Items filtered by date: სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC) მასპინძლობს, რაც ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის. ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად,  არ არის და სწორედ, ეს ფაქტი ანიჭებს  ჯილდოს მნიშვნელოვნებას. 

პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ. დაინტერესება ქართველი მწარმოებლებისგან დიდია, მათ შორის  მცირე და საშუალო მარნები აქტიურად რეგისტრირდებიან კონკურსში. მნიშვნელოვანია, რომ IWSC-ის  კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს დასრულდება.

“მსოფლიო მასშტაბით არაერთ ღვინის საერთაშორისო კონკურსს ვიცნობთ, თუმცა IWSC გამორჩეულია თავისი მრავალწლიანი ისტორიით. IWSC ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელსაც 50 წლიანი ისტორია აქვს. ისინი ცდილობენ აღმოაჩინონ ახალი ტალანტები ღვინის სფეროში, რათა მსოფლიომ გაიცნოს. კონკურსი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა. ჟიურს, რომელიც ღვინოს აფასებს მსოფლიო დონის მეღვინეები, სომელიეები და ბაიერები წარმოადგენენ. კონკურსის საქართველოში ჩატარება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას. ასევე ეს არის შანსი მცირე და საშუალო მეღვინეებისთვის, ამიტომაც ისინი აქტიურად რეგისტრირდებიან, “ - აღნიშნავს  IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე.

კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური შეაფასებს,რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან,  ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია.

"საოცარი მოვლენა ხდება ღვინის სფეროში. ჟიურის წევრების გამოცდილების საქართველოში გაზიარება  განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც ღვინის, ასევე ტურიზმის სექტორისთვისაც. ისინი არ არიან მხოლოდ ღვინის სფეროს წარმომადგენლები, არიან ბაიერებიც, რომლებთან კომუნიკაციაც ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს.  გარდა იმისა, რომ ვიღაც გაიმარჯვებს, ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება ყველასთვის. კონკურსს ეყოლება გამარჯვებულები, ყველა მონაწილე კი - მოგებული დარჩება. თითოეული ღვინის განხილვა ხდება დეტალურად და ჟიურის წევრების შეფასებებს, ეს იქნება დაკავშირებული გემოვნურ თვისებებთან და ა.შ. ყველა მონაწილე ინდივიდუალურად მიიღებს, “ – ამბობს მარიამ გუჯაბიძე.

ცნობისთვის, კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია IWSC-ის ვებგვერდზე.  IWSC-ის კონკურსის საქართველოში ჩატარების ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორი გურჯაანის ღვინის ფესტივალია. კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა.

გასული წლის სექტემბერში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს, გაეროს საჩუქრად “ვეფხისტყაოსნის” სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა, რომლის ყდაც, სწორედ, საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა.

ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. ეგზემპლარი ნიუ-იორკში, გაეროს სათავო ოფისში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას განთავსდა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ-რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი უნიკალურია და არ მეორდება.
გუჯი ამაშუკელი „ხელოვნების ოსტატად“ აღიარეს, მინიჭებული აქვს ხელოვნების დარგში უმაღლესი დამსახურების აღმნიშვნელი ოფიციალური ჯილდო – ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის საპატიო წოდება, არის საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი, „ხელოვნების მეტრის” ტიტულის მფლობელი.
მისი ნამუშევრები დაცულია ვატიკანის, ლუვრის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმებში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების, ნანტის, მანდეტის მუზეუმებში და სხვა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
გამოქვეყნებულია კულტურა

სიანი, 3 ოქტომბერი (სინხუა) -- ჩინეთის შანსის პროვინციის ქ. სიანში (ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთი) არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი რელიქვიების ახალი პარტია, მათ შორის ათასობით ბრინჯაოს მონეტა.

წინასწარი მონაცემებით, ზარაფხანა 2000 წელზე მეტს ითვლის. სხვადასხვა ნომინალისა და ფორმის მონეტების გარდა, ასევე ნაპოვნია სამი სახლის ნანგრევები, 11 ღუმელი, 18 ჭა და სამი დნობისა და ჩამოსასხმელ დანადგარის ნანგრევები.

მათი ფორმისა და სტრუქტურის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველა აღმოჩენა თარიღდება დასავლეთ ჰანის დინასტიის დროით /ძვ.წ. 202 წ. - 25 წ. ჩვ. წ./. ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარის, ჟან ჯიანფენგის თქმით, ზოგიერთი რელიქვია ვანგ მანგის ხანმოკლე მეფობის ხანით თარიღდება /9 - 23 წ. ჩ. წ./, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სინის დინასტია.

ეს იყო ეროვნული დონის ზარაფხანა, თქვა ჟანგ ჯიანფენგმა. ოდესღაც, დასავლეთ ხანის დინასტიის დროს, სიანი იყო დედაქალაქი და მას ჩანჰანი ეწოდებოდა.

2015 წლის დეკემბერში არქეოლოგებმა ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტიდან და სიანის კულტურული რელიქვიების დაცვისა და არქეოლოგიის ინსტიტუტიდან ერთობლივად დაიწყეს გათხრების წარმოება. არქეოლოგიური გათხრების ბოლო რაუნდი 2021 წლის მარტში დაიწყო.

ამ აღმოჩენებს დიდი მნიშვნელობა აქვს მონეტების მოჭრის ტექნოლოგიის შესასწავლად და იმდროინდელი ფულად-საკრედიტო და ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებების შესასწავლად, განაცხადა ჟანგ ჯიანფენგმა.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

უკრაინაში რუსული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის საავადმყოფოზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ანესთეზიოლოგი დაიღუპა და ერთი მედდა დაშავდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საავადმყოფო ძალიან დაზიანდა და სამაშველო ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ.

გუბერნატორმა სინეგუბომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ანესთეზიოლოგი და დაშავდა მედდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე წერილობით განცხადებაში თქვა, რომ კუპიანსკის საავადმყოფოს მთავარ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

"მტერი აგრძელებს ხალხის დაუნდობლად ტერორს. მაგრამ თითოეულ დამპყრობელს ნათლად უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს ხალხზე ნებისმიერი თავდასხმისთვის შურისძიება გარდაუვალია. რასისტების განკითხვის დღე აუცილებლად მოვა." - აღნიშნა ზელენსკიმ.

ქალაქი კუპიანსკი რუსული ძალებისგან უკრაინის არმიის მიერ გასულ თვეში წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნეს.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს უკრაინული ძალები აკონტროლებენ, მის ირგვლივ შეტაკებები გრძელდება.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.

საარტილერიო ქვედანაყოფმა დასკვნითი საველე სწავლება ბატალიონის დონის შემაჯამებელი საბრძოლო სროლებით, შეტევით და თავდაცვითი ოპერაციებით განახორციელა. სწავლება 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 3 ფაზისგან შედგებოდა. პირველი ფაზა საველე პირობებში სწავლების დაგეგმარებას მოიცავდა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა აღსრულებასა და შეფასებას დაეთმო.

საველე სწავლების ფარგლებში დაიხვეწა როგორც სამხედროების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ასევე ბატალიონის შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების კოორდინირებული მუშაობა. დასავლეთ სარდლობის დამკვირვებელთა ჯგუფის მიერ სწავლება დადებითად შეფასდა.

გამოქვეყნებულია სამხედრო

მსოფლიო მასშტაბით, უკონტაქტო ტრანზაქციების რიცხვი სატრანზიტო ოპერატორის გაციფრულების კვალდაკვალ იზრდება

თბილისი, 4 ოქტომბერი, 2022 - Სულ უფრო მეტი მგზავრი მოელის კომფორტულად გადაადგილებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით. Visa-ს უახლესმა კვლევამ - ურბანული მობილობის მომავალი” (Future of Urban Mobility Survey) დაადასტურა, რომ მგზავრების 91%   საზოგადოებრივ ტრანსპორტში უკონტაქტო გადახდით სარგებლობს.  გამოკითხულთა თითქმის მესამედმა უკონტაქტო გადახდები მთავარ მახასიათებლად დაასახელა, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას განაპირობებს.

იმავე კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრების უმეტესობა (88%) ამბობს, რომ სტაბილურობა და გარემო ფაქტორები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი სიხშირით სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დასაქმებული მგზავრების უმეტესობა (62%) საზოგადოებრივი ტრანსპორტით კვირაში მინიმუმ სამი დღე გადაადგილდებიან.

Tap-to-ride ტექნოლოგია მგზავრებს  ბარათით ან მობილური საფულის გამოყენებით გადახდის შესაძლებლობას აძლევს და მგზავრობის საფასურის მართვა აღნიშნული სერვისით უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ზუსტი ნაღდი ფულის ტარება, ან დარდი იმაზე, რომ მეტროს ბარათზე მგზავრობისთვის შესაბამისი ანგარიში არსებობდეს. Visa-მ ხელი შეუწყო უკონტაქტო სატრანსპორტო გადახდების უზრუნველყოფას მსოფლიოს ქალაქებში, ბანგკოკიდან მეხიკომდე, რიომდე და მათ ფარგლებს გარეთ, ამავდროულად მხარი დაუჭირა 550-ზე მეტ ურბანული მობილობის ინიციატივას, მას შემდეგ, რაც 2011 წელს საზოგადოებრივ ტრანსპორტში tap-to-pay ტექნოლოგია დანერგა.

უკონტაქტო გადახდების სისტემა თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში 2018 წლიდან მოქმედებს და აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლისში Visa-ს ბარათებით უკონტაქტო გადახდების რაოდენობა გახუთმაგდა 2021 წლის სექტემბერთან შედარებით. ამასთანავე, საქართველოში Visa ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების 95%-ზე მეტი უკონტაქტო გადახდებზე მოდის.

ციფრული გადახდების სწრაფი ზრდა დასტურია იმისა, თუ როგორი მიმზიდველია ის  მომხმარებლებისთვის. Visa-მ, ერთი წლის განმავლობაში, პირველად დაამუშავა მილიარდზე მეტი tap-to-ride ტრანზაქცია გლობალურ სატრანსპორტო სისტემებში, სადაც ყველაზე დიდი წილი ევროპას უკავია, მათ შორის დღეში 4 მილიონზე მეტი გადახდა ტრანსპორტში, ქალაქ ლონდონზე მოდის, თუმცა სხვა რეგიონებშიც ზრდა შეინიშნება. ჩრდილოეთ ამერიკაში, დაახლოებით, ყოველი მეხუთე უკონტაქტო გადახდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდის2. უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიის გამოყენებამ დაადასტურა, რომ ის ინვესტიციის სარგებელს (ROI) სთავაზობს სატრანსპორტო სააგენტოებს , მომხმარებლებისთვის მოხერხებულობასა და მოქნილობასთან ერთად. 

უკონტაქტო გადახდების ტექნოლოგია, რომელიც დაინტეგრირებულია Visa Prepaid და Private Label ბარათებზე, ციფრული ბილეთების ყიდვის შესაძლებლობებს ქმნის  საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა მომხმარებლისთვის, მიუხედავად მათი ფინანსური მდგომარეობისა ან საბანკო ანგარიშზე წვდომისა, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფინანსური ინკლუზიის განვითარებაში მთელ მსოფლიოში.

Visa  თანამშრომლობს ქალაქების დამგეგმარებლებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან, ოპერატორებთან და გადაწყვეტილებების მიმწოდებლებთან, რათა ურბანული მგზავრობის გამოცდილების ახლებური გააზრება მოხდეს, ინკლუზიურ, მდგრად და ურთიერთდაკავშირებულ მრავალმოდელურ ტრანსპორტზე ფოკუსირებით. პროგრამის “მდგრადი ქალაქების ქსელის” (Resilient Cities Network) მეშვეობით Visa თანამშრომლობს ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქალაქებთან, რათა ერთობლივად შეიმუშაონ ციფრული გადაწყვეტილებები, უნიკალური გამოწვევების გადასაჭრელად.

Visa აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან, ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში - Global New Mobility Coalition, რომელიც გამოწვევების უკეთ გადაწყვეტებისკენ  მიისწრაფვის, საერთო, დაკავშირებული და დეკარბონირებული მობილობის ეკოსისტემის შესაქმნელად. გუნდმა ახლახანს მიმოიხილა თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინოვაციურ მიდგომას მგზავრობის დროს გადახდების მდგრადობაზე: ინოვაცია მობილურობის გადახდებში ხელს უწყობს ადამიანების მოძრაობას, პლანეტის დაცვასთან ერთად (Innovation in mobility payments is keeping people moving while protecting the planet).

გასული 60 წლის განმავლობაში, Visa თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან, რათა გააუმჯობესოს გადახდის მეთოდები და ხელმისაწვდომობა ტრანსპორტზე, ეკონომიკური ზრდისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესების მხარდაჭერით. ყოველდღიურ სატრანსპორტო გადახდებში სიახლეების დანერგვა ყველაზე ეფექტური გზაა ჩვენი მიზნების მისაღწევად.

Visa-ს გლობალური ურბანული მობილობის ინიციატივების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ Visa-ს გლობალური ურბანული მობილობის გვერდს. Visa-ს ურბანული მობილობის კვლევის შესახებ მეტის გაგება შეგიძლიათ აქ.

კომპანია „Visa”-ს შესახებ

 Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. ყოველწლიურად Visa, 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციას მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში  ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური