ჩინეთში წარმატებით განხორციელდა უძველესი გემის Changjiangkou-2 მოძიების და მდინარის ზედაპირზე ამოტანის ოპერაცია
შანხაი, 21 ნოემბერი (სინხუა) – ორშაბათს მდინარე იანძის შესართავთან მდებარე ფსკერიდან წარმატებით განხორციელდა უძველესი გემის Changjiangkou-2 მოძიების და მდინარის ზედაპირზე ამოტანის ოპერაცია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს არის ჩინეთში, წყალქვეშა არქეოლოგიური კვლევის დროს აღმოჩენილი ყველაზე დიდი ხის გემი.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 100,190,000 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს
მადრიდში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ორმხრივი შეხვედრები გამართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, დელეგაციის წევრები შეხვდნენ შვედეთის, ფინეთის, თურქეთის და ესტონეთის წარმომადგენლებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე. შეხვედრებზე საუბარი რეგიონულ და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს, რუსულ ოკუპაციას და ოკუპაციის თანმდევ პროცესებს, საქართველოს წინაშე არსებულ კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებს შეეხო.
ქართულმა მხარემ შეხვედრებზე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ნატოში გაწევრების აუცილებლობა და ამ გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროებაზე, მნიშვნელობაზე და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის, უსაფრთხოების და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის შესაძლებლობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
დელეგაციის ხელმძღვანელის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხების გარემოს გათვალისწინებით, პარტნიორები ძალიან კარგად აცნობიერებენ საქართველოს ნატოში გაწევრების მნიშვნელობას, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს ალიანსში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარებასთან დაკავშირებით.
„ნატოს მოკავშირეებს შეუძლიათ გაბედული გადაწყვეტილების მიღება თუ არსებობს ამის პოლიტიკური ნება. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი სიგნალია, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრებაც შესაძლებელია დაჩქარებული წესით. ეს არის ის, რასაც ჩვენ მოუთმენლად ველით. ჩვენ და საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ღიებულებებზე დაფუძნებული არჩევანიც არის ალიანსში გაწევრება. ვისაუბრეთ საქართველოს მნისვნელობაზე ნატოსთვის, როდესაც რეგიონში არის მომეტებული საფრთხეები. ის, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს არა მარტო სურვილი, არამედ შესაძლებლობაც და გამოცდილებაც წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებაში, რომელსაც დღესაც აკეთებს მომეტებული საფრთხეების ფონზე. როდესაც ჩვენი პარტნიორები მიისწრაფვიან ენერგორესურსების მიწოდების გზების დივერსიფიკაციისკენ, დაკავშირების გაძლიერებისკენ დასავლეთს და აღმოსვლეთს შორის, ეს კიდევ უფრო ზრდის ნატოს წევრი საქართველოს მნიშვნელობას. პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს დ ტერიტორიულ მთლიანობას. მათ აღგვითქვეს მხარდაჭერა, რომ გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას ყველა ფორმატში და ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციებში“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქეყანას შორის ურთიერთობების გაღმავების და განმტკიცების შესაძლებლობები, მათ შორის, საპარლამნტო დონეზე და ვიზიტების გაცვლის მნიშნელობაზე ისაუბრეს.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.
ყაზახეთში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი იმარჯვებს
გუშინ, ყაზახეთში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი იმარჯვებს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
გუშინ, ქვეყანაში რეგისტრირებული დაახლოებით 12 მილიონი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებზე პრეზიდენტის ასარჩევად, რომელიც ამ თანამდებობაზე 7 წელი დარჩება. ყაზახეთის საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომართ თოყაევი ხმების 81,31 პროცენტით იმარჯვებს.
ყაზახეთში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პირველი შეფასებები უკვე გაკეთდა თურქეთიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „მოხარული ვართ, რომ 2022 წლის 20 ნოემბერს ყაზახეთის რესპუბლიკაში ჩატარებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში და წარმატებით დასრულდა. თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყაზახეთის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, რომელთანაც ღრმა ისტორიული კავშირები და ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. იმედს გამოვთქვამთ, რომ არჩევნების შედეგები, მეგობარი და მოძმე ყაზახეთის ხალხისთვის სიკეთის მომტანი იქნება“.
არჩევნების საბოლოო შედეგები სავარაუდოდ 27 ნოემბერს გახდება ცნობილი.
მიუსაფარი ძაღლებისთვის თბილი და მყუდრო სახლები „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“
20 ნოემბრიდან, თბილისიდან 20 წუთის სავალზე, ბაზალეთის ტბის პირას, „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ მიუსაფარი ძაღლებისთვის თბილი და მყუდრო სახლები მოეწყო და მათ დასახმარებლად სპეციალური მენიუც შედგა. სწორედ ამ დღიდან კლუბის ტერიტორიაზე მადლიერების სკივრი განთავსდა და ოთხფეხა მეგობრებისთვის უკვე რამდენიმე დღეა ერთგული მეგობრები უკვე ზრუნავენ. ყველას, ვისაც მათთვის დახმარების სურვილი აქვს შესაძლებლობა აქვს სპეციალური დოგი ბეგის შეძენა მენიუდან და სკივრში განთავსება, რომლითაც მიუსაფარი ცხოველების გამოიკვებებიან. დოგი ბეგის გაყიდვიდან შემოსული თანხით კი მათ სამედიცინო მომსახურება და ჰიგიენური პროცედურები დაუფინანსდებათ.
20 ნოემბერს, მადლიერების დღესთან დაკავშირებით „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ საქველმოქმედო აუქციონიც გაიმართა, სადაც მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ აუქციონზე ნებისმიერი ნივთი, ნახატი თუ სამკაული გაეტანათ, ასევე შეეძინათ სხვა სტუმრის მიერ წარდგენილი ნივთი.
„მიუსაფარი ცხოველებისთვის გამართულ აუქციონზე 1200 ლარამდე შეგროვდა. თანხის ნაწილით უკვე მოხდა მათთვის საკვების შეძენა, სახლების აშენება, ნაწილი თანხით კი ვეტერინართან ვიზიტი და აუცილებელი პროცედურები დაუფინანსდათ.თავის ოთხფეხა მეგობრებთან მოსულმა სტუმრებმა სპეციალური მენიუდან „დოგი ბეგებიც“ შეიძინეს, და ამით ერთი მხრივ, საკუთარ ცხოველებს გემრიელი და ჯანსაღი საკვებით გაუმასპინძლდნენ, ხოლო მეორე მხრივ, დაეხმარნენ იმ მიუსაფარ ცხოველებს, ვისაც ზრუნვა ძალიან სჭირდება,“ - აღნიშნავს სიდრის კლუბი ბაზალეთზე დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.
“სიდრის კლუბი ბაზალეთზე” მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია, ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხო, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში 16 ნოემბერს გამართა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს ევროპის საბჭოს დღის წესრიგში და მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს 26-ე კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადებისათვის, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.
შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების პრაქტიკის მნიშვნელობას.
გამოითქვა დაინტერესება საქართველო-ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობისა და რეგიონში არსებული გარემოს გათვალისწინებით მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების თვალსაზრისით.
მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.