Items filtered by date: ხუთშაბათი, 06 ოქტომბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოშიღვინისსაერთაშორისოკონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) ჩატარდება.

პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ. კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ჟიურის წევრებს ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს, რომელთა შემადგენლობაში არიან,  ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია.  ასევე ცნობილია IWSC -ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობაც, რომლებიც  წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს შეაფასებენ. ესენი არიან ექსპერტები და ღვინის სფეროში მოღვაწე ადამიანები: ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანაგოდაბრელიძე, ღვინის ექსპერტი გიორგი დაქიშვილი, ენოლოგი და ღვინის ექსპერტი ლადო უზუნაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი დავით ჩიჩუა, სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი, ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე, ენოლოგი პატრიკ ჰონეფი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

კონკურსი ხუთშაბათს, 13 ოქტომბერს ჩატარდება. დაინტერესება ქართველი მწარმოებლებისგან დიდია, მათ შორის  მცირე და საშუალო მარნები აქტიურად რეგისტრირდებიან კონკურსში. მნიშვნელოვანია, რომ IWSC-ის  კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს დასრულდება.

 „მედალოსანი ღვინო წინ გადადგმული ნაბიჯია ნებისმიერი ქართველი მეღვინესთვის, რომელიც ცდილობს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყიდვები გაზარდოს. ღვინის შეძენისას პროფესიონალი ღვინის შემსყიდველები მედალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მეღვინეებისთვის საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად საზღვარგარეთ ნიმუშების ტრანსპორტირება და გაგზავნის პროცედურები, რთული ბარიერია. ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის. გარდა ამისა, შესანიშნავი შესაძლებლობაა ისიც, რომ ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები ქართველ მეღვინეებს გამოცდილებას გაუზიარებენ. მნიშვნელოვანი ფაქტია რომ ქართულ ღვინის შეფასებაში ადგილობრივი მსაჯებიც მონაწილეობენ. წარმატება მინდა ვუსურვო  ქართველ მეღვინეებს ასეთ  მნიშვნელოვან და  “ - განმარტავს IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე.

ცნობისთვის, კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია IWSC-ის ვებგვერდზე.  IWSC-ის კონკურსის საქართველოში ჩატარების ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორი გურჯაანის ღვინის ფესტივალია. კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი საქართველოშია. ამის შესახებ აშშ-ს საელჩო იუწყება.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 5-7 ოქტომბერს ეწვევა. თბილისში ყოფნისას იგი ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე COVID-19-თან დაკავშირებული გამოცდილების შესახებ სიტყვით გამოვა. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) აკადემიური წელი ღვაწლმოსილი პროფესორების დაჯილდოებით გაიხსნა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის მოადგილემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.  

ღონისძიებაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დააჯილდოვა ღვაწლმოსილი პროფესორები, რომლებსაც უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობის 20 წელზე მეტი უწყვეტი სტაჟი აქვთ და 2021-2022 სასწავლო წლის სამეცნიერო საქმიანობაში ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორები.

ნომინაციაში ღვაწლმოსილი პროფესორები დაჯილდოვდნენ: პროფესორი ნათელა დოღონაძე, პროფესორი ირაკლი როდონაია, პროფესორი თამარ შიოშვილი, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩახნაშვილი.

ნომინაციაში „2021-2022 სასწავლო წლის სამეცნიერო საქმიანობაში ყველაზე პროდუქტიული აფილირებული პროფესორი“, წარმატებული სამეცნიერო საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ: ასოცირებული პროფესორი  აზერ დილანჩიევი, პროფესორი ნათელა დოღონაძე, ასოცირებული პროფესორი მეთინ მერჯანი, პროფესორი ნიკა ჩიტაძე და ასოცირებული პროფესორი კახაბერ ჯაყელი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით,  საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა უნივერსიტეტის მოწვეულ ლექტორს მიხეილ გვათუას.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა დოქტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა განაცხადა, უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე ტენდენციებს.

„ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ისეთი გარემოს, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია სტუდენტის, აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდა მეცნიერის თანამედროვე მოთხოვნებზე, შესაბამისად, ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვადასხვა სერვისის დანერგვის პროცესში ვცდილობთ, ვიხელმძღვანელოთ იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რასაც დღეს მსოფლიოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საზოგადოება გვთავაზობს.“ - აღნიშნა რექტორმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წელს დაარსდა. ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედებს 39 ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე.

გამოქვეყნებულია განათლება

პეკინი, 5 ოქტომბერი (სინხუა) -- 2021 წელს, ჩინეთის ინიციატივის „სარტყელი და გზა“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შორის ტრანსასაზღვრო შემოსავლებისა და გადასახადების საერთო მოცულობამ ჩინეთის ეროვნულ ვალუტაში - იუან (RMB) ჯამში 5,42 ტრილიონი იუანი (763,4 მილიარდი აშშ დოლარი), შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 19,6 პროცენტით არის გაზრდილი. ამის თაობაზე ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა გაავრცელა განცხადება.

ჩინეთის ინიციატივის „სარტყელი და გზა“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებს შორის საზღვრისპირა შემოსავლებმა 14,8 პროცენტი შეადგინა, ჩინეთის მიერ 2021 წელს განხორციელებულ ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორების ტრანზაქციებში, ნათქვამია ჩინეთის სახალხო ბანკის მოხსენებაში.

საანგარიშო პერიოდში ჩინურ იუანში შემოსავლებისა და გადახდების რაოდენობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საქონლით ვაჭრობა და პირდაპირი ინვესტიციები 2020 წ. წელთან შედარებით 14,7 და 43,4 პროცენტით გაიზარდა.

2021 წლის ბოლოს, ჩინეთმა 22 ქვეყანასთან გააფორმა ორმხრივი „სვოპის“ შეთანხმებები ადგილობრივ ვალუტაში. სწორედ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩინეთის ინიციატივის „სარტყელი და გზა“ გასწვრივ მდებარეობენ. ამ ქვეყნებიდან 8-სთან კი ჩინეთმა ჩამოაყალიბა იუანის ტრანზაქციების კლირინგის ერთიანი მექანიზმი.

გამოქვეყნებულია ჩინეთი
ხუთშაბათი, 06 ოქტომბერი 2022 09:30

ამერიკა უკრაინას ისევ ეხმარება!

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკრაინის უსაფრთხოებისთვის 625 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

თეთრი სახლის წერილობითი განცხადების მიხედვით, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიას, ისინი ყოველთვის გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას და ამ ქვეყნისთვის 625 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემების ჩათვით იარაღსა და სამხედრო საბრძოლო მასალებს და დაამატა, რომ ისინი ყოველთვის მზად არიან მკაცრი სანქციები დაუწესონ მათ, ვინც მხარს უჭერს რუსეთის ანექსიის მცდელობებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მიესალმება სტამბოლში ხელმოწერილი მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების წარმატებას, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინული მარცვლეულის საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და განაცხადა, რომ ისინი ყოველთვის მხარს დაუჭერენ საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი დასრულდა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელიროლანდ შავაძე ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

ლიბერთი, უკვე ექვსი წელია, რაც ყოველწლიურად აჯილდოვებს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული საუკეთესო მასწავლებლების ათეულს. განათლების კოალიციასა და ლიბერთის შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთიმ, 2021 წელს, მასწავლებელთა საუკეთესო ათეულისთვის დაწესებული სპეციალური საპრიზო ფონდი გააორმაგა. ,,ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს განათლების ხელშეწყობა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია.

ჩვენი გუნდის მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში და გვჯერა, რომ სწორედ განათლება არის ადამიანის თავისუფლების საფუძველი. განათლებული საზოგადოება კი, ქვეყნის წარმატების საწინდარია. ლიბერთის სახელით მადლობას ვუხდით მასწავლებლებს ფასდაუდებელი შრომისთვის და საკუთარი საქმის სიყვარულით კეთებისთვის. გამარჯვებულ ათეულს ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებას მომავალი თაობების აღზრდის საქვეყნო საქმეში“ - ტაპი ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია. კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. მხარდამჭერები არიან: განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი, ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

გამოქვეყნებულია განათლება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური