Items filtered by date: პარასკევი, 11 ნოემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) მედია ცენტრი გაიხსნა, სადაც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს პრაქტიკული საქმიანობა შეეძლებათ.

მედია ცენტრი, რომელიც მოიცავს, სარედაქციო ოთახს, ე.წ. ნიუსრუმს, ტელე და რადიო სტუდიებს, აღჭურვილია  სტუდიური და საველე ვიდეოკამერებით, სამონტაჟო კომპიუტერებითა და სხვა აუცილებელი სტაციონარული ტექნიკით.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანის შეფასებით, მედია ცენტრი ხელს შეუწყობს სტუდენტების პროდუქტიულობის გაზრდას, ჩაიწერება საინტერესო გადაცემები, მომზადდება რეპორტაჟები, სიუჟეტები და ინტერვიუები. მედია ცენტრში პრაქტიკული გამოცდილების მიღება შეეძლებათ როგორც ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს, ასევე სხვა პროგრამების სტუდენტებს, რომლებსაც მედია ტექნოლოგიები აინტერესებთ.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი,  ჰოლდინგ „პალიტრას“ დირექტორი გიორგი თევდორაშვილი, რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე, პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარიშვილი, მედიის მოქმედი ჟურნალისტები და პროგრამის კურსდამთავრებულები. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მედია ცენტრში 100 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა IBSU-ში 2014 წლიდან ამოქმედდა. 2020 წლიდან კი აკრედიტაცია მიიღო სამაგისტრო პროგრამა „ციფრული მედია და კომუნიკაცია“, რომელიც აშშ-ს ლოიოლას უნივერსიტეტის სადოქტორო და სამაგისტრო სკოლის ხელმძღვანელის რიშელ როჯერსის მენტორობით შემუშავდა.

ამჟამად, IBSU-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებას 100-ზე მეტი კურსდამთავრებული და 120-მდე აქტიური სტუდენტი ჰყავს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო დონეზე.

გამოქვეყნებულია განათლება

2022 წლის 10 ნოემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ყაზახი პოეტისა და მოაზროვნის „აბაი კუნანბაიულის“ სახელობის კაბინეტში, გაიმართა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული სადისკუსიო სახის შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ყაზახეთის ახალ რეფორმებს. დისკუსია ასევე ეხებოდა ყაზახეთში მიმდნარე პოლიტიკურ ცვლილებებს, კონკრეტულად ყაზახეთის პრეზიტენტის არჩევნებს, სხვადასხვა გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს მრჩეველმა, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ქალბატონმა ჟაზირა მირზაკასიმოვამ, პირველმა მდივანმა ბატონმა კანატ სეიტჟანოვმა, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ზურაბ ხონელიძემ, პროფესორმა ბატონმა ბადრი ნაჭყებიამ, პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ და სხვა მაღალი რანგის სფეროს წარმომადგენლებმა.

ქალბატონმა ჟაზირა მირზაკასიმოვამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველო-ყაზახეთს შორის არსებული ურთიერთობები მრავალწლიან ისტორიას ითვლის, რაც ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხის და ორი ქვეყნის მთავრობის დამსახურებაა. 

„ეს ურთიერთობები დროთა განმავლობაში იხვეწებოდა, უმჯობესდებოდა და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ეს ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა“, - აღნიშნა მან და დაამატა, რომ  ამ ურთიერთობების განვითარებას ხელს უწყობენ სწორედ ასეთი სახის ღონისძიებები, რომელსაც დღეს ვესწრებით.

მისივე თქმით, ყაზახეთის საელჩო საქართველოში ყოველმხრივ შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მიზანია ქართველი და ყაზახი ხალხის კეთილდღეობა და მშვიდობიანი თანაარსებობა.

შეხვედრაში მონაწილე სტუმრებს ასევე მიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ზურაბ ხონელიძემ. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა თანამედროვე ყაზახეთის მიღწევებზე, რომელიც ქვეყანას უხსნის გზას გახდეს თავის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო. რაც შეეხება საგანმანათლებლო სფეროში ერთობლივ თანამშრომლობას, დღევანდელი ღობნისძიება ამის ნათელი მაგალითია, აღნიშნა ზ. ხონელიძემ.

თავის მხრივ, დამსწრე საზოგადოებას მიმართა პროფესორმა ბადრი ნაჭყებიამ, რომელიც გულთბილად მიესალმა სტუმრებს და განაცხადა, რომ მისთვის საამაყოა დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება.

„მადლობას ვუხდით ყაზახეთის საელჩოს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისათვის და იმედი გვაქვს, ჩვენი პროფესიონალური საქმიანობიდან გამომდინარე შევძლებთ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი, ერთობლივი პროექტების განხორციელებას“, - დასძინა მან.

სადისკუსიო სახის შეხვედრის მიმდინარეობისას ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი „ყაზახეთის ახალი რეფორმები და პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოკაევის ინიციატივა“, რომლის ავტორია ბადრი ნაჭყებია. ფილმი შეეხებოდა საქართველო-ყაზახეთს შორის არსებულ ურთიერთობებს. ყაზახეთში მიმდინარე პოლიტიკურ რეფორმებსა და ეკონომიკურ მიღწევებს. 

დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს იყო უაღრესად საინტერესო დისკუსია და რომ ასეთი სახის ღონისძიებები აძლიერებს საქართველო-ყაზახეთს შორის არსებულ ურთიერთობებს.

აქვე მხარეთა წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც გააგრძელონ ურთიერთობა და ეს თანამშრომლობა უფრო ფართომასშტაბიანი გახადონ.

ავთანდილ ოთინაშვილი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
"ასტანა ბალეტის" თეატრი გასტროლებზე საქართველოში მიემართება. ორი დღის განმავლობაში - 14 და 15 ნოემბერს, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, დედაქალაქის კოლექტივი წარმოგიდგენთ კონტრასტულ და, ამავდროულად, დახვეწილ პროგრამას, რომელიც მოიცავს ერთმოქმედებიან ბალეტებს „სალომე“, „A Fuego Lento“ და საკონცერტო პროგრამას „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“.
„ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, დიდი პასუხისმგებლობაა განთქმულ სცენაზე პირველად გამოსვლა, ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ საბალეტო ოსტატობის მაღალი ხარისხი. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით მივუდექით საგასტროლო აფიშის შერჩევას, არჩევანი ჩვენს მთავარ მიმართულებაზე გაკეთდა - თანამედროვე და ნეოკლასიკურ ბალეტზე, ასევე ჩვენი რეპერტუარის სიამაყეზე - ყაზახი და უცხოური საზოგადოების მიერ აღიარებულ ეროვნულ დივერსიმენტზე. ვიმედოვნებთ, რომ არტისტებისა და თეატრის მთელი გუნდის შემოქმედება დიდხანს დარჩება ქართველი მაყურებლის გულებში, ხოლო ჩვენ მოუთმენლად დაველოდებით მათთან შეხვედრას“, - აღნიშნა თეატრის დირექტორმა ალექსანდრე სოვოსტიანოვმა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი დღისთვის „ასტანა ბალეტი“ წარმოადგენს, ყაზახეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ წამყვან ქორეოგრაფიულ კოლექტივს და მას ათასობით გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში. ის ეწევა აქტიურ საგასტროლო და საკონცერტო საქმიანობას, როგორც ქვეყანის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ: არტისტები წარდგნენ ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე პეკინსა და შანხაიში (ჩინეთი), პარიზში (საფრანგეთი), ვენაში (ავსტრია), სეულში (კორეა), ბუდაპეშტში (უნგრეთი), ბაქოში (აზერბაიჯანი), ნიუ-იორკში (აშშ), ტოკიოში (იაპონია), ვარშავაში (პოლონეთი), მინსკში (ბელორუსია), ბრიუსელში (ბელგია), მილანში (იტალია), მონტე კარლოში (მონაკო), დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები).
პირველ დღეს მაღალი ხელოვნების შემფასებლებისთვის წარმოდგენილი იქნება რიკარდო ამარანტეს ნეოკლასიკური ბალეტი "A Fuego Lento" ლ. შიფრინის, ა. პიაცოლას, კ. გარდელის და ს. კოსუგის მუსიკაზე. ეს არის ბალეტმეისტერის ფანტაზიის „თავისუფალი ფრენა“ სიყვარულსა და სურვილზე. ერთმოქმედებიანი ბალეტის თითოეული ნომერი წარმოადგენს ქორეოგრაფიულ მინიატურებს ყველაზე ტემპერამენტული და ემოციური ცეკვის - ტანგოს ელემენტებით, რომელშიც განსაკუთრებული როლი ენიჭება ვირტუოზული შესრულების ტექნიკას, ნამდვილ მზგნებარებას და ჭეშმარიტ გრძნობებს. ერთადერთი, რასაც ტანგო ვერ იტანს, არის თვალთმაქცობა და ფარსი, რადგან არ არსებობს ჩვენი გრძნობებისა და ემოციების უფრო სანდო „სიცრუის დეტექტორი“, ვიდრე საყვარელი ადამიანის გულში ჩაკვრა...
იმავე დღეს, მეორე განყოფილებაში, მაყურებელი იხილავს ოსკარ უაილდის პიესის მიხედვით დადგმულ საოცარ სპექტაკლს „სალომე“ ფაზილ საიას მუსიკაზე თეატრის მთავარი ბალეტმეისტერის მუქარამ ავახრის ქორეოგრაფიით. ბიბლიური სიუჟეტი ავტორის ინტერპრეტაციით საშუალებას მოგცემთ ჩაიძიროთ გრძნობების ნათელ სამყაროში, ხოლო მთავარი გმირების რთული კონტრასტული გამოსახულებები საშუალებას მისცემს საზოგადოებას ახადოს ფარდა ადამიანის სულის საიდუმლოებას. ბალეტმეისტერი სვამს მარადიულ კითხვებს სიბნელესა და სინათლეს შორის ბრძოლის შესახებ, მაგრამ მათ უპასუხოდ ტოვებს და ყველას სთავაზობს არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთებას. სპექტაკლის კულმინაცია ახალგაზრდა სალომეს ცეკვაა, უჩვეულოდ პოპულარული ეპიზოდი იმ მხატვრების, მოქანდაკეებისა და კომპოზიტორების წყალობით, რომლებმაც ის თავიანთ შემოქმედებებში აღბეჭდეს.
მეორე დღეს დედაქალაქის კოლექტივი წარადგენს ყაზახეთის დამსახურებული მოღვაწეების აიგულ ტატისა და მუქარამ ავახრის მიერ დადგმულ ეროვნულ დივერსიმენტს „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“. საცეკვაო მინიატურების უნიკალური კოლექცია, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ეთნოგრაფიულ მასალას და თანამედროვე ქორეოგრაფიას, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს ეროვნული ცეკვის ხასიათსა და ორიგინალურობას, უცვლელად შედის თეატრის საგასტროლო აფიშაში. ესთეტიკა, სანახაობა, სიღრმე და განუმეორებელი მხატვრული გამოსახულებები ღრმად წვდება სულს და აღაფრთოვანებს მაყურებელს მთელ მსოფლიოში.
გასტროლები გაიმართება ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
გამოქვეყნებულია კულტურა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მანამ არ მოგვარდება, სანამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დატოვებს უკრაინას. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ჯო ბაიდენმა ამის შესახებ, ჩრდილოეთ აფრიკისა და აზიის ტურნეს დაწყებამდე თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესკონფერენციის დროს კითხვაზე, იქნება თუ არა მისი შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ნაყოფიერი, ბაიდენმა თქვა: „მჯერა, რომ ჩემი შეხვედრები ყოველთვის ნაყოფიერი იყო“.

აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომიც შეაფასა და დასძინა: „ვფიქრობ, რომ კონფლიქტის მოგვარება ვერ მოხდება მანამ, სანამ პუტინი არ დატოვებს უკრაინას“.

მეორეს მხრივ, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილემ საბრინა სინგმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით, ისინი უკრაინას აშშ-ს არმიის ინვენტარიდან 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევენ.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ტიანძინი, 11 ნოემბერი (სინხუა) -- 2022 წლის ჩინეთის /ტიანძინის/ საერთაშორისო საავტომობილო გამოფენა გაიხსნა ხუთშაბათს ეროვნულ კონვენციებსა და საგამოფენო ცენტრში ტიანძინში, ჩრდილოეთ ჩინეთში.

ღონისძიების საერთო საგამოფენო ფართობი 200 ათას კვადრატულ მეტრს აღწევს.

გამოფენაზე წარმოდგენილია 990 ავტომობილი, მათ შორის 260 ახალი ენერგიის წყაროებზე მომუშავე მანქანა.

 

წყარო: http://russian.news.cn/20221111/5aaece343d7c4555a66f8f53f207bdd8/c.html

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იან ლიპავსკის შეხვდა.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს ჩეხეთის მიერ საქართველოს პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის მიერ ინიციირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტს, რომელიც პრაღაში გაიმართა. აღინიშნა, რომ სამიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო დისკუსია წარიმართა, რომლის მონაწილე ლიდერებმაც არსებული გამოწვევების ეფექტიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა საქართველოს საკვანძო სტრატეგიულ მდებარეობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით.
აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარტინ დვორჟაკი, ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთში მარიამ რაქვიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ‘CashBack’ და ‘Visa’ შავი პარასკევისთვის 70%-მდე ქეშბექის აქციისთვის ემზადებიან

აქციის ფარგლებშიქეშბექის მეგობარ ობიექტებში ლიბერთის Visa ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისასგადახდილი თანხის 70%-მდე ანგარიშზე მომენტალურად დაიბრუნებ. დაბრუნებულ CashBack-ს კი განკარგავ თავისუფლად, სურვილის შესაბამისად.

აქციით სარგებლობა შესაძლებელია ლიბერთის ნებისმიერი VISA ბარათით.

 

თუ ლიბერთის Visa ბარათი არ გაქვსმისი აღება მარტივად შეგიძლია

  • ესტუმრე ლიბერთის ნებისმიერ ფილიალს და სულ რამდენიმე წუთში  გახდი ლიბერთის Visa ბარათის მომხმარებელი. ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა წინასწარ შეგიძლია: https://libertybank.ge/ka/booking 
  • თუ ლიბერთის ‘ახალ’ Visa ბარათს აიღებ, კიდევ უფრო მაღალ ქეშბექს დაიბრუნებ. ხოლო თუ ‘ახალი’ ბარათის შერჩეული კატეგორიის ქეშბექი მეგობარი ობიექტის კატეგორიას დაემთხვევა, კატეგორიის ქეშბექიც მომენტალურად დაგიბრუნდება. ბარათის ბენეფიტები დეტალურად: akhalibarati.ge


რა არის CashBack?


CashBack ლიბერთის ლოიალობის უნიკალური პროგრამა და თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობაა

პროგრამის ფარგლებში სარგებლობ სპეციალური შეთავაზებებით 500-მდე მეგობარ ობიექტში მთელი საქართველოს მასშტაბით და თითოეული გადახდის შემდეგთანხის ნაწილს მომენტალურად იბრუნებ იმავე ანგარიშზესაიდანაც იხდი

CashBack-ით დაბრუნებული თანხა შეგიძლია ავტომატურად შენს ყულაბაში დააგროვო.


როგორ მიიღო CashBack?

  1. გადმოიწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე http://www.cashback.ge/
  2. გაიაქტიურე სასურველი მეგობარი ობიექტის შეთავაზება აპლიკაციაში ან ვებგვერდზე
  3. გადაიხადე ლიბერთის ბარათით
  4. ყოველთვის მოითხოვე ლიბერთის ტერმინალი!

 

CashBack-ის უპირატესობები: 

  • იბრუნებ თანხას და არა ქულებს.
  • CashBack-ის სახით თანხა მომენტალურად გიბრუნდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.
  • ყოველი გადახდის შემდეგ, SMS-ით იგებ გადახდილი თანხის რა ნაწილი დაგიბრუნდა.
  • CashBack-ით დაბრუნებული თანხის დაგროვება ავტომატურად შეგიძლია შენს ყულაბაში.
  • სასურველ ობიექტს/პროდუქტს/მომსახურებას მარტივად პოულობ აპლიკაციაში 

ან ვებგვერდზე კატეგორიისქალაქისან ძიების გამოყენებით. 

  • არჩევ სასურველ მეგობარ ობიექტებსაქტიურებ შეთავაზებებს და მომდევნო 1 თვის განმავლობაში CashBack ავტომატურად გიბრუნდება ყოველი გადახდის შემდეგ. 
  • CashBack ვრცელდება მეგობარი ობიექტების ნებისმიერ პროდუქციასა და მომსახურებაზე.

·       სარგებლობ CashBack-ის მიმდინარე აქციებით და კიდევ უფრო მეტ თანხას იბრუნებ.

 

გახსოვდესრაც უფრო ხშირად იყენებ ლიბერთის ბარათსმით მეტი თანხა გიბრუნდება!

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური