ფერმერთა სათათბიროს განახლებული სტრუქტურული მოდელით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
30 სექტემბერს, სასტუმრო ,,რუმსში’’, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, მისი მთავარი საკონსულტაციო ორგანოს - ფერმერთა სათათბიროს განახლებული შემადგენლობის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც ფერმერთა ასოციაციის მენეჯმენტი და სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე, სათათბიროს წევრი 20-მდე დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, ფერმერთა სათათბიროს სამუშაო მეთოდები, სამოქმედო გეგმა და საკომუნიკაციო სტრატეგია იქნა განხილული.
ფერმერთა სათათბიროს საკომუნიკაციო სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო ორგანოს - ფერმერთა სათათბიროს ცნობადობის გაზრდას და წევრებს შორის ეფექტური კომუნიკაციის პლატფორმის შექნას, რაც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამარტივებას და უფრო მოქნილს გახდის სათათბიროს მუშაობას.
როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ახალი საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ფერმერთა ასოციაციის მთავარ საკონსულტაციო ორგანოს თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რაც მნიშვნელოვანია როგორც ფერმერების, ასევე, ზოგადად აგროსექტორის განვითარებისთვის.
"შეხვედრისას, სხვადასხვა სამუშაო პროცედურებთან ერთად, განვიხილეთ სათათბიროს განახლებული საკომუნიკაციო სტრატეგია და შევთანხმდით კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე. ამასთან, წევრი ასოციაციების წარმომადგენლების მიერ არაერთი კონკრეტული საკითხი დაისვა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე დარგობრივ ასოციაციათა წარმომადგენლებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და ძალისხმევის კოორდინაციის მნიშვნელობას. ვფიქრობთ,საგულისხმოა ფერმერთა სათათბიროს საქმიანობის ოპტიმალური მოდელის განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს ყველა წევრი ასოციაციის ეფექტურ ჩართულობასა და თითოეული მათგანისთვის პრიორიტეტულ საკითხთა სათანადოდ ასახვას სათათბიროს საქმიანობაში. დღეისათვის ფერმერთა სათათბირო 22 დარგობრივ ასოციაციას აერთიანებს, სამომავლოდ კი პლატფორმის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას ვიმედოვნებთ, რათა სოფლის მეურნეობის ყველა დარგი დავფაროთ", - აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი კოჭლამაზაშვილმა. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ფერმერთა სათათბიროს განახლებულ სტრუქტურულ მოდელს უახლოეს მომავალში, ოფიციალური პრეზენტაციის სახით წარადგენს.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ფერმერთა სათათბირო 2017 წელს, მის წევრ ფერმერთა კენჭისყრის საფუძველზე დააფუძნა. ფერმერთა სათათბიროს მიზნებია: ფერმერთა ინტერესების დაცვა, მათი პრობლემატიკის განსაზღვრა, შესაძლო ალტერნატივების და/ან გადაჭრის გზების მოძიება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ასევე, მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებში დარგობრივი/სექტორული ასოციაციაციებისა და ფერმერების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანს შეხვდა.
აზერბაიჯან-სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი, თავიანთ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების პირობებს განსახილველად ერთმანეთს შეხვდნენ. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ით გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შვეიცარიაში ქალაქ ჟენევაში გაიმართა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 30 სექტემბერს სომხეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მოლაპარაკებები 2 ოქტომბერს გაიმართება.
ფაშინიანმა თქვა, რომ შეხვედრის დროს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი მომზადდება.
აზერბაიჯანის მთავრობას კი შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
ახალშობილი გიგანტური პანდას ბელები პირველად გამოჩნდნენ დამთვალიერებლების წინაშე
ჩუნცინი, 2 ოქტომბერი (სინხუა) – ამ წლის 22 ივლისს დაბადებული ტყუპი გიგანტური პანდას ბელები პირველად გამოჩნდნენ საჯაროდ შაბათს, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში მდებარე ზოოპარკში.
ახალშობილი გიგანტური პანდას ბელები ქ. ჩუნცინის /სამხრეთ-დასავლეთი ჩინეთი/ პანდების დაცვისა და კვლევის ცენტრში ცხოვრობენ და მისი მონახულება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ მოქალაქეებს ყოველდღიურად შეუძლიათ.
ჩუნცინის პანდების დაცვისა და კვლევის ცენტრის დამკვირვებლების თქმით, ახალშობილი გიგანტური პანდას ბელები თავს საუცხოოდ გრძნობენ. ისინი იკვებებიან ისე, როგორც მათი წარმომადგენლები ველურ ბუნებაში და ჩანს რომ დღითიდღე მატულობენ წონაში.
ბიზნეს ჰაბი გურიის შავი ზღვის სანაპიროზე!
Grigoleti Beach Resort, Trademark Collection by Wyndham ფიჭვებში ჩამალული სასტუმროა, შავი ზღვის ქვიშიან სანაპიროსთან, საიდანაც ულამაზესი დაისი ყოველ საღამოს ხელის გულზე ჩანს. სასტუმრო ბათუმის აეროპორტიდან 50 კილომეტრში, ხოლო ქუთაისი აეროპორტიდან 65 კილომეტრში მდებარეობს. საქართველოს ინდუსტრიული გულიდან, ფოთის პორტიდან - სასტუმროში, მანქანით, სულ რაღაც 15 წუთში აღმოჩნდებით.
ჩვენი 60 კომფორტულიოთახიდან, თქვენთვის სასურველს აუცილებლად შეარჩევთ, სადაც დაგხვდებათ-მაღალხარისხიანი ინტერნეტი, Hd ტელევიზორი, მინი ბარი და სხვა აუცილებელი ნივთები. სასტუმროში განსხვავებული სერვისების მიღებას შეძლებთ, როგორიცაა უნიკალური ღვინის სპა, ტრადიციული იაპონური მასაჟი; გარე გადახურვა და აუზი; სახურავის ტერასა საოცარი ხედით და ყველაზე მთავარი - რესტორანი, სადაც ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად შეგიძლიათ, უგემრიელესი ევროპული სამზარეულოც დააგემოვნოთ.
სასტუმროს ორივე შეხვედრების ოთახი საუკეთესო ადგილია კორპორატიული შეკრებების და კონფერენციებისთვის, რომელთა დაგეგმვაშიც სასტუმროს მომსახურე პერსონალი დაგეხმარებათ. ოთახები სხვადასხვა კონფიგურაციით გათვლილია ბიზნეს შეხვედრებისთვის 25 ადამიანზე ან/და კონფერენციებისთვის, დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობით - 100 ადამიანი.
10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე
13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC) უმასპინძლებს. კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ღვინო და გამოიკვეთოს მისი ნამდვილი ღირებულება, საკმარისი დრო უნდა დაეთმოს მის გასინჯვას - დაგემოვნებას. და მაინც რა მოვლენაა IWSC, რა გამოცდილებას იტევს, როგორია IWSC-ის ღვინის შეფასების ინსტრუქცია, კრიტერიუმები, რომელსაც კონკურსანტებს სთავაზობენ.
ექსპერტთა თქმით, IWSC-ის ჯილდოს მიღება მარტივი ნამდვილად, არ არის და სწორედ ეს ფაქტი ანიჭებს ჯილდოს მნიშვნელოვნებას. გთავაზობთ, 10 მნიშვნელოვან ფაქტს, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე:
- კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) 50 წელზე მეტი ტარდება. კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ და დღეს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასება-აღიარების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და პრესტიჟული კონკურსია.
- საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად ტარდება ლონდონში, სადაც ტესტირებაზე ათიათასობით ალკოჰოლური სასმელის ტესტირებას ჟიურის წევრი/მსაჯები ახდენენ.
- IWSC კონკურსის არსებობის ისტორიაში მეორედ და ევროპაში პირველად, IWSC-ის დირექტორატის გადაწყვეტილებით, დაიშვა გამონაკლისი და ცალკეული ქვეყნის მასშტაბით (პირველი ჩატარდა სამხრეთ აფრიკაში) კონკურსი მხოლოდ ქართველი მეღვინეებისთვის ჩატარდება. ეს უდიდესი პატივი და შესაძლებლობაა ქართველი მეღვინეებისთვის.
- IWSC-ის კონკურსის საქართველოში ჩატარების ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორი გურჯაანის ღვინის ფესტივალია. კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.
- კონკურსის პირობების თანახმად, მეღვინეები რეგისტრირდებიან IWSC-ის ვებგვერდზე. რეგისტრაციის შემდეგ მეღვინეებმა უნდა გააგზავნონ საკუთარი ღვინის 2 ნიმუში ღვინის ეროვნულ სააგენტოში 1-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით.
- კონკურსის ფარგლებში IWSC-ის ჟიურის შემადგენლობაში მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, სომელიეები და ბაიერები იქნებიან. რაც ყველაზე ხაზგასასმელია, ჟიურის უხელმძღვანელებს ღვინის ერთ-ერთი საუკეთესო შემფასებელი მსოფლიოში - უმაღლესი რანგის პროფესიონალი - აღიარებული ღვინის მაგისტრი, სარა ებოტი. IWSC-ის მხრიდან აგრეთვე იმსაჯებენ: მეგან კლარკი, მეგი მაკპერსონი, სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია.
7. კონკურსს ქართველი მსაჯებიც მოემსახურებიან. ჟიურიში იქნებიან ანა გოდაბრელიძე, გოგი დაქიშვილი, ლადო უზუნაშვილი, დავით ჩიჩუა, ჯაბა ძიმისტარიშვილი, მაგდა სურგულაძე, პატრიკ ჰონეფი და ლევან მეხუზლა.
- კონკურსი ჩატარდება 13 ოქტომბერს და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონკურსის პირობების თანახმად ჩატარების ადგილი, IWSC-ის მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. ინფორმაცია გამარჯვებულების შესახებ ტესტირების დასასრულს გახდება ცნობილი.
- კონკურსს ეყოლება გამარჯვებულები, ყველა მონაწილე კი - მოგებული დარჩება, რადგან ჟიურის წევრების შეფასებებს ყველა მონაწილე ინდივიდუალურად მიიღებს.
- გალა ღონისძიებაზე მოხდება გამარჯვებული ღვინოებისა და მეღვინეობების დაჯილდოვება IWSC-ის სპეციალური მედლებით (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) და სერტიფიკატებით.
IWSC-ის საქართველოს კონკურსზე რეგისტრაცია დასრულდება 7 ოქტომბერს.
აქტუალური თემის ანალიზი: რუსეთ-უკრაინის ომი მწვავდება!
პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი
რუსეთ-უკრაინის ომი ახალ ფაზაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადებით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმით. ხარკოვის რაიონში მძიმე მარცხის შემდეგ, რუსებმა განაცხადეს, რომ ბრძოლის ველზე ბალანსის აღსადგენად ნაწილობრივი მობილიზაციით 300 000 ადამიანს შეაიარაღებენ და ფრონტის ხაზზე გადაიყვანენ. თუმცა, რამდენად შეცვლის ეს ნაბიჯი რეალობას ადგილზე რუსების სასარგებლოდ უცნობია. ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში დაპირისპირება გრძელდება. რუსებმა დახურეს გაზსადენები ევროკავშირთან, მხოლოდ „თურქული ნაკადი“ აგრძელებს გაზის აქტიურ გადაზიდვას.
მოხდა ორი კრიტიკული მოვლენა, რომელიც გავლენას მოახდენს უკრაინის ველზე ომის მიმდინარეობაზე. პირველი არის რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება. როგორც მოსალოდნელი იყო, მიღებული იქნა რუსეთთან შეერთების გადაწყვეტილება თითქმის ასპროცენტიანი შედეგით ყველა ამ რეგიონში. რა თქმა უნდა, ამ რეფერენდუმებს არანაირი იურიდიული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ რუსები აღიარებენ რეფერენდუმის შედეგებს და გამოაცხადებენ, რომ ამ რეგიონების ანექსია მოახდინეს, მაშინ, თუ უკრაინის არმია ამ რეგიონებს თავს დაესხმება, ეს განიხილება როგორც თავდასხმა რუსეთის მიწაზე და ამ შემთხვევაში ეს უკანასკნელი იმუქრება მის ხელთ არსებული სამხედრო საშუალებების გამოყენებით, მათ შორის ბირთვული იარაღის. რეფერენდუმის კიდევ ერთი შედეგია ის, რომ იგი სრულად ანგრევს შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ზელენსკიმ ღიად განაცხადა, რომ თუ ეს რეფერენდმები ჩატარდება, ისინი არ დაჯდებიან რუსებთან მოლაპარაკების მაგიდასთან.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არის ის, რომ პუტინმა მკაცრი გამოსვის შემდეგ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა, რომ 300 000 ადამიანი იქნება გაწვეული სამხედროში და მათგან 250 ათასი უკვე რეზერვისტია. თუმცა, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ათიათასობით ადამიანი აიძულეს სამხედრო სამსახურში გასულიყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო მედიაში გავრცელდა ათასობით რუსის ქვეყნიდან გაქცევის მცდელობის კადრები. ასევე ისეთ ავტონომიურ რესპუბლიკებში, როგორიცაა დაღესტანი, ხალხმა მწვავე რეაქცია გამოხატა. პუტინისთვის ომის შიდა ხარჯები გაიზარდა.
პუტინის ნაწილობრივი მობილიზაციის გადაწყვეტილებით, რუსული არმია ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდით ცდილობს დააბალანსოს უკრაინის არმია ფრონტის ხაზზე. განსაკუთრებით მძიმე მარცხმა ხარკოვში სერიოზულად შეაშფოთა პუტინი და მისი ძალოვანები. დასავლეთის ქვეყნების შეუზღუდავი სამხედრო დახმარება და ძლიერი მორალური მოტივაცია ადგილზე მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის არმიამ დაიწყო რუსეთზე უპირატესობის დამყარება.
ახლა პუტინს სურს მინიმუმ დააბალანსოს ფრონტის ხაზები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის არმიას და თავდაცვის მრეწველობას არ გააჩნია დანაკარგების ჩანაცვლების უნარი, რუსეთისთვის თითქმის შეუძლებელი ჩანს გამანადგურებელი ომის მოგება. არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსებმა გაიმარჯვონ უკრაინასა და მის მოკავშირეებთან მხოლოდ ნაწილობრივი მობილიზაციის სრულ მობილიზაციაში გადაზრით, მთელი მისი ინდუსტრიული ინფრასტრუქტურისა და ადამიანური ძალის ომში გადატანით, წინააღმდეგ შემთხვევაში ან ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართავს, ან თანდათან დატოვებს იმ ადგილებს, რომლებიც დაიკავა. ამჟამინდელი სამხედრო ბალანსის გათვალისწინებით, ნაწილობრივი მობილიზაციით რუსების ველიდან გამარჯვებული გამომოსვლა შეუძლებელია.
წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/programebi/2022/09/30/ak-tualuri-t-emis-analizi-5-2022-1886243
„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, გაიმართა საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია
„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე ასევე გალაკონცერტი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაზე გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით, მუსიკალური წარმოდგენის - „უჩინმაჩინის ქუდი“ პრემიერა შედგა. ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიისა და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, მე-19 საუკუნიდან დღემდე, თბილისის ისტორიაში მოგზაურობას გულისხმობს.
გალაკონცერტში საშემსრულებლო ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები, მოცეკვავეები და ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობდნენ.
სხვადასხვა ღონისძიება რამდენიმე ლოკაციაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებთან დაკავშირებით
საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას.
ამ უკანონო ქმედებით, კიდევ ერთხელ, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.