Items filtered by date: ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

თბილისი, 26ოქტომბერი, 2022 – დღეს, Visa Elevator Pitch-ის ბიზნესკონკურსში დამოუკიდებელმა ჟიურიმ საუკეთესო 10 ფინალისტიდან გამოავლინა 2 გამარჯვებული ქალი მეწარმე.

კონკურსის პირველი ადგილისა და 25 000 ლარის მფლობელი გახდა ანა ნადირაძე ბრენდ „ჰორსტურის“ თანადამფუძნებელი, მეორე ადგილი კი ნათია ბედენაშვილმა ბრენდ „ბისერნათის“ დამფუძნებელმა მოიპოვა და მიიღო ფულადი პრიზი 15 000 ლარის ოდენობით.

კონკურსის გამარჯვებულმა ანა ნადირაძემ, 2021 წელს საცხენოსნო პლატფორმა - „ჰორსტურსი“ შექმნა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ინოვაციურ გადაწყვეტას. ინოვაციური ონლაინ პლატფორმა საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს ეხმარება საკუთარი სერვისის გაციფრულებაში, მომხმარებლებს კი ონლაინ ჯავშნისა და გადახდის ერთიან შესაძლებლობას სთავაზობს.

მეორე ადგილისა და 15 000 ლარის მფლობელი გახდა ნათია ბედენაშვილი, ბუნებრივი და ნახევრად ბუნევრივი ხელნაკეთი აქსესუარების  მწარმოებელი ბრენდის „ბისერნათის“ დამფუძნებელი. სტარტაპი 2020 წელს დაარსდა და მომხმარებლებს მუდმივად მრავალფეროვან და ინდივიდუალური დიზაინით დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს.

კონკურსის საუკეთესო ათეულია:

  1. ბრენდი„ინ ბლუმ გარდენი“ - მარიამ ბალანჩივაძე
  2. ბრენდი „Halo“ - ანა ერემეიშვილი
  3. ბრენდი „ჰორსტური“ - ანა ნადირაძე
  4. ბრენდი „დასი“ - თამარ ჟღენტი
  5. ბრენდი „ბისერნათი“ - ნათია ბედენაშვილი
  6. ბრენდი „აგრო ჰოლდინგი“ - სოფიკო მახატლიშვილი
  7. ბრენდი„ჰიპო ველოს“ -ვერიკო ბაზალი
  8. ბრენდი ფაქტურაატელიე - მარიამ მახარაძე
  9. ბიზნესიდეა „პერსონაჟი“ - თამარ ქველიძე
  10. ბრენდი „დამ - დამ“ - ქეთევან ქარსელაძე

კონკურსის მეორე ეტაპზე ფინალისტები ორდღიან უფასო საკონსულტაციო-მენტორულ სესიებს დაესწრნენ, სადაც შეისწავლეს ფიჩინგისა და ეფექტური ბიზნეს პრეზენტაციის მომზადების ტექნიკები.

კონკურსი, გლობალური კამპანიის - She’s Next, Empowered by Visa-ს ფარგლებში ბიზნესფედერაციასთან  ერთად „ქალები მომავლისთვის“ გამოცხადდა და მონაწილეები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესების მიხედვით შეირჩნენ.[1]

###

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში  ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge



[1] კონკურსის წესები და მონაწილეობის პირობები, იხილეთ ბმულზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა გააფრთხილება, რომ რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში ძალიან სერიოზული შეცდომა იქნება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ჟურნალისტის შეკითხვას: "რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა გამოიყენებს ბინძურ ბომბებს. როგორ ფიქრობთ, ეს შეიძლება იყოს რუსეთის მზადება მოტყუების ოპერაციისთვის?" - ბაიდენმა უპასუხა: "თუ რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ატომურ იარაღს, ეს იქნება წარმოუდგენლად სერიოზული შეცდომა. მე ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ეს არის მოტყუების ოპერაცია. მე არ ვიცი ამის შესახებ. მაგრამ ეს იქნება ძალიან, ძალიან სერიოზული შეცდომა“.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ უკრაინა ემზადება "ბინძური ბომბის" გამოსაყენებლად და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ასევე ამტკიცებს, რომ ამ ქვეყანაში არის ობიექტები, რომელთაც აქვთ რადიოაქტიური ბომბების წარმოების ტექნოლოგიები.

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2022 15:19

საქართველოს ძალოსანთა მორიგი მედლები

20 და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ალბანეთის დურესი მასპინძლობს, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მორიგი მედლები დაისაკუთრა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

23-წლამდელებში მოასპარეზე ზაზა ლომთაძემ (109 კგ) ატაცში 164 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა. უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც 205 დაიმორჩილა და პირველი ადგილი ერგო. კვარცხლბეკის პირველი საფეხური დაიკავა ორჭიდში დაგროვილი 369 კილოგრამითაც.

ამავე წონაში იასპარეზა აკაკი ტალახაძემ, რომელმაც აკვრაში 199 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

იგივე წონაში, ოღონდ 20-წლამდელებში მედლები მოიპოვა გიორგი კირვალიძემ.

მას ატაცში 157 კილოგრამის დაძლევით მეხუთე შედეგი ჰქონდა. ბევრად უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც 194 კილოგრამის დამორჩილებით მესამე ადგილზე გავიდა. ასევე მესამე ადგილზე გავიდა ორჭიდში დაგროვილი 351 კილოგრამით.

გამოქვეყნებულია სპორტი
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლის, ბრიტანელი მრჩეველის, კაპიტან ჯეკ ბეკეტის გაცილების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა კაპიტან ჯეკ ბეკეტს JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ბრიტანელი მრჩეველი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
კაპიტანი ჯეკ ბეკეტი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) 2022 წლის გაზაფხულიდან იყო მოვლენილი და ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა.
მედალი „ღირსეული პარტნიორი“ Noble Partner უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სამხედრო თუ სამოქალაქო პირებს გადაეცემათ, რომლებმაც საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
გამოქვეყნებულია სამხედრო

ქარჩხაძის გამომცემლობამ საქართველოში გამოსცა "ლიტერატურული ალუზიები სი ძინფინგის გამოსვლებსა და ნაშრომებში". ნაწარმოები გამოიცა ორ წიგნად.

წიგნში თავმოყრილია ლიტერატურული ფრაზები ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, სი ძიფინგის გამოსვლებიდან თუ ნაშრომებიდან, რომლებშიც ის ხშირად და ოსტატურად იყენებს ციტატებს ძველი ჩინეთის კლასიკოსთა თუ ფილოსოფოსთა ნაშრომებიდან, ჩინური ლიტერატურული ტრაქტატებიდან ტანის დინასტიის ლექსებამდე და სუნის დინასტიის რითმულ პროზამდე, კონფუციდან – მაო ძედუნამდე და ხაზს უსვამს ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც თვალს უხელს და შთააგონებს ადამიანს, ავლენს წარსულისა თუ მიმდინარე მოვლენების ბუნებას, მათ შორის კავშირს და ცოცხალი და ხატოვანი ენით გადმოსცემს უდიდეს სიბრძნეს.
ძველი ჩინური კლასიკური ციტატები სიბრძნის მარგალიტებია, სათუთად შენახული ხანგრძლივი ისტორიის მქონე ჩინურ კულტურაში, რომლებიც მემკვიდრეობით მიღებული დახვეწილი ტრადიციულ ჩინური კულტურისა და ღრმა აზრის მატარებელია.
კომენტარების ავტორია იან ლისინი. შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორი: „ჟენმინ ჟიბაოს” რედაქციის ხელმძღვანელი იან ჟენიუ.
ქართულ ენაზე თარგმანი შეასრულა ნიკოლოზ ბაქრაძემ.
გამოქვეყნებულია ჩინეთი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს და უკრაინა თავის ტერიტორიაზე რადიოაქტიური შემცველობის, „ბინძური ბომბი“-ს გამოყენებას აპირებს, კიევი უარყოფს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში დასძინა რომ იგი ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ლოიდ ოსტინს და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს ბენ უოლასს რუსეთის ბრალდებების შესახებ, თითქოს და უკრაინა ემზადება „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად.

„ნატოს მოკავშირეები უარყოფენ ამ ბრალდებებს“, განაცხადა სტოლტენბერგმა, მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ეს პრეტენზია დაძაბულობის ესკალაციის საბაბად.

მან ბოლოს კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი სრული მხარდაჭერა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს ვალერი რაბოს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

შალვა პაპუაშვილმა ფრანგ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. აგრეთვე, ესაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესზე და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი ევროკავშირში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის შემდგომ ინტეგრაციას დაუჭერს მხარს.

შეხვედრა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური