Items filtered by date: შაბათი, 05 ნოემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA
„ეფეს საქართველომ“ PechaKucha Night Tbilisi-ის ღონისძიებაზე ახალი ანტერპრენერული პროგრამა წარადგინა!
ღონისძიება, რომელსაც „ეფეს საქართველომ“ Startup Büro • სტარტაპ ბიურო-თან და Impact Hub Tbilisi-თან ერთად უმასპინძლა, 3 ნოემბერს Fabrika-ში გაიმართა.
განვიხილეთ კრეატიული იდეები და ინიციატივები გარემოზე დადებითი გავლენის გასაზრდელად.
ვინაიდან მდგრადობა „ეფეს საქართველოსთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ანტერპრენერული პროგრამაც ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის ქართველი მეწარმეების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ღონისძიებაზე, სხვა სპიკერებთან ერთად, სიტყვით გამოვიდნენ Anadolu Efes Kurumsal-ის აღმასრულებელი დირექტორი, Can Caka, “ეფეს საქართველოს“ გენერალური დირექტორი, Ertan Kurt და კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ნიკა ეგაძის სენსაცია!
ბათუმის საციგურაო სკოლის აღზრდილმა ნიკა ეგაძემ საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო გრან-პრის ეტაპზე საკმაოდ ძლიერ კონკურენტებთან პაექრობაში მოკლე პროგრამის შემდეგ მეოთხე შედეგი აჩვენა. სასიამოვნოა, რომ ნიკამ ორი ოთხმაგი ნახტომის სუფთად შესრულება მოახერხა და ბოლო მომენტამდე ინარჩუნებდა სამეულში გასვლის შანსებს. ძალიან საამაყოა, რომ ხვალ, თავისუფალ პროგრამას ქართველი ახალგაზრდა უძლიერეს ფინალურ ექვსეულში ისრიალებს...
მამაკაცთა ტურნირს კი ქართული სახელის მქონე იაპონელი შოთა იამამოტო ლიდერობს...
წარმატებები ნიკას ხვალინდელ ასპარეზობაში!
გამოქვეყნებულია სპორტი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური