Items filtered by date: პარასკევი, 05 ნოემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

„აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს და ქართველ ხალხს ძალიან დიდ პატივს სცემს". ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოში აზერბაიჯანის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეისათვის აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა და ისეთი მყარია, მას ვერაფერი დაასუსტებს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ისტორიულად აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს და ისინი მეგობრული და მოძმე სახელმწიფოები არიან.
„საქართველო და აზერბაიჯანი ისტორიულად მეგობრები არიან. დღეისათვის მათ თანამშრომლობის მჭიდრო ურთიერთობები გააჩნიათ პოლიტიკის, ბიზნესის, კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში. იმედია მომავალში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერი გახდება“, - აღნიშნა როვნაგ აბდულაევმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში კოვიდრეგულაციების სრული დაცვით საზეიმო მიღება გამართა, რომელიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოეწყო.
ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საერთაშორისო ნავთობკომპანია „სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ნავთობკომპანია "სოკარის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მაირ მამედოვი დაესწრო. მიღებაში მათ გარდა მონაწილეობდნენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები.
აზერბაიჯანის საელჩოში გამართული მიღება საზეიმო ფეირვერკით დასრულდა, რომელმაც აღფრთოვანებაში მოიყვანა მოწვეული სტუმრები.

ავთანდილ ოთინაშვილი

 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

დღეს, აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში კოვიდრეგულაციების სრული დაცვით საზეიმო მიღება გამართა, რომელიც მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოეწყო.
ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის „სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ნავთობკომპანია "სოკარის" საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მაირ მამედოვი დაესწრო. მიღებას ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე კონტროლი დაიბრუნა და „სამხედრო-პოლიტიკურ კონფლიქტს, რომელიც თითქმის 30 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში სერიოზულ სამხედრო საფრთხეს ქმნიდა ბოლო მოუღო".
აზერბაიჯანის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს 44-დღიან ომში აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, როგორც განსაკუთრებულ მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამშვიდობო ინიციატივებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის მომგებიანი პარტნიორობა ჩამოყალიბდა, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ურთიერთპატივისცემა და სოლიდარობა, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ ფორმატს, ჩვენს რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას უზრუნველყოფს", - ხაზი გაუსვა ფაიგ გულიევმა.
ღონისძიების ოფიციალური განყოფილების დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი, სადაც ქართველმა და აზერბაიჯანელმა მუსიკოსებმა მიიღეს მონაწილეობა.
აზერბაიჯანის საელჩოში გამართული მიღება საზეიმო ფეირვერკით დასრულდა, რომელმაც მოწვეული სტუმრები აღფრთოვანებაში მოიყვანა.

ავთანდილ ოთინაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება

კამერუნში დაბადებულმა სიამის ტყუპებმა, სტამბოლში 27-საათიანი წარმატებული ოპერაციის შემდეგ ჯანმრთელობა აღიდგინეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას. 

აჯიბადემის ალთუნიზადეს საავადმყოფოს ადმინისტრაციის განცხადებით, ტყუპები ელიზაბედი და მარი თურქეთში კამერუნის პრეზიდენტის ინიციატივით ჩამოიყვანეს.

ოპერაციამდე 7 თვით ადრე ტყუპებისთვის მულტიდისციპლინური მკურნალობის პროცესი ტარდებოდა.

რისკის შესამცირებლად, რენტგენოლოგიური და ანგიოგრაფიული გამოკვლევების წყალობით, ტყუპებისთვის ოპერაციამდე 3D მოდელები მომზადდა. საოპერაციოში გადაყვანილ ტყუპებს 27-საათიანი ოპერაციის შემდეგ ჯანმრთელობა აღუდგინეს.

ტყუპების დედა, კაროლაინ აკვე: „მიუხედავად ყველა სირთულისა, ბავშვს ერთი წლის განმავლობაში ვაჭმევდი ძუძუს, როცა ისინი ერთმანეთზე იყვნენ მიბმული. არასოდეს დაგვიკარგავს იმედი, რომ ორივე ჯანმრთელად დაშორდებოდნენ ერთმანეთს.  ჩემი ეს ოცნება რეალობად იქცა. ეს, თურქი ექიმების ძალისხმევა და წარმატებაა“.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა, რომელიც ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატზე 7 წარმომადგენლით წარსდგა, ორი ბრინჯაოს მედალი დაიბევა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, პირველი, ვინც საპრიზო ადგილამდე გაიკვალა გზა სახილ ალახვერდოვია (48 კგ). მომავალი მედალოსანი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაება. ქულებით დაამარცხა ინდოელი გოვინდ საჰანი. მეოთხედფინალში ასევე ქულებით მოუგო ყირგიზ მირლან ტურკბაის და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რაც გარანტირებულ ბრინჯაოს მედალს უდრის.

ასევე მესამე ადგილი აქვს გარანტირებული ლაშა გურულს (67 კგ). საქართველოს ნაკრების წევრმა პირველ შეხვედრაში ქულებით დაამარცხა ბაჰამელი რაშილდ უილიამსი, შემდეგ - სლოვაკი მიხალ ტაკაჩი და ირანელი ამირ მაღსუდი მალი. ქართველმა მოკრივემ მეოთხედფინალში  კუბელ კევინ ბრაუნ ბაზას მოუგო და ნახევარფინალში გასვლით ბრინჯაოს მედალი დაიბევა. სამწუხაროდ, გურული ფინალში გასასვლელ ორთაბრძოლას ტრავმის გამო გამოტოვებს. ასე რომ, პირველი მედალი მის ანგარიშზეა.

„მადლობა ღმერთს, რომ მედალი მოვიპოვე. სავარაუდოდ ოპერაციას გამიკეთებენ. ყველაფერი კარგად იქნება  - ბრინჯაოს მედალი მოპოვებულია", - მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის რანგში აცხადებს ლაშა გურული.

ავთანდილ ოთინაშვილი

გამოქვეყნებულია სპორტი

არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოსა და აშშ-ის ძლიერი პარტნიორობა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონთან შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ურყევ, ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომლის შედეგად ქვეყანამ არაერთი მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რომელიც მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, აუცილებელია ქვეყნის განვითარების დღის წესრიგზე კონცენტრირება.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება რეგიონში აშშ-ის ერთგულ და საიმედო მოკავშირედ. ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებს, ასევე იმ ჰუმანიტარულ პრობლემებს, რომელსაც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეები ყოველდღიურად აწყდებიან. განსაკუთრებით გაესვა ხაზი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა ახალი სამშვიდობო ფორმატი - სამეზობლოს სამშვიდობო ინიციატივა, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროში გამოვიდა და ამ პროცესში აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობა. ამერიკულმა მხარემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე განხორციელებულ რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების განხორციელების პროცესის დასაწყებად. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური