Items filtered by date: პარასკევი, 08 ოქტომბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „საოლქო საარჩევნო კომისიაზე და უშუალოდ ჩემზე უკვე ორი დღეა მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდება და ასევე კონკრეტული პირები ცდილობენ პირადად ჩემს დისკრედიტაციას.

ხაზგასმით ვაცხადებ, რომ თითოეული ჩემი ქმედება და გადაწყვეტილება არის პირველ რიგში კანონისმიერი;  ჩემზე, როგორც საჯარო მოხელეზე და ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიაზე ვერცერთი საარჩევნო სუბიექტის პირადი მოსაზრებები გავლენას ვერ მოახდენს. 

ის, რაზეც აპელირებენ საარჩევნო სუბიექტები და კონკრეტული პოლიტიკური პარტია ბათილი ბიულეტენების გადათვლა/გადამოწმებასთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვათ არის სიცრუე და პრეტენზიები წარმოჩინდა მხოლოდ მას მერე, როდესაც ბათილი ბიულეტენების დათვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული ხმების რაოდენობა მოემატა.

ამავე პოლიტიკურმა ძალებმა პირველ რიგში მედიას შეუშალეს ხელი და არ მისცეს შესაძლებლობა მიეღოთ საოლქო საარჩევნო კომისიისგან დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ. გამოიწვიეს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის და შესაბამისად უშუალოდ კომისიის მუშაობის პარალიზება. ასევე დააზიანეს საოლქო კომისიის ინვენტარი. ჩვენ, წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცავების გამოძახებაც მოგვიწია. მხოლოდ მათი ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი საოლქო კომისიის საქმიანობის აღდგენა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თითოეული ქმედება ხორციელდება ჩართული მხარეების დეტალური დაკვირვების ქვეშ. ჩვენი საქმიანობა ასახულია, როგორც მედიის ისე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. ვაგრძელებთ საქმიანობას გამჭვირვალედ და კანონმდებლობის სრული დაცვით.

მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, - ყველა დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია და მზად ვარ, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მივაწოდო დეტალური ინფორმაცია“.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

გაიცანით თქვენი საყვარელი ჩინელი "პანდა პაპა" - პროფესორი ჰუ ჯინჩუ! 92 წლის პენსიონერი, მსოფლიოში წამყვანი ექსპერტია გიგანტური პანდების შესწავლის საქმეში.

ჰუ ჯინჩუ ხელმძღვანელობდა სპეციალურ ჯგუფს, რომელიც 40 წლის წინ შეიქმნა და მისი მიზანი იყო სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში აღმოჩენილი იშვიათი სახეობების, ჯიშების კვლევა და შესწავლა. 

როგორი იყო ეს გამოცდილება? როგორ შეასრულა ამ ჯგუფმა თავისი მისია? და რა არის მისი ერთად-ერთი სინანული? მიაო სიაოჯუანი სააგენტო "სინხუადან" და ბრიტანელი მკვლევარი ალის ჰიუზი მას სახლში ესაუბრებოდნენ.

"სინხუას" გლობალური სერვისის პროდუქცია

 

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი

მაშინ, როდესაც ბაქოს აქვს ილუზია, ჩამოაცილოს ირანი სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფანს და ვარაუდობს, რომ შეუძლია, ირანის ევროპასთან ვაჭრობა შეაფერხოს და ხელი შეუშალოს ირანის ტრანზიტს, ირანის საინჟინრო-ტექნიკური დელეგაცია გზებისა და ურბანიზაციის მინისტრის მოადგილე, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ხაირულა ხადემის ხელმძღვანელობით ეწვევა სომხეთს, რათა ჩაერთოს ტატუს გზის დასრულებაში, რომელიც არის კიდევ ერთი მარშრუტი, რომელიც შეცვლის გორის-ყაფანის გზას. ტატუს დაახლოებით 15 კილომეტრიანი გზის დასრულების შედეგად, ირანი სომხეთისკენ გვერდს აუვლის აზერბაიჯანს და ამ გზით დაუკავშირდება რუსეთსა და ევროპას.

http://www.ilna.news/fa/'ny/news-1138977

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ლიბერთის მხარდაჭერით საქართველომ NASA Space Apps-ს უმასპინძლა. COVID-19-ის პანდემიის გამო, NASA-ს Space Apps-ის გლობალურ ორგანიზაციულ გუნდთან ერთობლივი გადაწყვეტილებით NASA Space Apps Challenge 2021 ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

ლიბერთი წელს პირველად ჩაერთო პროექტის განხორციელებაში, ჰყავდა წარმომადგენელი ჟიურიში და ახალგაზრდების ნამუშევრებს გაეცნო.

NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის გამარჯვებული გახდა გუნდი Starship Enterprise. გუნდის წევრები არიან კომაროვის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები
დემეტრე საზონოვი, სანდრო ღლონტი, გიორგი ჩხიკვაძე და სანდრო ლორთქიფანიძე.
მათ 1881 წელს შექმნილი მატარებლის დამაკავშირებელი მექანიზმის (Janney coupler) მოდელზე ააგეს ისეთი მექანიზმი, რომელიც შეძლებს კოსმოსური ობიექტების
დაკავშირებასა და განცალკევებას მცირე იმპულსის შექმნით. ეს კი შესაძლებელს გახდის კოსმოსში მოგზაურობასა და მოქმედებებს აფეთქების გამოწვევის რისკის გარეშე.

„ლიბერთი ყოველთვის სიამოვნებით უჭერს მხარს ნიჭიერ ახალგაზრდა თაობას, მათ ინოვაციურ იდეებს და პროექტებს, ისეთი გამორჩეული და განსაკუთრებული ადამიანების წარმოჩენას, როგორიც მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონის NASA Space Apps Challenge Tbilisi-ს გამარჯვებული მოსწავლეები არიან.
განათლებული ახალი თაობა, მათი განვითარების ხელშეწყობა, მუდმივად ახლის ძიება, ინოვაციები და ნებისმიერი ასაკის ადამიანის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების გამოცდილების დაფასება, ჩვენი, ლიბერთის ახალი გუნდის ახალი სტრატეგიისა და ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კონკურსი საქართველოში ტარდება და ჩვენი ახალი თაობა მასში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს“,- განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილე, ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორმა თორნიკე ბენიძემ.

NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 323 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. წლევანდელ Space Apps-ის ვირტუალურ ღონიძიებას - 28,286 მონაწილე ჰყავდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

NASA Space Apps Challenge Tbilisi 2021-ის კონკურსის მიერ გამოვლენილი საუკეთესო გუნდის პროექტის გამარჯვების შემთხვევაში მას Global Awards–ზე წარადგენენ.

გამოქვეყნებულია განათლება

საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები გრძელდება. მაგალითად ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ მისცეს შესაძლებლობა, მედიისთვის გაეცნო ზუსტი და დეტალური ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა. მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებით დაინტერესებულ მხარეებს არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას.

მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესი: კენჭისყრის დღე, ხმების დათვლა, გადათვლები, საჩივრების განხილვა უპრეცედენტოდ გამჭვირვალე გარემოში წარიმართა, კონკრეტული პირები კვლავ მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის დაზიანებას.

ასევე, უნდა გამოვეხმაუროთ საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე საჩივრების განხილვის პროცესს, რომელიც დღეს სრულდება, თუმცა, კომისიის წევრებს საკუთარი მოვალეობების შესრულება კონკრეტული პარტიების მხრიდან ზეწოლის ფონზე უწევთ.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლა ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, როდესაც კომისიამ კანონის სრული დაცვით განიხილა როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც 4 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლა/გადამოწმებას შეეხებოდა, ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო ბრალდებებს და მანიპულაციას, თითქოს, ბათილი ბიულეტენები გახსნილი და ხელახლა დალუქული იყო, ასევე თითქოს შედეგები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაკეთდა. რეალურად პროცესი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, - დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების დათვლა მოხდა გამჭვირვალედ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის თანდასწრებით, სადაც ნათლად ჩანდა ყველაფერი და გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ ხმათა უმრავლესობით, მსჯელობის შემდეგ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საუბნო შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ გადათვლის საფუძველზე. ასევე საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელდა ბიულეტენების გადათვლა 360 უბანზე საქართველოს მასშტაბით.

გადათვლის მექანიზმი და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამ პროცესის უმოკლეს ვადებში რეალიზება იყო გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, კანონით დადგენილი პროცედურების ხელის შეშლისა და დისკრედიტაციის მცდელობებისგან.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

დღეს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოულოდნელად ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

"შსს-ს მიერ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა სამაშველო და საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.

შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოქვეყნებულია სამართალი

ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2021 წლის საუკეთესო ათეულს ჯილდოები გადასცა. მათ შორის არიან პედაგოგები მარნეულიდან, პანკისიდან, თელავიდან, მესტიიდან და თბილისიდან.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე გახდა.

“ჩემთვის და ლიბერთისთვის, დიდი პატივია, განათლების კოალიციასთან ერთად, ვიყოთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო, ჩვენი პატივისცემა დავუდასტურო მასწავლებლებს და აღვნიშნო, რომ ლიბერთის ახალი გუნდი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, მომავალშიც განაგრძობს ჩვენი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანების- მასწავლებლების მიმართ ზრუნვას. ამ პროფესიის პოპულარიზაცია, მასწავლებელთა დაფასება და მხარდაჭერა ახალი ლიბერთის სტრატეგიისა და ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილია.

გასული წელი განსაკუთრებულად რთული იყო მასწავლებლებისთვის და მათდამი პატივისცემის გამოსახატად, ჩვენ წელს გავაოთხმაგეთ საპრიზო ფონდი. მოხარულები ვართ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ყველასთვის ერთ-ერთი გამორჩეული და აღიარებული პროფესიული კონკურსია.

ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ, განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას განაპირობებს“,- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

ლიბერთი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, მეხუთე წელია მხარს უჭერს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს.

მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით, ლიბერთიმ წელს განათლების კოალიციასთან ხუთწლიანი მემორანდუმი გააფორმა და ღონისძიების ოქროს სპონსორად დასახელდა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

 

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 08 ოქტომბერი 2021 10:34

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: თუ გრძნობთ რომ ყურადღება გეფანტებათ, სჯობს დროებით საქმეს ჩამოსცილდეთ, ვინაიდან რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეიძლება ვერ მოერიოთ, შესაბამისად სასურველ შედეგებსაც ვერ მიიღებთ.

კუროძნელი იქნება თქვენი დაყოლიება, გაუგებრობების მოგვარებისას სიტუაცია უფრო მეტად შეიძლება დაიძაბოს და თქვენი უჩვეულო ქმედებების გამო უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

ტყუპებისასურველია ირგვლივმყოფთა მიმართ თქვენი უკმაყოფილება არ გამოამჟღავნოთ, რადგან სამომავლოდ შესაძლოა სწორედ მათი მხარდაჭერა დაგჭირდეთ. იყავით მეტად მოქნილი და გამოიჩინეთ კეთილგონიერება.

კირჩხიბირაიმე საქმის გადაწყვეტისას, ნუ შეეცდებით რაიმე არაორდინალური გზების მოძიებას, დღეს აჯობებს ყველაფერს უკვე გამოცდილი და ტრადიციული გზებით გაუმკლავდეთ.

ლომიდღეს მეტი დრო ჯობია დაუთმოთ თქვენს იმიჯსა და გარეგნობას, დაგეგმილ შეხვედრებსა თუ მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი იქნება სამოსსა და აქსესუარებზე აქცენტი.

ქალწულიმიუხედავად იმისა, რომ თავს ყოვლისშემძლედ იგრძნობთ, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, ყველაფერი არც ისე იოლი და მარტივი შესასრულებელია, როგორც გგონიათ.

სასწორისასურველია მოვლენებს სხვისი თვალითაც შეხედოთ, საშუალება მიეცით სხვებსაც გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, ნუ იქნებით მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი.

მორიელინუ აჰყვებით პროვოკაციებს, როგორი ავტორიტეტულიც არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები და როგორც არ უნდა ასაბუთებდნენ თავიანთ საქციელს, მალე ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ შეიცვლება.

მშვილდოსანითქვენ შეძლებთ თქვენი წარმოებისა თუ ბიზნესის მნიშვნელოვნად გაფართოებას, შესაძლოა ახალი პარტნიორებიც მიიზიდოთ და შთამბეჭდავად გაზარდოთ შემოსავლები ახალი იდეების შთაგონებით.

თხის რქაამ ეტაპზე მთავარია არ გადაამეტოთ და საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. მოუსმინეთ მეგობრებსა და ახლობელთა რჩევებს. დაიცავით მიღებული წესები და ნორმები, რათა თავიდან აიცილოთ პრობლემები.

მერწყულიშეგიძლიათ იმოქმედოთ გულის კარნახით, ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვათა გაუთავებელ შენიშვნებსა და პრეტენზიებს. შეიტანეთ ცვლილებები თქვენს გარემომცველ სივრცეში.

თევზებიშეეცადეთ დროულად დაასრულოთ დაწყებული საქმეები, იმოქმედეთ სწრაფად, გონივრულად და კონკრეტული მიმართულებით. სხვადასხვა წვრილმანებზე გამოკიდებით მხოლოდ ფუჭად დაკარგავთ დროს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური