გთავაზობთ მ. სააკაშვილი გადაყვანილი იქნას გ. აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, აცხადებს რ. ბრეგაძე
ახალი მენეჯმენტის მიზანია, ლიბერთი უნივერსალურ ბანკად გარდავქმნათ - ვასილ ხოდელი
„ლიბერთის ახალი მენეჯმენტის მიზანი ბანკის უნივერსალიზაციაა, ხოლო სტრატეგიული მიმართულება კი საცალო სეგმენტზე იქნება ორიენტირებული“, - ამის შესახებ გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა განაცხადა.
მან განმარტა, რომ არსებული სტრატეგიის მიხედვით, აქცენტი ბიზნეს (მცირე და საშუალო) მიმართულების განვითარებაზე გაკეთდება, რაც ბანკისთვის შედარებით ახალ ხაზს წარმოადგენს.
„ჩვენი მიზანია ბანკის უნივერსალიზაცია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ბანკის სტრატეგიული მიმართულება საცალო დაკრედიტებაზე იქნება ორიენტირებული, რაც მოქალაქეების ყველა სეგმენტისთვის მათზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს. ასევე, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, ბიზნეს მიმართულება წარმოადგენს. კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა „ლიბერთის“ სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი ხაზია. უნდა აღვნიშნო, რომ ბიზნესის მიმართულება ბანკისთვის შედარებით ახალია. შესაბამისად, ამ სეგმენტის განვითარებასთან ერთად, „ლიბერთი“ გაცილებით უნივერსალური ბანკი გახდება. ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება“, - აღნიშნა ვასილ ხოდელმა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველ მატჩს 26 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს
კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელიც 2 წელი გაგრძელდება და ევროპის 32 ქვეყნის ნაკრებიდან 12 საუკეთესოს შეარჩევს, რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი თქმით, პირველი ფანჯრის მატჩები 25, 26, 28 და 29 ნოემბერს ჩატარდება და მათი რაოდენობა ჯამში 32 იქნება. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 26 ნოემბერს, თბილისში, უკრაინასთან გამართავს, ხოლო 29-ში ქალაქ ხაენში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ტურნირის ორგანიზატორმა ფიბა-მ პირველი ფანჯრის 32 შეხვედრიდან განსაკუთრებით საინტერესოები გამოარჩია. ათეულში შეყვანილია ესპანეთისა და საქართველოს დაპირისპირება, რომელიც 29 ნოემბერს, ანდალუსიის დიდი ისტორიის მქონე პატარა ქალაქ ხაენში გაიმართება.
აი, რას წერს ამ მატჩის შესახებ ფიბა-ს ოფიციალური ვებ-გვერდი: “ეს პირველი საკვალიფიკაციო ფანჯრის კიდევ ერთი დამაინტრიგებელი მატჩია. ესპანეთი აშკარად გადახალისების რეჟიმშია, რამდენიმე გამოცდილმა კალათბურთელმა კალათბურთელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და მათ შორის ძმები გასოლებიც არიან. ამდენად, აუცილებელია საერთაშორისო მატჩების გამოცდილება ახალგაზრდა კალათბურთელებმაც მიიღონ. უდავოა, რომ მათთვის საქართველო სერიოზული ტესტი იქნება, მითუმეტეს, რომ ამ ნაკრებს ფავორიტებთან მოგების გამოცდილება აქვს. ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში მათ სტუმრად სერბეთსაც კი მოუგეს. საინტერესოა, რომ ესპანეთი და საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც შეხვდებიან, A ჯგუფის მასპინძელი კი სწორედ თბილისია”.
ისტორიულად, საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს სლოვენიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე შეხვდნენ. ის მატჩი ესპანელებმა დამაჯერებლად – 83:59 მოიგეს.
ფიბა-ს აზრით, ნოემბრის ფანჯრის დროს, საქართველო-ესპანეთის მატჩის გარდა, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ეს მატჩები: სერბეთი-ლატვია, ხორვატია-სლოვენია, დიდი ბრიტანეთი-საბერძნეთი, შვედეთი-ფინეთი, საფრანგეთი-მონტენეგრო, რუსეთი-იტალია, ბელარუსი-თურქეთი, პოლონეთი-გერმანია, ჩეხეთი-ლიეტუვა. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის ნაკრები მსოფლიოს პირველობის საკვალიფიკაციო ციკლში 26 ნოემბერს ჩაერთვება, როდესაც თბილისში უკრაინას მიიღებს. ამავე დღეს ესპანელები ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრებიან. 29-ში, ესპანეთი-საქართველოს გარდა, G ჯგუფში კიდევ ერთი თამაშია: უკრაინა-ჩრდილოეთ მაკედონია. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გადის.
გიორგი ოთინაშვილი
თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს შეხვდა
უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს, ოთხვარსკვლავიან გენერალს რიჩარდ კლარკს შეხვდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს განგრძობითი, მრავალმხრივი და მზარდი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. მინისტრის განცხადებით, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა, ერთობლივი სწავლებები და აქტივობები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობისაა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ კოლეგასთან ერთად „2021 უნგრეთის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენცია“ გახსნა.