კახა ოქრიაშვილი: „ხელისუფლების მხრიდან ეს აუცილებელი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ არის მისაღები!“
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"ვეხმაურები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებს - DRG მოდელის დანერგვას (ფასების დაჯგუფება დიაგნოზის მიხედვით) და ფარმაცევტულ სფეროში რეფერენტული ფასების დაწესებას.
არსებული ცვლილებები არ არის ის ძირეული რეფორმა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვას სჭირდება. დარგს და ქვეყანას ესაჭიროება საყოველთაო სავალდებულო დაზღვევა, ფარმაცევტული კომპონენტით, სადაც მაღალშემოსავლიანი ოჯახები სავალდებულო წესით შეიძენენ ჯანდაცვის საბაზისო საოჯახო პაკეტს. საშუალო და დაბალშემოსავლიან ოჯახებს კი, საოჯახო დაზღვევის პაკეტს შეუძენს სახელმწიფო, სრულად ან ნაწილობრივ, სპეციალური შკალით, ამ ოჯახების შემოსავლისდა მიხედვით.
მიმაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არ წარმოადგენს მოსახლეობის ჯანდაცვის ძირეულ რეფორმას, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯია. მთავარია, რა განფასებებს შესთავაზებს ჯანდაცვის სამინისტრო დარგს.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანდაცვაში (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ფარმაცევტული სექტორი) ხარჯების 50 %-ზე მეტი მოდის სამედიცინო პერსონალის ხელფასებზე. რადგან ჯანდაცვის სისტემის მთავარი დამკვეთი არის საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც რეალურად არეგულირებს ფასებს, ამ ცვლილებამ უნდა მოიცვას ხელფასების რეგულაციაც. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გააკეთოს შესაბამისი გათვლები და შემოიღოს დაახლოებით ასეთი სახელფასო ნიხრები:
- ექთნის მინიმალური ანაზღაურება - 1 200 ლარიდან.
- აფთიაქში დასაქმებული, უმაღლესი განათლების მქონე ფარმაცევტის ხელფასი - 1500-1800 ლარიდან.
- ოჯახის ექიმის ხელფასი - 3 000 ლარიდან.
ხელფასების ზრდის გარეშე, დარგში იქმნება კვალიფიციური სპეციალისტების მწვავე დეფიციტი. უკვე დღეს, კვალიფიციური ექთნების რაოდენობა ქვეყანაში არანაირ ნორმას არ შეესაბამება. რატომ: იმიტომ, რომ არ არის ღირსეული ანაზღაურება! კვალიფიციური ექთნები მიდიან საზღვარგარეთ, სადაც მათ სიამოვნებით იღებენ და მათი შემოსავალი 1000-დან 2000 ევრომდე მერყეობს.
აქვე, მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადახედოს და შემოიღოს მინიმალური ხელფასის ცნება, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს და მისი ოდენობა განისაზღვროს 1000 ლარით. ასევე, უნდა გაიზარდოს საარსებო მინიმუმის ოდენობა, რაც დღეს 250 ლარამდეა, არ არის რელევანტური და როგორც ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 600 ლარს.
ვთვლი, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს აუცილებელი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ არის მისაღები!", - ნათქვამია განცხადებაში.
ჩინეთის მე-5 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 145 ქვეყანა, რეგიონი და საერთაშორისო ორგანიზაცია
შანხაი, 1 ნოემბერი (სინხუა) -- 145 ქვეყნის, რეგიონისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან მომავალ ჩინეთის მე-5 საერთაშორისო იმპორტის გამოფენას (CIIE) შანხაიში, განაცხადა CIIE-ის ბიუროს ვიცე დირექტორმა სუნ ჩენხაიმ.
მისი თქმით, წლევანდელ CIIE-ში Fortune Global-ის 284 კომპანია და 500 ინდუსტრიის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.
მიმდინარე წელს CIIE-ი გახსნის ახალ საგამოფენო ზონებს, რომლებიც ეძღვნება მარცვლეულისა და სხვა კულტურების გაცნობას. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ასობით ახალი პროდუქტი, ტექნოლოგია და მომსახურება.
მოხსენება "მსოფლიოს გახსნილობის შესახებ" გამოქვეყნდება პარალელურად მიმდინარე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც CIIE-ს ფარგლებში გაიმართება.
სუნ ჩენხაის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში წელს 20-ზე მეტი ქვეფორუმი ჩატარდება.
ჩინეთის მე-5 საერთაშორისო იმპორტის გამოფენა ჩატარდება შანხაიში მიმდინარე წლის 5-დან 10 ნოემბრამდე. როგორც მსოფლიოში პირველი სახელმწიფო დონის იმპორტის სავაჭრო გამოფენა, იგი 2018 წლიდან ყოველწლიურად იმართება ჩინეთის აღმოსავლეთ მეტროპოლიაში, ქალაქ შანხაიში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, ახმედ ალი ალ საიეღს შეხვდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საამიროების პრეზიდენტს შორის ა.წ. 31 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების ეფექტიანად განხორციელების მექანიზმებს.
ამ მიმართულებით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს კონკრეტული ნაბიჯების შემუშავების მნიშვნელობას, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ასტეროიდი „2022 AP7" დედამიწას საფრთხეს უქმნის
მეცნიერებმა გააკეთეს გაფრთხილება, რომ პოტენციურად ყველაზე საშიშმა ასტეროიდმა, რომელიც 8 წელზე მეტი ხანია ჩანს, შესაძლოა დედამიწასთან გზა გადაკვეთოს. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ამერიკის შეერთებული შტატების კარნეგის მეცნიერების ინსტიტუტის დედამიწისა და პლანეტების ლაბორატორის ასტრონომმა სკოტ შეპარდმა განაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს 2 ასტეროიდი დედამიწასთან ახლოს დიამეტრით დაახლოებით 1,5 კილომეტრი და რომელთა ზომა აღწერილია, როგორც "პლანეტის მკვლელი".
შეპარდმა აღნიშნა, რომ ამ ასტეროიდებიდან მხოლოდ "2022 AP7" მდებარეობს ორბიტაზე, რომელიც პოტენციურ საფრთხეს უქმნის დედამიწას.
ასტეროიდი „პლანეტის მკვლელი“ ადრე მდებარეობდა სადღაც დედამიწასა და ვენერას შორის და, შესაბამისად, ძნელი იყო მისი აღმოჩენა, იმიტომ, რომ ასტრონომები იძულებულები არიან ამ ველის შესასწავლად მზის მიმართულებით გაიხედონ. ჯეიმს ვების ან ჰაბლის მსგავსი ტელესკოპები ამ მიმართულებით არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მათი ოპტიკური მგრძნობელობის გამო.
უცნობია როდის შექმნის საფრთხეს ასტეროიდი „2022 AP7“.
GM PHARMA-მ ესპანური ფარმაცევტული კომპანიის მედიკამენტის საქართველოში წარმოების ლიცენზია მოიპოვა
ქართულ ფარმაცევტულ კომპანია GM PHARMA-სა და ევროპულ კომპანია Combino Pharm-ას შორის გაფორმდა მნიშვნელოვანი კარდიოვასკულური მედიკამენტის წარმოების ტექნოლოგიური ტრანსფერისა და ე.წ. „Know-how“-ს გადმოცემის ხელშეკრულება. Combino Pharm-ი ეკუთვნის მსოფლიოში აღიარებულ ესპანურ ფარმაცევტულ კომპანია Medichem-ს (https://www.medichem.es), რომელიც სპეციალიზდება მყარი სამკურნალწამლო ფორმების შექმნასა და წარმოებაში. Medichem-ი წარმოდგენილია 70-ზე მეტ ქვეყანაში, საკუთარი ბრუნვის 10%-ს ხარჯავს ახალი მედიკამენტების კვლევასა და განვითარებაში (R&D), გააჩნია წარმოებისთვის საჭირო ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა (EU GMP, US FDA), ფლობს რამდენიმე R&D ცენტრსა და ფარმაცევტულ საწარმოს ევროპაში.
აღნიშნული კოლაბორაციის ფარგლებში GM PHARMA უფრო სწრაფად დანერგავს თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალურ კარდიოვასკულურ პრეპარატებს საქართველოსა და მის საექსპორტო ქვეყნებში, რაც ექიმებსა და პაციენტებს სიცოცხლისათვის საშიში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უკეთესად მართვის საშუალებას მისცემს.
ამ ტიპის ტექნოლოგიური ტრანსფერისა და „know how“-ს გაზიარებით GM PHARMA გამოიყენებს Medichem-ის ინოვაციური მედიკამენტების შექმნის წარმატებულ R&D ექსპერტიზას.
როგორც GM PHARMA-ს მთავარი საოპერაციო ოფიცერი (COO) ბ-ნი ლევან ვარდუაშვილი აცხადებს, ევროპული კომპანიიდან ტექნოლოგიური ტრანსფერი და წარმოების ლიცენზიის მოპოვება უპრეცედენტოა არა მარტო ქართული, არამედ სამხრეთ კავკასიის ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის. ამ ტიპის ბიზნეს-თანამშრომლობა GM PHARMA-ს საშუალებას მისცემს დაარეგისტრიროს მის ფარმაცევტულ ქარხანაში წარმოებული მედიკამენტები ევროკავშირის ქვეყნებში, მოიპოვოს ევროპის კარგი საწარმოო პრაქტიკის სერტიფიკატი (EU GMP) და აქტიური ოპერირება დაიწყოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.