Items filtered by date: ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA
თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელ ცენტრში პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს. რეინჯერის, კომანდოსა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებიდან შერჩეულმა წარმომადგენლებმა ორი კვირის განმავლობაში პირადი დაცვის ამოცანების შესასრულებლად ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს.
კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალი საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დასაცავ ობიექტთან ერთად ქვეითად გადაადგილების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის, ავტომობილიდან სროლის, ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენისა და პირველადი დახმარების გაწევის დავალებები შეასრულეს.
საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ოთარ დოლიძემ სამხედროებს სიტყვით მიმართა, კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნული კურსი სპეციალური ოპერაციების ძალების ორგანიზებით პირველად ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება.
გამოქვეყნებულია სამხედრო

ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი აცხადებს, რომ მზადაა, იმუშაოს აშშ-თან ორმხრივი სარგებლისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩინურ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა შესაძლოა, ინდონეზიაში ნოემბრის ბოლოს შედგეს.

როგორც „როიტერი“ წერს, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთმა და აშშ-მა უნდა განამტკიცონ კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რათა მსოფლიოში სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს.

„მსოფლიო დღეს არაა მშვიდობიანი და მშვიდი. ჩინეთმა და აშშ-მა ერთად უნდა შეუწყონ ხელი საერთაშორისო სტაბილურობას“, – ნათქვამია ჩინეთის ლიდერის განცხადებაში.

სი ძინპინის თქმით, თანამშრომლობის განმტკიცება ორივე ქვეყანას თანაბარ სარგებელს მოუტანს და მსოფლიოსაც.

ჩინეთსა და აშშ-ს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობები დაძაბულია ტაივანისა და რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური