ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი რეკორდულ ფასად 34,9 მილიონ დოლარად გაიყიდა
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრის, ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი „დიეგო და მე“ აშშ-ში, ნიუ-იორკში, აუქციონზე 34,9 მილიონ დოლარად გაიყიდა. მექსიკელმა მხატვარმა ფრიდა კალომ ამით, როგორც საკუთარი ასევე ლათინოამერიკელ მხატვართა რეკორდიც მოხსნა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
მათი ცნობით, ნამუშევარი, რომელიც ფრიდა კალომ 1949 წელს დაასრულა, ასახავს მის ქორწინებას ცნობილ მხატვარ დიეგო რივერასთან.
ნამუშევარზე გამოსახულია რივერას პატარა გამოსახულება კალოს შუბლის შუაში.
მეორეს მხრივ, გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნახატი, არგენტინაში ერთ-ერთი მუზეუმის მფლობელმა შეიძინა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, დ. ზალკალიანი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს ესაუბრა
2021 წლის 15 ნოემბერს, ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ესაუბრა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს, ჯეიჰუნ ბაირამოვს და არარატ მირზოიანს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
განხილულ იქნა რეგიონში არსებული ვითარება, საქართველოს ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის გაძლიერების და მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული დაძაბული სიტუაციის დეესკალაციის მნიშვნელობა.
დავით ზალკალიანმა დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, მომავალშიც არ დაიშუროს ძალისხმევა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.
მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება Maple Arch 21 დაიწყო (ვიდეო)
საქართველო წელს პირველად მასპინძლობს სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2021. სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის მენტორობით იმართება და მას ქართული მრხიდან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს.
თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიმართა. მონაწილე სამხედროებს სიტყვით თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და კანადის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის წარმომადგენელმა, მაიორმა შონ დ კლარკმა მიმართეს და მრავალეროვნული წვრთნების მნიშვნელობასა და მიზანზე გაამახვილეს ყურადღება.
ორკვირიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) იმართება.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება MAPLE ARCH 21-ში კანადელ ინსტრუქტორებთან ერთად ქართველი ინსტრუქტორებიც არიან ჩართულები. სწავლებაში კანადელი, ქართველი, ლიეტუველი, უკრაინელი, პოლონელი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალები კი, აღმოსავლეთის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფისა და JTEC-ის პირადი შემადგენლობითაა წარმოდგენილი.
სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავება, დაგეგმარებისა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, ეფექტიანად მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა. MAPLE ARCH ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ წვრთნებში პირველად ბატალიონის დონის შტაბით 2018 წელს ჩაერთო.
იაპონიამ Pfizer-ის დამხმარე დოზას „გამოყენების ნებართვა“ გასცა
იაპონიაში, ვაქცინის მწარმოებლის Pfizer-ის Covid-19-ის წინააღმდეგ გამაძლიერებელი დოზის მისაღებად განაცხადი დამტკიცდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
მათი თქმით, ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროს Covid-19-ის ექსპერტთა კომიტეტმა Pfizer-ის დამხმარე დოზას „გამოყენების ნებართვა“ მისცა.
კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ სუბიექტებმა, რომლებმაც მიიღეს Pfizer ვაქცინის მე-3 დოზა საზღვარგარეთულ კლინიკურ ტესტებში, აწარმოეს 3-ჯერ მეტი ანტისხეულები, ვიდრე მე-2 დოზის შემდგომ პერიოდში.
აღინიშნა, რომ დამატებითი დოზის მიღება ჯანდაცვის მუშაკების თაოსნობით 18 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის დეკემბრიდან დაიწყება.
კომიტეტის წევრები ასევე აცხადებენ, რომ ასაკობრივი ზღვარის შემცირებისთვის Pfizer-ის დამხმარე დოზაზე, ისინი 18 წლამდე ასაკის ადამიანებზე ტესტირების შედეგებს დაელოდებიან.
პრეზიდენტმა ქართული რაგბის განვითარებისათვის კლოდ სორელი და ძმები იაშვილები დააჯილდოვა (ვიდეო)
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1997-2003 წლებში, კლოდ სორელი ოქროს საწმისის როდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, სახელმწიფო ჯილდო კლოდ სორელს საქართველოს პრეზიდენტმა თავად გადასცა ბორდოში, საქართველოსა და საფრანგეთს ნაკრებებს შორის გამართული რაგბის მატჩის შემდეგ.
ჯილდო კლოდ სორელს გადაეცა მსოფლიოში ქართული რაგბის პოპულარიზაციის, საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუტრებული პირადი წვლილისა და მისი მხარდაჭერის, ასევე წარმატებული სამწვრთნელო მოღვაწეობისათვის.
იმავე დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, წარმატებული სპორტული საქმიანობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის რაგბისტი ძმები, გრეგუარ და დიმიტრი იაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა.
,,არაფერი ისე არ აერთიანებს საქართველოსა და საფრანგეთს, როგორც რაგბი. რაგბის ისტორიული ფესვები შესაძლოა, საქართველოში იყოს - ,,ლელო“, რომელიც გარკვეულწილად ქართულ იდეტობას ქმნის, ბუნებრიობა, სპონტანურობა და სხვა ყველაფერი, თუმცა ქართული რაგბი ვერ გახდებოდა ის, რაც დღეს არის, რომ არა კლოდ სორელი. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს სიმბოლური დღე, რათა თქვენთვის მომემართა და გადმომეცა ქართული ჯილდო, რომელიც ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვისაა გათვალისწინებული.
გადმოგცემთ რა ამ ჯილდოს, რომელიც ოქროს საწმისის ორდენია, ოქროს საწმისი, რომელსაც ევროპელები კოლხეთში, ძველ საქართველოში ეძებდნენ. გადმოგცემთ რა ამ ჯილდოს, მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ქართველს ვანიჭებ მას, რადგან, სპორტი საზღვრებგარეშეა. თქვენ საქართველოს მოუტანეთ რაგბის ტექნიკა, დისციპლინა და ამ სპორტის ხელოვნების ჭეშმარიტი პრაქტიკა. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ქართულმა რაგბმა გადალახა საზღვრები და დღეს შეუძლია ითამაშოს და დამარცხდეს საფრანგეთთან. ძვირფასო კლოდ სორელ, ეს ჯილდო საქართველოს მიერ თქვენ მიმართ გამოხატული დაფაასებაა, იმისათვის რაც თქვენ და საფრანგეთმა ქართული რაგბისთვის გააკეთეთ.
დღეს ასევე, ჯილდოს გადმოგცემთ ძმებ იაშვილებს. ეს ჯილდო თქვენთან ერთად ეკუთვნის მამათქვენსაც, რადგან ის ფრანგულ რაგბში იაშვილების დინასტიის პირველი წარმომადგენელი იყო და ასევე ეკუთვნის ბაბუათქვენს, რომელიც საფრანგეთში ფრანგული წინააღმდეგობის ჯგუფის წევრი იყო, რაც საამაყოა როგორც საფრანგეთის, ასევე, საქართველოსთვის. თქვენი ოჯახი და თითოეული თქვენგანი მაგალითია იმისა, თუ რისი მომტანია ინტეგრაცია და უცხოელის წარმატება საფრანგეთში. მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია დავუბრუნოთ საფრანგეთს ყველა ის სიკეთე, რაც ქართველ ემიგრანტებს ამ ქვეყანამ მისცა. ეს ასევე, წარმომავლობის არდავიწყებისა და წინაპრების სამშობლოსადმი ერთულების შენარჩუნების მოდელია.
მე მსურს, რომ ჯილდო, რომელსაც გადმოგცემთ, საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის, ჩვენი წარმატების და ერთმანეთისათვის საუკეთესოს გაზიარების ნიშანი იყოს. ამისათვის, საქართველის სახელით მადლობას გიხდით!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ავთანდილ ოთინაშვილი