო. სი ძინფინგმა დაავალა შეისწავლონ, გაავრცელონ და განახორციელონ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის სულისკვეთება და მიიღონ კონკრეტული ზომები ეროვნული თავდაცვისა და სამხედროების შემდგომი მოდერნიზაციისთვის.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ამჟამად განიცდის უფრო ღრმა ცვლილებებს, რაც გასულ საუკუნეში არ ყოფილა, სი ძინფინგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოება მზარდი არასტაბილურობისა და გაურკვევლობის წინაშე დგას და ქვეყნის სამხედრო ამოცანები კვლავ შრომატევადი რჩება.

სი ძინფინგმა დაავალა შეიარაღებულ ძალებს მტკიცედ დაიცვან ეროვნული სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და განვითარების ინტერესები და წარმატებით შეასრულონ სხვადასხვა ამოცანები, რომლებიც მათ კომუნისტურმა პარტიამ და ხალხმა დაავალათ.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

11 და 12 ნოემბერს ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს ახალ აქციას სთავაზობს: ‘ზოდის’ ფილიალებში ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას, გადახდილი თანხის 30% ანგარიშზე მომენტალურად დაბრუნდება.

ზოდის ფილიალები, რომლებშიც მომხმარებელი შეძლებს  აქციით სარგებლობას:

  • თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის N 11
  • რუსთავი, ლეონიძის N 20
  • მარნეული, სულხან-საბას N 13
  • გორი, ცხინვალის გზატკეცილი N 33
  • ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი N 20

‘ზოდი’-ში 30% ქეშბექის მისაღებად საკმარისია ქეშბექის ვებ გვერდზე www.cashback.ge ან მობილურ აპლიკაციაში ზოდის შეთავაზების აქტივაცია და ლიბერთის ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.

აქციის ფარგლებში, ლიბერთის ‘ახალი’ ბარათით გადახდისას აქციის ქეშბექს +10% ქეშბექიც დაემატება. მათთვის, ვისაც ჯერ არ აქვს ‘ახალი’ ბარათი, 21 ნოემბრის ჩათვლით განსაკუთრებული პირობები მოქმედებს: akhalibarati.ge

ლიბერთის ნებისმიერი ბარათით გადახდისას CashBack ლიმიტი 1000 ლარია, ხოლო ‘ახალი’ ბარათით გადახდის შემთხვევაში - 1050 ლარი.  

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

PSP ფარმასა და შვეიცარულ კომპანია „დოქტორ ვაილდს“ შორის მოლაპრაკებების

პროცესი წარმატებით დასრულდა და ექსკლუზიური თანამშრომლობის კონტრაქტის

გაფორმდა. „დოქტორ ვაილდი“ შვეიცარიის ბაზრის ლიდერი კომპანიაა პირის ღრუს

მოვლის საშუალებების წარმოებისა და გაყიდვების მიხედვით. 90 წლიანი ისტორიის

კომპანია 1940 წლიდან წამყვან დენტალ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ქმნის

ინოვაციურ და ექსკლუზიურ პირის ღრუს მოვლის საშუალებებს როგოც ყოველდღიური

მოვლისთვის, ასევე სპეციფიური საჭიროებებისა, პირის ღრუს პრობლემებისა და მისი

სიჯანსაღისთვის. კომპანია პროდუქციას შვეიცარიის ქალაქ მაინტსში არსებულ საკუთარ

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში აწარმოებს და მუდმივად

აკონტროლებს მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში.

„დოქტორ ვაილდის“ მრავალფეროვანი ასორტიმენტის ინოვაციური კბილის პასტები,

გელები და სავლები საშუალებები მსოფლიოს 40 ქვეყანაში დიდი პოპულარობით

სარგებლობს. უახლოეს პერიოდში შვეიცარული პირის ღრუს მოვლის ინოვაციური

პროდუქტები უკვე ქართველი მომხმარებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი“ -

აცხადებენ PSP-ში.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური