Items filtered by date: სამშაბათი, 15 ნოემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

2022 წლის 15 ნოემბრიდან, ლიბერთი თავის მომხმარებელს მარტივ და უსაფრთხო  გადახდის საშუალებას Google Pay-ს სთავაზობს. Google Pay-ს საშუალებით უკონტაქტო გადახდები და ციფრული საფულე ‘Google Wallet’ უკვე ხელმისაწვდომია Android და WearOS მხარდაჭერის მოწყობილობებზე.

ლიბერთის ბარათების მომხმარებლებს სადებეტო და საკრედიტო ბარათების Google Wallet-ში დამატება დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ. გუგლის ციფრული საფულე და გადახდის მეთოდი, მათ მისცემს გადახდის უსაფრთხო საშუალებას ნებისმიერ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომია გადახდის უკონტაქტო სერვისი. ბარათის მფლობელები შეძლებენ ისარგებლონ ყველა იმ ბენეფიტით, რომელიც ლიბერთის ბარათზეა მათთვის ხელმისაწვდომი.

მომხმარებლის ინფორმაციის სრულად დაცულობისთვის, Google Pay-თ გადახდისას, გათვალისწინებულია უსაფრთხოების რამდენიმე დონე, რომელიც კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოებას სძენს ლიბერთის ბარათებს. მათ შორისაა საერთაშორისო სტანდარტების ტოკენიზაცია, რომელიც ნიშნავს, რომ Google Wallet-ში დამატებული ბარათით გადახდისას, ტრანზაქციები ხორციელდება ბარათის ვირტუალური ნომრით (ტოკენით). თითოეული ტოკენი მორგებულია კონკრეტულ  მოწყობილობაზე და ასოცირებულია დინამიურ უსაფრთხოების კოდთან, რომელიც ცვალებადია ყოველ ახალ ტრანზაქციაზე. ასევე, ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში, ‘Find My Device’ ფუნქციის გამოყენებით მარტივია ტელეფონზე წვდომის შეზღუდვა, ახალი პაროლის დაყენება, ან პერსონალური და ფინანსური მონაცემების სრულიად წაშლა.

Google Pay მომხმარებელს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებს Android და WearOS მოწყობილობებზე 45-ზე მეტ ქვეყანაში სთავაზობს. მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ დაამატონ თავისი სადებეტო და საკრედიტო ბარათები Google Wallet-ში და იყვნენ თავდაჯერებულები, რომ მათი ფინანსური ინფორმაცია დაცული და უსაფრთხოა ნებისმიერი შენაძენისას“ - ჯენი ჩენგი, Google Wallet-ის ვიცე პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი.

Google Pay-ს მხარდაჭერის ჩართვა ლიბერთის ბარათის მფლობელებისთვის, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, ლიბერთის ორიენტირებულობას  მომხმარებლებისთვის გამოცდილების გაუმჯობესებასა და ინოვაციებისკენ სწრაფვაზე. ჩვენი ცხოვრება ყოველდღიურად უფრო ციფრული და მობილური ხდება - იგივე ვრცელდება საბარათე ოპერაციებზეც.

ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ ანდროიდის მობილური მოწყობილობებით გადახდა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მარტივ, უსაფრთხო და ეფექტურ საბარათე გადახდებს. Google Wallet სრულად ციფრულ გადახდის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს, თანაც ბარათის მონაცემებს უსაფრთხოდ იცავს.

მოხარულები ვართ, რომ დღეიდან, ლიბერთის ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა Google Pay-ის უკონტაქტო გადახდებით ისარგებლოს და ამავდროულად გამოიყენოს ლიბერთის ბარათების ყველა პირობა და ლოიალობის პროგრამები.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს ინტენსიური მუშაობისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ერთ-ერთი ისეთი პროდუქტია, რომელიც ეხმიანება ბანკის მისიას - გავუმჯობესოთ ადამიანების, მათი ოჯახებისა და ბიზნესების ცხოვრება საქართველოში.“ - გიორგი ქოროღლიშვილი, დისტანციური არხების, ბარათების განვითარებისა და ლოიალობის მიმართულების დირექტორი.

როგორ დავამატო ბარათი Google Wallet-ში ლიბერთის მობაილ ბანკიდან?

  1. გახსენი ან ჩამოტვირთე  Google Wallet აპლიკაცია Google Play-დან
  2. შედი ლიბერთის მობაილ ბანკში
  3. მონიშნე ის ბარათი, რომელიც გსურს რომ დაამატო  Google Wallet-ში და დააჭირე ღილაკს დამატება (ADD TO GPAY).
  4. შეიყვანე შენს ნომერზე გამოგზავნილი SMS კოდი ან დაადასტურე დიჯიპასით
  5. შენ გადამისამართდები Google Wallet-ის აპლიკაციაში. გადაამოწმე მონაცემები და დააჭირე ღილაკს „შემდეგი“
  6. დაეთანხმე წესებსა და პირობებს
  7. სულ რამდენიმე წამში თქვენი ბარათი წარმატებით დაემატება Google Wallet-ში

როგორ დავამატო ბარათი Google Wallet-ში?

  1. გახსენი Google Wallet აპლიკაცია
  2. დააჭირე ღილაკს „გადახდის მეთოდის დამატება“ და აირჩიე „საკრედიტო ან სადებეტო ბარათი“ + ღილაკზე დაჭერით
  3. შეიყვანე ბარათის მონაცემები, ან დაასკანერე ბარათი თუ მოწყობილობა იძლევა ამ არჩევანის საშუალებას
  4. შეავსე აპლიკაციის მოთხოვნილი ყველა სავალდებულო ველი
  5. გაეცანი პირობებს (სიმარტივისთვის წაკითხვის დროს შეგიძლია გამოიყენო„მეტი“ ღილაკი)
  6. დაეთანხმე პირობებს
  7. გაიარე ვერიფიკაცია SMS-ით მიღებული კოდის შეყვანით (იმ შემთხვევაში თუ SMS ვერიფიკაცია ვერ დასრულდა წარმატებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ბანკის ქოლ ცენტრს 032 2 55 55 00)
  8. ბარათი წარმატებით დაემატა შენს ციფრულ საფულეში

სს ლიბერთი ბანკის შესახებ

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
გრან პრის ეტაპებში (ფიგურული სრიალი) მონაწილეობის ისტორიაში, პირველად, საქართველომ შეძლო ქალთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება და ამასთან, ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის 193, 11 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენა!
შეფილდში გამართულ ეტაპზე სულ 10 ქვეყნის 12 სპორტსმენი მონაწილეობდა. ანასტასია გუბანოვა საქართველოს სახელით 2021 სეზონიდან გამოდის და ამ მოკლე პერიოდის მანძილზე მან უკვე საკმაოდ მაღალ შედეგებს მიაღწია, როგორც გასული სეზონის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.
გრან პრის ეტაპზე შეფილდში საქართველოს სახელით იგი პირველად ასპარეზობდა, მისი ეს სადებიუტო გამოსვლა მესამე ადგილითა და ბრინჯაოს მედლით დასრულდა, რითიც მან გრან პრის სარეიტინგო აქტივში 11 ქულა ჩაიწერა.
გრან პრის მეორე ეტაპი ქართველი სპორტსმენისათვის ორი კვირის შემდეგ ფინეთის ქალაქ ესპოში გაიმართება.
გამოქვეყნებულია სპორტი

საფრანგეთის პრეზიდენტმა და ჩინეთის ლიდერმა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების პრევენციასთან დაკავშირებით პოზიცია დაადასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მაკრონმა შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა პარიზისა და პეკინის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რათა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები აღმოიფხვრას.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო. კონფლიქტის შედეგები ევროპის საზღვრებს სცდება და უნდა გადაილახოს საფრანგეთისა და ჩინეთის თანამშრომლობით“, – ნათქვამია მაკრონის პრესსამსახურის განცხადებაში.

ემანუელ მაკრონი და სი ძინპინი „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, ინდონეზიაში შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ასევე განიხილეს დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების თემაც. კერძოდ, საუბარი შეეხო ზამბიას, რომლისთვისაც ჩინეთი უმსხვილესი კრედიტორია.

ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოებმა ასევე გაავრცელეს განცხადება სი ძინპინისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკება პოზიტიური იყო და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პროგრესი შეინიშნება.

წყარო: https://1tv.ge/news/mediis-cnobit-safrangetis-prezidentma-da-chinetis-liderma-ukrainashi-birtvuli-iaraghis-gamoyenebis-prevenciastan-dakavshirebit-pozicia-daadastures/

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს,  გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო იყწყება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული მტკიცე თანამშრომლობა აუცილებელი გზაა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, ისევე როგორც სამმხრივი (აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო) თანამშრომლობის ფორმატის შემდგომ განვითარებას.  
ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხები განიხილეს და ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2023 წლის გეგმას. 

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

პირისპირ შეხვედრამდე, თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა.

დღესვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირჰასანოვმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრება.

გამოქვეყნებულია სამხედრო

პირველად მსოფლიოში, მომაკვდინებელი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვს საშვილოსნოში უმკურნალეს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

კანადის დედაქალაქ ოტავაში მდებარე აღმოსავლეთ ონტარიოს ბავშვთა საავადმყოფოსა და ოტავას ჰოსპიტალის ექიმთა ჯგუფმა, 2021 წელს პრენატალურ ტესტებში დედა სობია ბაშირის პატარას პომპეს დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.

ზაჰირისა და სობია ბაშირის წყვილი, რომლებმაც ადრე ერთი და იგივე გენეტიკური დაავადების გამო ორი შვილი დაკარგეს, დათანხმდა ექიმების შეთავაზებას საშვილოსნოში ექსპერიმენტული მკურნალობა ჩაეტარებინათ ბავშვისთვის, სახელად აილა, რომელიც დღეს 16 თვისაა.

ექიმებმა აილას დედას გაუკეთეს ექვსი ინფუზია ორსულობის 24-დან 37-ე კვირამდე, რათა მიეწოდებინათ ფერმენტი, რომლის დეფიციტი აქვთ პომპეს დაავადების მქონე პაციენტებს.

ბავშვში დეფიციტური ფერმენტი შეიყვანეს ნაყოფის ჭიპლარის ვენაში ულტრაბგერითი მართვადი ნემსების გამოყენებით.

ოტავას ჰოსპიტალში პრენატალური ფერმენტის ჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგ, აილა 2021 წლის 22 ივნისს დაიბადა.

აილაზე მოგვიანებით ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ მისი გულის და კუნთების განვითარება ნორმალური იყო.

ახალშობილ აილაზე ჩატარებული მკურნალობა დაფიქსირდა მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურაში, როგორც "პირველი ბავშვი, რომელსაც საშვილოსნოში უმკურნალეს გენეტიკური დაავადების გამო" და შემთხვევა ასევე დარეგისტრირდა როგორც "მსოფლიოში პირველი ინტრაუტერიული მკურნალობა".

მკურნალობა ასევე გამოქვეყნებულია სამეცნიერო მედიცინის ჟურნალ "New England Journal of Medicine"-ის უახლეს ნომერში.

პომპეს დაავადება, რომელიც გვხვდება მსოფლიოში ყოველი 100000-დან ერთ ჩვილში, ჩვეულებრივ იწვევს სიკვდილს გულის გადიდებისა და კუნთების სისუსტის გამო.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური