ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის შედეგები - ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი!
ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა ჭოუ ციენმა დღეს შეხვედრა გამართა ქართული საზოგადოების ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან, სადც მათ გააცნო ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის შედეგები და ამოცანები.
როგორც ელჩმა აღნიშნა, 22 ოქტომბერს პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა დასრულდა. "ეს ქვეყნის წლევანდელ პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. იგი დიდ გავლენას იქონიებს როგორც ჩინეთის, ისე მთელი მსოფლიოს განვითარებაზე. მასზე პარტიის მე-18 ყრილობის შემდგომ პერიოდში ჩინეთის განვითარების მიღწევები შეჯამდა და მომავალ ხუთწლიან პერიოდში ქვეყნის განვითარების მიზნები და ამოცანები განისაზღვრა. გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა ყრილობაზე მნიშვნელოვანი ანგარიში წარადგინა.
- ჩინეთის განვითარების მიღწევები და სამომავლო ამოცანები
მისივე თქმით, როგორც ჩინეთის ლიდერმა სი ძინფინგმა აღნიშნა, გასული 10 წლის განმავლობაში ერისა და პარტიის ცხოვრებაში ისტორიული დატვირთვის მქონე სამი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. პირველი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან გავიდა 100 წელი. მეორე, დაიწყო ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის ახალი ერა. მესამე, განხორციელდა „ასწლეულის პირველი მიზანი“, კერძოდ, აღმოიფხვრა უკიდურესი სიღარიბე და დასრულდა „ზომიერად დოვლათიანი საზოგადოების“ ფორმირების პროცესი. ამ მომენტიდან, პარტიის ცენტრალური ამოცანაა, მთელ ერს თანამედროვე და ძლიერი სოციალისტური სახელმწიფოს შენების გზაზე გაუძღვეს, რათა განხორციელდეს „ასწლეულის მეორე მიზანი“ - ჩინური სტილის მოდერნიზაციის საშუალებით მიღწეულ იქნეს „ჩინელი ერის დიადი აღორძინება“.
- ჩინური სტილის მოდერნიზაცია
მოდერნიზაცია მსოფლიოს ხალხების საერთო მისწრაფებაა. დღეს განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა ჯამში 1.1 მილიარდამდეა, ხოლო ჩინეთის მოსახლეობა 1.4 მილიარდს შეადგენს. ჩინეთის მოდერნიზებით მსოფლიოში განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა გაორმაგდება, რაც კაცობრიობის განვითარების ისტორიის სასწაული იქნება. სიტყვა „მოდერნიზაცია“ დასავლეთიდან მოდის და ერთ დროს იგი „დასავლურ გზასთან“ ასოცირდებოდა, მაგრამ მცდარია მისი „დასავლეთის ექსკლუზივად“ მიჩნევა. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში ბევრმა ქვეყანამ გადაიღო დასავლური მოდელი, შემოიღო ლიბერალური ეკონომიკა და დემოკრატიული არჩევნები, თუმცა მათ ორმაგი - პოლიტიკური და ეკონომიკური მარცხი განიცადეს. რაში შეცდნენ ისინი? ბოლო-ბოლო რა არის მოდერნიზაციის გასაღები? ჩინეთს ყოველთვის მიაჩნდა, რომ მოდერნიზაცია დასავლური მოდელის უსიტყვოდ მიღებას სულაც არ ნიშნავს. მხოლოდ საკუთარი ეროვნული პირობების შესაბამისი მოდერნიზაცია შეიძლება იყოს სწორი. მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, რთული ბუნებრივი პირობები და შეზღუდული რესურსები ჩინური მოდერნიზაციის თავისებურებებს განაპირობებს და საკუთარი გზით მოდერნიზაციას აუცილებელს ხდის.
ჩინეთში უკვე დიდი ხანია, რაც არსებობს ე.წ. „ოთხი მოდერნიზაციის“ კონცეფცია, რაც გულისხმობს მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოდერნიზაციას. ეს კონცეფცია ქვეყნის ჩამორჩენილი მდგომარეობიდან გამომდინარეობდა და საწარმოო ძალის განვითარებას ისახავდა მიზნად. პარტიის მე-18 ყრილობის მე-3 პლენუმზე სი ძინფინგმა მეხუთე - „ქვეყნის მმართველობის სისტემისა და მართვის შესაძლებლობების მოდერნიზაციის“ იდეა წამოაყენა, რაც მიზნად ისახავს „ოთხი მოდერნიზაციის“ შემდგომი განვითარებისათვის დაბრკოლებების შემცირებას.
ჩინური სტილის მოდერნიზაცია არის სოციალისტური მოდერნიზაცია, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია ხელმძღვანელობს. გარდა იმისა, რომ იგი მოიცავს სხვა ქვეყნების მოდერნიზაციისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, ჩინეთის ეროვნული პირობების შესაბამისი თავისებურებებით გამოირჩევა. ეს არის მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მოდერნიზაცია, კეთილდღეობა ყველასთვის, მატერიალური და სულიერი განვითარება, ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონია და მშვიდობიანი განვითარება. ჩინური სტილის მოდერნიზაცია დასავლურისგან განსხვავებულია. იგი უარს ამბობს დასავლეთის ქვეყნების მოდერნიზაციის ძველ გზაზე, რომელიც საგარეო ექსპანსიას, კოლონიების ექსპლუატაციას და მონებით ვაჭრობას ეფუძნებოდა. იგი კაცობრიობას მოდერნიზაციის ახალ გზას აჩვენებს. ჩინური სტილის მოდერნიზაცია ხელს შეუწყობს „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ და ახალი ფორმის ადამიანური ცივილიზაციის შექმნას.
- მთელი პროცესის სახალხო დემოკრატია
თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები კაცობრიობის და ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთო მისწრაფებაა. რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის ორმოცწლიან პერიოდში, ჩინეთმა ორი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ესენია სწრაფი ეკონომიკური განვითარება და გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობა. ამ მონაპოვრის უკან „მთელი პროცესის სახალხო დემოკრატია“ დგას. სი ძინფინგმა მეოცე ყრილობის ანგარიშში აღნიშნა, რომ „მთელი პროცესის სახალხო დემოკრატია“ სოციალისტური დემოკრატიის არსებითი თავისებურებაა. ეს არის დემოკრატიის ყველაზე ფართო, ჭეშმარიტი და ეფექტური ფორმა“. ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ თავს დემოკრატიის მამამთავრად მიიჩნევს და სხვების მიმართ უსაფუძვლო მითითებების გაცემას არ ერიდება. ჩვენი აზრით, ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი შემდეგი ოთხი კრიტერიუმით ფასდება: 1. აქვს თუ არა ხალხს ხმის მიცემის და პოლიტიკაში ფართო მონაწილეობის უფლება; 2. საარჩევნო პროცესში რა სახის ზეპირი დაპირებები მიიღო ხალხმა, ხოლო არჩევნების შემდეგ მათგან რამდენი შესრულდა; 3. რა პროცედურები და წესები არის კანონითა და რეგულაციებით განსაზღვრული და რამდენად მკაცრად სრულდება ისინი; 4. ძალაუფლების აღსრულების პროცედურები და რეგულაციები რამდენად არის დემოკრატიული და მისი ზედამხედველობა და შეზღუდვა სინამდვილეში რამდენად შეუძლია ხალხს. ჩვენ ვამაყობთ, რომ „მთელი პროცესის სახალხო დემოკრატია“ ჩინეთის ეროვნულ პირობებს, ისტორიასა და კულტურას ეფუძნება და ხალხის ნებას ასახავს.
მეოცე ყრილობის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ჩვენ გავაუმჯობესებთ ინსტიტუციურ სისტემას, რათა ქვეყნის მართვა იყოს ხალხის ხელში, ხელს შევუწყობთ ხალხის თანმიმდევრულ ჩართულობას პოლიტიკაში, კანონის შესაბამისად ვუზრუნველყოფთ ხალხის მონაწილეობას დემოკრატიულ არჩევნებში, კონსულტაციებში, გადაწყვეტილების მიღებაში, მართვასა და ზედამხედველობაში, გავზრდით მასების მოტივაციას, ინიციატივასა და კრეატიულობას. ჩინეთი „მთელი პროცესის სახალხო დემოკრატიას“ განახორციელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაუმჯობესებით, საკონსულტაციო დემოკრატიის განვითარებით, ფართო მასების დონეზე დემოკრატიის ხელშეწყობით და ერთიანი პატრიოტული ფრონტის კონსოლიდირებით.
- ჩინეთის საგარეო პოლიტიკა
ჩინეთი ახორციელებს დამოუკიდებელ და სუვერენულ სამშვიდობო საგარეო პოლიტიკას, საკუთარ პოზიციას და პოლიტიკას მუდამ საქმის არსებითი ვითარებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, იცავს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს, საერთაშორისო მიუკერძოებლობასა და სამართლიანობას. ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მიზანია მსოფლიოში მშვიდობის დაცვა და საერთო განვითარების ხელშეწყობა. ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა ქვეყანა განურჩევლად სიდიდისა, სიძლიერისა თუ სიმდიდრისა, თანასწორუფლებიანია. ჩინეთი პატივს სცემს ქვეყნების მიერ დამოუკიდებლად არჩეულ განვითარების გზასა და სოციალურ წყობას. იგი მტკიცედ ეწინააღმდეგება ჰეგემონიზმისა და ძალისმიერი პოლიტიკის ნებისმიერ ფორმას, ცივი ომის მენტალიტეტს, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევასა და ორმაგ სტანდარტებს.
ბევრ ქართველს აინტერესებს ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვართ, მხარს ვუჭერთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და იმედი გვაქვს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები აღდგება. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია ე.წ. „ოთხ აუცილებლობას“ ეფუძნება. აუცილებელია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინება, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის ყველა ძალისხმევის მხარდაჭერა.
სი ძინფინგმა გერმანიის კანცლერთან და შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბოლო დროს გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ ისაუბრა უკრაინის საკითხზე, რა დროსაც მან წამოაყენა რეკომენდაცია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ოთხი მიმართულებით ერთობლივად უნდა იმუშაოს. პირველ რიგში, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების ყველა მცდელობას, მოუწოდოს შესაბამის მხარეებს, გამოიჩინონ გონივრულობა და თავშეკავება, რაც შეიძლება მალე დაამყარონ პირდაპირი კონტაქტი, რათა შეიქმნას პირობები მოლაპარაკებების აღსადგენად. მეორე, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთობლივად უნდა შეეწინააღმდეგოს ბირთვული იარაღის გამოყენებას ან გამოყენების მუქარას, არ უნდა დაუშვას ბირთვული იარაღის გამოყენება, რადგან ბირთვულ ომში გამარჯვებული არ არსებობს. მესამე, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივად უნდა უზრუნველყოს გლობალური სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა, ერთობლივად უნდა აღმოფხვრას ენერგეტიკის, სურსათის და სხვა მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობაში შექმნილი დაბრკოლებები და ხელი შეუწყოს გლობალური ეკონომიკის, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის აღდგენას. მეოთხე, საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთობლივად უნდა უზრუნველყოს ზამთრის პერიოდში კრიზისულ ზონებში მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარება, უნდა გაუმჯობესდეს ჰუმანიტარული პირობები, თავიდან უნდა ავიცილოთ უფრო მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისები. სი ძინფინგმა ასევე აღნიშნა, რომ ისეთი გლობალური და კომპლექსური კრიზისის პირობებში, როგორიცაა უკრაინის კრიზისი, სამ რამეზე განსაკუთრებით ღირს დაფიქრება: პირველი, კონფლიქტებსა და ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ; მეორე, რთული პრობლემის მარტივად გადაწყვეტის გზა არ არსებობს; მესამე, აუცილებელია დიდ ქვეყნებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილება. ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენას და იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები, ნატო და ევროკავშირი რუსეთთან დიალოგს დაიწყებენ.
- გახსნილობის პოლიტიკა და გლობალური განვითარების ინიციატივა
დღეს სამყარო, ეპოქა და ისტორია უპრეცედენტო მეთოდებით იცვლება. კოვიდ-19 ვირუსი აგრძელებს გავრცელებას, სახეზე გვაქვს მსოფლიო ეკონომიკის სიმყიფე, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, გლობალური მმართველობის სერიოზული ნაკლებობა, საკვების, ენერგიის და სხვა მრავალი კრიზისი, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებას შეექმნა დაბრკოლება, იზრდება განხეთქილება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, კაცობრიობა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მსოფლიო კიდევ ერთხელ ისტორიის გზაჯვარედინზეა და თუ საით წავა, ყველა ქვეყნის არჩევანზეა დამოკიდებული. ასეთ კრიტიკულ მომენტში, ჩინეთი გააგრძელებს გახსნილობის სახელმწიფო პოლიტიკას, ურთიერთსარგებლიანი გახნსილობის სტარტეგიას, საკუთარი განვითარებით მსოფლიოში ახალი შესაძლებლობების შექმნას, ღია გლობალური ეკონომიკის შენების ხელშეწყობას, რაც მეტ სარგებელს მოუტანს ყველა ერს.
1978 წელს რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის დაწყებისას, თუ ქვეყნის მშპ 150 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 17.73 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2013-2021 წწ. ჩინეთის საშუალო წვლილი მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში 38.6% იყო. იგი ზედიზედ რვა წელია, რაც სავაჭრო ბრუნვით პირველ ადგილზეა მსოფლიოში და მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ბაზრის სტატუსსაც მოიპოვებს. უდავოა, რომ იგი მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მოწინავე ძალაა. ჩინეთი ხელს უწყობს ეკონომიკური გლობალიზაციის სწორი მიმართულებით განვითარებას, ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას, ორმხრივ, რეგიონულ და მრავალმხრივ თანამშრომლობას, საერთაშორისო მაკროეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციას, განვითარებისთვის ხელსაყრელი საერთაშორისო გარემოს შექმნას და გლობალურ განვითარების სტიმულირებას. ჩვენ ვეწინააღმდეგებით პროტექციონიზმს, „კედლებისა და ბარიერების აშენებას“, „კავშირებისა და ჯაჭვების გაწყვეტას“, ცალმხრივ სანქციებს და უკიდურეს ზეწოლას. ჩინეთი მზად არის მეტი რესურსი ჩადოს გლობალური განვითარების თანამშრომლობაში, რათა შემცირდეს განხეთქილება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის და დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს სწრაფად განვითარებაში. ბოლო წლებში ჩინეთი მუდმივად უზრდის დახმარებას განვითარებად ქვეყნებს. სახელმწიფო საბჭოს მონაცემებით, ჩინეთმა ყოველგვარი პოლიტიკური პირობების გარეშე დახმარება გაუწია 160-ზე მეტ ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას. განვითარებადი ქვეყნებისთვის აღმოჩენილმა დახმარებამ 40 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და ბევრი სფერო მოიცვა, მათ შორის, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და ა.შ. რაც მთავარია, ამას დიდი სარგებელი მოაქვს განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისთვის.
სი ძინფინგის მიერ წამოყენებული „გლობალური განვითარების ინიციატივა“ ითვალისწინებს საერთო განვითარების გრძელვადიან მიზნებსა და პრაქტიკულ საჭიროებებს, განვითარების ხელშეწყობაზე საერთაშორისო კონსენსუსის ჩამოყალიბებას, გლობალური განვითარებისთვის ახალი იმპულსის შექმნას და ქვეყნების საერთო განვითარებისა და პროგრესის ხელშეწყობას. ინიცირებიდან ერთ წელში „გლობალური განვითარების ინიციატივის მეგობრობის ჯგუფს“ სამოცზე მეტი ქვეყანა შეუერთდა. ჩვენ შევქმენით გლობალური განვითარებისა და სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის ფონდი, მომავალში გავზრდით ჩინეთ-გაეროს მშვიდობისა და განვითარების ფონდის დაფინანსებას. ჩვენ მოვამზადებთ პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხთა სიას, შევქმნით პროექტების ღია ბაზას და ინიციატივის ხელშეწყობის საგზაო რუკას. ჩვენ 100-ზე მეტ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ხელს შევუწყობთ ინიციატივის განხორციელებას, რაც გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებასაც უზრუნველყოფს. მიმდინარე წლის სექტემბერში, სახელმწიფო მრჩეველმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ნიუ-იორკში „გლობალური განვითარების ინიციატივის მეგობრობის ჯგუფის“ მინისტერიალს უმასპინძლა, რომელზეც პროექტების პირველი სია გამოქვეყნდა. ინდონეზიაში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჩვენ წარვადგინეთ 15 პროექტი და დამატებით კიდევ 5 პროექტში ჩავერთეთ. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ დიდი ოცეულის წევრებთან ამ პროექტების განსახორციელებლად.
განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობები ჩინეთის საგარეო პოლიტიკის საფუძველია. ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებად ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთან თანადგომას. გლობალური განვითარების ინიციატივა ხაზს უსვამს, რომ განვითარების პროცესს არცერთი ქვეყანა და არცერთი ერი არ უნდა გამოაკლდეს. ჩინეთი გააგრძელებს პასუხისმგებელი დიდი ქვეყნის როლის შესრულებას, ხელს შეუწყობს გლობალური განვითარების ინიციატივის ყოველმხრივ განხორციელებას, აქტიურად ჩაერთვება საერთაშორისო თანამშრომლობაში, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იმუშავებს მაღალი დონის პარტნიორობის შესაქმნელად და მისი სწორი მიმართულებით გასავითარებლად, ხელს შეუწყობს კეთილდღეობისა და განვითარების ახალი ეპოქის დადგომას. ჩინეთი და საქართველო ორივე განვითარებადი ქვეყანაა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ჩართულობას გლობალური განვითარების ინიციატივაში, რათა ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობამ მეტი კეთილდღეობა მოუტანოს ორ ერს.
მეგობრებო, ჩინეთი, რომელიც მუდამ მოდერნიზაციისკენ მიდის, მთელი მსოფლიოსთვის აუცილებლად ბევრ ახალ შესაძლებლობას შექმნის და საერთაშორისო თანამშრომლობას მეტ იმპულსს შესძენს. იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კაცობრიობის პროგრესში. ჩინეთი მზადაა გაუზიაროს საქართველოს სახელმწიფო მმართველობისა და მოდერნიზაციის კუთხით დაგროვილი დიდი გამოცდილება. ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა და თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდეს. ამით ჩემი პრეზენტაცია მე-20 ყრილობასთან დაკავშირებით დასრულებულია. მზად ვარ ამ თემაზე დიალოგისთვის", - განაცხადა ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა.
ელჩის გამოსვლის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა მას სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე კითხვები დაუსვეს. ბატონმა ჭოუ ციენმა ჟურნალისტების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა, რისთვისაც დამსწრე საზოგადოების მხრიდან მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ავთანდილ ოთინაშვილი
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ და ‘Visa’ შავი პარასკევისთვის დაპირებულ 70%-მდე ქეშბექის აქციას იწყებენ!
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ და ‘Visa’ შავი პარასკევისთვის დაპირებულ 70%-მდე ქეშბექის აქციას იწყებენ!
აქციის ფარგლებში, CashBack-ის მეგობარ ობიექტებში ლიბერთის Visa ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლები გადახდილი თანხის 70%-მდე ანგარიშზე მომენტალურად დაიბრუნებენ: ლიბერთის ნებისმიერი Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში მომხმარებელი 60%-მდე ქეშბექს მიიღებს, ხოლო ‘ახალი’ Visa ბარათით გადახდისას 70%-მდე ქეშბექი დაბრუნდება.
მეგობარი ობიექტები, რომლებშიც ლიბერთის მომხმარებლები ყველაზე შავი პარასკევის აქციით შეძლებენ სარგებლობას:
- 21 ნოემბერი | Ceramic Studio 1300 • კერამიკ სტუდიო 1300 - 60% (ფაბრიკა - მისამართი: ნინოშვილის ქ. N8)
- 21 ნოემბერი | Superdry • სუპერდრაი - 40%
- 22 ნოემბერი | Patsatsia Nini- 40%
- 22 ნოემბერი | სილვერ სთორ . SILVER STORE - 50%
- 23 ნოემბერი | Concept • კონცეპტი - 50%
- 23 ნოემბერი | Ninellie • ნინელი - 50%
- 24 ნოემბერი | MERAKI • მერაკი - 50%
- 24 ნოემბერი | ვი-ტაკ ჯორჯია • V-TAC Georgia - 40%
- 24 ნოემბერი | ფუნდუკი • FUNDUKI - 40%
- 25 ნოემბერი | Ninea • ნინეა - 50% CashBack
- 25 ნოემბერი | Giggles • გიგლსი - 50% CashBack
- 25 ნოემბერი | Posteration • პოსტერეიშენ - 60% CashBack
- 26 ნოემბერი | ADRENALINE • ადრენალინი - 50% CashBack
- 26 ნოემბერი | Tavrieli • თავრიელი - 40% CashBack
- 27 ნოემბერი | ძველი სუფრა • Old Supra - 60% CashBack
- 28 ნოემბერი | ILITEK • ილიტეკ - 60% CashBack
- 28 ნოემბერი | მეგობარი • MEGOBARI - 40% CashBack
- 28 ნოემბერი | LoveStars - 40% CashBack
- 29 ნოემბერი | Zarbazani Wine & Beauty · ზარბაზანი - 50% CashBack
- 30 ნოემბერი | მელოგრანო • MELOGRANO - 60% CashBack
ლიბერთის ნებისმიერი Visa ბარათით გადახდისას CashBack-ის ლიმიტი 400 ლარია, ხოლო
‘ახალი’Visa ბარათით გადახდისას აქციის ქეშბექს +10% ქეშბექიც დაემატება (მაქსიმუმ 50 ლარი).
თუ ლიბერთის Visa ბარათი არ გაქვს, მისი აღება მარტივად შეგიძლია:
- ესტუმრე ლიბერთის ნებისმიერ ფილიალს და სულ რამდენიმე წუთში გახდი ლიბერთის Visa ბარათის მფლობელი. ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა წინასწარ შეგიძლია: https://libertybank.ge/ka/booking
- თუ უკვე გაქვს ლიბერთის ანგარიში, დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიზაცია ლიბერთის მობაილ ბანკში და მარტივად აიღე ციფრული Visa ბარათი, რომლის გამოყენებასაც Apple Pay-თ ან Google Pay-თ გადახდისას შეძლებ და ბარათის ყველა ბენეფიტითაც ისარგებლებ.
გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები*:
- გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე www.cashback.ge
- გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება
- გადაიხადე ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე
*წესებიდეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge.
თუ უკვე ხართ ლიბერთისინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია.
ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" დa
მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.
ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდნენ
,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში გრძელდება
,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში ლიბერთი, აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს. ამჯერად, ლიბერთი პარტნიორებთან ერთად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შიდა ქართლის რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
,,ბიზნეს დიალოგის” სპიკერებმა, ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სახელმწი-ფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“, ,,მერსი კორფსისა“ და ,,ნიუ ვიჟენ“ დაზღვევის წარმომადგენლებმა, ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარები-სთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.
,,ლიბერთის ,,ბიზნეს დიალოგი“-ს მიზანია, რეგიონებში უშუალო შეხვედრები როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. დიალოგის ფორმატი კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, გავაცნოთ ჩვენი პროგრამის მხარდამჭერი პარტნიორები და ლოკალურად შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიებისსაჭიროებები. ასევე, გავაცნოთ ლიბერთისთან პარტნიორობის და დაფინანსების შესაძლებლობები და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი სამომავლო პროექტები. წელს უკვე თითქმის მთელი საქართველო მოვიცავით და მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერია. იდეების და საჭიროებების ურთიერთგაზიარება ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
,,ლიბერთი, სოფლის განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით სისტემური პროგრამებისა და პირდაპირი გადახდების პროექტების განხორციელების პროცესში. მადლობას ვუხდით ბანკს აქტიური თანამშრომლობისთვის. მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიება, ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფოს შორის საუბრისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯია. სოფლის განვითარების სააგენტოს სახელით შიდა ქართლის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი მიმდინარე პროექტების შესახებ, ვისაუბრეთ ყველა იმ სიკეთეზე , იქნება ეს ფინანსური თუ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, რომელიც ბენეფიციარებს დაეხმარება საკუთარი ბიზნესის ეფექტურად მართვაში. მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს“ – მარიამ გელაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარები დეპარტამენტის უფროსი.
,,სააგენტოსთვის "აწარმოე საქართველოში" ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. ლიბერთი ბანკის მიერ ორგანიზებული ბიზნეს დიალოგის ფორმატის შეხვედრები დადებით გავლენას მოახდენს საბანკო პროდუქტების უკეთ გაცნობაზე, მათ შორის სახელმწიფო პროგრამების ცნობადობის ამაღლებაზე, არსებული მცირე თუ საშუალო ბიზნესის განვითარების მოტივირებაზე და ახალი, საინტერესო იდეების გენერირებაზე. სააგენტოსა და ლიბერთის შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელია წარმატებით მიმდინარეობს და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ კიდევ უფრო მეტ და საინტერესო პროექტს სახელმწიფო მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმებით.“ - გიგი მინაძე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის პროგრამის მენეჯერი.
,,ნიუ ვიჟენ დაზღვევა” მხარს უჭერს ლიბერთის ინიციატივას ,,ბიზნეს დიალოგი”, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. ჩვენთვის, როგორც ლიბერთის ერთ-ერთი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ამჯერად შიდა ქართლის რეგიონში, ბიზნეს სექტორისთვის კიდევ ერთხელ გაგვეცნო ჩვენი სადაზღვევო პროდუქტები და სამომავლო გეგმები. ვიმედოვნებთ, დაზღვევა მათ დაეხმარება თავიანთი ბიზნესის განვითარებაში“ - ზაზა ხოსროშვილი ,,ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
,,მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებითა და ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, საქართველოს 18 მუნიციპალიტეტში ახორციელებს მასშტაბურ პროექტს ,, ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE), რომლის მიზანია სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა. ვფიქრობთ, ბანკის ინიციატივა - ,,ბიზნეს დიალოგი“, კარგი შესაძლებლობაა შევხვდეთ რეგიონებში დასაქმებულ მცირე და საშუალო ბიზნეს წრეებს და გავაცნოთ რეგიონებში ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარების პროგრამის განხორციელების მიმდინარეობა და მოსალოდნელი დადებითი შედეგები. ასევე მივესალმებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებსა და გამოცდილ მეწარმეებს შორის კავშირების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“ - უჩა ვარამაშვილი, “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” პროექტის დირექტორი.
სს ლიბერთი ბანკის შესახებ
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
„ასტანას ბალეტის“ ტრიუმფი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე
დაუვიწყარი სანახაობა თანამედროვე ბალეტის მოყვარულებისთვის
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიულ სცენას ყაზახეთის დედაქალაქის ახალი დასი „ასტანას ბალეტი“ სტუმრობდა. კონცერტები, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ანშლაგით დასრულდა. კონტრასტულმა და ამავდროულად, დახვეწილმა პროგრამამ ქართველი მაყურებელი საოცარ სამყაროში ამოგზაურა. პირველ დღეს დასმა ერთმოქმედებიანი ბალეტები „სალომე“ და „A Fuego Lento“ შეასრულა, მეორე დღეს კი ქართველი მაყურებლის წინაშე საკონცერტო პროგრამით „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“ წარსდგა.
„მნიშვნელოვანია ასეთი სახის კულტურული გასვლები, ასეთ დროს იქმნი რეალურ შთაბეჭდილებას სხვა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაზე, ეზიარები მათ კლასიკურ და ნაციონალურ ხელოვნებას. „ასტანას ბალეტი“ საკამოდ საინტერესო სპექტაკლებით წარსდგა ჩვენი მაყურებლის წინაშე, თავის მხრივ მაყურებელმაც ახლოს მიიღო. ეს გვაძლევს შესაძლებლობას სამომავლოდ ვითანამშრომლოთ,“ - აღნიშნა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა.
„მსახიობებისთვის და ჩვენი თეატრისთვის ეს გასტროლი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ჩვენ პირველად წავრსდექით ახალგაზრდა დასით თბილისის ოპერისა და ბალეტის ისტორიულ სცენაზე. ქართველმა მაყურებელმა საკმაოდ თბილად მიგვიღო და ჩვენმა პროგრამამ აღაფრთოვანა. შევეცადეთ, დადგმები ყოფილიყო, რაც შეიძლება დატვირთული და მრავალფეროვანი,“ - აღნიშნავს „ასტანა ბალეტის“ თეატრის წამყვანი მოცეკვავე ტატიანა ტენი.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დღისთვის „ასტანა ბალეტი“ წარმოადგენს, ყაზახეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ წამყვან ქორეოგრაფიულ კოლექტივს, რომელსაც ათასობით გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში. ის ეწევა აქტიურ საგასტროლო და საკონცერტო საქმიანობას, როგორც ქვეყანის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ: არტისტები უკვე წარდგნენ ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე პეკინსა და შანხაიში (ჩინეთი), პარიზში (საფრანგეთი), ვენაში (ავსტრია), სეულში (კორეა), ბუდაპეშტში (უნგრეთი), ბაქოში (აზერბაიჯანი), ნიუ-იორკში (აშშ), ტოკიოში (იაპონია), ვარშავაში (პოლონეთი), მინსკში (ბელორუსია), ბრიუსელში (ბელგია), მილანში (იტალია), მონტე კარლოში (მონაკო), დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები).
„ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, დიდი პასუხისმგებლობა იყო განთქმულ სცენაზე პირველად გამოსვლა, განსაკუთრებული ყურადღებით საგასტროლო სპექტაკლები შევარჩიეთ, არჩევანი ჩვენს მთავარ მიმართულებაზე გაკეთდა - თანამედროვე და ნეოკლასიკური ბალეტი და ჩვენი რეპერტუარის სიამაყე - ყაზახი და უცხოური საზოგადოების მიერ აღიარებული ეროვნული დივერსიმენტი. ბევრი აპლოდისმენტი, ღიმილიანი სახე, გადაჭედილი დარაბაზი - საკმაოდ თბილი აღმოჩნდა ქართველი მაყურებელი. ვფიქრობ ეს სიყვარული დარჩება ქართველი მაყურებლის გულებში. იმედი მაქვს, რომ მათ წინაშე კიდევ ბევრჯერ წავრსდგებით,“ - აღნიშნა თეატრის დირექტორმა ალექსანდრე სოვოსტიანოვმა.
მნიშვნელოვანია, რომ პირველ დღეს მაღალი ხელოვნების შემფასებლებისთვის წარმოდგენილი იყო რიკარდო ამარანტეს ნეოკლასიკური ბალეტი "A Fuego Lento" შიფრინის, პიაცოლას, გარდელისა და კოსუგის მუსიკაზე. ეს არის ბალეტმეისტერის ფანტაზიის „თავისუფალი ფრენა“ სიყვარულსა და სურვილზე. ერთმოქმედებიანი ბალეტის თითოეული ნომერი წარმოადგენს ქორეოგრაფიულ მინიატურებს ყველაზე ტემპერამენტული და ემოციური ცეკვის - ტანგოს ელემენტებით, რომელშიც განსაკუთრებული როლი ენიჭება ვირტუოზული შესრულების ტექნიკას, ნამდვილ მზგნებარებას და ჭეშმარიტ გრძნობებს. ერთადერთი, რასაც ტანგო ვერ იტანს, არის თვალთმაქცობა და ფარსი, რადგან არ არსებობს ჩვენი გრძნობებისა და ემოციების უფრო სანდო „სიცრუის დეტექტორი“, ვიდრე საყვარელი ადამიანის გულში ჩაკვრა.იმავე დღეს, მეორე განყოფილებაში, მაყურებელმა ოსკარ უაილდის პიესის მიხედვით დადგმული საოცარი სპექტაკლი „სალომე“ იხილა ფაზილ საიას მუსიკაზე თეატრის მთავარი ბალეტმეისტერის მუქარამ ავახრის ქორეოგრაფიით. ბიბლიური სიუჟეტი ავტორის ინტერპრეტაციით საშუალებას მოგცემთ ჩაიძიროთ გრძნობების ნათელ სამყაროში, ხოლო მთავარი გმირების რთული კონტრასტული გამოსახულებები საშუალებას მისცემს საზოგადოებას ახადოს ფარდა ადამიანის სულის საიდუმლოებას. ბალეტმეისტერი სვამს მარადიულ კითხვებს სიბნელესა და სინათლეს შორის ბრძოლის შესახებ, მაგრამ მათ უპასუხოდ ტოვებს და ყველას სთავაზობს არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთებას. სპექტაკლის კულმინაცია ახალგაზრდა სალომეს ცეკვაა, უჩვეულოდ პოპულარული ეპიზოდი იმ მხატვრების, მოქანდაკეებისა და კომპოზიტორების წყალობით, რომლებმაც ის თავიანთ შემოქმედებებში აღბეჭდეს.
მეორე დღეს „ასტანა ბალეტის“ თეატრის კოლექტივმა ყაზახეთის დამსახურებული მოღვაწეების აიგულ ტატისა და მუქარამ ავახრის მიერ დადგმულ ეროვნულ დივერსიმენტი „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“ წარადგინა. საცეკვაო მინიატურების უნიკალური კოლექცია, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ეთნოგრაფიულ მასალას და თანამედროვე ქორეოგრაფიას, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს ეროვნული ცეკვის ხასიათსა და ორიგინალურობას, უცვლელად შედის თეატრის საგასტროლო აფიშაში. ესთეტიკა, სანახაობა, სიღრმე და განუმეორებელი მხატვრული გამოსახულებები ღრმად წვდება სულს და აღაფრთოვანებს მაყურებელს მთელ მსოფლიოში.