Items filtered by date: პარასკევი, 25 ნოემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

წინამდებარე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა  საქართველოში, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალიზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს,გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, შვედეთის, შვეიცარიის,  ჩეხეთის, ხორვატიისსაელჩოები საქართველოში.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გვსურს, შევუერთდეთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, რათა გამბედავად აღვუდგეთ წინ ამ გლობალურ, უმძიმეს პრობლემას.

სტიგმისა და დაუსჯელობის გამო, ქალთა მიმართ ძალადობამ პანდემიის მასშტაბებს მიაღწია. მთელ მსოფლიოში, მათ შორის  საქართველოშიც, ქალების და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და დაფარულ დარღვევად რჩება, რაც ერთდროულად  გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის მიზეზიცაა და - შედეგიც.

ისეთი სამყაროს მშენებლობა, რომელშიც ქალთა მიმართ ძალადობა არა მარტო სათანადოდ დაგმობილი, არამედ აღმოფხვრილიც იქნება, სრულიად რეალურია. ამ პრობლემის  პრევენცია არა მარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელია.

როგორც ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის 2022 წლის 22 ნოემბრის ანგარიშში აღინიშნა, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ყოვლისმომცველი პოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა შეიმუშავა, შეაგროვა მონაცემები და კანონის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, გააძლიერა ინსტიტუციები.  შედეგად,   ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ჩრდილოვანი პანდემიის დაძლევის გზაზე ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.  ამას გარდა, ძალადობაგამოვლილი პირებისთვის  სპეციალიზებული მომსახურებები შეიქმნა: ამოქმედდა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები და ცხელი ხაზი; საგულისხმოა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, საქმეებზე უფრო მგრძნობიარედ და მაღალკვალიფიციურად მუშაობის მიზნით, სპეციალიზაცია გაიარეს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების აღქმები დადებითად შეიცვალა და მართლმსაჯულების სისტემისა თუ არსებული მომსახურებების მიმართ ძალადობაგამოვლილი პირების ნდობაც ამაღლდა.

თუმცა, საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გატარებული სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, ქალებს ძალადობა კვლავ საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ. ხშირად ფემიციდი მათ მიერ განცდილი ძალადობის სხვა ფორმების გაგრძელებას წარმოადგენს. ისევ მწვავე პრობლემაა საქართველოში სექსუალური ძალადობაც, თუმცა, შეტყობინების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და, შესაბამისად, სასამართლომდე საქმეების მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ აღწევს. ქართულ საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებული პატრიარქალური ნორმების და ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპების შედეგად, ხშირად თავად მსხვერპლს ადანაშაულებენ ხოლმე და, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემთხვევებს შემწყნარებლობით ხვდებიან.

ჩვენი მოწოდებაა, ეროვნულ დონეზე გაძლიერდეს ყოვლისმომცველი მიდგომა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის თავიდან ასაცილებლად. არსებული ძალისხმევა კონკრეტულ ქმედებებად უნდა იქცეს. ამ მიზნით კი  აუცილებელია: საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, მათ შორის  გაუპატიურების განმარტების ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, „სტამბოლის კონვენციასა“ და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ასევე, სათანადო გულისხმიერების გამოჩენა ძალადობის შემთხვევების პრევენციის (მათ შორის, საკითხის ზოგადი განათლების პროგრამებში ინტეგრირების გზით) გამოძიების, დასჯისა და შესაბამისი კომპენსაციის უზრუნველყოფის მიზნით. უმნიშვნელოვანესია ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და გამყარება.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველას გადამწყვეტი როლი ეკისრება, ამიტომ ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ქალების და გოგოების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების ხელშეუვალი უფლება თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

რუსეთის კრასნოდარის ოლქის ქალაქ კრიმსკში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

რუსული საინფორმაციო წყაროები, უშიშროების ძალებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში იუწყებიან, რომ 66 წლის პირმა, ქალაქის ჯანდაცვის ცენტრში, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი მიზნით, შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა.

თავდასხმას, ცენტრში მომუშავე ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამავე ინფორმაციით, თავდამსხმელმა ინციდენტის ადგილის დატოვების შემდეგ ქუჩაში გადაადგილებისას კიდევ ერთ პირს გაუხსნა ცეცხლი, რომლიც ადგილზევე დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

26 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე: „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე - მკურნალობის მიზანი განკურნებაა“. კონფერენცია ადრეული ფილტვის კიბოს მულტიდისციპლინური მართვის საკითხებსა და დაავადების მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს ეძღვნება.

მნიშვნელოვანია, რომ დღეისათვის, „როშ ჯორჯია“ საზოგადოებას სთავაზობს სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატის გამოყენებას უკვე ადრეული ფილტვის კიბოს მკურნალობაში. ატეზოლიზუმაბი გახდა პირველი იმუნოთერაპიული პრეპარატი, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს დაავადების რეციდივირების და სიკვდილის რისკს ფილტვის კიბოს პაციენტებში და აახლოებს მათ განკურნებასთან. აღნიშნულმა მიღწევებმა ფილტვის კიბოს პაციენტთა პროგნოზი პარადიგმულად შეცვალა და სიცოცხლის გახანგრძლივება ცხოვრების კარგი ხარისხის შენარჩუნებით უკვე რეალობად იქცა.

„ონკოლოგიაში ჩვენი უმთავრესი მიზანი პერსონალიზირებული მკურნალობის დანერგვის ხელშეწყობაა, რაც გულისხმობს სწორი პაციენტის სწორ მკურნალობას სწორ დროს. დღეს პერსონალიზებული მკურნალობისთვის საჭირო ინოვაციური მეთოდები უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ფილტვის კიბო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა სამედიცინო საზოგადოებისათვის. დაავადების იმუნოთერაპიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ფილტვის კიბოს მკურნალობის სტანდარტი. როში არის პირველი კომპანია რომლის იმუნოთერაპიულმა საშუალებამ ადრეული ფილტვის კიბოს რეციდივირების რისკის მნიშვნელოვანი დაქვეითებით მაქსიმალურად მიუახლოვა პაციენტი განკურნებას,“ - განმარტავს „როს ჯორჯიას“ დირექტორი მაკა ასათიანი.

კონფერენციაზე, რომელზეც მოწვეულები არიან ექემი ონკოლოგები, სამედიცინო სფეროს ექსპერტები, პაციენტები და მედია განიხილება თემები, როგორიცაა:
ფილტვის კიბო საქართველოში (ი. კილაძე - ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ი.კილაძე)
• ადრეული არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს (eNSCLC) პერიოპერაციული იმუნოთერაპია - რთული გამოწვევა თუ განვითარებადი მკურნალობის ახალი სტანდარტი? (ტ. მარჟანსკი - პროფესორი, თორაკალური ქირურგიის დეპარტამენტი, გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტი)
• ადიუვანტური თერაპია არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს სრული რეზექციის მქონე პაციენტებში (ფ. კაპუზო, ონკოლოგი, ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, დედოფალი ელენას სახელობისკიბოს ნაციონალური ინსტიტუტი)

დასასრულს გაიმართება, პანელური დისკუსია მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგიი მათითაშვილის ფასილიტატორობით.

დამატებითი ინფორმაცია:

როგორ ებრძვის იმუნური სისტემა სიმსივნეს და რა სახეობის მკურნალობას მოიცავს
იმუნური სისტემის კიბოსთან ბრძოლისთვის გამოყენება. 1890-იან წლებში, ნიუ იორკში დამკვიდრებულმა ქირურგმა უილიამ კოლიმ კიბოს განკურნებისთვის პაციენტებში ბაქტერიების შეყვანა დაიწო . „კოლის ტოქსინები“, როგორც მათ ახლა ეწოდებათ, გვაწვდიან ერთ-ერთ პირველ მტკიცებულებას, რომ იმუნური სისტემის სტიმულაციით, სიმსივნური წარმონაქმნი ზომაში მცირდება ან ქრება.
უკანასკნელ პერიოდში, თანამედროვე სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო მიდგომები უფრო მეტად ფოკუსირდება იმ გენეტიკურ მუტაციებზე, რომლებიც იწვევენ სიმსივნის ანომალურ განვითარებას. ნამდვილი ცვლილება მოხდა მაშინ, როდესაც სიმსივნის ზედაპირზე აღმოაჩინეს იმუნური სისტემის აქტიურობის დამთრგუნველი , ე.წ. „ ჩექფოინთ (საკონტროლო წერტილები) ინჰიბიტორები. მათ მიეკუთვნება: PD-1, PD-L1, CTLA-4, რომლებიც თრგუნავენ იმუნური სისტემის ძირითადი უჯრედების - T ლიმფოციტების აქტიურობას. ეს ბიომარკერები ნორმალურ უჯრედებზეც (მათ შორის იმუნურზეც) არის გამოხატული ზომიერი ექსპრესიით. ისინი პრევენციას უწევენ იმუნური სისტემის თვით-აქტივაციასა და აუტოიმუნური პროცესების განვითარებას. სიმსივნის წარმოქმნის შემთხვევაში კი, „ჩექფოინთ“ მარკერების ზედმეტად გაძლიერებული ექსპრესია, უკვე, ამუხრუჭებს იმუნური უჯრედების აქტიურობას და, შედეგად, იმუნური სისტემა დეაქტივირებულია.
დღეისათვის ცნობილია შემდეგი სახის სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატები - ე.წ. „ჩექფოინთ“ ინჰიბიტორები: ანტი-CTLA-4, ანტი-PD1 და ანტი-PD-L1. მათი მოქმედების მექნიზმი მოიცავს სიმსივნური უჯრედის ინჰიბიტორულ მარკერსა და იმუნურ უჯრედს შორის კავშირის დარღვევას და იმუნური უჯრედების რეაქტივაციით სიმსივნური უჯრედის განადგურებას.
როგორ მუშაობს სიმსივნის იმუნოთერაპია?
ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციაა დაიცვას ორგანიზმი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ზოგიერთ სიმსივნურ წარმონაქმნს აქვს უნარი გახდეს შეუმჩნეველი იმუნური სისტემისათვის. სიმსივნის იმუნოთერაპია განაპირობებს იმუნური სისტემის რეაქტივაციას, სიმსივნური უჯრედების ამოცნობას და მათ განადგურებას. ფილტვის კიბოს მკურნალობაში უკანსკნელ პერიოდში აქტიურად და წარმატებით გამოიყენება სიმსივნის იმუნოთერაპია. კიბოს უჯრედების ამოკვეთის შემდეგაც კი შესაძლებელია განმეორდეს მათი წარმოქმნა, ხოლო ადრეული სტადიის ონკოლოგიური დაავადების დროს სიმსივნის იმუნოთერაპიის გამოყენების შედეგად შესაძლებელია გამოჯანმრთელება რეციდივის გარეშე. ქიმიოთერაპიით მკურნალობა სიმსივნური უჯრედების გარდა პარალელურად ანადგურებს ჯანმრთელი უჯრედების ნაწილსაც და აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, ხოლო სიმსივნის იმუნოთერაპია შერჩევითად მოქმედებს და არ იწვევს ქიმიოთერაპიისთვის დამახასიათებელ გვერდით მოვლენებს. რაც აქამდე წარმოუდგენლად მიგაჩნდათ, დღეს შესაძლებელია. სიმსივნის იმუნოთერაპიის დახმარებით, ადრეული ფილტვის კიბოს დამარცხება შესაძლებელია!

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

24 ნოემბერს, გაიმართა მედიასემინარი თემაზე „ხელმისაწვდომი მკურნალობა ყველას“. ღონისძიების მიზანს მედიის წარმომადგენლებისთვის ონკოლოგიური დაავადებების მართვაში დღეს არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრის გზების გაცნობა წარმოადგენდა, რათა მათი ჩართულობით განხორციელდეს შემდგომი სამოქმედო გეგმის დასახვა. კერძოდ, თემის მეტად აქტუალიზაციით საბოლოო შედეგების მიღწევა, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე სრულფასოვან და თანაბარ ხელმისაწვდომობას გულისხმობს. შეხვედრა სამუშაო ფორმატში ჩატარდა, რომელშიც ექიმები, პაციენტები და მედია მონაწილეობდნენ.
დღეს არსებული მდგომარეობით: კერძო დაზღვევის ბენეფიციარებს, არ აქვთ ან ძალიან მწირია ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ონკოლოგიური მკურნალობისთვის გამოყოფილი ლიმიტი არ არის საკმარისი მრავალი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, რაც ნიშნავს, რომ პაციენტები ვერ ან მხოლოდ ნაწილობრივ ახერხებენ მკურნალობის კურსის გავლას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში ზრდის ონკოლოგიური დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელს.
კერძოდ, რომ შევაჯამოთ, დასაქმებული ადამიანები, რომლებიც იხდიან სახელმწიფო გადასახადებს და ამით გარკვეულწილად აფინანსებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებსაც, კერძო დაზღვევით სარგებლობის შემთხვევაში რჩებიან მკურნალობის მიღმა, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები არასრულყოფილი მკურნალობის შედეგად ვერ ამარცხებენ დაავადებას, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაც საბოლოო ჯამში უშედეგოდ იხარჯება. 
„სამედიცინო სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ონკოლოგიური პაციენტების მართვაში. ჯანდაცვის სფეროში, არათანაბარი ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებულ ონკოლოგიურ სერვისებზე არის არათანაბარი წვდობა დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის ან ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რაც არის პაციენტის დისკრიმინაცია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა არ მოიცავს ყოველი პაციენტისათვის იდენტური რესურსის მიწოდებას (ერთი ზომის ფეხსაცმელი ყველას არ ერგება). ყოველი შემთხვევა საჭიროებს პერსონალიზირებულ მიდგომას. თანაბარი ხელმისაწვდომობისას მნიშვნელოვანია თითოეულ პაციენტს მივაწოდოთ ის რესურსი, რაც მას სჭირდება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან და ეფექტიან ჯანმრთელობის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვაც 2030 წლისთვის მოიაზრებს ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას, უნივერსალური ჯანდაცვის პრინციპების გათვალისწინებით“- აღნიშნა მისალმებისას „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტმა, ანა მაზანიშვილმა.
„პრობლემებს შეგვიძლია დავუპირისპირდეთ მათი გადაჭრის გზებით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, მივუახლოვდეთ კიბოს მართვის დასავლურ სტანდარტებს: შეიქმნას ერთიანი სტანდარტიზებული ბაზისური ონკოლოგიური პაკეტი, რომელიც იქნება საყოველთაო ჯანდაცვის ონკოლოგიური პაკეტის იდენტური და რომელიც სავალდებულო იქნება კერძო დაზღვევისთვის, გაიზარდოს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ონკოლოგიური პაკეტის ბიუჯეტი,“ - ითქვა სემინარზე. 
„სადაზღვევო კომპანია გარკვეული სისტემის მიხედვით ადგენს სადაზღვევო პოლისებს. გასაგებია ისიც, რომ სახელმწიფოს არ აქვს უსასრულო ფინანსური შესაძლებლობები, მაგრამ უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც ასეთი რთული დიაგნოზის დროს ადამიანს მკურნალობის გარეშე არ დატოვებს. გარდა ფინანსებისა, უნდა არსებობდეს ისეთი სისტემა, როცა საყოველთაოს ფარგლებში გამოყოფილ თანხებს პაციენტი დიდხანს არ ელოდობოდეს და ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დღეებს და კვირეებს არ კარგავდეს. ამისთვის ადამიანები ხელისუფლებას ფულს ვუხდით და ის ჩვენზე მორგებული, ეფექტიანი უნდა იყოს. მე, კერძო დაზღვევის მქონე ადამიანმა, რომელიც ბიუჯეტში გადასახადებსაც ვიხდი და კერძო დაზღვევის ყოველთვიურ პრემიასაც ვფარავ, მკურნალობის სრული და დროული დაფინანსება მაინც ვერ მივიღე,“ - აღნიშნა მოწვეულმა პაციენტმა.
„როცა საქმე სიმსივნურ დაავადებებს ეხება, ყველა მოქალაქე თანასწორი უნდა იყოს. საუბარია დაავადებაზე, რომელიც, მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში სიცოცხლესთან შეუთავსებელია. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ სისტემის შეცვლაზე. უცხოეთის ქვეყნებში ხომ ფინანსდებიან ასეთი პაციენტები? ხომ არსებობს უკვე აპრობირებული, დაზღვევის ეფექტური სისტემები მსოფლიოში? სპეციალისტებმა აუცილებლად უნდა იფიქრონ ამაზე და უნდა დაიწყოს ამ სისტემის შეცვლა,“ - აღინიშნეს მედიასემინარზე.
„დღევანდელი სისტემით ზარალდებიან კერძო დაზღვევის მქონე ადამიანები და ის პაციენტებიც, რომლებიც სახელმწიფოზე არიან „ჩამოკიდებულები“, რადგან ჯიბიდან მეტის გადახდა უწევთ. ოჯახებისთვის კატასტროფული დანახარჯები გაზრდილია. გარდა ამისა, ჩვენც კი, ვინც სახელმწიფოზე არ ვართ დამოკიდებული და გვაქვს პაკეტები, რომლის ფულსაც ჩვენ თვითონ ვიხდით, ვზარალდებით იმიტომ, რომ მთლიანად სისტემაში ხარისხი არ არის და სისტემა ხარჯთარაეფექტურია. ეს აისახება ჩვენზე იმით, რომ ყოველწლიურად სადაზღვევო პაკეტები გვიძვირდება. ანუ სისტემა ჯამურად ყველასთვის ცუდად მუშაობს. სადაზღვევოებიც ზარალდებიან და სახელმწიფოც სულ წუწუნებს, რომ ფული არ ჰყოფნის. დღევანდელ სისტემაში ფულის ჩადება არანაირ ეფექტს პაციენტების მკურნალობის ხარისხსა და გამოსავალზე არ იძლევა,“ - მიაჩნიათ მედიის წარმოამდგენლებს. 
აღსანიშნავია, საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისთვის ერთიანი სტანდარტიზებული პაკეტის შემოღებას უკავშირდება, რომელსაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს დაბალშემოსავლიანი ჯგუფებისთვის, ნაწილობრივ დააფინანსებს საშუალოშემოსავლიანი ჯგუფებისათვის, ხოლო მაღალშემოსავლიან მოსახლეობას კერძო სადაზღვევო ინდუსტრია დაფარავს. შესაბამისად, აღნიშნული კამპანია „ხელმისაწვდომი მკურნალობა ყველას“ სრულად შესაბამისობაშია ამ იდეასთან და მისი მიზანია, საკითხის აქტუალიზებით დაეხმაროს სახელმწიფოს დასახული სტრატეგიის აღსრულებაში.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სნაიპერთა მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა, გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სამხედრო მოსამსახურეებს შორ მანძილზე სროლის კურსი ჩაუტარეს, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჩვენებელი სწავლება მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სასროლეთზე ჩატარდა, რომელსაც სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრედერიკ კამპოსი დაესწრნენ. სამხედროებმა სწავლების დროს სტრესულ მდგომარეობაში სხვადასხვა მანძილზე სროლის სავარჯიშოები შეასრულეს და მაკონტროლებელ-დამკვირვებლებისგან მაღალი შეფასება მიიღეს. 

სნაიპერთა მომზადების კურსი ნატოს წევრი ქვეყნის სამხედროებისთვის საქართველოში მეორედ ჩატარდა. აღნიშნულ სწავლებაში საფრანგეთის ლეგიონმა მონაწილეობა მეორედ მიიღო.

გამოქვეყნებულია სამხედრო

პეკინი, (სინხუა) – ჩინელმა ასტრონავტმა ჩენ დონმა კოსმოსში გატარებული დღეების მიხედვით ჩინეთის ახალი რეკორდი დაამყარა. ჩენ დონგი, რომელიც ამჟამად ჩინეთის კოსმოსურ სადგურზე Tiangong (ზეციური სასახლე) იმყოფება, გახდა პირველი ჩინელი, რომელმაც ორბიტაზე 200 დღეზე მეტი გაატარა, განაცხადა სამშაბათს ჩინეთის პილოტირებული კოსმოსური პროგრამის ოფისის წარმომადგენელმა.

ორ სხვა სინხუთან, ლიუ იანგთან და კაი ქსუჟთან ერთად, ჩენ დონგი 5 ივნისს კოსმოსში 6-თვიან ექსპედიციაში გაემგზავრა Shenzhou-14 კოსმოსურ ხომალდზე. ეკიპაჟმა ორბიტაზე 170 დღეზე მეტი გაატარა. ჩენ დონგისთვის კოსმოსში ეს ფრენა ზედიზედ მეორე იყო. მანამდე, 2016 წელს, ჯინ ჰაიპენგთან ერთად, მან 33 დღე გაატარა Tiangong-2 კოსმოსურ ლაბორატორიაში.

"ჩენ დონგი პერფექციონისტია. ის არასოდეს ტოვებს პრობლემებს გადაუჭრელად", - თქვა ჯინ ჰაიპენგმა. პირველი კოსმოსური ფრენის შემდეგ, ჩენ დონგს მიენიჭა მესამე კლასის კოსმოსური ინდუსტრიის მიღწევების მედალი და საპატიო წოდება "კოსმონავტის გმირი". ჩენ დონგი დაიბადა 1978 წელს ჰენანის პროვინციაში / ცენტრალური ჩინეთი /, იგი ჩინელი ასტრონავტების რიგებში 2010 წლის მაისში შევიდა.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური