Items filtered by date: პარასკევი, 07 ოქტომბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო - აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბონი ჯენკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და სრული მზაობა გამოხატა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის სხვა მიმართულებებითაც გაძლიერების თაობაზე.

აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დიდ გავლენას ახდენს ჩვენი რეგიონის, ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას უწევს, სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ზედმიწევნით მიჰყვება დაწესებულ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და იმ საფრთხეებსა და რისკებს, რაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შეიქმნა.

მხარეებმა განიხილეს შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ამ პროცესებში საქართველოს როლი.

პრეზიდენტმა ისაუბრა, პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ, რაც  ადასტურებს იმას,  რომ საქართველო,  ევროკავშირისათვის ღირებული პარტნიორია რეგიონში უსარფრხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების თვალსაზრისითაც.

საუბარი შეეხო ასევე, ევროპულ პერსპექტივას და ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, რაც აუცილებელია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციისათვის.

შეხვედრისას პრეზიდენტმა ისაუბრა ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ივნისში თბილისში ჩატარდა და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. 

პრეზიდენტმა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე მომავალ წელს თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია.

პრეზიდენტის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში  PSP-მ  განაცხადა, რომ  მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გააფართოვოს ფარმწარმოების ნაწილი და საქმიანობის კონცენტრირება სრულად მოახდინოს ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში მომდევნო 2 წლის მანძილზე PSP სრულად გამოვა მის მფლობელობაში არსებული არაპროფილური ბიზნესებიდან.

ამ ეტაპზე შპს პსპ ფარმამ მიიღო გადაწყვეტილება გაასხვისოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენის)  12,39%-იანი წილის (7 001 000 აქცია) რვა მილიონ აშშ დოლარად  და მზად არის მიიღოს წილის შეძენით დაინტერესებული პირებისაგან შესაბამისი წინადადებები.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

8 ოქტომბერს, 18:00 საათზე „სიდრი კლუბი ბაზალეთზე“ ახალი ქართული მხატვრული ფილმის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ წინასაპრემიერო ჩვენებას უმასპინძლებს.
მოიწყეთ შაბათი საღამო თბილისიდან 20 წუთის სავალზე, ბაზალეთის ტბის პირას, სალონურ-კლუბურ არტ, გრილ და სასიამოვნო გარემოში. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია უგემრიელესი სიდრისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით.
ფილმი „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ გადაღებულია რეჟისორი ბესო სოლომანაშვილის მიერ თამარ ფხაკაძის ამავე სახელწოდების ცნობილი მოთხრობის მიხედვით.
„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება კინოთეატრებში პრემიერამდე, კინოჩვენება მოგვეწყო თბილისთან ახლოს მწვანე გარემოში, „სიდრის კლუბში ბაზალეთზე“. ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია შეფასებების მოსმენა, ამიტომ ჩვენების შემდეგ, მყუდრო გარემოში შევძლებთ მოსაზრებების გაზიარებასა და დისკუსიის გამართვას, საქართველოში წარმოებული უგემრიელესი სიდრის დაგემოვნების თანხლებით. მნიშვნელოვანია, ისიც რომ ჩენება ერთდროულად რამდენიმე სივრცეში სინქრონულად მოხდება (ლაუნჯი, კინოდარბაზი, სიდრი ჩამოსხმის დარბაზი, ორანჟერია) ეს ახალი სიტყვაა ამ ტიპის კინოჩენებებისთვის და ძალზედ ორიგინალური და მიმზიდველია. მგონი კარგი კინო საღამო უნდა გამოვიდეს, “ - აღნიშნავს ფილმის რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი.
https://www.facebook.com/beso.solomanashvili/videos/468571455047627
რატომ „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ და რატომ შუშხუნა სიდრი? რეჟისორი ხაზს უსვამს სწორედ კლუბში არსებულ გარემოს, რომელიც სრულიად შეესაბამება კინოჩვენების სტილს: მყუდრო, გემოვნებიანი და სალონური. სიდრთან ერთად კი, ეს ყველაფერი უფრო მიმზიდველი და სასიამოვნოა.
“სიდრის კლუბი ბაზალეთზე” მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია, ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხო, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.
ჩვენ სრულიად ვიზიარებთ გაეროს მდგრადობის 17 მიზანს. ეს არის გარემოსდაცვითი პრინციპებით მოქმედი გუნდი: „იცხოვრე ჯანსაღად, დაიცავი გარემო, გარემო ჯანსაღად გამოგკვებავს შენ და მომავალ თაობას... ჩვენ ხშირად ვმასპინძლობთ, ორგანულ, ბუნებრივ და ჯანსაღ საზოგადოებას, ვმართავთ ანალოგიურ საღამოეებს, ეს იქნება წინასაპრემიერო ჩვენება, წიგნის პრეზენტაცია თუ სხვა აქტივობა, ვფიქრობ ხვალიდნელი დღე სასიამოვნო და დადასამახსოვრებელი იქნება, “ - განმარტავს სიდრის კლუბი ბაზალეთზე დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.

ფილმის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ სიუჟეტი შეეხება 2008 წელს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას საქართველოში. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების
ფონზე, მოთხრობილია ქართველი გლეხის, რობიზონის ისტორია, რომელსაც არ უნდა იარაღის ხელში აღება, მაგრამ ოკუპაცია აიძულებს გახდეს მეომარი. როგორც რეჟისორი გვიმხელს, ფილმი არ არის ომზე. ფილმი არის დიდი ქვეყნის ძალადობაზე პატარ ქვეყნის მიმართ. ფილმი მოგვითხრობს დაუსრულებელი ომით გადაღლილ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ ადამიანური ღირსება.*ფილმი გადაღებულია კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში 15 -20 კილომეტრით დაშორებული საოკუპაციო ხაზიდან, თუმცა ამ რაიონშიც ჩამოვარდა ბომბები და მოსახლეობამ იხილი რუსული საოკუპაციო ტანკები. რამდენიმე პროფესიონალის გარდა, ძირითადად თამაშობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და ასევე ამ რეგიონის თეატრების მსახიობები, ის ადამიანები ვისაც პირდაპირ შეეხო ეს ომი. 

გამოქვეყნებულია კულტურა

ირანში მაჰსა ემინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული დემონსტრაციები მე-19 დღესაც გაგრძელდა და აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციებს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

უნივერსიტეტებში და ქვეყნის მრავალ ქალაქში ორგანიზებული საპროტესტო აქციები ბოლო დროს ლიცეუმებშიც დაიწყო.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ელბურზის პროვინციის ქალაქ კერეჯში სკოლის მოსწავლე გოგონების კადრები, რომლებიც ლოზუნგების სკანდირებენ და მსვლელობას აწყობენ.

მოსწავლეებმა ბოიკოტი გამოუცხადეს გაკვეთილებს და სკანდირებდნენ ლოზუნგებს „მოლები უნდა გაქრეს“. ქალაქ შირაზში ლიცეუმის მოსწავლეებმა გადაკეტეს მთავარი გზა სატრანსპორტო მოძრაობისთვის, მოიხადეს თავსაბურავები და გაიძახოდნენ „სიკვდილი დიქტატორს“.

კადრებში, რომელიც სავარაუდოდ გადაღებულია დედაქალაქ თეირანში, ყურადღებას იქცევს ის, რომ ლიცეუმის მოსწავლეები ირანის რევოლუციის ლიდერის, აიათოლა რუჰოლა ხომეინისა და ირანის რელიგიური ლიდერის ალი ხამენეის ფოტოებს ხევენ.

ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები პროტესტის ნიშნად თმას იჭრიან, მეორე სკოლაში კი თავისუფლების სურვილს გამოხატავენ.

სოციალურ ქსელში მოსწავლების ქმედებებს ჰყავს როგორც მხარდამჭერები ასევე მოწინააღმდეგეებიც.

სოციალური მედიის ბევრმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ მოსწავლეები 18 წლისაც არ არიან, მათ არ შეუძლიათ დაიცვან თავი სამართალდამცავებისგან და გააკეთეს მოწოდება, რომ არ იქნას წახალისებული ლიცეუმის მოსწავლეების აქციები.

ირანის ოფიციალური პირები თავიანთ განცხადებებში ხშირად ამბობენ, რომ აქციის მონაწილეთა ასაკი 15-დან 24 წლამდეა.

16 სექტემბერს 22 წლის მაჰსა ემინის გარდაცვალებამ, რომელიც თეირანში 13 სექტემბერს "ზნეობის პოლიციის" მიერ დაკავების შემდეგ ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ქვეყანაში დიდი აღშფოთება გამოიწვია.

დემონსტრაციები, რომელიც ემინის დაკრძალვის შემდეგ დაიწყო 17 სექტემბერს მის მშობლიურ ქალაქ საქქიზში, ბევრ ქალაქს მოედო. 1 ოქტომბერს უნივერსიტეტების გახსნასთან ერთად დემონსტრაციებმა ისევ იფეთქა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

პეკინი, 4 ოქტომბერი (სინხუა) -- ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა გამოთქვა იმედი, რომ შანდონგის პროვინციის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების ბიუროს მე-6 გეოლოგიური ჯგუფის ყველა თანამშრომელი განავითარებს კარგ ტრადიციებს და კიდევ უფრო დიდ როლს შეასრულებს მინერალების ძიებაში.

სი ძინფინგმა, რომელიც ასევე არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი და ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე, ეს მოწოდება 2 ოქტომბერს გეოლოგებისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მატჩებისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეორე ჯგუფის პირველ მატჩს თბილისში გამართავს.

ბელგიასთან შეხვედრისთვის მზადების ფარგლებში საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობს. გუნდს უახლოეს ორ ოფიციალურ შეხვედრაში ტრავმის გამო ზვიად კუპატაძე ვერ დაეხმარება.

დღეს, ჩვენმა გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. საქართველოსა და ბელგიის ნაკრებთა შეხვედრას 8 ოქტომბერს, 19 საათზე, არენა თბილისი უმასპინძლებს. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მეინ-რაუნდის მეორე ტურის შეხვედრა ავსტრიასა და საქართველოს შორის 12 ოქტომბერს შედგება. ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.  

2024 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 7 ევროპული ნაკრები ითამაშებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სფფ-ის პრესსამსახურს: JLIB_HTML_CLOAKING

გამოქვეყნებულია სპორტი

2022  წლის 5 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. რაუნდის ჩატარება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეების, ასევე აშშ-ს აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
მოლაპარაკებების ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, რომლებიც შეეხება  რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობას. საქართველოს დელეგაციამ ასევე აქცენტი გააკეთა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე — ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე.  
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

შეხვედრისას პრემიერმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
ამ მიზნით, საქართველო მყისიერად შეუდგა ევროკომისიის მიერ იდენტიფიცირებული 12 პრიორიტეტის შესრულებას. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ინკლუზიური პროცესი საშუალებას აძლევს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, სრულად ჩაერთონ პრიორიტეტების შესრულებაში, რისთვისაც სამუშაო ჯგუფებია შექმნილი.
საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მის გავლენას საქართველოზე, რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოზე. პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად ევროკავშირის მცდელობებს და საქართველოს მზადყოფნას, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ სფეროებში შემდგომ დაახლოებასა და ინფრასტრუქტურულ კომუნიკაციაზე ისაუბრეს. შავ ზღვაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ევროკავშირის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ევროკავშირი და საქართველო ამ მიმართულებით თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებენ.
პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური