Items filtered by date: პარასკევი, 29 ოქტომბერი 2021 - NEWSDAY GEORGIA
საქართველოს ხელოვნებისა და შემოქმედებითი ინსტიტუტებისადმი ჩვენი მიმდინარე მხარდაჭერის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს თანადაფინანსებით 2021 წლის თბილისის ფოტოგრაფიის ფესტივალი გაიხსნა. თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში ფესტივალის გახსნას ელჩი დეგნანიც დაესწრო და დამთვალიერებლებს ესაუბრა ფოტოგრაფიის უნიკალურ ძალაზე, რომელიც საზღვრებს სცდება და ჰუმანურობის შეცნობაში გვეხმარება.
ფესტივალი მოიცავს ისტორიული და თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს საქართველოდან, ამერიკიდან და მთელი მსოფლიოდან. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილია სპეციალური გამოფენა სახელწოდებით „დამზადებულია ამერიკაში", რომელიც დამთვალიერებლებს წარმოუდგენს შეერთებული შტატების ბრძოლის, თვითგამორკვევის, ინოვაციებისა და გამძლეობის მრავალფეროვან ისტორიას. ეს გამოფენა მუზეუმისა და საერთაშორისო ფოტოგრაფიის სააგენტო „Magnum Photos" ერთობლივი პროექტის კულმინაციაა და მოიცავს რამდენიმე მოწინავე ამერიკელი ფოტოგრაფის, მათ შორის ლეონარდ ფრიდის, ელიოტ ერვიტის, ბრიუს დევიდსონის, ალეკ სოტისა და გრეგორი ჰალპერნის ნამუშევრებს.
 
წყარო: აშშ-ის საელჩო საქართველოში
გამოქვეყნებულია კულტურა

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი, ესტონეთის ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 0:1 დამარცხდა.

შეხვედრა ჩვენი გუნდის საგრძნობი უპირატესობით დაიწყო. 17-წლამდელებმა რამდენიმე რეალური მომენტის გამოყენება ვერ შეძლეს, თუმცა კონტრ-შეტევის ზუსტად გამოყენება, 33-ე წუთზე ნომინალურ მასპინძელთა შემტევმა - დიმიტრი ეპიჰინმა მოახერხა და ანგარიში გახსნა - 1:0.

მიუხედავად ამ მარცხისა, საქართველოს ფეხბურთელთა 17-წლამდე ნაკრები ელიტ რაუნდში ითამაშებს. 

19-წლამდელების მსგავსად, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში 17-წლამდე ასაკობრივი ნაკრებიც ითამაშებს. გიორგი ჩიტაურის გუნდს, ელიტ რაუნდი გაზაფხულზე ელის. ჯგუფის მონაწილე გუნდები და მასპინძელი ქვეყანა, დეკემბერში გამართული წილისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.

17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ისრაელი 2022 წლის 16 მაისიდან, 1 ივნისამდე უმასპინძლებს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი, ისლანდიის ასაკობრივ გუნდთან ფრედ - 1:1 ითამაშა. ხოლო მეორე ტურის შეხვედრაში, მასპინძელი უნგრეთი - 0:1 დაამარცხა და ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა.

გამოქვეყნებულია სპორტი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, თურქული წარმოების “Bayraktar TB2“ უპილოტო საფრენი აპარატით დონბასში, პრორუსი სეპარატისტების მიერ გამოყენებული ჰაუბიცა გაანადგურა და ამის ამსახველი კადრები გაავრცელეს ინტერნეტში. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

მათი ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტა ჰაუბიცების გამოყენებით დაარღვიეს, რის შედეგადაც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ამავე განცხადებით,  ფაქტთან დაკავშირებით სეპარატისტებს ნოტა გაუგზავნეს ეუთოს სპეციალური მისიის მეშვეობით, მაგრამ შედეგი ვერ იქნა მიღებული და ამიტომ უკრაინის არმიამ პირველად გამოიყენა ჰაუბიცის წინააღმდეგ “Bayraktar TB2“ ტიპის უპილოტო და აიძულა სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტა.“უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტომ არ გადაკვეთა საკონტაქტო ხაზი და მართვადი რაკეტის გამოყენებით გაანადგურა სეპარატისტების კუთვნილი ჰაუბიცა“ - აღნიშნულია ამ განცხადებაში.

როგორც ცნობილია 2014 წელს პრორუსმა სეპარატისტებმა, ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში და მას შემდეგ დაწყებულ კონფლიქტს დღემდე 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური