Items filtered by date: ოთხშაბათი, 10 ნოემბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

თბილისის მერიის ინიციატივით, UNESCO-ში წარდგენილი განაცხადის განხილვის შედეგად, თბილისი იუნესკო-ს კრეატიული ქალაქების ქსელის (Creative Cities Network) წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
აღნიშნული სტატუსი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მედიახელოვნების განვითარებასა და ერთჯერადი თუ გრძელვადიანი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
„უკვე რამდენიმე თვეა, რაც თბილისი იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ატარებს. ამჯერად კი ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთი უდიდესი შემოქმედებითი ქსელის წევრი გავხდით. მომდევნო ოთხი წელი თბილისისთვის უდიდესი გამოწვევების, ინოვაციური ნაბიჯებისა და პასუხისმგებლობის წლები იქნება. ეს ჩვენს თანამედროვე არტისტებს, ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტებსა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს მსოფლიო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისა და თბილისის, როგორც ერთგვარი შემოქმედებითი ჰაბის, პოზიციონირების საშუალებას მისცემს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.    
თბილისის მერიის მიერ ქსელში გაწევრიანებისთვის წარდგენილი აპლიკაციის თანახმად, ოთხწლიანი პროგრამა გააერთიანებს ციფრული ხელოვნების, ფოტოგრაფიის, მხატვრობის, მულტიმედიური ხელოვნების, ვიდეოთამაშების შექმნის, ინტერაქტიული მედიისა და სხვა ინოვაციურ პროექტებს.
თბილისთან ერთად, ქსელის წევრი მსოფლიოს კიდევ 48 ქალაქი გახდა. მათ შორისაა ბათუმი, რომელიც პროექტს მუსიკის მიმართულებით განახორციელებს.
იუნესკო-ს კრეატიული ქალაქების ქსელი 2004 წლიდან არსებობს და ამჟამად, აერთიანებს მსოფლიოს 90 ქვეყნის 295 ქალაქს, რომლებიც მედიახელოვნების, მუსიკის, კინემატოგრაფიის, გასტრონომიის, დიზაინის, ფოლკლორისა და ხელნაკეთი ნივთების მიმართულებით, პროექტებს ახორციელებენ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

კვიპროსის პრეზიდენტთან გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კვიპროსის მხარდაჭერისა და ამ მიმართულებით მისი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, ასევე, საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის კულტურული ღონისძიებებით აღნიშვნის ინიციატივა და გლობალური გამოწვევების დასაძლევად პატარა ქვეყნების ერთად დგომის მნიშვნელობა. 

საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რომელიც გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გრძელდება გატაცებები, ბორდერიზაცია და ქართული ენის წინააღმდეგ ბრძოლა.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდა ანიტა დემეტრიოუსს და მას წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. თავის მხრივ, ანიტა დემეტრიოუსმა კიდევ ერთხელ  დაუდასტურა პრეზიდენტს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ კვიპროსის მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ კვიპროსი მზადაა ამ მიმართულებით საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

საქართველოს პრეზიდენტი კვიპროსში ასევე შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია სამშობლოსთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება.

პრეზიდენტის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

საქართველოში საპროტესტო აქცია გაიმართა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ  სააკაშვილის მხარდასაჭერად, რომელსაც 1 ოქტომბერს დაკავების შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

მათი ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის მე-12 ციხიდან დედაქალაქ თბილისის მე-18 ციხის საავადმყოფოში გადაყვანილი მ. სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართა.

თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა, მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ისინი სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ნ. მელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილი ჯერ „სათანადო“ საავადმყოფოში უნდა იქნს გადაყვანილი.

ნ. მელიამ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის თბილისში აქციები დღეიდან პერმანენტული იქნება და მათ გადაწყვიტეს ალყა შემოარტყან მთავრობის შენობას, სადაც პრემიერის ოფისია განთავსებული.

მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციები იუსტიციის სამინისტროსთან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან გაგრძელდება.

საქართველოს უშიშროების ძალებმა მთავრობის შენობისა და პარლამენტის წინ უსაფრთხოების ზომები მიიღეს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური