ჩინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტაივანთან დაკავშირებით, ჩინეთი ვერასდროს იტყვის უარს ძალის გამოყენებაზე
პეკინში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობაზე სითყვით გამოსვლისას, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა განაცხადა, რომ ტაივანთან დაკავშირებით, ჩინეთი ვერასდროს იტყვის უარს ძალის გამოყენებაზე.
სი ძინფინგის თქმითვე, მისი ქვეყანა გააგრძელებს ტაივანის დამოუკიდებლობისადმი წინააღმდეგობის გაწევას.
“მშვიდობიანი გაერთიანებისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას უდიდესი გულწრფელობითა და უმაღლესი ძალისხმევით, მაგრამ ჩვენ ვერასდროს დავპირდებით, რომ უარს ვიტყვით ძალის გამოყენებაზე და ჩვენ ვიტოვებთ ყველა საჭირო ზომის მიღების არჩევანის უფლებას”, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.
მანვე დასძინა, რომ მისი სიტყვები ”მიმართული იყო მხოლოდ გარე ძალების და რამდენიმე სეპარატისტის ჩარევით, რომლებიც ეძებენ ტაივანის დამოუკიდებლობას”.
მედიის ცნობით, ტაივანთან დაკავშირებით, სი ძინფინგის განცხადებას „ყველაზე დიდი აპლოდისმენტები მოჰყვა თითქმის ორსაათიანი სიტყვით გამოსვლის დროს“.
„ჩვენი ქვეყნის სრული გაერთიანება უნდა მოხდეს“, - დასძინა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა.
ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ ის არასდროს აკონტროლებდა მას.
ლევან იოსელიანის თქმით, ევროპის საბჭოს რეზოლუციას „ჩანაწერის სახით მისი მხარდაჭერაც აქვს“
პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი პარტია „დროას“ განცხადებას ეხმაურება. „დროას“ განცხადების თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას კენჭი უყარეს, კენჭისყრის პროცედურას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი არ დაესწრო. ლევან იოსელიანი „დროას“ ამ განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს და განმარტავს, რომ თავად რეზოლუციას მხარი დაუჭირა, მაგრამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციის მეოთხე შესწორებას, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაა ნახსენები.
"გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას ბევრი ხმაური მოყვა. ამ რეზოლუციას, ცხადია, მე მხარი დავუჭირე, თუმცა არ დავუჭირე მის მეოთხე შესწორებას, სადაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაა მოხსენიებული. რადგან ერთიანი ხმის მიცემის შედეგებში ჩემი ხმა არ ჩანს, ვიღაცამ ჩათვალა, რომ რეზოლუციის ტექსტს მხარი არ დავუჭირე. რა თქმა უნდა, ამ ხმის მიცემის ჩამონათვალში, ჩემი ხმა არ გამოჩნდებოდა, იმიტომ, რომ თუ გინდა, რომ რეზოლუციას, რომელიმე შესწორების გარეშე დაუჭირო მხარი, ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე უნდა განაცხადო ზეპირსიტყვიერად და შემდეგ რეზოლუციის შედეგებს ჩანაწერის სახით მიებმევა შენი მხარდაჭერა. ამგვარად, თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, მეგობრებო ასამბლეის ვებ -გვერდზე, 14 ოქტომბრის ზეპირსიტყვიერ ჩანაწერებში იპოვით ჩემს მხარდაჭერას. კენჭისყრის დღეს ჩემი ხმა, ტექნიკურად არ დაფიქსირდა, რის გამოც მეორე დღეს სესიაზე განვაცხადე, რომ ჩაესწორებინათ და დაეფიქსირებინათ, ესეც ოფიციალურ ხმის მიცემად ითვლება. მსგავსი ფორმით ხმის მიცემა ასამბლეაში მიღებული და ხშირი პრაქტიკაა. ამიტომ რეზოლუციას ჩანაწერის სახით ახლავს ლევან იოსელიანის მხარდაჭერაც, რაც PACE-ს ოფიციალურ გვერდზე ჩანაწერებში ჩანს კიდევაც“,- აცხადებს ლევან იოსელიანი.
შეგახსენებთ, რომ პარტია „დროამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს კენჭი უყარა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას. ხმის მიცემის პროცესს ესწრებოდა წევრი ქვეყნების 100 წარმომადგენელი, რომელთაგან მხოლოდ ერთმა შეიკავა თავი პოზიციის დაფიქსირებისგან, 99-მა კი ერთხმად გამოაცხადა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ისევე, როგრც პარტია „მოქალაქეების“ წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი აღნიშნულ კენჭისყრას არ დაესწრნენ და, შესაბამისად, არ დაუჭირეს მხარი რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას“,- ნათქვამია „დროას“ განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ წევრები, ისევე, როგორც პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ლ. იოსელიანი კენჭისყრას არ დაესწრნენ
პარტია „დროას“ განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას კენჭი უყარეს, კენჭისყრის პროცედურას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დაესწრენენ.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს კენჭი უყარა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას. ხმის მიცემის პროცესს ესწრებოდა წევრი ქვეყნების 100 წარმომადგენელი, რომელთაგან მხოლოდ ერთმა შეიკავა თავი პოზიციის დაფიქსირებისგან, 99-მა კი ერთხმად გამოაცხადა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ისევე, როგორც პარტია „მოქალაქეების“ წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი აღნიშნულ კენჭისყრას არ დაესწრნენ და, შესაბამისად, არ დაუჭირეს მხარი რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას.
საქართველოდან ხმის მიცემას მხოლოდ ხატია დეკანოიძე (ენმ) დაესწრო, რომელმაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ეს დასტურდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის არქივის მონაცემებიდან.
ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ქართული ოცნების“ ლოიალობას პუტინის რეჟიმის მიმართ და იმას, რომ რუსეთი მათთვის ბუნებრივ პოლიტიკურ და ცივილიზაციურ სივრცეს წარმოადგენს.
საქართველოსთვის, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული სახელმწიფოსთვის და რუსული კოლონიური წარსულის მქონე ქვეყნისთვის, აღნიშნული ფაქტი და „ქართული ოცნების“ პრორუსული მმართველობა არის არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ გვიქადის დამარცხებული იმპერიული სახელმწიფოს ნანგრევებში მოყოლას. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო და მას საბოლოოდ დავუმკვიდროთ ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახში“-აცხადებს პარტია „დროა“ და შესაბამის ბმულს უთითებს. წყარო: https://pace.coe.int/en/votes/39122
ნორვეგია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ანიკენ ჰუდფელდტს შეხვდა.
სი ძინფინგმა ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი
ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და პირობა დადო, რომ "მსოფლიო კლასის არმიად" გადაქცევისთვის ძალისხმევას დააჩქარებს.
მისივე თქმით, ჩინეთი "შექმნის სტრატეგიული შეკავების ძლიერ სისტემას" და "გააძლიერებს სამხედრო წვრთნებს საბრძოლო პირობებში".
ამასთან, როგორც ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, ოფიციალურმა პეკინმა უნდა "დააჩქაროს სამხედრო თეორიის, ორგანიზაციის, პერსონალის, იარაღისა და აღჭურვილობის მოდერნიზაცია", რათა მისმა სამხედროებმა შეძლონ "ეფექტურად შეასრულონ მისია და ამოცანები ახალ ეპოქაში".
გარდა ამისა, სი ძინფინგმა ჩინელ სამხედროებს მოუწოდა, გაზარდონ საომარი მზადყოფნა და გააუმჯობესონ „გამარჯვების უნარი“.
შეგახსენებთ, რომ კვირას პეკინში გაიხსნა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა. კომპარტიის ყრილობას 2 379 მილონი დელეგატიდან 2 310 მილიონი დელეგატი და ჩინეთის კომპარტიის მე-20 კონგრესის სპეციალურად მოწვეული სტუმარი ესწრება.
კიევში სულ მცირე 4 აფეთქება მოხდა
უკრაინის დედაქალაქ კიევში სულ მცირე 4 აფეთქება მოხდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.
ხელისუფლების ცნობით, თავდასხმები განხორციელდა კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატებით.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში განაცხადა, რომ დედაქალაქის შევჩენსკის რაიონში 4 სხვადასხვა აფეთქება მოხდა.
კლიჩკომ გაავრცელა კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატებისგან დარჩენილი ნაწილების ფოტო, რომლებიც თავდასხმისას იქნა გამოყენებული, ხოლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
თავდასხმის შედეგად კიევის ცენტრში მდებარე შენობას მცირე დაზიანება მიადგა.
რაიონში მყოფმა უსაფრთხოების ძალებმა ჰაერში ცეცხლი გახსნეს კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატის გასანეიტრალებლად.
სროლის შემდეგ ტერიტორიაზე ორი აფეთქების ხმა გაისმა.
რეგიონში, სადაც თავდასხმა მოხდა ქუჩები კვამლით აივსო და მაცხოვრებელთა ნაწილამა სახლები დატოვა და სხვა რაიონებში წავიდა.
რუსულმა ძალებმა კიევზე თავდასხმების სერია 10 ოქტომბერს დაიწყეს.
Visa-ს ახალი კვლევითი ანგარიშები ხაზს უსვამს კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობას ცვალებადი საფრთხეების პირობებში
თბილისი, 2022 წლის 17 ოქტომბერი – მსოფლიო ლიდერი ციფრულ გადახდებში Visa განახლებულ დასკვნას გვთავაზობს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა თაღლითობა მას შემდეგ რაც პანდემიამ პიკს მიაღწია, მაშინ როდესაც დამნაშავეები მიზანში იღებენ როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ სივრცის მოწყვლად მახასიათებლებს, რადგანაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება პირადი და ელექტრონული კომერციის გამოცდილებების ნაზავს უბრუნდება.
„საცალო ვაჭრობის პანდემიამდელ დონეზე დაბრუნების კვალდაკვალ, კრიმინალები კვლავ სათავისოდ იყენებენ ფიზიკურ დაუცველობას მაღაზიებში, ელექტრონული კომერციიდან კი სარგებელს იღებენ მავნე და ვირუსული პროგრამებისა და ფიშინგ შეტევების მეშვეობით, სხვა ხერხებთან ერთად,“ განაცხადა პოლ დ. ფაბარამ, Visa-ს რისკების მთავარმა ოფიცერმა.
ორი ახალი გლობალური კვლევა: Visa-ს უახლესი ანგარიში საფრთხეების შესახებ, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, და MIT (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი) ტექნოლოგიების ანალიზი (MIT Technology Review Insights) „ფულის მოძრაობა ციფრულ სამყაროში", რომელიც 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა Visa-სთან პარტნიორობით, პოსტპანდემიური ეკონომიკის ახალ და განმეორებად საფრთხეებს უსვამს ხაზს.
ციფრული კომერცია და კრიპტო მომხმარებლები მდიდარი სამიზნეები არიან ნოვატორი თაღლითებისთვის
ციფრული კომერციის გარემო, რომელიც საგრძნობლად სწრაფად განვითარდა პანდემიის გამო, კიბერდამნაშავეებისთვის ჯერ კიდევ უმდიდრეს სამიზნედ რჩება.
Visa-ს გლობალური რისკების შემსწავლელი გუნდის მიერ, გამოკვლეული თაღლითობისა და მონაცემთა გაჟონვის შემთხვევების თითქმის სამი მეოთხედი ეხებოდა ელექტრონული კომერციის სავაჭრო ობიექტებს, კერძოდ, ხშირი იყო სოციალური ინჟინერიისა და ვირუსული პროგრამების შეტევები. კვლევის მიხედვით, ხშირია ციფრული სკიმინგის შეტევები, რომლებიც მიზანში იღებენ ელექტრონული კომერციის პლატფორმებსა და მესამე მხარის კოდის ინტეგრირებას.
მსგავსი თავდასხმების შემთხვევები ნათელს ხდის სავაჭრო და საგადასახადო ტრანზაქციებზე უსაფრთხოების მკაცრი კონტროლის აუცილებლობას, იმის უზრუნველსაყოფად რომ გარე კოდი არ გააქტიურდება ბარათის მფლობელისთვის არაკონფიდენციალურ გარემოში. მასაჩუსეტსის ინსტიტუტის კვლევის ანგარიშის მიხედვით, გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვანია მათი მომხმარებლებისთვის, 59% კი აღიარებს, რომ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები ყველაზე დიდი გამოწვევაა ციფრული გადახდების გაფართოებისთვის. ბევრი უპირატესობას უსაფრთხოების მოწინავე შესაძლებლობებს ანიჭებს, როგორებიცაა ციფრული ტოკენები (32%), ხელოვნური ინტელექტი და გაძლიერებული ავტორიზაცია (43%).
ტრადიციულ ვალუტაზე ზიანის მიყენების გარდა, თავდამსხმელები კრიპტოვალუტის მომხმარებლების მოსატყუებლად ახალ ტაქტიკებს მიმართავენ, მათ შორისაა საფულეზე გამიზნული, ბრაუზერის გაფართოების, ახალი მავნე პროგრამა კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის, ასევე ინოვაციები ფიშინგისა და სოციალური ინჟინერიის სქემებში. 2022 წლის იანვრიდან თებერვლის ჩათვლით, სამმა დიდმა ქურდობამ, რომლის დროსაც სხვადასხვა ხიდის სერვისებში სუსტი წერტილები იქნა გამოყენებული, 400 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა კიბერქურდებს.[1]
დაცვა Visa-ს დაპირებაა
მიუხედავად იმისა, რომ კიბერდანაშაული ნარჩუნდება, Visa-მ გაზარდა ძალისხმევა თაღლითობის შემთხვევების შესამცირებლად. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Visa-მ 9 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ქსელის უსაფრთხოებაში. Visa-ში დასაქმებულია ათასზე მეტი ერთგული სპეციალისტი, რომლებიც Visa-ს ქსელს მავნე პროგრამებისგან, ნულოვანი დღის შეტევებისგან და ინსაიდერული საფრთხეებისგან 24x7x365 რეჟიმში იცავენ. Visa ასევე იყენებს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის შესაძლებლობებს და მუდამ ჩართული ჰყავს ექსპერტები, რათა დაიცვას თავისი ეკოსისტემა, პრაქტიულად აღმოაჩინოს და თავიდან აიცილოს მილიარდობით დოლარის თაღლითობის მცდელობა. ფაქტობრივად, Visa-ს რეალურ დროში მონიტორინგმა, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, დაბლოკა 4,2 მილიარდ დოლარზე მეტი თაღლითური გადახდების მოცულობა ბოლო 12 თვეში, ბევრმა არც იცოდა, რომ პოტენციური თაღლითური ტრანზაქციის რისკის ქვეშ იყო.
გადახდებთან დაკავშირებული თაღლითური დარღვევების შესახებ ანგარიშის წასაკითხად ეწვიეთ Visa-ს ოფიციალურ ვებ.გვერდს. ციფრულ სამყაროში ფულის მოძრაობის MIT ტექნოლოგიების ანალიზის შესახებ ანგარიშის სრულად წასაკითხად ეწვიეთ მასაჩუსეტსის ინსტიტუტის გვერდს.
###
Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge
[1] Visa-ს ორწლიანი ანგარიში გადახდებთან დაკავშირებული თაღლითური დარღვევების შესახებ.