Team Europe: ევროკავშირი და საფრანგეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები საქართველოში სოციალური დაცვის ხელშესაწყობად ახალ პროექტს იწყებენ
ევროკავშირი და საფრანგეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები ერთობლივი ძალებით შეიტანენ წვლილს საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებაში. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საფრანგეთის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, მონაწილე მხარეებმა ხელმოწერის ღონისძიებით აღნიშნეს პროექტის დაწყება და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საერთო ძალისხმევა საქართველოში სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებისა და სოციალური უფლებების გაფართოებისთვის საქართველოს მოსახლეობისთვის.
2021 წლის 10 ნოემბერს, დღეს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში ხელმოწერის ცერემონიალით აღინიშნა სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერების შესახებ პროექტის დაწყება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ექსპერტიზ ფრანსის(Expertise France HYPERLINK "https://afd.fr/"- HYPERLINK "https://afd.fr/"Agence Française de Développement HYPERLINK "https://afd.fr/"Group − AFD ჯგუფი) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ (CzDA), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბატონმა პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ბატონმა დიეგო კოლასმა, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში და ბატონმა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ. სამინისტროს პოზიციის შესახებ ისაუბრა ქალბატონმა თამილა ბარკალაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ხოლო პროექტის გუნდმა დამსწრე საზოგადოებას მოკლედ წარუდგინა პროექტი.
„სოციალური დაცვა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების ნაწილია. დემოკრატიულ საზოგადოებაში, თითოელი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ვიზრუნოთ საზოგადოების მოწყვლად წევრებზე და უზრუნველვყოთ, რომ ყველა მოქალაქემ შეძლოს სოციალურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოვიდ19-ის რეალობის გათვალისწინებით, რადგან უამრავი ადამიანი საჭიროებს დამატებით მხარდაჭერას. ამის გათვალისწინებით, მოხარულნი ვართ, დავიწყოთ ახალი პროექტი Team Europe პარტნიორებთან ერთად, რომელიც იმედი გვაქვს, უახლოეს წლებში პოზიტიურ ცვლილებებში აისახება“, განაცხადა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილემ.
საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბ-მა დიეგო კოლასმა განაცხადა: “საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოებს შორის უკვე არსებობს გლობალური ალიანსი და მოხარული ვარ, რომ ამ თანამშრომლობამ განვითარება ჰპოვა საქართველოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხისა და შესაბამისი მთავრობების არჩევანს, განავითარონ ძლიერი, დინამიური ევროპული მოდელის დემოკრატიული სისტემა საქართველოში, რაც ლოგიკურია, განხორციელდეს ისეთ წარმატებულ და დინამიურ აღმოსავლეთ ევროპულ დემოკრატიულ სისტემასთან თანამშრომლობით, როგორიცაა ჩეხეთის რესპუბლიკა. ამ ერთობლივი პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სერვისების გაუმჯობესებასა და სოციალური კოდექსის შემუშავებას, წარმოადგენს უფრო ფართო ინსტიტიტუციური და დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგის მნიშვნელოვან ნაწილს“.
„სოციალური კოდექსის შემუშავება ის საკვანძო რეფორმაა, რომელიც მიმართულია საქართველოში ეფექტიანი სოციალური კეთილდღეობის სისტემის დასაფუძნებლად, რაც ასევე ითვალისწინებს სოციალური დაცვის სერვისების დეცენტრალიზაციას. ჩეხეთის განვითარების სააგენტო მოხარულია ექსპერტიზ ფრანსთან გაერთიანებული ძალებით გააგრძელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობა“, განაცხადა ბატონმა პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში.
„სოციალური კოდექსის შემუშავებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ შევქმნათ სოციალური კეთილდღეობის უფრო ფართო პერსპექტივა. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე სოციალური რისკებისგან დაცული იყოს ცხოვრების ყველა ეტაპზე, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე. ამ მიზნის მისაღწევად კი, უნდა ჩამოყალიბდეს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის შესაბამისი სისტემები და მექანიზმები. ეს იქნება საქართველოს მიერ გადადგმული დიდი ნაბიჯი წინ, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისკენ“, განაცხადა თამილა ბარკალაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.
პროექტის შესახებ
პროექტი „სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ მიზნად ისახავს
საქარტველოს მთავრობისა და სახელმწიფო ინსტიტუბის მხარდაჭერას სოციალური სერვისების განვითარების, მტიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და სოციალური უფლებების გაძლიერების კუთხით. პროექტის ხანგრძლივობაა 24 თვე, ხოლო ძირითადი განმახორციელებელი პარტნიორები Expertise France და ჩეხეთის განვითარების სააგენტო.
პროექტი განხორციელდება სამი ძირითადი მიმართულებით. პირველი კომპონენტი ითვალისწინებს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივი დონეზე ხელმისაწვდომი სოციალური სერვისებისა და სოციალური დახმარების (შემწეობის) remittances გაუმჯობესებას. მეორე კომპონენტი ითვალისწინებს სოციალური უფლებებისა და სოციალური მომსახურების შესახებ ინფორმაციის გაუმჯობესებულ ანალიზსა და ფართომასშტაბიან კომუნიკაციას. მესამე კომპონენტის ფარლებში კი დაგეგმილია სამინისტროსთვის მხარდაჭერის გაწევა სოციალური კოდექსის შემუშავების პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური უფლებების განვრცობას. კოდექსის შემუშავების პროცესი იქნება ინკლუზიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული, რასაც შედეგად მოჰყვება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკს შემუშავება და საკანონმდებლო პროცესი.
ირანელი მასწავლებელი მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ნომინაციაზეა წარდგენილი
მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი - მნიშვნელოვანი კონკურსია, სადაც იუნესკოს „ვარკის“ ფონდის მიერ დაწესებული ჯილდო გადაეცემა მასწავლებელს, პროფესიაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის. მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის კონკურსზე ნომინირებულია ირანელი მასწავლებელი სორაია მოთაჰარნია ქურთისტანის ქალაქ ბიჯარიდან.
სორაია მოთაჰარნიამ, რომელიც ამჟამად თავის კარიერას ასრულებს, განაცხადა: მუშაობის პერიოდში, ყოველწლიურად ვსტუმრობდი რომელიმე შორეულ, მეჩხერად დასახლებულ სოფელს, რომ დაწყებითი სკოლის რომელიმე მოსწავლე სიშორის და ფინანსური უსახსრობის გამო განათლების გარეშე არ დარჩენილიყო.
ირანის საელჩო საქართველოში
წყარო: www.irna.ir/news/84527560/
ევროკლუბი - პატარა ევროპა ყვარელში!
ჩემს მშობლიურ ყვარელში ევროკლუბის გახსნის ორი წლის თავზე, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი და შთამბეჭდავი შედეგები. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებლმა და აღმასრულებელმა დირექტორიმა ნიკა გურინმა განუცხადა.
ყვარლის ევროკლუბი 2019 წლის ნოემბერში, ევროკავშირის საკომუნიკაციო პროგრამის, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს (EU NEIGHBOURS east) მხარდაჭერით და ხელშეწყობით დაარსდა. მისი დამფუძნებელი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ნიკა გურინია, რომელმაც თავის მშობლიურ ქალაქში მოქალაქეთა გაძლიერების სურვილით, ახალგაზრდული სადისკუსიო სივრცე გახსნა დევიზით - ილიას გზით ევროპისკენ. დღეს ევროკლუბი ასევე აერთიანებს ფრანგულ კუთხეს და ამერიკულ წიგნების თაროს, რომელიც ამერიკული კუთხეების ქსელის ნაწილია.
ყვარლის ევროკლუბის 2 წლის საიუბილეო ღონისძიებაში, რომელიც თელავში, კორპორაცია "ქინძმარაულის" ღვინის სახლში გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მაღალი რანგის წარმომადგენლები: ნიდერლანდების, ავსტრიის, საფრანგეთის, თურქეთის და ნორვეგიის ელჩები და ესპანეთის საელჩოს ატაშე საქართველოში. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობდა, მისი უშუალო მხარდამჭერი, კორპორაცია "ქინძმარაულის" გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი.
ნ. გურინმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არის პროექტი რომელიც მუშაობს ახალგაზრდებისთვის, მაგრამ ასევე სხვა ადამიანებისთვისაც, ვინც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. „დღეს ჩვენ ევროპელ ელჩებთან ერთად, კორპორაცია ქინძმარაულის ღვინის სახლში, საზეიმო ვითარებაში ავღნიშნეთ ყვარლის ევროკლუბის დაბადების იუბილე. „ორი წლის თავზე ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შედეგები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს განვაცხადეთ რომ ახალ ევროკლუბს ვხსნით აჭარის რეგიონში, ბათუმში. მადლობლები ვართ ევროკავშირის და ყველა ჩვენი დონორის, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს აქტივობებს და პროექტებს“, - დასძინა ნ. გურინმა.
როგორც ყვარლის ევროკლუბის დამაარსებელმა აგვიხსნა, ევროკლუბის უმთავრესი მისიაა ახალგაზრდების განათლების და განვითარების მხარდაჭერა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ევროპული ფასეულობების პოპულარიზაცია. „ჩვენი საქმიანობის მიზანია ყვარლის მოსახლეობის შეკრება და მათი უზრუნველყოფა სადისკუსიო სივრცით, სადაც ჩატარდება სამუშაო შეხვედრები და სემინარები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობები, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, მედია-წიგნიერება და ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია და ფასეულობები, ასევე ქართველი ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობები“, - ამბობს ნ. გურინი.
მისივე თქმით, ამჟამად ინგლისურის შემსწავლელი ცენტრის სამიზნეები ის ადამიანები არიან, რომლებსაც ინგლისურის ცოდნა ახალ კარიერულ საფეხურზე ასასვლელად ან სამსახურის საშოვნელად სჭირდებათ: "ადგილობრივ ბიზნესთან კონსულტაციებით გავიგეთ, რა რგოლებში ჰქონდათ კადრების ნაკლებობა. შევქმენით კურსები 30 ადამიანისათვის და წარმატებული კურსდამთავრებულები ადგილობრივ ბიზნესებში დასაქმდებიან".
ნ. გურინმა ასევე დაამატა, რომ ევროკლუბის ერთ-ერთი ნაწილია ღია კინოთეატრი, სადაც მსურველებს ყოველ შაბათს შეუძლიათ ფილმების ნახვა. შარშან ეკრანი ადამიანის უფლებების შესახებ ფილმებს ეთმობოდა, წელს კი ფოკუსი სხვადასხვა სახის აქტივობებზეა გადატანილი. სეანსის შემდეგ იმართება დისკუსიები, სადაც მაყურებლები სპიკერებთან ერთად მსჯელობენ საზოგადოებრივ საკითხებზე.
ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ესწრებოდა და როგორც მან თავის გამოსვლაში განაცხადა, სასიამოვნოა, რომ ყვარლის ევროკლუბი უკვე ორი წლის გახდა. „როგორც კლუბს, ისე მის ხელმძღვანელს ბატონ ნიკას ვულოცავთ ამ თარიღს. კლუბის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულია ინგლისურის გაკვეთილები, ბიბლიოთეკა. იმართება ფილმების ჩვენება, რომელიც უკავშირდება ევროპულ ღირებულებებს. მე და ჩემი მეგობარი ელჩები ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგით და ნიკას მიერ გაწეული შრომით“, - ხაზი გაუსვა ევროკავშირის ელჩმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყვარლის ევროკლუბის 2 წლის საიუბილეო ღონისძიება, ყვარელში, კორპორაცია "ქინძმარაულის" ღვინის სახლში გაიმართა. ღონისძიება საიბილეო ტორტის გაჭრით დასრულდა, რომელსაც თან ახლდა კორპორაცია "ქინძმარაულის" საუკეთესო ღვინის ჯიშებისგან დამზადებული არაჩვეულებრივი არომატის მქონე სასმელები.
ავთანდილ ოთინაშვილი
ფოტოების ავტორი: თორნიკე ზიზიაშვილი / ევროკავშირი